სასჯელი 32 [2/2]

100 6 17
                                    

და ახლა უკვე ყველაზე რთული ომი მე მელოდებოდა. მტერი საფრთხეს წარმოადგენდა. რადგან ის ჩემი მული იყო.

ბოლოსდაბოლოს ერთერთ მაგიდასთან რომ დავსხედით ალექსმა სკამი გამომიწია რომ დავმჯდარიყავი.

„მადლობა საყვარელო" თქო ვუთხარი და სუდეს გამაღიზიანებელი ღიმილი ვესროლე.
სუდე „რომელ გამარჯვებაზე ლაპარაკობ" -ის სახით მიყურებდა. შემდეგ ალექსს შეუბრუნდა და „ძამიკო ჩემს გვერდით დაჯექი. როგორც ვხედავ კარა რომ მოვიდა მე დაგავიწყდი"ო უთხრა და ტუჩები დაპრუწა.

ძალიან ძლიერად თამაშობდა. არ იყო გამორიცხული მუშტი მაგიდაზე დამერტყა და „მეე კარა კიმბერლი! ალექსს შენ არ დაგიტოვებ!"თქო დამეყვირა სულელურად.

შეიძლება ალექსი სუდეს გვერდზე დამჯდარიყო მაგრამ ამავედროულად ჩემს წინ იჯდა.
სუდე მე მომიბრუნდა და „კარა ჩვენ არ გაგვიცნია ერთმანეთი/ ძალიან საყვარელი გოგო ხარ. რას საქმიანობ?"ო მკითხა.

ყალბი ღიმილი წარვუდგინე და „სისაყვარლეში შენ ვერ შეგედრები. შენი ძმის სახლში მოსამსახურე ვარ"თქო ვუპასუხე.

სუდე წამიერად შეჩერდა და „ფეხმძიმედ ხარ?"ო მკითხა.

ლუკმა ყელში გამეჩხირა. ტომმა რამდენიმეჯერ წელში ჩამარტყა და ხველების კრიზს გადამარჩინა.
„რას სულელობ შენ"თქო უნდა მეთქვა მაგრამ არ მაცადა და „ანუ სახლის მოსამსახურესთან სხვა რა მიზეზით უნდა დაქორიწინდეს ვერ ვხვდები"ო დაამატა.

ალექსი გავაჩუმე და მთელი სერიოზულობით პასუხი გავეცი.

„შეიძლება შენ ჯერ არ გაგიგია მაგრამ ამ სამყაროში არსებობს რაღაც რასაც სიყვარული ჰქვია. და კიდევ, შენი ძმა ისეთი ადამიანი არ არის რომ ვინმესთან მხოლოდ ფეხმძიმობის გამო დაქორწინდეს"

სუდე სწრაფად წამოდგა და რესტორანის გასასვლელისკენ გაემართა. მე ალექსის ყვირილის ველოდებოდი მაგრამ მაინ გამაკვირვა და ხელზე პატარა კოცნა დამიტოვა.
„ბოდიშს გიხდი მის ნაცვლად. ამ ყველაფრის გამო ოდნავ დაძაბულია" ო მითხრა. გავუღიმე და „არ არის პრობლემა " თქო ვუპასუხე. „ხდება ხოლმე". სწორედაც რომ პრობლემა იყო! ამ სიტყვებს არ ვიმსახურებდი. მინდოდა თმებით მეთრია. ამის გარდა ვახშამმა მშვიდობიანად ჩაიარა. რათქმაუნდა უკეთესი იქნებოდა ტომი ზედმეტი სასმლისგან რომ არ დამთვრალიყო.

„ყველაფერი შენს გამოა მარტინსკიი. ჩემი სიღვარულის მკვლელი ხაარ შენაა, ბედსს შერცხვეს ბეედს.."ო რომ დაიყვირა ალექსი ჩემსკენ შემოტრიალდა და „რას ბოდავს ეს დებილი ხომ არ იცი კარა?"ო მკითხა. თვალები გავაპარე და „მე რა ვიცი საყვარელო. მთვრალია და ბოდავს" თქო ვუთხარი.

ტომი თავის საწოლზე დავახეთქეთ და მაღლა ავედით. ფეხსაცმლის გახდისას ოდნავ რომ შევირიხიე თავი ალექსის კალთაში აღმოვაჩინე.
საწოლზე დამაწვინა და „ეს უნდა ავღნიშნოთ"ო წაიჩურჩულა.

„რას ვღნიშნავთ?"ო რომ ვკითხე, გაიღიმა და „შენ.."ო მითხრა.

„ჩემი აზრით ყველაფერი უნდა ავღნიშნოთ რაც შენს შესახებ არის". გავიცინე და „ჩემი აზრით ახლა მიზეზებს ეძებ"თქო ვუთხარი.

„ჩემი აზრით ესეც გაჭრის" ო თქვა და მაიკა ერთი მოძრაობით გამხადა. ამჯერად მე შევატრიალდე და ზედ მოვექეცი. სათითაოდ ღილების გახსნა დავიწყე.
„ამ ღამეს ძალიან მამაცი ხარ როგორც ვხედავ"ო თქვა ღადაობით.

თითები ნელნელა მასზე ვატარე და „თუ არ გინდა არ ვიქნები მარტინსკი"თქო ვუთხარი. გაიცინე და „შენ მოდი აქ ერთი"თქვა და თავისკენ მომწია. ვნებიანი ღამე გველოდებოდა.
🌌🌌🌌🌌🌌🌌🌌🌌🌌
დილით რომ ავდექი ალექსს ჯერ კიდევ ეძინა. ის იყო საწოლიდან ვდგებოდი რომ ძლიერი მკლავებით თავისკენ მომწია და „სად მიდიხარ?"ო მკითხა.

„ადგომის დროა საყვარელო. და კიდევ, აბაზანა ჩემია"თქო ვთქვი და წამოვდექი. ძირს დაგდებული ალექსის პერანგი ზედ შემოვიცვი და აბაზანისკენ გავემართე.
შხაპის მისაღებად პერანგი ისევ რომ გავიხადე სისხლის ლაქები დავინახე. გუშინ გაგებული იარაღის ხმა გამახსენდა. ალექსი ან ტომი დაჭრილი არ იყო. როგორც გუშინ ღამე დავინახე ნაკერებზეც არაფერი სჭირდა. მაშინ ეს სისხლი ვის ეკუთვნოდა?
აღშფოთებული აბაზანიდან გამოვედი და ოთახში შევვარდი. შეშინებულმა
„ალექს ეს ვისი სისხლია?!"თქო რომ დავიყვირე
„ახსნა მაქვს კარა.. მომისმინე"ო მითხრა.
♡♡♡♡♡♡♡♡♡
ჰელოუ! 👑 როგორ ხართ?ე კარგად 😌 მომდევნო თავი ხვალ 💖 კომენტარები დამანახეთ კომენტარები 🙈 (Voteბიც 😊)

სასჯელი Where stories live. Discover now