ალექსის პირიდან
ბედნიერება ჩემს მკლავებს შორის ძილს აგრძელებდა. მისი წამწამების ჩრდილი ანგელოზების ფრთებიდან წამოცვენილი მსუბუქი ბუმბულივით ეტყობოდა მის ლოყას. თითები მის წელზე ვატარე. მისი სახის ნაკვეთები ოდნავ რომ დაიძაბა ტიტველი სხეული უფრო კარგად ჩავიხუტე და ჩემსკენ მოვწიე. ხელი მკერდზე დამადო და ძილი განაგრძო. მისკენ დავიხარე და ტუჩებთან პატარა კოცნა დავუტოვე. კოცნის შემდეგ სახე რომ გაეხსნა თითქოს ყველაფერი რაც კი სწყინდა ან აწუხებდა, წამებში გამქრალიყო. ბოლო დროს მომხდარი ამბები მისთვის ზედმეტი იყო, ამას ვხვდებოდი. თითქოს მოულოდნელად ამ ყველაფრის ცენტრში ჩავარდინილიყო. მაგრამ ისეთი მამაცი და კეთილიგანწობილი გახლდათ რომ თითქოს ამ ყველაფრის გადატანაში დასახმარებლად გამოგზავნილი სასწაული იყო. ღრმად ამოვისუნთქე და ნიკაპი თავზე დავადე.
„თან მინდა რომ გაიქცე ამ სიბნელიდან. თან ჩემი გზის გამნათებელი ვარსკვლავი იყო ამ სამარისებურ ღამეში"
ჩუმი წინადადება ჰაერში უპასუხოდ რომ დარჩა, მასთან გატარებული კიდევ ერთი ღამესთვის ღმერთს ჩუმი მადლობა გადავუხადე და თავი ძილს მივანდე.
##########
ჩემს წითურ გვირილას ჯერ მხოლოდ ახლა გაეხილა თვალები, მე კი დიდი ხანია მეღვიძა. მაგრამ თვალების დახუჭვა და მისი ყოველი წამის, ყოველი წერტილის დამახსოვრება უფრო სასიამოვნო იყო. მზის ამოსვლასთან ერთად გაშლილ ყვავილს ჰგავდა. თითქოს უნაკლო მარმარილოსგან გაკეთებული სხეულით საწოლიდან რომ წამოდგა ხელზე მოვქაჩე და ისევ ჩემსკენ მოვწიე.
„სად მიდიხარ?"თქო ვკითხე.
არ მიყვარდა გვერდიდან რომ მშორდებოდა. თითქოს თითები მის თმებში რომ არ ვატარო, მისმა ლამაზმა ღიმილმა წამითაც რომ არ დაიპყროს ჩემი თვალები, გაქრებოდა.
გაიცინა და „ადგომის დროა საყვარელო. აბაზანა ჩემია"ო თქვა და ხელებიდან დამისხლტა. ხელში იგივე პერანგი აიღო რომელიც გუშინ თვითონვე გამხადა და ზედ შემოიცვა. სწრაფი ნაბიჯებით აბაზანაში რომ შევიდა თვალები მის წელზე დამთავრებულ პერანგს მოვაშორე და სწრაფი გულისცემის შენელება ვცადე. იმ ფიქრებში თუ რა ბედნიერი ადამიანი ვიყავი, აბაზანიდან სწრაფად გამოსული გაბრაზებული და შეშინებული კარა დავინახე.
„ეს ვისი სისხლია ალექს?!"ო რომ დაიყვირა თვალები სისხლიან პერანგზე ვატარე. აღშფოთებულიყო. ის მოსაზრება რომ მკვლელი ვიყავი ყველაფერს ართმევდა რისიც სჯეროდა. რაც შეიძლება წყნარი ხმის ტონით „ახსნა მაქვს კარა"თქო ვუპასუხე. მოთმინების უკანასკნელი წვეთებით „ამიხსენი მაშინ. ამ სისხლის პატრონის შესახებ ახსნა მჭირდება. თანაც ახლავე"ო მითხრა.
მასთან მივედი და ხელში აღებული სისხლიანი პერანგის გვერდზე გადაგდებით სუფთა პერანგი ავიღე და ზედ ჩავაცვი. თითები მის სხეულს რომ შევახე ჩემს თვალებში არსებული ნაპერწკლები მის თვალებშიც დავინახე.
„ჯერ რამე ჩაიცვი, ყურადღებას მიფანტავ"თქო ვუთხარი ღიმილით. ის კი ღელავდა. ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნებული ნაწილის წაშლაც რომ უნდოდეს ყოველი წერტილით მე მეკუთვნოდა. რომც ნდომებოდა, მაინც ვერ გააკეთებდა.
ხელზე მოვკიდე და საწოლზე დავაწვინე. თმები უკან გადავუწიე და ლაპარაკი დავიწყე.
„იმ კაცებს რომ გავურბოდით, იარაღის ხმა რომ გაიგე..ერთერთმა მათგანმა გვესროლა. მაგრამ ტვყვია ჩვენს ნაცვლად ისევ ერთერთ მათაგანს მოხვდა. ჩვენი მტერიც რომ ყოფილიყო იქვე ვერ დავტოვებდი. დახმარება ვცადე მაგრამ სამწუხაროდ.."
აწყლიანებული თვალები ყოველ წამს ჩამოცვენისთვის მზად მყოფი ცრემლებით აევსო. „მოკვდა?"
---
ჰელოუ 😍 როგორ ხართ? მე სოფელში ვარ 😏 მაგრამ მაინც მოვახერხე დაწერა 💘 მომდევნო თავი მზად მაქვს 💋 +5 კომანტარსა და Voteze დავდებ 💖
აბაჰე.