სასჯელი
ღრმად ამოვისუნთქე და გარეთ პირველი ნაბიჯი გადავდგი. ალბათ ალექსს და ტომს კაცები დიდი ხანია თან წაეყვანათ. თუ ასეა სუდეს ოთახი მეორე სართულზე უნდა ყოფილიყო. კიბეები მძიმე ნაბიჯებით ავიარე და ის იყო ოთახისკენ მივდიოდი რომ კარებთან მდგარი კაცის დანახვით ჩემთვის შევიგინე. რამე უნდა გამეკეთებინა. ამ სიტუაციისთვის ყველაზე შესაფერისი გეგმის შესრულებას შევუდექი. ხელში აღებული ბარათით ერთერთი ოთახის კარების გაღება ვცადე მაგრამ რათქმაუნდა არ გაიღო. კაცს შევუტრიალდი და „უკაცრავად კარებში რაღაც პრობლემაა შეგიძლიათ დამეხმაროთ?"თქო ვუთხარი საყვარელი ღიმილით. რამდენიმე წამით შეყოვნდა მაგრამ შემდეგ ჩემსკენ გამოემართა. ღიმილი უფრო დამაჯერებელი გავიხადე და ბარათი გავუწოდე. ხელში აღებული ბარათით კარების წვალება რომ დაიწყო ჩვენს გვერდით დეკორაციის მიზნით დადებული ვაზო ავიღე და თავში ჩავარტყი. კაცი სწრაფად ძირს რომ დაეცა ხელები ამიკანკალდა. სუდეს ოთახის კარებთან მივედი და მუშტები დავუმიზნე. წამები საუკუნეებად მეჩვენებოდნენ. ბოლოს ნელ-ნელა კარები გაიღო. ვლოცულობდი რომ კიდევ ერთი დაცვა არ მდგარიყო რომ სუდეს ქერა თმები დავინახე.
მკლავზე ხელი ჩავჭიდე და „წამო მივდივართ"თქო ვუთხარი. მაგრამ მან ხელი გამაშვებინა და „შენ ვინღა ხარ?"ო მკითხა. სიბრაზით „მე თუ ტრანბასთან ერთად გატარებული ცხოვრება?!?"თქო წამოვიყვირე. იცოდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა. მანაც ჩემთან ერთად სწრაფი სირბილი დაიწყო. ღრმად სუნთქვისას თავი გარეთ აღმოვაჩინეთ. რაიმე გზას ვეძებდი რომელიც ტყისკენ წავიდოდა. ბოლოს რომ ვიპოვე უკნიდან გაგონილი ხმებისკენ შევტრიალდი. ალექსი და ტომი წინ, შავებში ჩაცმული კაცები კი უკან ჩვენსკენ მოდიოდნენ. „რას ელოდებით გაიქეცით!"ო დაიყვირა ალექსმა. მისი აქ დატოვება არ მინდოდა მაგრამ იძულებული გავხდი მისი ხელი მომეკიდა და გავქცეულიყავი.
ტყის სიღრმეში რომ შევედით, მწარე იარაღის ხმა გაისმა რომელიც ყურებს მიყრუებდა...
-----
პირველი ახალი თავი Wattpadზე 😂 ჰო კარგით ვიცი გამომწერიც არ მყავს, არც ნახვები მაქვს და არც Voteები. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ 😂💖 ხომ იცით, აქ შეგიძლიათ რომელიმე წინადადება მონიშნოთ და მასზე გააკეთოთ კომენტარი და კიდევ სხვა ფუნქციები 💘 მიყვარხართ💕