სასჯელი 8

110 2 0
                                    

ეს წაიღე ის მოიტანე ს მსგავსი დიალოგების გარდა არაფერზე გვისაუბრია. ისედაც სახლში ხშირად არ მოდიოდა და როცა მოდიოდა, მხოლოდ გამოიცვლიდა და უკან მიდიოდა. მე სახლის გასუფთავების შემდეგ დრო თუ დამრჩებოდა სახლის ბიბლიოთეკაში ავდიოდი და წიგნებში ვიკარგებოდი..
წიგნის ყდა დავხურე რომ ქვემოდან ზარის ხმა მომესმა. ჩემს წინ ბატონი ალექსის ნახვა ბუნებრივი იყო. მაგრამ მის ხელებში მძინარე ემმას დანახვა საკმაოდ გამაოცებელი იყო. მეე მეგონა რომ რომელიმე მსახურს წამოაყვანინებდა, მას კი თავისი ხელებით მოეყვანა.
„ბატონო ალექს თქვენ.."
„შშშშ არ გაიღვიძოსო" გამაჩუმა..
კიბეებზე ავიდა და ემმა ჩემს საწოლზე დააწვინა. საბანი გადააფარა და ოთხიდან გავიდა. მე კი მეგონა რომ დამელოდებოდა და ვისაუბრებდით მაგრამ ის თავისი ოთახისკენ გაემართა. უკნიდან დავუძახე მაგრამ ვერ გაიგო, ამიტომ მკლავზე ჩავეჭიდე და შემოვატრიალე. ცალი წარბი აწია და თავის მკლავს დახედა, მაშინვე ხელი გამოვწია და ავლაპარაკდი
„ბატონო ალექს უნდა ვისაუბროთ"
„არამგონია კარა, არ არის საჭიროო" მიპასუხა
ისევ ოთახისკენ გაემართა რომ
„ბატონო ალექს!" თქო და ხმას ავუწიე..
უკან შემობრუნდა და
„საკმარისია კარა, არ ვისაუბრებთ. მადლობის გადახდა თუ გინდა არ არის საჭირო. ემმა პატარა ბავშვია, იმაზე სულელური არაფერია რომ ის შენი შეცდომების მსხვერპლი გახდეს, ახლა შეტრიალდი და ოთახში დაბრუნდი, შენი ხმის გაგონება არ მინდა"
ლოყების დასველება რომ ვიგრძენი მაშინ მივხვდი რომ ვტიროდი. ფრთხილად საწოლზე დავჯექი. ჩემი დი ს თმების ფერებით ოდნავ დავმშვიდებულიყავი. ჩემი ფიქრები ისევ იმ კითხევბზე ეძებდა პასუხს თუ რატომ ვიყავი აქ..
არც ისე ბედნიერი ბავშოვობაში ერთადერთი კარგი რამ დედაჩემი იყო. მამა ჩვეულებრივ სვამდა და თვრებოდა, შემდეგ კი მთელ სახლს ანგრევდა. შემდეგ სახლის დანგრევით არ იკმარა და ოცნებებითა და იმედებით აღსავსე სამყაროც დამინგრია. სახლიდან რომ წავიდა ყველაზე კარგი დღე მქონდა. მაგრამ რაღაც დროის შემდეგ უფულობამ დედაც წამართვა. უბრალო ოპერაციით მისი გადარჩენის შესაძლებლობის მიუხედავად მკურნალობის დაგვიანების გამო გარდაიცვალა. ამისთვის ალექს მარტინსკის სახელით ცნობილ კაცს ფული გამოვართვით მაგრამ ამ ფულმა დედაჩემს ვეღარაფერმა უშველა.
ფიქრები ბნელი წარსულისგან გავათავისუფლე და ალექს მარტინსკის ბიბლიოთეკიდან აღებული წიგნი გადავშალე რომ შიგნიდან ჩამოვარდნილი პატარა სურათი ხელში ავიღე. მის უკან მითითებული თარიღი 10 წლის წინანდელს უჩვენებენ. ფოტოზე მყოფი ალექსი სულ სხნაირი იყო, მისი ბედნიერების ამოკითხვა თვალებიდან შეგვეძლო. მისი სახის ნაკვეთებში სიბრაზის კვალი არ იყო, უფრო მეტად რომ დავუკვირდი სურათის კუთხეში მიწერილი ა&ს ასოები დავინახე. ფოტოზე მყოფი გოგო მის შეყვარებულს გავდა, ისე იყო ჩახუტებული თითქოს ვიღაცისგან იცავდა.
შემდეგ მივხვდი რომ ეს სურათი ნაცნობი იყო. გამხსენდა რომ ყოვედღე ვხედავდი მას, მისაღებ ოთახში ოქროსფერ ჩარჩოში იყო მოთავსებული. ოთახიდან გავდიოდი და მისაღებ ოთახში ჩავდიოდი რომ ბატონი ალექსის ხმა გავიგე, ვიღაცას ეჩხუბებოდა. ჩუმად ჩამოვედი და კედელთან მივედი რომელიც სამზარეულოსა და მისაღებ ოთახს ჰყოფდა. ფრთხილად გავიხედე და სანახაობამ გამაოცა. კაცმა რომელმაც იმ დღეს წვეულობაზე წაქცევას გადამარჩინა ახლა ბატონ ალექსთან ჩხუბობდა და ისე უყურებდა თითქოს მოკლავდა. მოვლენები იმაზე ჩახლართული იყო ვიდრე მეგონა.

სასჯელი Where stories live. Discover now