თავი მკერდზე დავადებინე და „არ იფიქრო ამაზე გვირილი, ჩაიარა"თქო ვუთხარი. ჩუმი ტირილისა და სლოკინის გაწყვეტით თავი ასწია და „შენ... შენ არაფერი გაგიკეთებია ჰო? ის შენ არ მოგიკლავს"ო მკითხა თითქოს დარწმუნება უნდოდეს. მისი სახე ხელებს შორის მოვიქციე და „შენი აზრით შენი საყვარელი ადამიანი ამას გააკეთებს?"თქო ვკითხე. რამდენიმე წამი თვალებში ჩამხედა, შემდეგ თავი გაიქნია და „არა არ გააკეთებს"ო მითხრა გამტყდარი ღიმილით.
მეც გავუღიმე და „მაშინ წადი აბაზანაში. ან კიდე არ წახვიდე. ერთად ვიბანავებთ"თქო ვუთხარი ღადაობით. თითქოს რამდენიმე წუთის წინ ყუნწ მოტეხილი, გამხმარი ყვავილივით მჯდომი ის არ იყოსო, „ქორწინებამდე არა მარტინსკი"ო მითხრა და შემდეგ დაამატა. „მიყვარხარ ალექს. გულის გამჩერებელი სიძლიერით"
შემდეგ ლოყაზე გრძნობებით სავსე კოცნა დამიტოვა და აბაზანაში შევიდა. საწოლიდან წამოვდექი სინანულით ოთახში სიარული დავიწყე. გაბრაზებულმა კედელს მუშტი გავარტყი და ძირს ჩავიკუზე. ჩემს წინ მდგარ სარკეში დანახულ კაცს „მას შენ არ მოატყუე. მან თავისივე შექმნილი ზღაპარი დაიჯერა" თქო ვუთხარი. გონს უნდა მოვსულიყავით. სანამ კარა რამეს მიხვდებოდა აქედან წავიდოდით.
########1თვის შემდეგ #######
ცხოვრება ჩვენთვის გაჩვეულებრივებულიყო. სუდეს ეჭვიანობებით, ტომის ხუმრობებით და კარასთან ერთად 1 თვე გასულიყო. ჩემი მთის გვირილა ბოლო დროს ძალიან ყურადღებიანი იყო. ვხვდებოდი რომ რამეს მიმალავდა. მეშინოდა რომ სიმართლის გაგებას სცდილობდა. მეტს ვეღარ მოვატყუბდი. კარები გასაღებით გავაღე და შიგნით შევედი. კარა და ტომი ერთმანეთთან ახლოს ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. არ მსიამოვნებდა რომ კარას ასე ძალიან დაუახლოვდა მაგრამ არ შევიმჩნიე და „ჭორიკნობაც დაიწყე ტომ? 3 დღის შემდეგ შენ და კარა დადაქალდებით"თქო ვუთხარი ღადაობით.
გამოხედვა მესროლა და „შენ შენი მტრები ამ ხუმრობებით დაამარცხე რა. ძალიან იმუშავებს"ო მიპასუხა. კარას დავუახლოვდი და თმებზე კოცნა დავუტოვე. შამპუნის სუნი ფილტვებში რომ შევისუნთქე, „გაცივდები, ქორწილმდე ცოტა დარჩა თან, გაგემშრალებინა თმა"თქო ვუთხარი.
თავი მომაყრდნო და „არაფერი საყვარელო. თან ახლა გამოვედი ისედაც აბაზანიდან"ო მიპასუხა. მის გვერდზე მყოფ ტახტე მოვკალათდი და „ტომთან რის შესახე საუბრობდით?"თქო ვკითხე ისე, თითქოს არც მაინტერესებდა. არ იყო საჭირო, სცოდნოდა რომ ვეჭვიანობდი. თვალები გამაპარა და თითებით დაიწყო თამაში. აი, ისევ აკეთებდა. ტყუილს მეტყოდა.
„ააა ტომი თქვენს პატარაობას მიყვებოდა"
ნორმალური ტყუილიც კი ვერ ეპოვა. დაძაბულმა ტომმა „ის მე მომშივდა. საჭმელი ხომ არ ვჭამოთ?"ო თქვა. კარა მაშინვე ფეხზე წამოდგა. მაგრამ მათ თამაშს არ დავარღვევდი. თვითონვე დაუშვებდნენ შეცდომას და მაშინ ვეტყოდი.
ვახშამისთვის სუფრასთან რომ დავსხედით ტომი საჭმელზე ვერ კონცენტრირდებოდა. ყოველი თავის აწევაზე ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა.
„ტომ რა გჭირს. რამდენი ხანია დამნაშავესავით თავი ჩაგიხრია"
ამ კითხვაზე თვალები ხან კარაზე, ხან სუდეზე ატარა.
„რა უნდა მჭირდეს ძმაო. ძალიანაც კარგად ვარ მე"ო მითხრა ყალბი ღიმილით. მას რომ არ ვიცნობდე შეიძლება დამეჯერა. მაგრამ უჭმელად დატოვებული საჭმლით, გაპარული თვალებით, ჩახრული თავითადა და დაძაბული ღიმილით, თითქოს „ნახეთ მე რაღაცას ვმალავ!"ო იძახდა.
ტომთანაც რომ იყოს, არ მინდოდა რომ კარას რამე დაემალა. სუდემ ხელში აღებული კოვზი თეფშზე ატარა და „კარააა..ქორწილის მზადებები როგორ მიდის?""ო იკითხა. აი ახლა სიტუაცია მჟღავნდებოდა. დარწმუნებული ვიყავი რომ სუდემ რამე იცოდა.
„კარგად მიდის სუდე, როგორც ხედა"ო უპასუხა კარამ. სუდემ გაიცინა და „მე უფრო სხვა რამეს ვხედავ კარაავ"ო თქვა.
სუდეს შევუტრიალდი და „რისი თქმა გინდა სუდე. პირდაპირ თქვი"თქო ვუთხარი მაგარი ხმით. სუდემ კი საკმაოდ წყნარი ხმის ტონით, „ვერ ხედავ ძამიკო? კარა შენ ტომთან გღალატობს"ო მიპასუხა.
-
ჰმ. ესეიგი წინა თავს 5 კომენტარიც არ აუგროვდა მაგრამ მე მაინც დავდე. მე კი.. მაგრამ თქვენ არ მიწყობთ ხელს :((