სასჯელი 7

102 2 0
                                    


„მინდა რომ გაიკეთო, კითხვებიარ დამისვა, სულ შენს გვერდით ვიქნები ამიტომ ნუ გეშინია ვერაფერს გკითხავენ"
ბეჭედი ხელზე გავიკეთე და წამიერი ოცნების ცაში ავფრინდი.. წარმოვიდგინე რომ ცოლობა მთხოვა, მაგრამ ამ ოცნების სიმხურვალე უბრალო ასანთისოდენა იყო.
„კარგი" ვუპასუხე და ხელი მკლავში ჩავჭიდე, მასთან ასეთი სიახლოვე ჩემთვის ძალიან ძნელი იყო.
შიგნით შევედი, ამდენი ადამიანში ჰაერი არ მყოფნიდა. ჩემში არსებული კარა მეუბნებოდა რომ გავქცეულიყავი მაგრამ ის უბრალოდ გავაჩუმე და ყალბი ღიმილით გავაგრძელე სიარული. ბატონ ალექსს კი ხელი წელზე შემოეხვია და საჭირო ადგილისიკენ მივყავდი.
მაგიდასთან უნდა მივსულიყავით რომ ჩვენთან სადღაც 50 წლის კაცი მოვიდა. მოგვესალმა, ცოტა ხნით ალექსს ესაუბრა და მე მომიბრუნდა
„ეს ლამაზი ქალბატონი შენი მომავალი საცოლე იქნება ალბათ ალექს, ხელზე ბეჭედი უკეთია"
ინტერესით მის პასუხს ველოდებოდი..
ზოგჯერ რამდენიმე წამი საუკუნედ მოგეჩვენება, ეს მომენტი თითქმის ყველამ იცის, ზოგჯერ კი ამ რამდენიმე წამის შემდეგ წარმოსახვით შექმნილი მთელი ზღაპრული სამეფო დაგენგრევათ..
„არა, კარა ჩემი ახლო მეგობრის საცოლე გახდება, რომელიც ახლა ამერიკაშია, აქ დასასვენებლად მოვიდა, მე კი მას ვეხმარები"
ამ სიტყვების გაგონებით თითქოს ბეჭედი ჩემს თითზე უფრო დამძიმდა. გრძნობების ღიმილით დამალვას ვცდილობდი მაგრამ ტკბილი წარმოსახვითი ბურუსი ჩემს ტვინში წამებში გაქრა.. ეს კაბა, ფეხსაცმელი, ეს ადგილი.. ყალბი ღიმილი..არცერთი მე არ ვიყავი. რა მინდოდა მე აქ? ან ეს კაცი? ის არ იყო რომელსაც მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ჩემი მოკლვა უნდოდა?!
ჩანთას რომელიც ხელშ მეკავა იმდენად ვუჭერდი რამდენადაც შემეძლო.. ცრემლების შესაკავებლად დიდი ბრძოლა გავმართე.. ბატონ ალექსს ვუთხარი რომ საპირფარეშოში მივდიოდი და ცრემლებს თავისუფლების უფლება მივეცი.
ცრემლების გამო ნორმალურადაც ვერ ვხედავდი და კიდევ ამას წონასწორობა დავკარგე და კინაღამ დავეცი რომ ძლიერი ტანის მქონე ადამიანის მკლავებში ავღმოვჩნდი. აგებულობა ალექსისას ჰგავდა მაგრამ მისი სუნი მთლიანად განსხვავდებოდა.. ამ კაცს ყინულივით ცივი სუნი ჰქონდა.. ცივი ფიფქების დადნობით გამოყოფილივით იყო.. ალექსს კი ცეცხლში აალებული მორებივით ცხელი სუნი ჰქონდა.. შემოვბრუნდი და კაცი დავინახე რომელიც შემეძლო რომ სიმპატიურად ჩამეთვალა..
„უფრო ფრთხილდ უნდა იყოთ, არ მინდა რომ თქვენნაირ სილამაზეს რამე მოუვიდეს, არა?"
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე , უკან ვბრუნდებოდი რომ ბატონი ალექსი დავინახე, რომელის თვალებშიც სიბრაზე მკვეთრად იგრნობოდა.. თავის გამართლების უფლებაც არ მომცა, მკლავში ხელი ჩამჭიდა და გარეთ გამიყვანა. შოფერის მიერ მანქანის მოყვანას ველოდებოდით, პირი უნდა გამეღო რომ
„ახლა არა კარა"ო, მითხრა...
გავჩუმდი და მანქანაში ჩავჯექი. დაძაბული მგზავრობის შემდეგ
„მოყევი"ო მითხრა..
„ ფეხი გამიცურდა, კინაღამ დავეცი. იმ კაცმაც დამიჭირა. მორჩა"
სახეზე რამდენიმე წუთი მიყურა და ალაპარაკდა
„ შემდეგში გვერდიდან არ მომშორდები, გამიგე?"
თავი დავუქნიე, ის იყო კარებისკენ მივდიოდი, რომ ბატონი ალქსის ხმამ შემაჩერა
„რა გჭირს კარა"
„არაფერი ბატონო ალექს"
„ხომ იცი რომ ტყუილები არ მიყვარს კარა"
გავიცინე და ვუპასუხე
„მართლა ბატონო ალექს? ჩემთვის უცობი მიზეზით დებილივით გამომპრანჭეთ და სადღაც წამიყვანეთ, შემდეგ კი ხელზე ბეჭედი გამიკეთეთ და ხალხში შემიყვანეთ. მერე კი ვიღაცის მომავალ საცოლედ გააცანით ჩემი თავი ხალხს! თქვენ რა ტყუილებზე საუბრობთ?"
ცივი ნიავი ჩვენს შორის ქროდა და თმებს მინძრევდა.. ცივი თოვლის ფანტელები ტიტველ მხრებზე მიდნებოდა რომ რამდენიმე სიტყვით სიჩუმე დავაღვიე.
„ აი ამ თოვლის ფანეტელებივით მეც თქვენს ომში დავდნები არა? და დარწმუნებული ვარ ამ დროს წარბსაც არ შეარხევთ"
რამდენი წუთი თვალებში ვუყურბდი და
„ღამემშვიდობისა ალექს მარტინსკი" თქო, დავამატე. შემდეგ კი ოთახში ავედი.. იმ რაღაცის ნაწილი არ ვიქნებოდი რომლის ცენტრშიც ჩავვარდი, ან კიდევ უბრალოდ ასე მეგონა..

სასჯელი Where stories live. Discover now