სასჯელი 10

120 1 0
                                    

"ბიძია ალექს არ გინდა გთხოვ"
"ეს შენ გინდოდა ემმა"
მათი კივილი მთელს სახლში ისმოდა, ბოლო რომ დავტოვე ემმა უნძრევლად სავარძელში იჯდა. ვხვდებოდი რომ იძაბებოდა, ძალიან მორცხვი ბავშვი იყო, თანატოლებთან გაცნობაც კი ეძნელებოდა.მაგრამ ყველაზე გასაკვირვი ის იყო რომ ბატონი ალექსიც დაიძაბა, ორეული ერთმანეთს წამიერ გამოხედვებს ესროდნენ. თითქოს ბატონი ალექსი გაზეთს კითხუობდა მაგრამ შეუმჩნევლად ემმას უყურებდა.
მეც დრო ვიხელთე და მაღლა ტანსაცმლის გასაუთოებლად ავედი. სადღაც 1 საათის შემდეგ ემმას ყვირილი მეორე სართულამდე რომ ამოვიდა ჩემს თვალწინ საშინელი წარმოსახვითი სანახაობა დატრილდა.
პირველში ემმას რაღაცეები გაეტეხა, ბატონ ალექსს კი ის ეზოში მყოფ აუზში გადაეგდო. მეორეში კი ემმა ძალიან ბევრ კითხვების დასმით ბატონ ალექსს აბრაზებდა, ის ზედ ბალიშს აფარებდა და გაჩუმებას ცდილობდა.
სწრაფად კიბეები ჩავირბინე და მისაღებ ოთახში მივაღწიე. ალექს მარტინსკის ემმა სავარძელზე დაეწვინა და უღიტინებდა. ეს ალექს მარტინსკი ვერ იქნებოდა. ჩემს თავს ვუჩქმიტე და სიმწრით წარმოთქმული „აჰ" - ით, მათი ყურადღების მიქცევა შევძელი.
„თქვენ ის არ ქნათ, გააგრძელეთ, გააგრძელეთ" - ვთქვი და სამზარეულოსკენ გავემართე. კაცს ათასში ერთხელ გაკეთილება მოუნდა და ესეც მე ჩაუვუშალე. ბატონი ალექსი უკან გამომყვა, ჭიქა წყლით აავსო და მომიბრუნდა
„ რა გჭირს ფერი დაგიკარგავს"
„ მე ასე ემმას კივილი რომ გავიგე...."
გაიცინა და წინადადება დამიმთვარა
„იფიქრე რომ ემმას რამე გავუკეთე. შენს თვალში როგორი ადამიანი ვარ კარა?"
პასუხი თითებზე ჩამოთვლით გავეცი
„უჟმური, მატყუარა, ქავასავით მაგარი.."
თვალები გადააბრიალა და
„ჩათვალე რომ არ მიკითხავს"ო, მიპასუხა.
თვალები ფანჯრისკენ გადაიტანა საიდანაც ბაღი ჩანდა.
„თოვლი მოსულა მაგრამ მზე მაინც კაშკაშებს"
„მაგრამ ამის მიუხედავად თოვლი ისევ არის, თითქოს შეუძლებელია მაგრამ ასეა არა? - ვუპასუხე.
„იქნებ ის ამბავი რომ მზეს და თოვლს ერთად არ შეუძლიათ ყოფნა, მხოლოდ ადამიანების მოგონებაა"
ცოტა ხანს მიყურა და დაამატა
„თუ არ სცადეს ერთად ყოფნა საიდან უნდა იცოდნენ არა?"
უკვე ჩვენი საუბარი ამინდის პროგნოზს აღარ ეხებოდა.
„ბოლოს მაინც გაზაფხული მოვა ბატონო ალექს. მაშინ აღარ მგონია მზე ასეთი დამთმობი იყოს" - თქო, ვუპასუხე და სამზარეულოდან გავედი.
ღამე საჭმელს რომ ვამზადებდი დავინახე რომ ემმა ბატონ ალექსთან დამეგობრებულიყო.. ორეული ერთმანეთს ეხუმრებოდა და იცინოდნენ.
„გამიხარდა რომ ემმასთან კარგად გაეწყეთ ბატონო ალექს"
„ჰო, კარა, თავის დას საერთოდ არ ჰგავს, თამაშის დროს არ გარბის, გამბედავია"
ძალიან კარგად მივხვდი რისი თქმაც უნდოდა. ჩანგალი დავდე და
„ ემმამაც იცის რომ იმ ლოცვაზე რომელიც არ ახდება, ამინ არ უნდა თქვას"
„მხოლოდ ჩვენმა შემქმნელმა იცის ეს კარა, ამას ჩვენ ვერ გადავწყვეტთ"
გაურკვევლობაში ჩავარდნილი ემმა, ხან მე, ხან ბატონ ალექსს გახედავდა.
„ემმა, შენ თუ დანაყრდი შეგიძლია ოთახში ახვიდე დაიკო" - თქო ვუთხარი
ემმა რომ წავიდა ბატონ ალექსს მივუბრუნდი
„თქვენ რისი გაკეთება გინდათ ბატონო ალექს?"
სკამზე გასწორდა, ცოტა ხანს ჩანგალი და დანა ათამაშა და მიპასუხა
„შენთან ჩვეულებრივი გზებით თუ ვერ ვეწყობით, მეც შენნაირად მოქცევა გადავწყვიტე" სიჩუმე ჩამოვარდა.. თვალებს ვაპარებდი, შემდეგ კი მან დაარღვია სიჩუმე და ალაპარაკდა
„თამაში შევწყვიტოთ.. ჯეკს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები აქვს, ისინი უნდა ავიღოთ"
„და ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?"
თავისი ჟაკეტის ჯიბიდან მუქი ნაცრისფერი კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო, შიგნიდან კი ლურჯი მოსაწვევი ამოიღო და ალაპარაკდა
„მისი ჰოლდინგის 50 წლისთავია."
ადამიანი თავის მტერს რატომ დაპატიჟებდა..
„ბატონმა ჯეკმა თქვენ რატომ დაგპატიჟათ?"
„ჯეკი მე უმნიშვნელოდ არ დამპატიჟებს, იცის რომ დოკუმენტების ასაღებად წამოვალ, ისეთ გეგმას შეადგენდა რომ მათი აღების დროს მოვკვდები"
გავშეშებულიყავი, ეს იცოდა და სიკვდილისკენ მიდიოდა, უაზრობა იყო.
„თქვენ..თქვენ გაგიჟებულხართ, ვერ გააკეთებთ, არშეიძლება!"
„არ მახსოვს რომ ნებართვა გთხოვე კარა"
სიბრაზეს ჩემი სხეული დაეპყრო.. თუ მოკვდებოდა იმაზე არ დარდობდა რასაც უკან დატოვებდა.
„ბატონო ალექს თქვენ როგორ ხართ ასეთი.." შემაწყვეტინა და მუშტად შეკრულ ხელზე მომეფერა
„ნუ გეშინია, სანამ ვალს არ გადამიხდი არ მოვკვდები"
რამდენიმე წამის შემდეგ თავის ქნევით დავეთანხმე. ეს თუ გაგრძელდებოდა შეიძლებოდა ცრემლებისთვის ვერ გამეწია წინააღმდეგობა... რომ ხელი გამიშვა და ადგა
„ბოლო დროს ძალიან გაზარმაცდი, მაგიდის ასალაგებლად კიდევ რამდენი ხანი უნდა მოიცადო"ო თქვა და კიბეებზე ავიდა.
„უგრძნობი" - ვთქვი და თეფშები ხელში ავიღე.
//წვეულების საღამო//
ისე ვღელავდი რომ თითქოს გული ამომივარდებოდა. წვეულება ბატონი ჯეკის ჰოლდინგში იყო ამიტომ დოკუმენტებიც იქ იქნებოდა. მანქანიდან ჩამოსვლის წინ ერთმანეთს შევხედეთ... კარების გაღებისას „ბატონო ალექს" თქო და შევაჩერე.. გაკვირვებული შემომიბრუნდა... ხელები გავიშვირე და იმდენად ძლიერად ჩავეხუტე რამდენადაც შემეძლო. ცოტა ხნის შემდეგ უკან გამოვიწიე და ავლაპარაკდი
„არ დაუშვათ ნება რომ რამე მოგივიდეთ"
თავის ქნევით დამეთანხმა და მანქანიდან ჩამოვიდა. მეც მასთან მივედი და ხელი მკლავში ჩავჭიდე. თამაში იწყებოდა...

სასჯელი Where stories live. Discover now