კივილი პირზე აფარებულმა ხელმა შემიშალა. ამ ხელის პატრონმა თავისკენ რომ შემომატრიალა შვებით ამოვისუნთქე. ალექსმა გაბრაზებული თვალებით „მე შენ არ გითხარი ოთახიდან არ გამოხვიდე თქო კარა?' ო მითხრა.
„დავიღალე ჯდომით" თქო ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე. პასუხის გაცემის ნაცვლად მკლავზე მომკიდა და თავისკენ მომქაჩა. ლიფტში რომ შევედით თითქოს მისი სიბრაზე ორთქლად ქცეულიყო და ჩვენს შორის ქროდა. ოთახში შევლისას მის ყვირილს ველოდებოდი მაგრამ ალექსი სამარისებური სიჩუმის ყველაზე სახიფათო ელფერში გაეხვია.
„რამე რომ მოგსვლოდა?"ო მითხრა ნაწილ ნაწილ.
მასთან მივედი და ხელები შემოვხვიე.
„არ მომივიდა ხომ ხედავ.."თქო ვუპასუხე მისი სიბრაზის გაფანტვის მიზნით. უკან გამწია და დაიღრიალა.
„როდის უნდა დამიჯერო კარა? იმისთვის რომ მიხვდე რამდენად სახიფათონი არიან აუცილებლად ზიანი უნდა მოგაყენონ?"
ბავშვივით მეჩხუბებოდა. თავი ავწიე და
„შენ ჩემდამი ნდობა როდის უნდა ისწავლო ალექს?!" თქო ვუთხარი. თავი დაიქნია და „ალბათ მაშინ როცა რაღაცეების დამალვას მოეშვები კარა.."ო მითხრა. მისი სიტყვები გულში ეკალივით შემესო. ჯერ კიდევ წარსულზე ფიქრობდა. ის იყო მივდიოდი რომ „გვირილა შენ მე არასწორად გამიგე.."ო მითხრა. ხელი გავწიე და „მე საკმაოდ სწორად გავიგე ალექს. მაგრამ ნეტავ შენ თავიდანვე გეთქვა ეს ჩემთვის"თქო ვუპასუხე და გასასველისკენ წავედი. ისევ იქ იყვნენ. შავ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცები ეჭვისთვალით გარემოს აკვირდებოდნენ. ჩემში არსებული ცნობისმოყვარეობა და ჯიუტობა არ მომასვენებდა სანამ არ გავიგებდი ვინები იყვნენ. ოდნავ რომ დავუახლოვდი ერთერთი მათგანის ტელეფონზე საუბარს შევესწარი.
„ბატონო ჯეკ, სასტუმროში ვართ. გოგოც ჩვენთან ერთადაა. შუაღამეს ისევ გზას გავუდგებით"
სუდე აქ იყო. ჩვენს ცხვიწინ იყო მაგრამ ეს ალექსმა არ იცოდა. წეღანდელი ჩხუბი დავიკიდე და სწრაფად ლიფტისკენ მივდიოდი რომ შავებში ჩაცმულმა კაცმა გამაჩერა და „ქალბატონო"ო მითხრა. გულისცემა ყურებს რომ მიყრუებდა ვცდილობდი თავდაჭერილი ვყოფილიყავი. უკან შევტრიალდი და „გისმენთ?"თქო ვკითხე. „პირადობა დაგვარდნიათ"ო მითხრა და ხელში დაჭერილი პირადობა გამომაწოდა. სწრაფად გამოვართვი და მადლობა გადავუხადე. თავს წვრილ ძაფზე მოსიარულე ჯამბაზივით ვგრძნობდი. ჯამბაზი რომელიც გადმოვარდნის შემთხვევაში ბასრ დანებზე დაეცემოდა.
ლიფტის ნაცვლად კიბეები გამოვიყენე. სწრაფად ოთახში რომ შევედი შუქები ჩაქრობილი იყო. ნელი ნაბიჯებით შიგნით რომ შევედი ფანჯარასთან მდგომი ალექსი დავინახე.
„შენ..რა გინდა აქ?"თქო ვკითხე. ჩემთან მოვიდა და ხელები ჩამკიდა. თვალებში ჩახედვით ლოყაზე მომეფერა. შემდეგ კი ცალ ფეხზე დაიჩოქა..
ახლა როგორც ყველა გოგო, გაგიჟებული სახით, ბრილიანტის ამოღებას უნდა დავლოდებოდი. მაგრამ სუდე აქ იყო და საჭირო თუ გახდებოდა ქორწილსაც კი გავაუქმებდი.
„ალექს სუდე აქ არის" თქო ვუთხარი ერთ ამოსუნთქვაში.
„რა?"
„ ხელის თხოვაში დასაკარგი დრო არ გვაქ თქო გეუბნები. ის კაცები ჯეკ ტრანბასი ყოფილან. სუდე სადღაც მიჰყავთ"
უცებ აბაზანიდან სინათლის სისწრაფით გამოსულმა ტომმა „კარა შენ რას იძახი?!"ო წამოიყვირა. ამ სანახაობისადმი მნიშვნელობის მინიჭების მცდელობებში ყოფნისას „მანიაკი ხომ არ ხარ ტომ?"თქო დავიყვირე. „თქვენი ყველაზე ბედნიერი მომენტის გამოტოვება არ მინდოდა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. საიდან გაიგე რომ სუდე აქ იყო?"ო მკითხა.
„ერთერთი მათგანი ჯეკს ელაპარაკებოდა. მაშინ გავიგე. შუაღამეს უნდა გაიყვანონ"თქო ვუპასუხე. ტომმა საათს დახედა და „ 9 საათია. ამ წამიდან დაწყებული უკანასკნელი 3 საათი.."ო თქვა.
„ოთახიდან რომ გავიტაცოთ?" თქო ვთქვი და იდეა წარვუდგინე. ამ ჯერად თვალები ტომმა გადააბრიალა.
„კარა თუ გინდა პირდაპირ მათთან მივიდეთ და სუდე გვნიდაო ვუთხრათ"ო მითხრა მან.
ტომს ენა გამოვუყავი და ალექსს შევუბრუნდი. ხმა არ ამოეღო.
„შენ კარგად ხარ საყვარელო?"თქო ვკითხე. თვალები ჩემზე ატარა და „ტყეში უნდა გავიტაცოთ"ო თქვა. ვერაფერი ვერ გამეგო.
„რა?როგორ?"თქო ვკითხე ინტერესით. „მე და ტომი იმ კაცებს სხვა მხრისკენ გამოვწევთ. იმ დროს შენ და სუდე გაიქცევით"
მხოლოდ ერთი გეგმა გვქონდა. სხვა შანსი არ იყო.
„და თქვენ? თქვენ რა უნდა ქნათ?'
ამ კითხვის საპასუხოდ შუბლზე მაკოცა. „თუ გადავრჩით, ტყეში გნახავთ. თუ,..." ტუჩები თითებით დავუფარე და სიტყვა შევაწყვეტინე.
„ასეთი 'თუ' არ არის მარტინსკი. ჩემზე დაუქორწინებლად ვერ მოკვდები"თქო ვუთხარი.
ტომი წამოდგა და „ჯობია მარტო დაგტოვოთ"ო გვითხრა. არ ხუმრობდა. მისგან ამ მოვლენის შემსუბუქებას ველოდი მაგრამ ის უბრალოდ ადგა და გავიდა. ალექსს შევუტრიალდი და „თქვენ არაფერი არ მოგივათ ხომ? სიმართლე მითხარი"თქო ვუთხარი. ალექსმა ისევ შუბლზე მაკოცა და ღრმად ამოისუნთქა. ერთი ხელი ჩამკიდა და მეორე ხელით ჯიბიდან შავი ყუთი ამოიღო. ღრმად ამოისუნთქა და ალაპარაკდა.
„ სასწაულებს ვერ შეგიქმნი გვირილა. ცოტა ხანში შეიძლება მოვკვდე. უკანასკნელი სუნთქვაც რომ იყოს, შენი სუნი მინდა რომ ჰქონდეს. ძალით სიკვდილისკენაც რომ წავიდე ჩემი უკანასკნელი ღიმილი გახდები? ცოლად გამომყვები კარა?'
ცრემლები სათითაოდ ლოყებიდან ჩამომიცვიდა. მოკანკალე სულით ძლივს ვუპასუხე. „კი მარტინსკი. ცოლად გამოგყვები"
ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეახო და ისე მაკოცა თითქოს მემშვიდებოდა.
„უნდა წავიდეთ.."
თავი დავუქნიე და დავეთანხმე.