სასჯელი 2

336 7 0
                                    

მძიმე ნაბიჯებით მივუახლოვდი კაცს, რომელიც მაგიდასთან იდგა, ის ჩემი მკვლელი გახდებოდა.. ყველაზე მიმზიდველი მკვლელი რაც ოდესმე მენახა. ამდენ არეულობაში მეცინებოდა რომ ამაზე ვფიქრობდი.. ამიტომ ტუჩები მოვიკვნეტე, რომ არ გამცინებოდა..
- კარგია რომ გიხარია აქ ყოფნა კარა კიმბერლი.. მითხრა სიმპატიურმა მკვლელმა, მე კი მისი სერიოზულად მიღება კი არა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ლამის ხმამაღლა გავიცინე.. ალბათ ნერვები მქონდა მოშლილი..
- ნუ იტყვი ალექს მარტინსკი.. რამდენი ხანია მენატრებოდი მაგრამ გზა დამავიწყდა.. - ვუპასუხე მეც ირონიულად..
უცაბედი მოძრაობით მკლავზე მომქაჩა და მაგიდასა და თავისი თავის შორის მომაქცია.. მკლავები, რომლებითაც ძლიერად ვეჭირე, მტკიოდა.. მისი თვალებიდან ცეცხლი გადმოდიოდა
- თუ ასე ძალიან მოგენატრე, ვიმედოვნებ ფულიც მომიტანე კარა! მისი ცივი სუნთქვის შეხებასთან ერთად, გული მიჩქარდებოდა.. ტვინი ბრძანებებს მაძლევდა რომ გავქცეულიყავი, მე კი ალექს მარტინსკისა და მის მაგიდის შორის დავრჩენილიყავი.. ბოლოს და ბოლოს პასუხი ფართხალით გავეცი პასუხი..
„მ-მე.. ცოტა დრო" .. - წინადადების დამთავრების უფლებაც არ მომცა
„შენ გგონია დავიჯერებ მე ამ ტყუილებს?!" შენნაირს ვინ ვინ მისცემს სესხ ფულს?!.. ცოტა ხნის შემდეგ გამაღიზიანებელი ღიმილით დაამატა.. „სხვა გზებით თუ აპირებ მოგროვებას, საქმეს გაგიადვილებ და შენი პირველი კლიენტი მე ვიქნები, ორასი ათასი ნამდვილად არ ღირხარ მაგრამ"
მისი სიტყვების გასაგებად დრო მჭირდებოდა.. რომ ჩავუწვდი აზრს, მხოლოდ ერთი რამ გავაკეთე.. ჩემი სწრაფად ამოძრავებული ხელი, ახლა ალექს მარტინსკის ლოყაზე აღმოჩნდა!
სილის შემორტყმევისას თითქოს ჩემმა ტვინმა მოძრაობა შეწყვიტა.. ჩემს სულში არსებული უტვინო კარა კი ხარობდა.. ალექს მარტინსკის სახეს რომ შევხედე, „თავი რომ მოვიმკვდარუნო გადავრჩები?" - გავიფიქრე.. თვალები რომ დახუჭა, მივხვდი, რომ დაწყნარებას სცდილობდა.. უკვე ვიცოდი რომ ამ ოთახიდან ცოცხალი ვერ გავიდოდი.. ყველა ლოცვას ვკითხულობდი რაც კი ვიცოდი რომ გაბრაზებული ალაპარაკდა..
„ახლა ორი არჩევანი გაქვს: ან ჯიბიდან სასწაულებისებრივ 200.000 ამოიღე.." ღრმად ჩაისუნთქა, ჯიბიდან იარაღი ამოიღო, მაგიდაზე დადო და განაგრძო.. „ან სიცოცხლე არ გააგრძელო და ნერვები არ მომიშალო"..

სასჯელი Where stories live. Discover now