დილით შედარებით ადრე ავდექი და საუზმე ზუსტად თავის დროზე დავახვედრე. ბატონმა ალექსმა მაგიდა დიდი მოწონებით გადაათვალიერა და წარმოსთქვა
„კარგია, შენგან არ მოველოდი, დიდი განვითარებაა კარა"
„მართლა ერთ დღეს მადლობის გადახდას თუ ისწავლით უკეთესს გავაკეთებ"
ცუდი გამოხედვა მესროლა და საუზმე განაგრძო, შემდეგ კი საათს დახედა სწრაფად წამოდგა.
„7 საათზე მზად იყავი, შენს წამოსაყვანად მოვალ, ეცადე ცოტა ლამაზი იყო " - შემომძახა და გავიდა, ცოტა მოშორებოდა სახლს რომ უკან დაბრუნდა და დაამატა
„საუზმისთვის მადლობა კარა"
შემდეგ კი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. კარები დავხურე და ღიმილით სამზარეულოში შევედი. ალექს მარტინსკი თანდათან თავაზიანდებოდა.
5 საათზე დარეკილმა ზარმა გამაოცა, ბატონი სტაილსი ამ დროს არ მოვიდოდა, მართლა ეს კაცი სად მუშაობდა? ვუცოდი რომ დიდი ჰოლდინგი ჰქონდა, მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს უზარმაზარი ყინულის მთის მხოლოდ თვალით დასანახავი ნაწილი იყო.
კარები გავაღე და ვიღაც კაცი დავინახე, რომელმაც ხელში პარკი შემომაჩეჩა
„ბატონი ალექსისაგანაა" -მითხრა და სწრაფად წავიდა
ოთახში შევედი და პარკი გავხსენი, შიგნიდან გრძელი, ლაჟვარდისფერი და სუნთქვისშემკვრელი კაბა ამოვიღე.
ოქროსფრად ნაჭედი ბრეტელები მხარზე ჰქონდა დაშვებული , კაბა ჩემს ტანს მთლიანად ახვევდა, გრძელი დეკოლტე წელამდე ჩამომდიოდა .. სულ სხვა ადამიანს ვგავდი..
თმები დავისწორებისა და ზემოდან შეკვრის შემდეგ ტანსაცმლის შესაფერის, ოქროსფერ ტონალობაშ ი მაკიაჟი გავიკეთე და ბუნებრივი ფერის ტუჩსაცხით დავაგვირგვინე. შავი, ქუსლებიანი ფეხსაცმელების ჩაცმის შემდეგ, მზად ვიყავი.
ქვემოთ ჩავედი და კიბეების ბოლოს მდგომი ბატონი ალექსი დავინახე. დიდხანს მიყურებდა.. მეგონა რომ არ მოვეწონე და აღელვებულმა წარმოვსთქვი
„ მაკიაჟია ცუდი? დაიცადეთ ახლავე შევცვლი"
ცოტა ხანს კიდევ მიყურა და ალბათ სიცივის გამო დაბოხებული ხმით მიპასუხა
„წავიდეთ"
„თქვენს ხმას რამე მოუვიდა" ვკითხე გაკვირვებულმა
„გავცივდი ალბათ"
„ჰო, კარგით"
მანქანაში რომ ჩავჯექი კაბის ის მხარე დავინახე, რომელზეც არ დავკირვებულიყავი. მუხლის 15სმ ზემოთ ამოღებული იყო. ბატონმა ალექსმა ამოღებული ნაწილი რომ დაინახა ნერწყვი გადაყლაპა, უკან დიახარა, ჩემი ტყავის შემოსაცმელი აიღო, დამაფარა და დაამატა
„შეგცივდება" მისი მისი ხელი რომელიც ფეხებზე შემეხო აალებულიყო.~
საკმაოდ გრძელი მგზავრობის შემდეგ დიდი და მიმზიდველი სასტუმროს წინ გავჩერდით. თითქოს ამ კაცის შესახებ ყველაფერი მიმზიდველი უნდა ყოფილიყო.. მანქანიდან უნდა ჩამოვდიოდი რომ შემაჩერა. შავი
შემოსაცმელის ჯიბიდან პატარა, შავი ყუთი ამოიღო. მასში ძალიან ლამაზი ბეჭედი იყო..