22
ხელში გაზეთით კედელს მივეყუდე. მოჭერილი ხელებით გამოწვეული გაზეთის ჭმუჭნის ხმა ყურებს მივსებდა. ალექსი სავარძლიდან წამოდგა და ჩემთან მოვიდა. მისი გამოხედვები ძლიერი ტალღებისგან განადგურებული ციხის კედლებს მაგონებდა. არეკვლილი მზის სხივები თვალებზე ეთამაშებოდნენ რომ „ნუ გეშინია, რამე გზას ვიპოვით" ო მითხრა. თითები ფრთხილად გავშალე და გაზეთის ფურცლებს ნება მივეცი, ძირს ჩაცვენილიყნენ. ხელები კისერზე მოვხვიე და თავი მხარზე დავადე. თითქოს ყველა პრობლემისგან, დარდისგან, ჩემი თავისგან გასაქცევად და დასამალად გაკეთებული პატარა სამალავი იყო ის.
„ჯერ თამაში არ დამთავრებულა. ეტყობა რომ ამ ფოტოს გადამღებს დაავიწდა ვისთან ჰქონდა საქმე"
ბატონი ტომის ხმის გაგონებისას ჩემი თავი ისევ დაუნდობელი ცხოვრების სინამდვილეებში ვიპოვე. ფოტო ვისაც გადაეღო, აშკარად ომს აცხადებდა და მე მათ თავიანთი იარაღით მოვკლავდი.
ძლიერად შემოხვეული ხელები ოდნავ მოვადუნე და ალექსი ჩემთან ერთად სავარძელზე დავაჯინე. მისი ხელი შემოვატრიალე და მიღებული ჭრილობის შრამზე მოფერება დავუწყე. მიუხედავად იმისა რომ თვალები მის ხელებზე მქონდა, მესმოდა ბატონმა ტომმა „აჰა ამათ ტვინი სულ გადაეწვათ"ო რომ თქვა.
ტვინში ჩავარდნილი ჟეტონით სახე მელასებური ღიმილით გამინათდა. ტელეფონი ამოვიღე და ყოველი შემთხვევისთვის შენახულ ნომერზე დავრეკე. რაღაც დროის შემდეგ.
„ლუიკოო. როგორ ხარ საყვარელო?"თქო ვკითხე.
ცოტა კიდევ რომ მომესმინა მისი დაუმთავრებელი ლაპარაკი, ალბათ გავსკდებოდი. ამიტომ სათქმელზე გადავედი.
„ლუი მე შენ ადგილის საკითხავად დაგირეკე. საქმროსთან ერთად გასართობ, მშვიდ გარემოს ვეძებ. ხომ იცი ამ ამბების შემდეგ ცოტა მედიიდან განცალკევება გვინდა"თქო ვუთხარი.
გეგმის პირველი ნაწილის შესრულების შემდეგ ბატონ ტომს მივუბრუნდი.
„შენ, მოემზადე, მივდივართ." თქო ვუთახრი და ალექსს შევუტრიალდი
„შენ კიდევ აქ ყოფნა გააგრძელე"
პასუხის გაცემაც არ ვაცადე, ტუჩებზე პატარა კოცნა დავუტოვე და სწრაფად ოთახისკენ წავედი.
თმები დავისწორე და გაბნეულად შევიკარი. მაკიაჟის მოგვარების შემდეგ, ჩემი იმიჯი უცოდველი საცოლეს მოგაგონებდათ.
ჩემს თავს სარკეში გავხედე და
„ უკვე ისიც არ იცი ვინ ხარ"თქო ვუთხარი ჩემს თავს. კიბეებიდან ჩამოსვლისა და ბატონი ტომის ხელის მოკიდების შედეგ „ამ წამიდან შენი საცოლე ვარ. ამ კარებიდან გასვლის შემდეგ შენი თვალები სიყვარულით უნდა წკრიალებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი გეგმა ჩაიშლება"თქო ვუთხარი.
სახლიდან გასვლისას, ალექსს რომელიც ჩუმად მიყურებდა, ძლიერად ჩავეხუტე და „ყველაფერი კარგად იქნება"თქო ვუთხარი. ხელებით თმებზე მეფერებოდა და მისი თითები კულულა თმებში მითამაშებდა. შუბლი შუბლზე მომადო და „რაც არ უნდა იყოს..გინდაც მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ დადგეს, შენ მაინც დამიბრუნდი კარგი?"ო მითხრა. იმ წამებში მთელი ცხოვრება ჩვენს ტუჩების შორის მყოფი მანილის ოდენა იყო. მის ნამიან სუნთქვებს ფილტვებში ვისუნთქავდი რომ ბატონმა ტომმა „ოჰოჰოჰოჰო"თქვა და ხველებით შეგვაწვეტინა.
კარებიდან გასულს ძალიან მეძნელებოდა რომ უკან არ გამეხედა. ის, ვინც გუშინ ფოტოს გვიღებდა. შეიძლებოდა ახლაც გვიყურებდა.
საჭირო ადგილას რომ მივედით მანქანიდან ჩამოვედით და ხელები ჩავჭიდეთ. რესტორანში რომ შევედით ყველა ჩვენ გვიყურებდა. ზოგს კი უკვე ჩურჩულიც წამოეწყო. ბატონი ტომის გვერდზე მყოფი სკამი ავირჩიე. თავი მხარზე მივადე და „გაიღიმე, ხალხი ჩვენ გვიყურებს"თქო ვუთხარი.
რომ გაიღიმა თავი ავწიე და მისი სახე ხელებს შორის მოვიქციე.
„არ გაბედო ხმის ამოღება. მარჯვნივ, შავ მაგიდასთან მჯდომი ქალი სურათს გვიღებს"
ამ სიტყვების საპასუხოდ
„შენ რა ჭკვიანი რაღაც აღმოჩნდი ასე" ო მითხრა.
მომტანი ჩვენთან რომ მოვიდა
„ეს ჯერ მხოლოდ თიზერია"თქო ვუპასუხე.
სადილს რომ მოვრჩით, ვიფიქრე რომ თემა უნდა მომეძებნა და
„ალექსის შესახებ მესაუბრე რა"თქო ვთხოვე. გამაღზიანებელი ღიმილით „ალექსსზე შენ უნდა გკითხოთ, როგორი კაცია მითხარი აბა?"ო მიპასუხა და ხარხარი მორთო.
თვალები დავაბრიალე და „არ ვღადაობ, რა უყვარს, რა არ უყვარს, უნივერსიტეტში როგორი იყო, ქეითსა და მის შორის რამდენად დიდი დაახლოება იყო?..."
სკამს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო.
„ცურვა, ჭამა და დრამატიული ფილმები უყვარს. კისერზე ეღიტინება. ლოდინი ეზიზღება. არასდროს არ შეჭამს ბროკოლის. და დარწმუნებული ვარ იცი, რამდენად დიდი დაახლოება ჰქონდათ ქეითთან"
მიუხედავად იმისა რომ მისი პასუხი არ მაკმაყოფილებდა, უკვე გეგმის უკანასკნელ ნაწილზე გადასვლის დრო იყო.
„წავიდეთ?"
თავის ქნევით დამეთანხმა და თანხის გადასახდელად ოფიციანტს დაუძახა.
ხელი წელზე შემომხვია და გავედით. კარებთან რომ მივედით ჟურნალისტების მთელი არმია დაგვხდა. ჩემს გეგმას ემუშავა.
„ქალბატონო კარა, მართალია რომ ბატონ ტომს უღალატეთ?"
„ღალატის ბრალდებებისთვის რაიმე საპასუხო გექნებათ?"
„ბატონო ტომ..გაყრის ამბებს რაიმე სინამდვილე ამართლებს?"
ბატონმა ტომმა კითხვები შეაჩერა და ახსნა დაიწყო.
„მეგობრებო, ჩემს საცოლეს მიმართ წამოსულ ასეთ უსიამოვნო ბრალდებებს არაფერი არ ამართლებს. ეს ყველაფერი ტყუილია. იმ სურათზე მეც ვიყავი მაგრამ ჩვენი ბედნიერების მოწინააღმდეგე ვიღაცამ ფოტოშოპი გამოიყენა. არ გავყრილვართ. ძალიან ბედნიერნი ვართ"ო თქვა და თავზე მაკოცა.
ბოლოს, ჟურნალისტებს ხელიდან რომ დავუსხლდით
„კარა შენ ხოიცი!" შევტრიალდი და მას შევხედე „შენ ისეთი ტვინი გაქ! ეშმაკსაც მოატყუებ მაგრამ არ იყენებ!"
გავიცინე და მანქანაში ჩავჯექი. ძალიან ბევრი ხანი გასულიყო. სახალისო მოგზაურობის შემდეგ სახლში მივაღწიეთ. მანქანიდან ჩამოსვლისას „თქვენ არ მოდიხართ?"თქო ვკითხე. „არა, შენ ალექსთან სალაპარაკო გექნება"ო მიპასუხა.
„კარგით"თქო ვუთხარი და მანქანიდან გადმოსვლის წინ „ის.. ბოდიშით, დღეს შენ თქო მოგმართეთ"
მსუბუქად გამიღიმა და „ამის მერე მხოლოდ ტომი დამიძახე"ო მითხრა/
სახლისკენ გავემართე. გასაღებით კარები გავაღე და უკუნურ სიბნელეში შევედი. აქ რაღაც ხდებოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და განათების მოსაძებნად ხელები კედლებს შევახე. მაგრამ ხელი კედელზე მიმაგრებულ ქაღალდზე მომხვდა. ქაღალდი მოვაძრე ხელში ავიღე, შემდეგ კი ძლივს ამოვიკითხე სიტყვები.
„შუქების ანთებით რომანტიული გარემო არ ჩაშალო. კიბეებზე სანთლები ტყუილად კი არ დავაწყვე"
კიბეებისკენ წავედი და დიდი მონდომებით დაწყობილი სანთლები შევამჩნიე. მძიმე ნაბიჯებით კიბეები ავიარე. სანთლებით გაკეთებული გზა საძინებლისკენ მიდიოდა. კარები ფრთხილად შევაღე და საწოლზე ჩემს ლოდინში მჯდომიარე კაცი დავინახე. თავის სმოკინში დაუმარცხებელ გმირს ჰგავდა. მე რომ დამინახა ღიმილით წამოდგა.
„მოსულხარ.."
„როგორც გინდოდა, უკან დაგიბრუნდი" თქო ვუთხარი სიცილით.
მკლავზე მომკიდა და თავისკენ მომქაჩა.
„თუ გინდა არ დამიბრუნდე. ჩაგჭიდებ ხელს.მოგიტაცებ. ისევ ჩემი გახდები..."
მოულოდნელად ოთახში ნელი საცეკვაო მუსიკის ხმა გაისმა.
„ქალბატონო გვირილა. ამ ცეკვას მე მაღირსებთ?"მკითხა და ხელზე მაკოცა
სანთლებს შორის ცეკვისას..„შევამჩნიე რომ არასოდეს მითქვამს რომ მიყვარხარ"ო მითხრა.
სანთლის შუქი ალექსის სახეს ჩრდილში ტოვებდა და მის თაფლისფერ თვალებში ვიკარგებოდი. დიდი ხნის შემდეგ ისევ მის სანაპიროზე ვიყავი. უსასრულო ზღვა რაც არუნდა მიზიდავდეს თავისკენ, მე მაინც ვერ ვწყდებოდი მას.
„მიყვარხარ კარა"ო, გააგრძელა თავისი საუბარი. „ლურჯი ცის ვარსკვლავებმა, ნასუნთქმა ჰაერმა, შენი თმის ყოველმა ღერმა იცის რომ მიყვარხარ"
მეტი ვეღარ მოვითმინე და ვაკოცე.
მზად ვიყავი მისი სულის ყოველი წერტილის გამოსაკვლევად, უდიდესი სიამოვნების მკლავებში მოვქცეულიყავი. ნელ ნელა უკვე საწოლისკენ მივყავდი..
------
22
თითებს მის ლავიწის ძვალზე ვატარებდი და ისე ვყურებდი თითქოს დაფიცებული მქონდა რომ მისი სახის ყოველი წერტილი უნდა მცოდნოდა. ჩვენი ტუჩების წამიერი მოწყვეტისას
„კარა, დარწმუნებული ხარ?"ო მკითხა.
ლაპრაკის სანაცვლოდ ისევ შევახე ჩვენი ტუჩები ერთმანეთს. ერთ ხელით ჯერ კიდევ თავისკენ მქაჩავდა და მეორე ხელით კაბის გასახსნელ ელვას ნელ ნელა ქვემოთ წევდა. გული ფრენის დამწყები ბარტყივით მიფართხალებდა. მღელვარე სუნთქვებითა და მოკანკალე თითებით, პერანგის ღილების გახსნას ვცდილობდი.
კაბა მხრებიდან რომ ჩამომისრიალდა აალებული სხეულით თვალები იატაკს დავუმიზნე. თითქოს ჩემი თვალები რომ დაენახა გადაიფიქრებდა.
მან კი ხელი ლოყაზე მომადო და თავი მისკენ შემომიტრილა. მხოლოდ თვალებში მიყურებდა. თითქოს უნდოდა რომ ჯერ ჩემი სული მიესაკუთრებინა. შუბლი შუბლზე მომადო და „ნუ გრცხვენია გვირილა"ო მითხრა. მისი სუნთქვა ლოყებზე მეფერებოდა. წამიერი გიჟური სიმამაცით თავი მის ძლიერ მკლავებს მივანდე.
ალექსმა პერანგის ღილები მთლიანდ რომ გახსნა და მოიცილა, ხელები კისერზე შემოვხვიე და ჩემთან ერთად საწოლისკენ წავიყვანე. ჩემს ზემოთ მყოფ სხეულს ძლიერად რომ შევეხვიე, ის ჯერ კიდევ ჩემს თმებს უყურებდა და კულულებს ეფერებოდა.
„ჯერ შენი თმები შემიყვარდა, შენნარი თავაშვერილნი არიან"
შემდეგ კი თითები ლავიწის ძვალზე ატარა და „ძალიან დამაზი ხარ"ო მითხრა. მიუხედავად იმისა რომ მას შევეჩვიე, ყოველთვის როცა მეხებოდა თითქოს დენი მარტყავდა.
ამჯერად ჩემი ტუჩები სხვა გრძნობით მიისაკუთრა. დიდი ხნის სისხლში მდუღარე შიმშილის მიუხედავად, ძალიან თავაზიანად და ფრთხილად მკოცნიდა. მისმა ხელებმა ჩემს ტანზე არსებული უკანასკნელი ქსოვილის ნაჭრები რომ მოიშორა, სულსა და სხეულის შორის არსებული კედელი დანგრეულიყო და ერთმანეთზე შეყვარებული სხეულები მთვარის შუქით განათებული საღამოს სიბნელეში ერთმანეთის ყველაზე უცნობი წერტილების გამოსაკვლევად წასულიყვნენ.
დილით დაღლილი თვალები ძლივს გავახილე. უძილოდ გატარებული ღამის შემდეგ კუნთები ტკბილი ტკივილით მტკიოდა. ოდნავ ავმოძრავდი და მკლავი საწოლის მეორე მხარეს რომ შევახე ცივი გადასაფერებელი შემომეგება. ალექსის პოვნის იმედით კარგად შევამოწმე მაგრამ არ იყო. ტვინის გამავსებელი უარყოფითი ფიქრები არ მასვენებდნენ. წერლიც არ დაეტოვებინა. გუშინ ღამე მომხდარ მოვლენებს ხომ არ ნანობდა? ცრემლები სწრაფად თვალებით მევსებოდა რომ ტიტველ მხარზე დაცემული წყლის წვეთით მოვფხიზლდი.
ალექსის თვალებიდან ჩამოცვენილი წყლის წვეთები წელზე მეხებოდა. უკან მედგა და ცბიერი ღიმილით „მე ხომ არ მეძებდი?"ო მკითხა.
თვალების მისი ტიტველი სხეულიდან მოწყვეტას ვცდილობდი რომ ვუპასუხე. „გადასფარებელმა ის ქნა.. იმას ვასწორებდი. რატომ უნდა მომეძებნე?"
შემდეგ კი თავის დაცვის ეტაპზე გადავედი.
„თან შენ რატომ არ იცვამ? არ დაიცადე, მე მოგიძებნი რამეს"
ის იყო ვდგებოდი რომ თეთრ გადასაფერებელს უფრო ჩავეხუტე.
„მიდი საყვარელო ადექი შენ"ო მითხრა სიცილით. ჩემზე კარგად იცოდა რომ ასეთ მდგომარეობაში ვერ ავდგებოდი.
„შეტრიალდი ალექს"თქო ვუთხარი.
„ვაიმე კარა, ჯერ კიდევ გრცხვენია მართლა?"
„ოჰ კარგი"ო დაამატა და შეტრიალდა.
გადმოფარებული ტილოთი სწრაფად აბანოსკენ მივდიოდი რომ ალექსმა ხელები ძლიერად შემომხვია და ყურში „გუშინ ისეთი ლამაზი იყავი..ვერ აგიღწერ"ო ჩამჩურჩულა.
აალებულ ლოყებზე კოცნა დამიტოვა და „მიდი სწრაფად მოემზადე, ტომი ქვემოთ გველოდება"ო მითხრა. ის კარადისკენ რომ მიდიოდა მე უკვე შხაპს ვიღებდი.
ხელჩაკიდებულნი კიეებიდან ჩამოსვლისას გუშინდელ ღამეზე ვფიქრობდი. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობდი. რაც გავაკეთე. ჩემს საყვარელ კაცთან ერთად, გულწრფელი გრძნობებით გამეკეთებინა.
მისაღებ ოთახში რომ შევედი და ტომი წინ რომ დავჯექი „ყინულები დაადნეთ როგორც ვხედავ"ო გვითხრა.
ალექსმა ხელი მხარზე მომკიდა და თავისკენ მომწია. „რა დადნა?...აალდა"ო თქვა და გაიცინა. აღშფოთებულმა გაფართოებული თვალებით შევხედე. ამას ვერ იტყოდა! ტომმა დაღებული პირით
„ღადაობ?"ო თქვა.
სწრაფად ფეხზე წამოვდექი და
„თქვენ სუდეს თემაზე ისაუბრეთ, მე საუზმეს მოვამზადებ"თქო ვუთხარი, წინააღმდეგ შემთხევაში საუბარი კარგისკენ არ წავიდოდა. ბოლოს მაგიდასთან რომ დავსხედით შიმშილს მკვეთრად ვგრძნობდი. პირში შეტენელი ლუკმის შემდეგ ჩემს ყურებაში გართულ ტომს და ალექსს „რა?"თქო ვუთხარი. „არ შეიძლება მომშივდეს?"
„ეს შიმშლი არ არის კარა, ამას უმშივრობიდან გამოსვლა ჰქვია.."ო მიპასუხა ტომმა. ჩანგალი მაგიდაზე დავდე და სახე მოვღუშე „აჰათ, აღარ ვჭამ, ორი ლუკმა რაღაც ვჭამე და მაშინვე თვალში მოგხვდათ"
ტომმა წაიხარხარა და „კი კაცო მასეა. 3 კაცის საჭმელს ერთ ლუკმაში ყლაპავ და კიდევ ცოტა ვჭამეო იძახი."
ალექსმა მუქარით „ტომ მოგხვდება პირში"ო უთხრა და თავისი ჩანგალი ჩემსკენ მოსწია.
„ჩემმა ოქროს გვირილამ გახსნას აბა პირი"ო მითხრა. საჭმელი პირში რომ ჩავიდე ლოყაზე მაკოცა. ტომმა „აქ ოჯახია!ჯახი!"ო თქვა მაგრამ ჩვენ არც კი შევიმჩნიეთ. საუზმეს რომ მოვრჩით, სუფრის ალაგებისას დიდმა ტკივილა ერთ ადგლზე გამყინა. სწრაფი ელვასავით გავლილმა ტკივილმა სუნთქვა წამიერად გამიჩერა.
„კარა კარგად ხარ?"ო მკითხა ტომმა.
სკამს მიყრდნობილი ალექსი ჩემსკენ შემოტრიალდა და „კარა რამე მოხდა?"ო მკითხა.
გუშინდელი ღამის ეფექტებზე ფიქრისას „არაფერია, საიდან მოიტანეთ?"თქო ვუპასუხე. ისევ მაგიდასთან რომ დავსხედით მთავარ თემამდე უკვე მიგვეღწია.
„ჯეკის ყველა სამფლობელოს ადგილი ვნახე. მაგრამ სუდე არცერთში არ არის"ო თქვა ტომმა.
„დარწმუნებული ხარ ტომ?. სუდე მიწაში ხომ არ ჩავიდოდა. აუცილებლად სადმე უნდა იყოს. ალექსი ლაპარაკს რომ აგრძელებდა ბატონი ჯეკის სახლში მყოფი მეოთხე ოთახი გამახსენდა რომელშიც არ შევედი. ამით ქვები ნელ ნელა თავის ადილას მიდიოდნენ. თუ სუდე მისთ ვის ასეთი მნიშვნელოვან იყო უეჭველი ახლოს ეყოლებოდა.
„იქნებ სახლში ჰყავს?"ო რომ ვთქვი ორივე მე შემომიტრიალდა.
ალექსმა შეფიქრიანებული ხმით, „ტომ სახლი ნახეთ?"თქო ჰკითხა.
ტომი წამიერად შეჩერდა და
„სიმართლე გითხრა ძალიან დაბალი შანსია რომ იქ იყოს, ამიტომ არ გვინახავს"
ალექსი გაბრაზებულიყო.
„დაბალიც რომ იყოს ეს შანსია ტომ!"
დაძაბული გარემო ჩემმა ტკივილით სავსე კვნესამ გააბნია. ტკივილს მთელი ჩემი სხეული მოეცვა. შემდეგ კი ჩემი თვალები ფეხებს შორის გავლილმა თბილმა სითხემ დაიპყრო. სისხლი წვეთას რომ განაგრძობდა ალექსმა სწრაფად ამიყვანა და ოთახისკენ წამიყვანა.
------
23
ექიმი ოთახში რომ შემოვიდა აღელვებული ალექსი წამოდგა და
„რა სჭირს ექიმო?"ო იკითხა . ტომი სიტუაციის გამოსწორების მიზნით ექიმს მიუბრუნდა და„რა სჭირს ჩემს საცოლეს?"ო უთხრა.
ექიმმა ორივე გააჩუმა და „ეს ზოგჯერ პირველი ურთიერთობის დროს ხდება. მაგრამ ქალბატონი კარას სისხლში არსებულმა შემცირებულმა ნივთიერებებმა სისხლდენა ვერ გააჩერა"
ექიმი ცოტა ხანს გაჩუმდა და „მგონი ურთიერთობა ცოტა გასჭირვებია ბატონო ტომ, ეს ტკივილებიც ამიტომ არის. გთხოვთ ამ საკითხში ცოტა ფრთხილად იყოთ"
ექიმის ოთახიდან გასვლის შემდეგ ალექსი ჩემთან მოვიდა და ხელი მომკიდა.
„კარა დიდი ბოდიში. შენზე უნდა მეფიქრა"
ჯერ კიდევ ოთახში მყოფმა ტომმა ხარხარი მორთო.
„ახლა კარა იმის გამო..ანუ იმის გამო?"ო ამბობდა.
სირცხვილისგან თავი ჩავხარე. ალექსი გაბრაზებულიყო და ტომისკენ წასვლა დაეწყო კიდეც.
„შენ მოდი ერთი აქ, მოდი.."
ტომმა „ავადმყოფის სტუმრობა მოკლეა"ო თქვა და ხელისქნევით გაიქცა.
ალექსი ისევ ჩემთან დაბრუნდა სახე ხელებს შორის მომიქცია.
„ძალიან შემეშინდა რომ რამე მოგივიდოდა"
მისი ხელი ჩემს ლოყაზე მივიტანე. მის ძლიერ მკლავებში თავს უფრო კარგად ვგრძნობდი.
„შენ ასეთი ლამაზი რომ ხარ, ჩემი რომ ხარ, ახლოს რომ მყავხარ.. მე როგორ უნდა მოვითმინო..
მისი თვალები რომ სახეზე მეხებოდა ჩემში არსებული ტყე ცეცხლმა მოიცვა. სამყაროს ყველა გასასვლელი მის კარებთან მიდიოდა და ყველა გასაღები მხოლოდ მის კარებს ხსნიდა ჩემთვის. თითქოს ჩემი გრძნობების კალამს მხოლოდ მის ქაღალდებზე შეეძლო დაეწერა ყველაზე კარგი მოთხრობები..
ფეხზე რომ წამოდგა და საწოლის გვერდზე მყოფ სავარძელზე დაჯდა
„ერთად რომ დავიძინოთ?"თქო შევთავაზე.
შემდეგ კი ძნელადაც რომ იყოს ოდნავ იქით გავიწიე და ადგილი დავუტოვე.
„კარა შეიძლება ვინმემ დაგვინახოს"ო მითხრა შეფიქრიანებული ხმით. „არ მადარდებს"თქო ვუპასუხე მეც.
თავი დამიქნია და გვერდზე დამიწვა. ხელი წელზე რომ შემომხვია თავი მკერდზე დავადე. თავზე პატარა კოცნა დამიტოვა და
„შენ ძალიან შეიცვალე"ო მითხრა.
წარბები ავწიე და
„რას გულისხმობ?"თქო ვკითხე.
„სახლში პირველად რომ მოხვედი პატარა შვლის ნუკრს გავდი რომელიც მონადირეს გაურბოდა. ახლა კი პატარა კნუტს გავხარ. მაგრამ იმას რომელსაც არც გაკაწვრის ეშინია"
მის სუნთან უფრო ახლოს ყოფნის მიზნით უფრო მივიწიე და
„რაც არ უნდა ვიყო, მაინც შენი ვარ"თქო ვუპასუხე.
„შენ ჩემი საყვარელი კარა ხარ"ო მითხრა და ხელი გულზე დამადებინა. ალბათ დღემდე გატარებული ყველაზე კარგ ძილს ჩემი სული მივანდე
********************************************************
სახლში ალექსის მკლავებში შევედი. ის იყო კიბეებისკენ მიდიოდა რომ
„მაღლა რომ არ ავიდეთ?'თქო ვუთხარი.
თავის ქნევით დამეთანხმა და მისაღებ ოთახში მყოფ სავარძელზე დამაწვინა.
„ფილმის ყურება ხომ არ გინდა საყვარელო?"ო მკითხა. ბოლოსდაბოლოს ჩვეულებრივი წყვილების მსგავს აქტიურებების გაკეთების შანსი მოგვეცა, განსხვავებით პოლიციელებისგან დამალვისა.
ფილმის არჩევანი მე რომ დამიტოვა და სასუსნავების მოსატანად წავიდა, იმდენ ფილმს შორის დავიკარგე. ბოლოს „ამელიე"ს ფილმი რომ ავირჩიე იმ დროისთვის ალექსიც დაბრუნებულიყო. ის იყო ბატიბუტს პირში ვიდებდი რომ კარებზე ზარის ხმა გაისმა.
ალექსმა ამოიოხრა და კარებისკენ გაემართა.
კარები რომ გამოაღო შიგნით შესულმა ტომმა მისაღებ ოთახს გაჰხედა და „ოოუუ ფილმის საღამოს აწყობთ როგორც ვხედავ, თანაც უჩემოდ, მაგრამ ნახეთ რა დამთხვევაა"ო თქვა
ალექსმა თვალები გადააბრიალა ისევ თავის ადგილას მოკალათდა. ტომმა კი ერთი მუჭა ბატიბუტი ამომაცალა და სავარძელზე დასკუპდა.
„როგორ ხარ კარა, გამოკეთდი ცოტა?"ო მკითხა.
ალექსს ხელი მოვკიდე და
„ჩემი ჩეყვარებულის წყალობით ფანტასტიურად ვარ"თქო ვუპასუხე.
ტომის თვალებიდან ცბიერი ნაპერწკლები იმჩნეოდა.
„შენ ალექსს ძალიან ნუ ენდობი მაინც, როგორც ვხედავთ ხოგჯერ დოზას ვერ ნახულობს"ო თქვა და წაიხარხარა.
ლოყების გაწითლებისას დავინახე ალექსი რომელმაც ტომს ბალიში ძლიერად გაუქანა.
„ილოცე რომ კარა არის აქ ტომ, თორემ გაჩვენებდი მე შენ დოზას"
ალბათ ალექსის მუქარას ემუშავა, ტომს ხმა აღარ ამოეღო.
ფილმის ყურება რომ დავიწყეთ მე უკვე ძილი მერეოდა.
##########################################
ძილის მიუხედავად მთელი ფილმი თვალები გახელილი მქონდა და ერთი წამიც კი არ გამომეტოვა. ფილმის განმავლობაში ალექსს თავზე და მხრებზე კოცნების დატოვებაც არ ავიწყდებოდა. რამდენადაც მინდოდა იმის წარმოდგენა რომ მხოლოდ მე და ალექსი ვიყავით, ტომი მაინც ყოველ წამს გვახსენებდა თავის აქ ყოფნას.
ფილმის მშვიდობიანად ყურების შემდეგ ტომი წამოდგა და საათს დახედა.
„თქვენთან ყოფნა კარგია ახლაგაზრდებო, მაგრამ მე გავიქეცი, თანაც უკვე შუაღამე გამხდარა. თქვენი საქმე ჯერ ახლა იწყება"ო თქვა. ის ხარხარით კარებისკენ რომ მიდიოდა, ალექსმა „თაღლითი კაცი"ო დაიყვირა და ტელევიზორის პულტი გაუქანა.
„ფილმიც ჩაგვეშალა"ო მითხრა ალექსმა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა. „დაიკიდე ფილმი, შენ მე საძინებელში ამიყვანე"თქო ვუთხარე სიცილით. ტუჩებში რბილი კოცნა დამიტოვა და „გეძინება არა.."ო მითხრა. ხელები კისერზე შემოვხვიე და
„მე ძილი დიდად არ მინდოდა მაგრამ შენ თუ გინდა დავიძინებთ"თქო ვუთხარი. ის იყო კალთაში უნდა ავეყვანე რომ ღრმად ამოისუნთქა და ალაპარაკდა
„ვერ მომატყუებ გვირილა, სანამ არ გამოკეთდები სახიფათო აქტივობებს თავს ავარიდებთ"ო მიპასუხა.
„კარგი, არ მოგიახლოვდები"თქო ვუთხრი და ოთახისკენ გავემართე.
„სად მიდიხარ აბა საყვარელო?"ო მითხრა და ხელი ჩამჭიდა.
„ღამის კლუბებში უნდა ვიარო ალექსს, წავალ გავემზადები"ო თქო ვუთხარი იორნიულად.
„შენ მეღადავე მიდი.. ცხოვრება შენი კალთაში აყვანით გამდის მე.."
„გეგონება ტვირთს ზიდავ"თქო ვუპასუხე.
საწოლზე რომ დამაწვინა ისიც გვერდზე დამიწვა. მთარის შუქით განათებულ ღამეში მისი სახის ნაკვეთებს ვუყურებდი..
„ვისზე ფიქრობ?.."თქო ვკითხე.
„სუდეზე..ნეტავ ძალიან შეიცვლებოდა?"ო მიპასუხა.
„მას რომ ვიპოვით ამ კითხვის პასუხსაც გაიგებ"
„და რომ ვერ ვიპოვოთ?"ო მკითხა. მისი ხმიდან შიში მკვეთრად იკითხებოდა.
„ვიპოვით.."თქო ვუთხარი დარწმუნების მიზნით.
თითებით მის მკერდს ვეხებოდი რომ ზარის ხმით შეწუხებულმა ალექსმა ამოიხვნეშა. ტელეფონი ხელში რომ აიღო გაკვირვებულმა წარბები ასწია. „ქეითი რეკავს"ო თქვა, თითქოს თავის თავს ელაპრაკებოდა. პასუხის გასაცემად ყურებთან რომ მიიტანა ტელეფონში არსებული ხმით პანიკაში მყოფმა სწრაფად საბანი წამოიწია.
„ქეით კარგი, არ იტირო..მითხარი სად ხარ, ახლავე მოვდივარ."