სასჯელი 3

183 6 1
                                    

თვალები სწრაფად მიწყლიანდებოდა და ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა რომ გადავრჩენილიყავი.. ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო, იქვე უბრალოდ ვიდექი და ველოდებოდი რომ რამე, ან ვინმე გადამარჩენდა.. რეალურ ცხოვრებაში სასწაულები არ ხდებოდა, ცოცხლად გადარჩებოდი, თუ ძლიერი იქნებოდი, თუ არადა როგორც მე, წუთების შემდეგ მოკვდებოდი..
         სიკვდილი ჩემთვის კარგი გამოსავალი არ იყო, ჩემს გარდა არავინ არ იყო, ვინც ჩემს დას მიხედავდა, ვერ დავუშვებდი რომ ობოლთა სახლში გაეშვათ..
            თვალები დავხუჭე და ერთი წვეთ ცრემლს ჩემი ლოყის დასველების უფლება მივეცი, შემდეგ კი ვუპასუხე..
  „ ფულს დაგიბრუნებ.."
„დიდი სიამოვნებით, მაშინ ფული მომეცი" გამიღიმა..
    „ფულით არა.." – წინადაების დასრულება მინდოდა მაგრამ ყელში გაჩხერილმა მუშტმა გამაჩუმა..
     ჩემს წინ მდგარი კაცის თვალებში წამიერი სიშავის გაელვება დავინახე..მაგრამ თავისი ცივი დგომიდან არ გამოსულა..
    „კარგი, ოთახში წადი და მოემზადე" – ამ სიტყვის გაგონებისას ჩემი ცრემლები ლაპლაპით ჩამოცვივდნენ.. თითქოს ამას ელოდებოდნენო.. არ მინდოდა ჩემი სისუსტის უფრო მეტად გამოჩენა და ამიტომ ჩუმად ოთახისკენ წავედი.. კარები მოვიჯახუნე და საწოლამდე ვერ მივაღწიე რომ ფეხებზე კვანძი გამეხსნა და იქვე დავვარდი.. ცოტა ხნით კიდევ მივეცი უფლება ცრემლებს, დაესველებინათ ჩემი ლოყები.. როდესაც ავდექი და საწოლზე დავედგე, უფრო კარგად მივხვდი რომ უკან დაბრუნების შანსი აღარ მქონდა..
       კარები რომ გაიხსნა შიშით ავკანკალდი.. მოსული მარტინსკი არა, როგორც მე დავასკვენი მისი მოსამსახურე იყო..  პარკი საწოლზე დამიდო და „გაემზადეო" მითხრა..  პარკი გავხსენი და მის შიგნით მყოფი რომ დავინახე, გავწითლებულიყავი.. მეზიზღებოდა ჩემი თავი, ამას რომ ვაკეთებდი.. ცოტა ხანს საშხაპეში ტირილის შემდეგ სირცხვილით ჩავიცვი წითელი , ვიწრო კაბა.. ჩემი თმები კაბასთან შედარებით ძალიან მოუვლელი იყო, სავარცხლით ცოტა ხნით ვარცხის შემდეგ ჩემი აღსასრულის ლოდინში ვიჯექი..
      საათი 20.00 რომ გახდა, კარები ნელნელა  გაიხსნა..  შავი ტანსაცმლით ყველა გოგოს სიზმრებში შემავალი ალექს მარტინსკი, ახლა ჩემი კოშმარი იქნებოდა.. წინ დამიდგა და ცოტა ხნით მიყურებდა.. შემდეგ კი ჩემს მხარზე დარჩენილი 2 ღერი თმა უკან გადასწია და ალაპარაკდა:
          „მომხიბვლელია. შენი კონკიას მსგავსების უკანა ფონზე დატოვებით შევმცდარვარ" – რომ საუბრობდა მისი სუნთქვა კისერზე მეხებოდა..ამას  კიდევ მისი სუნი მთელ ოთახში გავრცელებულიყო..
       საუბარი განაგრძო; „მაგრამ მე, კარა კიმბერლი, შენ რომ გგონია ისეთი კაცი არ ვარ, რომ უიმედო გოგო გამოვიყენო" რამდენი ნაბიჯით უკან ჩაიწია:
„ამ სახლის მოსამსახურე ხარ, თუ დილის 6.30 ზე საუზმე მაგიდაზე არ დამხვდება, რომელიმე ოთახში გამოგკეტავ და შიმშილით მოგკლავ"
      კარებისკენ წავიდა, უნდა გასულიყო რომ დაამატა:       „თმები მეორე ნაირად უფრო ლამაზ გაქვს, არ მინდა რომ შეცვალო"
ოთახში მარტო რომ დამტოვა, უბრალოდ ვიდექი.. სასწაულები მართლა ხდებოდა?

სასჯელი Where stories live. Discover now