ცხოვრება ზოგჯერ იმ ადგილებში წასვლას გვაიძულებს, სადაც არ გვინდა, ხშირად კი წარსულში დაბრუნება და გზის შეცვლა გვინდა, მაგრამ ის არ ვიცით, რომ თუნდაც სხვა გზა ავირჩიოთ, ბოლოს მაინც ისევ იმ ადგილას ვიქნებით.
სარკის წინ გრძელი, ლურჯი კაბით ვიდექი და ვღელავდი იმ გზაზე რომელიც ავირჩიე, ჯერ მხოლოდ გუშინ, შავი კაბითა და თეთრი პერანგით ამ სახლის მხოლოდ მოსამსახურე ვიყავი, ახლა კი ჩემთვის უცნობი მიზეზით, ლამაზად გამოწყობილი, წვეულებაზე მივდიოდი
//გუშინ ღამე//
ბატონი ალექსი ჯერ არ მოსულიყო, ამიტომ სამზარეულოში ვფუსფუსებდი. ხალისით გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად გამომდიოდა. ჰო, პიცა. პიცის სუნმა მთელი სახლი აიკლო რომ კარებზე ზარის ხმა გავიგე. ღრმად ამოვისუნთქე და კარებისკენ გავიქეცი.
კარების გახსნისას დავინახე რომ ალექს მარტინსკი სიცივისგან გაწითლებული ცხვირითაც კი შესანიშნავად გამოიყურებოდა.
„გამარჯობათ" - ვთქვი და გამოვიწიე, რომ შემოსულიყო. პალტო გაიხადა და ხელში, მომცა
„საჭმელი ოთახში მოგიტანოთ თუ სამზარეულოში მოვამზადო?" - მივაყარე მაშინვე. „არ არის საჭირო კარა, არ მშია" „კარგით მაშინ" - ვუპასუხე და სამზარეულოსკენ შევტრიალდი, ჩემდა გასაკვირვად, ისიც უკან გამომყვა
„პიცა გავაკეთე, გიყვართ?" - ვკითხე მხიარულად
„არამგონია"
პიცა გამოვიღე და მაგიდაზე დავდე, რომ გაციებულიყო.
„სხვა რამე თუ არ გინდათ, მე ოთახში ავალ"
საათს დახედა და დაინახა რომ უკვე შუაღამე იყო
„წადი, მეც უნდა დავიძინო ისედაც"
წუწუნით კიბეებისკენ გავემართე და ოთახშ შევედი. ადამიანი ხათრის გამო რას არ შეჭამდა, ეს კაცი კიდე რასაცქვია უგრძნობი მხეცი იყო.. გამოვიცვალე და საწოლში ჩავწექი, მთელი დღის მუშაობის გამო ყოველი წერტილი მტკიოდა.
ღამე მწყურვილობამ გამაღვიძა. ჭიქაში წყალიც აღარ დამრჩენოდა. ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოში ანთებული შუქის დანახვით, ოდნავ შევანელე ნაბიჯები.
რომ შევედი ისეთი სანახაობა დამხვდა, თავი ძლივს შევიკავე რომ არ გამცინებოდა. ალექს მარტინსკი ჭამდა პიცას, რომელზეც რამდენიმე საათის წინ თვალები ზიზღით გადაატრიალა. რაღაც წამები შიგნით შესვლასა და არ შესვლას შორის ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას, მაგრამ ისე შევედი და ჭიქის ავსება დავიწყე, თითქოს ბატონი ალექსი იქ არც ყოფილა. რომ დამინახა ლუკმა გადასცდა, რომელიც უნდა გადაეყლაპა. ვიფიქრე გავხალისდები თქო და ლამის მოვკალი კაცი. სწრაფად მასთან მივედი და წყალი გავუწოდე.
„კარგად ხართ ბატონო ალექს?" ვკითხე მღელვარებით
ბოლოს შეძლო ხმის ამოღება
„რატომ მოდიხარ მასე ჩუმად კარა?"
„ეგ არ ვიცი მაგრამ, პიცა მოგეწონათ როგორც ვხედავ"- ვუთხარი და გავუცინე
„ შიმშლია რას იზამ, ადამიანს უიმედოდ ტოვებს ყველაფერს აკეთებინებს"
„კარგია რომ გაიგეთ რა არის უიმედობა"
ამ სიტყვების შემდეგ თითქოს ჩვენს შორის ჰაერი უფრო დამძიმდა, სიჩუმე მისმა სიტყვებმა დაარღვია
„ დარწმუნებული იყავი კარა, რომ ბევრი რამ ვიცი, რაც შენ ჯერ არ იცი"
პასუხი მიღებული მქონდა, ალექსი ისეთი მარტვი ამოცანა არ იყო, რომ მისი ამოხსნა შემეძლო.
ჩვენს შორის ჩამოვარდნილი სუჩუმე, ისევ მისმა სიტყვებმა დაარღვია.
„ ხვალ ჩემთან ერთად წვეულბაზე მოდიხარ"
„ ის..მე არამგონია იმ გარემოსთვის შესაფერისი ვიყო"
„ ასეთ მდგომარეობაში არც მოხვალ"
„ როგორც თქვენ გინდათ ბატონო ალექს, ღამე მშვიდობის"
ვუპასუხე და ოთახისკენ გავწიე. ბალიშს ჩახუტებული ვიწექი, ბატონი ალექსი ისევ ჩემი ტვინის დიდ ნაწილს იკავებდა..