ოთახში მარტო რომ დამტოვა, უბრალოდ ვიდექი.. სასწაულები მართლა ხდებოდა?დილით მოსამსახურემ გამაღვიძა, რამდენიმე წუთი აღელვებული აქეთ-იქით ვიყურებოდი.. არცერთი არ იყო სიზმარი, ბატონ ალექსსა და ჩემს შორის არაფერი მომხდარიყო. საათს დავხედე, 5;30 იყო, ერთი საათი ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, თუ რათქმაუნდა სწრაფად მოვემზადებოდი.
საწოლის გვერდზე მყოფ სკამზე, გაუთოებული
შავ-თეთრი ფორმა ვნახე და ჩავიცვი, ძალიან ხარისხიანი იყო და არც არის გასაკვირვი, ასეთი მდიდარი კაცის მოსამსახურეებს უხარისხო ფორმა ხომ არ ეცმეოდათ?..
ოთახიდან გამოვედი და დიდი ხნის ძებნის შემდეგ სამზარეულო ვიპოვე, ამ სახლის საპირისპიროდ, ნათელ და კრემისფერ ფერებში იყო მოწყობილი. ასეთ ადგილებს მხოლოდ ტელევიზორში თუ დავინახავდი, ახლა კი მეც მასში ვიყავი, მაგრამ ეს ჩემთვის კარგი რამე არ იყო.
საათს დავხედე და დავინახე რომ 6 საათი გამხდარიყო. გუშინდელი მუქარა გამახსენდა. არა, შიმშილს ვერ გავუძლებდი, ამიტომ ავჩქარდი.
ყავა გავაკეთე და სუფრის გახსნა დავიწყე, ყველაფერს რომ მოვრჩი, ბატონი ალექს კარებს მიყუდებულიყო და მე მიყურებდა..
„ ბატონო ალექს" - ვთქვი გაკვირვებული
- 6;45 საათია, რომელ ოთახში გინდა რომ გამოგკეტო?
მიზეზების ჩამოსათვლელად პირი გავხსენი რომ სახეზე ღიმილი შევატყვე, რომლის დამალვასაც ცდილობდა, მაგრამ ამ საქმეში წარმატებული არ აღმოჩნდა. გაბრაზებულმა ვუპასუხე:
„თქვენ მეღადავებით?"
„ ო ღმერთო, რა ჭკვიანი ხარ „
სამზარეულოდან გავდიოდი რომ
„დაჯექი"ო, მითხრა
გავჩერდი და დებილივით სკამს დავუწყე ყურება, იმავე ხმის ტონით „ დაჯექი კარა" რომ მითხრა, სწრაფად სკამზე დავსკუპდი. წინ მეჯდა, გეგონება ბედნიერი წყვილი ვიყავით და გახარებულად ვსაუზმობდით, თითქოს არაფერი მომხდარა, თითქოს გუშინ სხვას უნდა მოვეკალი, საუზმე დაამთავრა და სკამს მიეყრდნო, მივხვდი, სერიოზული საუბარი იწყებოდა..
„ეგ შენი და, რა ერქვა.."
„ემმა"
„ვიცი რომ ემმას მისახედი არავინ ჰყავს, შენც აქედან დიდი ხანი ვერ გამოხვალ. ამიტომ აქ მოვიყვან, განათლების საფასურს და სხვა ყველა დანარჩენს მე მივხედავ"
სიხარულისგან თვალები ამიწყლიანდა, ემმა ბოლოსდაბოლოს კარგად იცხოვრებდა. მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელებულა
„მაგრამ, ერთი პირობით"
„გისმენთ"
„ემმასთვის გაკეთებულების რაღაც ნაწილი შენს ვალს დაემატება, ანუ აქ უფრო დიდი ხანი დარჩები „
დაუფიქრებლად ვუპასუხე, რადგან ემმასთვის ყველაფერს გავაკეთებდი.
„თანახმა ვარ , თუ საჭიროა სიცოცხლის ბოლომდე აქ ვიმუშავებ იმისთვის რომ ემმა კარგად იყოს"
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და თქვა:
„ახლა კი ერთი ჭიქა ყავა დამისხი" სწრაფად ავდექი და ჭიქა ავიღე, მაგრამ შემთხვევით ხელი ვკარი და ცხელი ყავა ზედ დამესხა.
სიმწრისგან ერთ ადგილას დავხტუნაობდი რომ ბატონ ალექსი ჩემთან მოვიდა..
„ კარა კარგად ხარ?"
„ძალიან კარგად ვარ ბატონო ალექს, ცხელი რაღაცეების ხელზე დასხმა ჩემი ჰობია ისედაც"
ხელი მომკიდა და წყლის ქვეშ მიმიშვირა, ცივი წლით ცოტა მაინც მქონდა ტკივილი მონელებული რომ ჩვენი მიღებული პოზიცია დავინახე..
ბატონ ალექსს თავისსა და ონკანს შორის ვყავდი მოქცეული და ზემოდან ჩემს ხელს უყურებდა. მთელი სიმძიმით მე მაწვებოდა. სრაფად გამოვწიე ხელი წყლიდან და მისკენ მივტრიალდი
„გამიარა, აღარ არის საჭირო.."
„ დარწმუნებული ხარ კარა? ჯერ კიდევ გაწითლებული გაქ შეხედე" - მითხრა და სული შეუბერა..
„ ღმერთო შენთან მოვდივარ!" ვთქვი გულში და ისევ გამოვწიე ხელი. „ მე მივხედავ, ნუ ღელავთ"
ხელის გამოწევის მიუხედავად ისევ იმავე პოზიციაში ვიყავით. სიჩუმე დავარღვიე და წარმოვსთქვი:
„ძალიან დასცხა არა?
წარბები ასწია და სიცილი დაიწყო, ყველაფერს მიმხვდარიყო..
„სამზარეულოში თქო, ძალიან ხომ არ ცხელა? რამდენზე გაქვთ დაყენებული ეს გამათბობელი?"
ის კი სიცილს განაგრძობდა..
მეტი რომ მებოდიალა, გამოვძვერი მისი მკლავებიდან და ოთახში ავედი. ლოყები სულ გამწითლებოდა, ეს კაცი სულ ასეთი სიმპატიური იყო?