სასჯელი 11-21

176 0 0
                                    

შენობაში ფეხი რომ შევდგი მიუხედავად იმისა რომ ჩემი სხეული ძალიან დაიძაბა, მაინც შევინარჩუნე ყალბი ღიმილი და გზა გავაგრძელე. ამ ხალხმრავლობას სიცოცხლე შეიძლებოდა გადაერჩინა ჩვენთვის. სანამ მათთან ვიქნებოდით, ჯეკ ტრანბა ვერაფერს დაგვაკლებდა. ხალხთან მოკლე დიალოგების გაბმით ვაგრძელებდით გზას. შემდეგ კი ვიღაც კაცთან მივედით. მასთანაც ცოტა ხნის საუბრის შემდეგ, მე მომიბრუნდა.
- იმედი მაქვს არ მოიწყინეთ
ბატონმა ალექსმა ჩემზე ადრე იმოქმედა, თვალებში ჩამხედა და
-კარას ხალმრავლობა უყვარს, ადამიანებთან ურთიერთობა და დროს გაყვანა
ყველაფერს მივმხვდარიყავი. უნდოდა რომ ჯეკ ტრანბა გამერთო საუბრით, სანამ ის საქმეს მოაგვარებდა. თამაში იწყებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და თვალებით ბატონი ჯეკის ძებნა დავიწყე. ბოლოსდაბოლოს ვიპოვე, რასაც ვეძებდი და თავდაჯერებული ნაბიჯებით მისკენ გავემართე.
„ბატონო ჯეკ"
ჩემი ხმა რომ გაიგო ღიმილით შემომიბრუნდა რომელიც მის ყალბ გაოცებას ვერ მალავდა.
„ქალბატონო კარა..არ ვიცოდი რომ მოხვიდოდით"
„მეც, ალექსმა მთხოვა, მეც ვერ ვაწყენინე"
„ვიცოდი რომ ალექს ძალიან ვუყვარვარ „
„რამდენადაც ალექსს უყვარხართ, იმდენად მოხარული დავრჩი თქვენი გაცნობით" ვთქვი და გავუღიმე.
„კარგით, მაშინ თქვენთან ცეკვის სიამოვნებას მომანიჭებთ?"ო რომ მკითხა, მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა, მაინც დავეთანხმე. ხელი მოვკიდე და ცეკვა დავიწყეთ.
ჩვენს შორის არსებული სიჩუმე მან დაარღვია..
„ბერძნულ მითოლოგიით დაინტერესებული ხართ ქალბატონო კარა?"
თვალებით ბატონი ალექსის ძებნაში მყოფმა, მოკლედ „არა" თქო, ვუპასუხე. ესეიგი ალექს მარტინსკი უკვე საქმეს შესდგომოდა. ბატონმა ჯეკმა ერთხელ დამატრიალა და შემდეგ საუბარი განაგრძო.
„ლეგენდის მიხედვით ვიბადებით 3ძმა არსების მფარველობაში რომლებსაც ის ძაფები აქვთ ხელში რომელიც ჩვენს ცხოვრებას მართავს.." როდესაც დაინახა რომ ყურადღებით ვუსმენდი, საუბარი განაგრძო. „პირველი მათგანი კლატოა ქალბატონო კარა, იმ დღიდან როდესაც ვიბადებით ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ფიქრობს.. მეორე ძმა კი ლაკესისია, ანუ ის რომელიც იმ ბედს რომელსაც ახლა ვცხოვრობთ, ჩვენ გვიწერს" მე მეგონა რომ გააგრძელებდა, ის კი გაჩუმდა..
„და მესამე?" - ვკითხე უნებურად
დამცინავი ღიმილით მიპასუხა
„მესამე ატროფოსია. დრო რომ გვითავდება ცხოვრების ძაფს გვიწყვიტავს. ოდნავაც რომ იყოს ატროპოსს ვგავარ არა?"
მივხვდი მის ნაგულისხმებს, უფრო სწორად მუქარას. მკლავებიდან დავუსხლტი და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. წვეულების ოთახიდან რომ გავდიოდი შავებში გამოწყობილი კაცების დიდი ჯგუფი დავინახე. ბატონო ალექსი აქ თუ არ იყო, უეჭველი ისევ იმ ოთახში იქნებოდა სადაც დოკუმენტები იდო. პანიკაში მყოფი ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ბატონ ჯეკს ვუთხარი რომ საპირფარეშოში მივდიოდი და სრაფად გამოვედი წვეულების ზალიდან. ლიფტს ვერ გამივიყენებდი. ელექტროობა რომ გაეთიშათ და იქ დავრჩენილიყავი ეს იგივე იქნებოდა რაც თავის მათთვის ჩაბარება.
სწრაფად დავიწყე კიბეებზე ასვლა.ქუსლიანი ფეხსაცმელებით უამრავი დაცემის საფრთხის მიუხედავად ბოლოს მაინც ვიპოვე ბატონი ჯეკის ოთახი. სწრაფი მოძრაობით ოთახში რომ შევედი, დავინახე ბატონი ალექსი რომელიც ხელში დოკუმენტებით წამების შემდეგ გარეთ უნდა გამოსულიყო . კითხვა უნდა დაესვა რომ თვალებით მოძებნილი და ჩემს მიერ ყველაზე სანდო ადგილად მიჩნეულ აივანისკენ წავიყვანე. პატარა აივანი რომელშიც ძლივს ვეტეოდით ჩვენი ერთადერთი გამოსავალი იყო . პირი უნდა გაეღო იმის საკითხავად თუ რა ხდებოდა რომ პირი ხელზე მივიტანე და „ჩშშშშშ" თქო ვუთხარი. რამდენიმე წამის შემდეგ ალბათ ის კაცები რომლებიც ქვემოთ ვნახე, ოთახში შემოვიდნენ. რაღაც ხნის გაჩერების შემდეგაც არ წასულიყვნენ რაც ძალიან მაშინებდა.
თავს ვერ ვარიდებდი მისი სახის ყურებას რომელსაც სიბნელეში ვერც ვაჩევდი. კაცები ჯერ არ წასულიყვენენ და ოთახში წრეებს არტამდნენ. იმ აივანზე რომელშიც ერთი კაციც არ დაეტეოდა ორნი ვიყავით. მღელვარებით სავსე სუნთქვებით გამოწვეული მკერდის აწევ-დაწევით ერთმანეთს ვეხებოდით. უკან რომ მივიხედე სუნთქვისშემკვრელი სიმაღლე დავინახე. სუნთქვა მიხშირდებოდა და გული მიჩქარდებოდა. სიმაღლის შიში თუ არ დავწყნარდებოდი შეიძლებოდა პანიკურ კრიზად ქცეულიყო. სუნთქვის გახშირების მიზეზით დაინტერესებულმა ბატონმა ალექსმა თავი მაღლა ამიწია. „მაღალია"თქო, ტუჩები ავამოძრავე. ჩემი ტუჩების ყურებაში ჩაშავებული თვალების საპირისპიროდ თავი დამიქნია. ერთი ხელი ხელზე შემომხვია..მისი მეორე ხელი კი ჩემს თმებზე ვიგრძენი და თავის ტანტზე მიმაყრდნო. თავი მის მკერდზე რომ მქონდა ბატონი ალექსის ცხელი სუნი სულში ვიგრძენი. თვალები რომ დავხუჭე ჩემი მდებარეობა, დრო და ყველაფერი დანარჩენი დამავიწყდა.
ცოტა ხნის შემდეგ ყურში „წავიდნენო" ჩამჩურჩულა. ფრთხილად უკან გამოვიწიე... „მადლობა ბატონო ალექს"თქო ვუთხარი და კარებისკენ წავედი. მან კი „კარა!"ო შემომძახა და ხელი მკლავში ჩამჭიდა. რამდენიმე წუთი მისი თვალები ჩემს სახეზე ასეირნა და ჩამჩურჩულა.
„ თუ გინდა ივნისის თვეში მოვათოვებ კარა, ან ყველაზე შავ ზამთრის დღეს ჯოჯოხეთივით გავათბობ მთელს ქალაქს. უბრალოდ შენ შეწყვიტე ჩემგან გაქცევა"
--
12
„ თუ გინდა ივნისის თვეში მოვათოვებ კარა, ან ყველაზე შავ ზამთრის დღეს ჯოჯოხეთივით გავათბობ მთელს ქალაქს. უბრალოდ შენ შეწყვიტე ჩემგან გაქცევა"
ამ თემაზე აქ საუბარი რამდენადაც უაზრო იყო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი იმდენად დიდი მქონდა. თვალებში ჩავყურე და პასუხის გასაცემად ტუჩები ავამოძრავე რომ ტელეფონის ხმის გაგებით გაბრაზებული ბატონი ალექსის, ჩუმი მაგრამ მომხიბვლელი გინება გავიგე. ტელეფონზე უპასუხა და გაბრაზებულმა „რა!"ო თქვა. ტელეფონზე მოლაპარაკე კაცს ბოლომდეც არ მოუსმინა და გაუთიშა, შემდეგ კი ხელი მომკიდა სწრაფად ოთახიდან გამიყვანა. სანამ მე ვკითხავდი მან მიპასუხა. „ისევ მოდიან". სწრაფი მოძრაობებით ვეცდებოდი რომ მივყოლოდი მაგრამ სრიალა ზედაპირზე სირბილი მეძნელებოდა. ბატონ ალექსს ხელი გავუშვი და ფეხსაცმელების გასახდელად დავიხარე რომ „დრო არ გვაქვს"ო შემომძახა და ერთი მოძრაობით ხელში ამიყვანა.
გაკვირვებულმა „ბატონო ალექს!" თქო რომ შევძახე „მართლა კარა? ამ წამს ამაზე უნდა ვიკამათოთ?"ო მიპასუხა.
ვიფიქრე რომ მართალი იყო და გავჩუმდი. ბატონი ალექსის მკლავებში რამდენიმე სართულიც ჩავიარეთ რომ მოახლოებული ფეხის ხმების გამგონარე კედელს მიეყუდა და ჩამომსვა. ხმები უფრო ახლოვდებოდა. აქ თუ მოვიდოდნე უეჭველი დაგვიჭერდნენ. რამდენიმე წამის შემდეგ ბატონ ალექსს შევხედე. თვალებდახუჭული სიკვდილს ელოდებოდა. არა ვერ მოვკვდებოდით, ჯერ არ მეპოვნა ის ალექს მარტინსკი რომელსაც მალავდა. ჯერ მწყურვალება მის ტუჩებში არ მომეკლა და მის სუნში არ დავკარგულიყავი. ტვინში მოსული პირველი იდეით გადასაგდებათ ნივთების ძებნა დავიწყე. ჩემთან რომ ვერაფერი დავინახე ბატონი ალექსი შევათვალიერე რომ ხელზე გაკეთებული საათი სწრაფათ მოვაძრე და მთვარის შუქით განათებული ვაზას ვესროლე. მიუხედავად იმისა რომ ვაზა ვერ გადმოვაგდე , მასთან შეჯახების ხმა მათი ყურადღების მისაპყრობად საკმარისი იყო. კაცები იქით კენ რომ წავიდნენ ერთი მოძრაობით გავიხადე დებილობა ქუსლიანები და ბატონ ალექსთან ერთად სწრაფად გავიქეცი. ბატონ ალექსი აღფრთოვანებული სახით მიყურებდა და ხელს მიჭერდა. ბოლოს მივაღწიეთ იმ სართულს სადაც წვეულება იყო. საპირფარეშოში წასავლელად ხელი გავუშვი რომ ხელი ჩამჭიდა და „სად მიდიხარ?" ო მკითხა. „უბრალოდ მე მენდეთ"თქო, ვუპასუხე. წამიერი მღელვარების შემდეგ თავის ქნევით დამეთანხმა და წვეულების ზალასკენ გაემართა. მე კი ყოველი შემთხვევისთვის პატარა რაღაცის გაკეთება მევალებოდა.
ისევ ოთახში რომ შევედი ბატონი ალექსი მხიარულად ესაუბრებოდა ხალხს. უცებ ხელში დოკუმენტები რომ ვერ დაინახა აღელვდა მაგრამ შემაჩნია რომ ჩანთას ძლიერად ვუჭერდი და მიხვდა რომ შიგნით მედო. ბატონ ალექსს მივუახლოვდი და „ალექს საყვარელო შეიძლება სახლში დავბრუნდეთ, თავს კარგად არ ვგრძნობ"თქო ვუთხარი, ვინმეს რომ არ ეეჭვა. ორივენი შენობიდან გავედით და ოფისის მსახურის მიერ მანქანის მოყვანის ლოდინში მხიარულმა ბატონმა ალექსმა რაც შეიძლება ხმა დაიწვრილა და „ალეეექს საყვარელოოო"ო გამაჯავრა. სიბრაზით „ბატონო ალექს ნუ აკეთებთ გთხოვთ, მე ჯერ კიდევ დაძაბული ვარ" თქო რომ ვუპასუხე მაინც აგრძელებდა სიცილს. მანქანში ჩავჯექით და სახლისკენ წასასვლელად ვემზადებოდით რომ უკანა სავარძელზე მჯდომაა უცნობმა იარაღი თავზე დამადო. რკინის სიცივით გამოწვეული გრძნობა მთელს ჩემს ტანში გავრცელდა.
„ან დოკუმენტები მომეცი ალექს მარტინსკი, ან კიდევ ტომის საცოლე წუთისოფელს დავამშვიდობოთ" ვიცოდი რომ ეს საქმე ასე ადვილად არ მოგვარდებოდა. ბატონ ალექსს პასუხი ჯერ კიდე არ გაეცა. თვალებში რომ ჩავხედე ვხედავდი რომ თავის თავს ებრძოდა. არ უნდოდა რომ მოვმკვდარიყავი. მაგრამ დომუნტების აღების სურვილი უფრო ძლიერად აწვებოდა. სანამ ის პასუხს გასცემდა ჩანთიდან ამოღებული დოკუმენტები კაცს გავუწოდე.
„გოგო შენზე უფრო ჭკვიანი ყოფილა მარტინსკი"ო თქვა იმ კაცმა და მანქანაში მე და ბატონი ალექსი ცივი ჰაერის თანხლებით დაგვტოვა.
ბატონმა ალექსმა სიბრაზით დაიყვირა და ჩვენს შორის არსებული სიცარიელე შეავსო.
„როგორ გააკეთე კარა ეს! როგორ გააკეთე ასეთი სიდებილე!"
ხელი ავწიე და გავაჩუმე. ჩანთიდან ამოღებული ტელეფონის გალერეაში შევედი და ტელეფონი ბატონი სტაილსს მივეცი.
„ყველა დოკუმენტის სურათი აქ არის, არაფერი მნიშვენელოვანი არ დაგიკარგავთ"თქო ვუპასუხე შემდეგ. რიგში ჩაყენებული ბოდიშებს წინ გადავეღობე და „წავიდეთ"თქო ვუთხარი.
სამარისებური სიჩუმით გაგრძელებული მოგზაურობის შემდეგ სახლში მივარწიეთ. ისე ჩამოვედი მანქანიდან რომ არ დაველოდე და სახლში შევედი. ის იყო კიბეებზე ასასვლელად გავემართე რომ ბატონმა ალექსმა ფაქიზად მომკიდა ხელზე და მომაბრუნდა.
„კარა გთხოვ, ის დოკუმენტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხომ იცი"
მივხვდი რომ ისევ იგივე ადგილას იყო და გავჩუმდი. ჩვენს შორის ყველაფერი გატეხილიყო და ნამსხვვრებად ქცეულიყო. თითქოს ნიადაგი რომელზეც ვიდექით გაიბზარა და უფრო მეტად იზრდებოდა. ალექს მარტინსკი იგივე იყო. არაფერი შეცვლილიყო. ბოლოსდაბოლოს ტუჩები ავამოძრავე და საუბარი დავიწყე.
„იცით რა ბატონო ალექს? თუ გინდათ მთელი წლის განმავლობაში ათოვეთ, თუ გინდათ ქალაქი კი არა მტელი ქვეყანა გადაწვით" მისი ხელი ავიღე და თავისავე გულზე დავადებინე „სანამ არ დარწმუნდებით რა უნდა ამას" ახლა კი ის ხელი ჩემს გულზე წამოვიღე „ ამისთვის მხოლოდ ალექს მარტინსკი ხართ რომელთანაც ვმუშაობ რომ ფული დავუბრუნო"
ხელი გავუშვი და კიბეებისკენ წავედი. შემდეგ კ უკან შემოვბრუნდი და დავამატე.
„ სიყვარული არჩევანი არ არის ბატონო ალექს, პირიქით, ყველა არჩევანი სიყვარულისთვის უნდა იყოს"
ნელი ნაბიჯებით ოთახისკენ გავემართე და უკან დატოვებულ კაცს ამ ღამისთვის ბოლოჯერ შევხედე.
---
13
იქვე უბრალოდ დგომისას გაგონილი სიტყვები ლახვარივით გულში შემესო მაგრამ ტვინი მეუბნებოდა რომ იმ დოკუმნტების აღება უფრო მნნიშვნელოვანი იყო. სახე ხელებს შორის მოვიქციე და ღრმად ამოვისუნთქე. ვერ ვწყნარდებოდი. გიჟივით ვიყავი. დავკარგე. კარა ხელებს შორის გამისხლტომოდა და ჩემი გულის ნაწილი თან წაეღო მაგრამ მე ხმასაც ვერ ვიღებდი. სიბრაზით მოვიბრახუნე კარები და მანქანისკენ გავემართე. ისე სწრაფად აღმოვჩნდი სასაფლაოში რომ სასიკვდილო სიჩქარე ვერც შემემჩნია. უკვე ხშირად ნასტუმრებ საფლავთან მივედი და „შენს გამო"თქო ვუთხარი. „შენს გამო ვერ ვცოცხლობ! ვერ ვსუნთქავ! ყოველთვის როდესაც კარას ვეხები, შენი შურის საძიებლად დადებული ფიცი მახსენდება! ეს იდიოტობა თამაში შენს გამოა გესმის სუდე?'
სახლში რომ დავბრუნდი ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა. სანამ სუდეს შურს ვიძიებდი კარა მხოლოდ ჩემი სახლის მოსამსახურე იქნებოდა. თუ ჩემგან არჩევანის გაკეთება მოითხოვა, მოიპოვებდა რაც უნდოდა. სახლში რომ შევედი სამარისებური სიჩუმით მოცული სახლი ისეთივე დამხვდა. სანამ კიბეებზე ავიდოდი და ოთახში წავიდოდი კარას ოთახში ნელი მოძრაობებით შევედი. ფანჯრებიდან არეკვლილი მთვარის შუქი თმებზე და სახეებზე ეცემოდა და მას წყლის ფერიას ამსგავსებდა. თითებით ნელა მოვეფერე ერთ ღერო თმაზე რომელიც კისერზე ეფარებოდა. თმის გამოწევისას გამოჩენილი კისერი საკმაოდ გამომწვევი იყო. ღრმად ამოსუთქვის შემდეგ ნება დავრთე ტვინს რომ ჩემი ტანი დაეპყრო. ჩემს ოთახში რომ წავედი ჩამეძინა იმ ოცნებებში რომ კარა ჩემს გვერდით იწვა. დილას გადავწყვიტე რომ საუზმობის გარეშე ჰოლდინგში წავსულიყავი. კარასთან ერთ გარემოში ყოფნა ჩემზე კარგად არ იმოქმედებდა. მეშინოდა რომ ჩემ თავს ვერ შევეწინააღმდეგებოდი. ის იყო სახლიდან გავდიოდი რომ ემმამ „ბიძია ალექს"ო შემომძახა.
„გისმენ ემმა"
„დაიკოს გვირილები ძალიან უყვარს"
რამდენიმე წამი სიჩუმის შემდეგ ავლაპარაკდი
„კარგია, მაგრამ ამას მე რატომ მეუბნები?"
„ძალიან მოწყენილია და იქნებ უყიდი თქო ვიფიქრე, გუშინ მთელი ღამე იტირა იცი?"
თვალები დავხუჭე და ჩემი თავს ჩუმი გინება დავუწყე.
ის ფაქტი რომ მან იტირა საერთოდ არ მომწონდა და კიდევ ამას კარამ ჩემს გამო რომ იტირა გულს მტკენდა.
„კარგი ემმა, შენ ისაუზმე მიდი" თქო ვუპასუხე , გავაგზავნე და სახლიდან გავედი . ოფისში რომ მივაღწიე ფურცლებს შორის დავიკარგე. ველოდებოდი რომ კარა ოდნავ მაინც დამავიწყდებოდა მაგრამ მან თანდათან მთლიანად დაიპრო ჩემი ტვინი. შეკრებებზე შევდიოდი მაგრამ ვერაფერს ვიგებდი. თავს ვაკონტროლებდი რომ მეყვავილესთან არ დამერეკა. ჩემს თავს ყოველ წამს ვუმეორებდი რომ „ის უბრალო მოსამსახურეა" მაგრამ ამ სიტყვებს ჩემი გული არ ეთანხმებოდა.
საღამოს სახლში რომ მივედი მაგიდასთან ისევ ემმა იჯდა.
„შენი და სად არის ემმა" თქო რომ ვკითხე
„ეს თქვენი სახლი ყოფილა. ჩემმა დამ როგორც მოსამსახურემ თქვენთან ერთად არ უნდა ისაუზმოსო, მითხრა ასე გადაეციო"
სიბრაზე რომელიც სინანულს შეერია სისხლში მიდუღდა. მისი ოთახში შესვლა, მკლავზე მოჭიდვა და მაგისთან დაჯენა ვიფიქრე მაგრამ მხოლოდ კარების მოჯახუნებით დავკმაყოფილდი. ნებას ვაძლევდი ძილს რომ ოცნებებისჯენ წავეყვანე მაგრამ გვირილები ისევ მახსოვდა.
ღამე სამზარეულოში ჩავედი და ჭიქა წყლით ავავსე. ვარსკვლავების ყურებით ერთი ყლუპი უნდა დამელია რომ უკან მდგომი კარას ხმა გავიგე
„თქვენც აქ ხართ.."
უცებადი მოძრაობით უკან რომ შევბრუნდი, უძილობისგან გაბერილი თვალებითა და მწყურვალებისგან გამხმარი ტუჩებითაც ლამაზად მყოფი ქალი დავინახე.
„ის წყალი უნდა დამელია და"
ვფიქრობ ის ფაქტი რომ ვერაფერი გამეგო ჩემი გამოშტერებული სახის დანახვით დაასკვნა „ჭიქა" ო თქვა და ხელით ჭიქაზე მანიშნა . ბოლოს გონს მოვედი და
„აა ჭიქა,ჰო.."
დარჩენილი წყლის დასალევად რამდენიმე ყლუპს კიდევ ვსვამდი რომ ჩემს წინ არსებულმა სანახაობამ სუნთქვა შემკრა. მთვარის შუქი ისევე როგორც გუშინ ღამეს კარას თმებზე და სახეზე ეცემოდა. თითებს რომლითაც თმები უკან გადაიწია ჰაერში ათამაშებდა. მღელვარებისგან ტუჩების კვნეტა რომ დააიწყო ჩემთან ძაფი მთლიანად გაწყდა.
ჭიქა რომელიც ხელში მეჭირა, გამივარდა და ნამსხვრევებად იქცა. დაცემით გამოწვეულმა ხმამ გონს მომიყვანა. კარამ აღშფოთებით
„ბატონო ალექს კარგად ხართ"ო რომ მკითხა და ნამსხვრევების ასაღებად დაიხარა, „არ მოხვიდე" თქო ვუპასუხე. ნატეხების აღებისა ურნაში გადაგდების შემდეგ ხელი კისერზე წავიღე. ოდნავ დაწყნარება მინდოდა.
„კარა, დალიე წყალი, რას ელოდები.."
„სისხლი"
„რა?"
„ბატონო ალექს, ხელი გაგიჭრიათ, სისხლი მოგდით"
ხელზე რომ დავხედე თბილი სითხე შევამჩნიე. კარამ ხელი ონკანის ქვეშ მომიცქია და წყლით ჩამომიბანა. გამხმარი სისხლი რომ მოასუფთავა. კარადიდან მალამო და შესახვევი მოიტანა. მე კი სკამზე დამაჯინა და შუქი აანთო. ცოტა ხანს შეათვალიერა და
„ვფიქრო არ არის საჭირო ნაკერების დადება, უბრალოდ გაგეჭრათ"
„მე შენგან ალიაქოთის ატეხვას და სასწრაფოში წაყვანას მოველოდი"თქო, ვუთხარი სიცილით.
ხელი შემიხვია და ალაპარკდა
„უკვე თქვენი ჭრილობებით არ ვინტერესდები ბატონო ალექს , განსაკუთრებით თუ ღრმაა"
„ეს ჭრილობა შენს გამოც რომ იყოს?" ო რომ ვკითხე, თვალებში ჩამხედა და შეხვევა განაგრძო.
„მე ვერ დამადანაშაულებთ, რადგან ეს ჭრილობები თქვენთვითონ გაიკეთეთ" თო თქვა და შეხვევა დაასრულა.
„კისერზე სისხლის ლაქები გაქვთ"ო მითხრა და სველი ტილოთი წმენდა დაიწყო. თითის ყოველი შეხებისას სუნთქვის რითმი მეცვლებოდა. ალბათ ეს შეემჩნია რომ შეუმჩნეველი ღიმილი დაეტყო.
„გგონიათ რომ დაუნგრეველი ციხესიმაგრე გაქვთ ბატონო ალექს, ფიქრობთ რომ კედლები ძალიან კარგად ააშენეთ" მისი თითები ჩემს თმებს შორის დასეირნობდა. თავი რომ აწია ერთმანეთის ხვირწინ ვიყავით. მისი სუნთქვა ტუჩებზე მეხებოდა. თვალები დავხუჭე და მის ტუჩებთან შესახვედრად მოვემზადე რომ მან ლაპარაკი ამჯობინა.
„ყველაზე სანდო კედელიც კი ერთ დღეს დაგენგრევათ. რადგან ციხესიმაგრეები დასაპყრობად არსებობენ" უკან გაიწია და ყალბი ღიმილით „იმედი მაქვს თქვენს ჭრილობებზე კარგი გავლენა მოვახდინე ბატონო ალექს"ო თქვა.
სამზარეულოში მარტო რომ დამტოვა შოკურ მდგომარეობაში ერთ ადგილას დავრჩენილიყავი. ცივი შხაპის მღება ჩემზე კარგად იმოქმედებდა.
----------
14

სასჯელი Where stories live. Discover now