ფრთხილად გავიხედე და სანახაობამ გამაოცა. კაცმა რომელმაც იმ დღეს წვეულობაზე წაქცევას გადამარჩინა ახლა ბატონ ალექსთან ჩხუბობდა და ისე უყურებდა თითქოს მოკლავდა. მოვლენები იმაზე ჩახლართული იყო ვიდრე მეგონა.
„ დიდი ხანი გავიდა რაც ვერ გნახე ალექს რას იტყვი"
„ ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი მომენტები იყო ჯეკ, ადამიანი შენნაირ ფსიქოფატს რომ მოიშორებს უფრო ბედნიერდება"
ანუ მას ჯეკი ერქვა..
„ჰო ბედნიერება ყველაზე მეტად შენ გჭირდება, სუდეს შემდეგ ცხოვრება გაძნელდა არა?"
ბატონმა ალექსმა სიბრაზით ჯეკის სახელის მატარებელ კაცს რომ მუშტი ჩაარტყა, კივილის შესაკავებლად პირზე ხელი ავიფარე.
„ სუდეს სახელი არ ახსენო! აქვე მოგk ლავ ისე რომ წარბსაც არ შევარხევ გასაგებია ძაღლიშვილო!"
ჯეკმა სისხლი ტუჩებიდან მოიწმინდა და უპასუხა
„ვიცი რასაც აპირებ ალექს. მიხვდი უკვე რომ სუდე მოკვდა! სხვათაშორის კარგი იქნება რომ ფსიქოლოგთან წახვიდე"
კარებისკენ გაემართა და დაამატა
„ ჰო, მგონი კარა ტომის საცოლეა. გირჩევ ძალიან ხალხმრავალ ადგილებში არ წაიყვანო, რა იცი იქნებ ვინმემ გული მოსტაცოს"
შემდეგ კი კარი მოიჯახუნა და გავიდა. ბატონი ალექსი რამდენიმე წამი სიბრაზისგან გაშეშებულიყო.. შემდეგ კი მოულოდნელად ყველაფერი ძირს მოისროლა. მეშინოდა რომ ეს სიბრაზე ჩემს მიმართ გამომჟღავნდებოდა და უფრო მეტად ავიტუზე. მაგრამ მგონი მან ვერ შემამჩნია და ოთახში ავიდა.
როდესაც დავრწმუნდი რომ წავიდა სამზარეულოდან გავედი. ოთახის მდგომარეობა რომ დავინახე ჩემი ფიქრები უფრო დაზუსტდა. ალექს მარტინსკი სახიფათო იყო, წითელი ხაზის მეორე მხარე ..
სურათს კიდევ ერთხელ რომ დავხედე მივხვდი თუ რა სიდებილე იყო ის აზრი რომ სუდე ბატონი სტაილსის შეყვარებული იყო. შემდეგ კი ჩემში არსებულ კარას მოვერიე და ბატონი სტაილსის ოთახისკენ გავემართე, კარებზე დავაკაკუნე და
„შემოდიო" რომ მითხრა ფრთხილი ნაბიჯებით შიგნით შევედი. შავ და ნაცრისფერ ტონალობაში მყოფ ოთახს ველოდებოდი რომ კრემისფერი, პატარა ნათურით განათებული საყვარელი საძინებელი დავინახე da გამიკვირდა.
წინ დამიდგა და
„ვიცი რომ იქ იყავი კარა"ო მითხრა..
„ბატონი ალექს ბოდიშით, უბრალოდ ვცდილობ რომ ამ მოვლენებს რაიმე მნიშვნელობა მივანიჭო, მაგრამ ყველაფერი უფრო იხლართება"
ხელი მომკიდა და ცერა თითით მომეფერა.. წეღანდელი სიბრაზისგან წვეთი არ დარჩენილიყო.
„შენ იყავი მართალი, თავიდანვე ამ სახლში არ უნდა ყოფილიყავი, ამ საქმეში არ უნდა ჩარეულიყავი , ჩემი შეცდომაა"
სიტუაცია ასეთი დრამატიული რომ არ ყოფილიყო ცეკვას დავიწყებდი, ალექს მარტინკის ამ დღემდე ვისთვის უნდა მოეხადა ბოდიში? პირველი ვიქნებოდი..
„ბატონო ალექს მე ამ საქმეში ყოფნას გავაგრძელებ"
ამ სიტყვებით ბატონი ალექსის სახე გაკვირვებით განათდა
„კარა ეს შენთვის ძალიან სახიფათოა, ამიტომ არ გაგიშვებ" რომ მითხრა
„არამგონია სასიამოვნო იყოს როდესაც აღნოჩნედბა რომ ქალი რომელიც ბატონი ტომის საცოლედ გააცანით ხალხს, მოსამსახურე აღმოჩნდეს. დაფიქრდით, ძალიან სამარცხვინოა ara? "თქო, ვუპასუხე.
„ შენ მე მემუქრები?"
„არა ბატონი ალექს, ჩვენ ამას დათანხმების გზას ვეძახით" არ ვაცადე რომ რამე ეთქვა
„ღამე მშვიდობისა ბატონო ალექს" თქო, ვუთახრი და ოთახიდან გამოვედი.
ჩემს ოთახში ავედი და ბოლოსდაბოლოს ბალიშს რომ ჩავეხუტე ემმა მკლავებს შორის მოვიქციე . ფიქრი დავიწყე იმ გზაზე რომელიც ავირჩიე, ეს გზა შიშს მგვრიდა, რადგან ბოლოში სულ ბატონი ალექსი იქნებოდა.