„არა!"თქო დავიყვირე. თითქოს ფილტვები გახეთქვის პირას იყვნენ. ახლა არ შეიძლებოდა. ჩვენ შევძელით, ყველაფერი კარგად იყო და ახლა ვერ წავიდოდა. ამ ფიქრებში მყოფმა მოახლოებული ფეხის ხმები გავიგე. ვეღარ გავიქცეოდით. სუდესთან ერთად უკან დავიხიეთ და ცივ კედელს მივეყრდენით. ყალბი ნდობის გრძნობა ჩემში რომ ფეთქდა თითზე გაკეთებული ბეჭედი თითქოს „მე აქ ვარ"ო ყვიროდა და უფრო მიმძიმდებოდა თითქოს. თვალები ბეჭედზე რომ გავაპარე სახეზე ღიმილი დამტყო. დასასრულისკენ მოვედი. ცოტა ხანში ის კაცები მოვიდოდნენ და ერთი ტყვიით, ყველაფერს დაამთავრებდნენ. მაგრამ უკანასკნელ სუნთქვამდე შეყვარებული ქალი ვიქნებოდი. სიყვარულის მცოდნე ქალი რომელიც თავისი ყოველი წერტილით საყვარელ კაცს ეკუთვნის... არ მეშინოდა. სიკვდილი გარდაუვალია მაგრამ ასე არ უნდა ყოფილიყო. თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე. ზუსტად ამ წამს პატარა საწოლში მწოლიარე ბავშვი წარმომიდგა თვალწინ, რომელიც ალექსს ძალიან გავდა. ცრემლები შეუჩერებლად რომ ჩამომიცვივდნენ ვიღაც ლოყაზე მომეფერა და მომიწმინდა. მსუბუქი შეხება რომ ვიგრძენი თვალები გავახილე და ჩემს წინ მდგომი ალექსი დავინახე. ის წინ მედგა მაგრამ ჩემში არსებულმა შიშმა სწორედ ახლა დამიპყრო. მკლავები კისერზე შემოვხვიე და „არ მომკვდარხარ. ცოცხალი ხარ"თქო ვუთხარი მოკანკალე ხმით. ოდნავ გამოიწია და სახე ხელებს შორის მომიქცია.
„სანამ კარა მარტინსკის არ გაგხდი არსად არ წავალ"ო მითხრა. შემდეგ მე გამიშვა და სუდეს ძლიერად ჩაეხუტა. თავზე პატარა კოცნები დაუტოვა და
„ იმ ცხოველმა რამე გაგიკეთა სუდე? კარგად ხარ ხომ?"ო ჰკითხა.
სუდემ „კარგად ვარ. დაწყნარდი. აქვარ <3 „ო უპასუხა.
ალექსი სუდეს დაბრუნების ბედნიერ განცდებში ყოფნისას ტომი კუთხეში მდგომი მას უყურებდა. თითქოს ალექსი რომ არ ყოფილიყო სუდეს იქვე სიყვარულს აუხსნიდა. მაგრამ ალექსი დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ნელნელა ტომთან მივედი და ხელი მოვკიდე.
„ტომ გონს მოდი. ისე უყურებ გეგონება თვალებიდან გულები ამოგდის. ალექსი მიხვდება" თქო ვუთხარი ჩუმად.
სუდემ მე შემომხედა და
„ეს გოგო ვინ არის?"ო ჰკითხა ალექსს.
მისი გამოხედვა დისკომფორტის შემქმნელი იყო. თითქოს ჩემს დასამცირებლად მიზეზს ეძებდა..
„ეს კარაა, სუდე. კარა ჩემი საცოლეა. მალე უნდა დავქორწინდეთ"უთხრა და ხელი ძლიერ ჩამჭიდა.
სუდემ „კარგი, ვიმედოვნებ არ გარცხვენს „ ო თქვა თვალების ბრიალით. ამ სიტყვებზე გაკვირვებულმა პირი დავაღე. მისი სიცოცხლე გადავარჩინე და მადლობას ასე მიხდიდა?
სუდეს გვერდი ამიარა და წავიდე. ალექსი კი მომიახლოვდა და შუბლზე პატარა კოცნის დატოვებით
„დაიკიდე. სულ ეჭვიანი იყო"ო თქვა. ამჯერად ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. სისუსტე არაფერს მომიტანდა. გავიღიმე და „დარწმუნებული ვარ ძალიან კარგად შევეწყობით ერთმანეთს"თქო ვუპასუხე. ალექსმა ხელი წელზე შემომხვია და ტყის გასასვლელისკენ წამიყვანა. ისევ სასტუმროსთან რომ მოვედით „ალექს რა გვინდა აქ ჩვენ იმ კაცებს არ გავურბივათ?"თქო ვკითხე აღშფოთებულმა. ჩემსკენ შემოტრიალდა და ღიმილით „მათაც როგორც შენ ჰგონიათ რომ გავურბივართ. ამიტომ ჩვენს საძებნელად წავიდნენ"ო მითხრა. ხელები კისერზე შემოვხვიე და თვალები მის ტუჩებზე ვატარე.
„ასეთი სიჭკვიანე ძნელი არ არის?"თქო ვკითხე. ყელზე მომხიბვლელი კოცნა დამიტოვა და „როდესაც თან ასეთი მამაცი ქალი გყავს, სულაც არა"ო მიპასუხა. ადგილი სადაც მაკოცა, აალებულიყო. მე ვფიქრობდი რომ სწრაფად ოთახში უნდა ავსულიყავით მაგრამ ტომმა „ალექს შენ შეიძლება კარას ჭამას აპირებ მაგრამ მე მართლა მშია. ამიტომ საჭმელი უნდა ვჭამოთ"ო უთხრა.
ალექსმა ტომს თავში მსუბუქად წაარტყა და „ერთხელაც არ გააფუჭო რა ძმაო, ერთხელაც აალდეს აქაურობა!"ო უთხრა.
ისევ თავიდან დაგვეწყო. მათი კამათისა და ჩხუბის მოსასმენად ნამეტანი დაღლილი და მშიერი ვიყავი. ალექსს ხელი ჩავჭიდე და წასაყვანად მოვქაჩე რომ სუდე ჩვენთან მოვიდა და „ჩემი ძმა შეიძლება წავიყანო კარავ?"ო მკითხა. პასუხის გაცემა არ მაცადა, ალექსს ხელი ჩასჭიდა და რესტორანისკენ წაიყავანა.
იქვე უბრალოდ დგომისას „მე ამ გოგოს გავწიწკნი.."თქო წამოვიკნავლე ჩემთვის.
და ახლა უკვე ყველაზე რთული ომი მე მელოდებოდა. მტერი საფრთხეს წარმოადგენდა. რადგან ის ჩემი მული იყო.
🌌🌌🌌🌌🌌🌌🌌🌌
გამარჯობათ 💝 შეეჩვიეთ Wattpadს? 💕 თქვენს ბიბლიოთეკაში დამამატეთ 💖 voteები და კომენტარები არ დამაკლოთ ❤ აქტიურობა თუ იყო როგორც შეგპირდით 2 თავს დავდებ და საღამოს ისევ შევხვდებით 👑 მიყვარხართ 💕