-ახალი მოსწავლე?-ჩავილაპარაკე და ჩემს გვერდით მჯდარ სეჰუნს გადავხედე.
-ჰო, ერთი კვირაა აქ სწავლობს...-თქვა და ფურცელზე რაღაცის ჯღაბნა გააგრძელა.
ჩემს უკან მდგარ ბიჭს გავხედე, რომელიც მორცხვად შემოვიდა კლასში და ბოლოში მდგარ მერხზე ნივთებს ალაგებდა.ჩემზე ბევრად დაბალია, შავი თმით. შორიდანვე შესამჩნევია მისი გრძელი და თხელი თითები.
მასზე დაკვირვებისას მისი მზერა ვიგრძენი. ახლა მის სახეს შევხედე. ბიჭია, მაგრამ გოგოსავით ლამაზი! ჩემთვის ეს მიუღებელია... ბიჭის თვალები თითქოს რაღაცას მეუბნებოდნენ, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ჩავიცინე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
-რა ჰქვია?-სეჰუნს გადავხედე.
-რაიყო ჩანი, მოგეწონა?-გაიცინა. თავს მაბეზრებს ასეთი საქციელით.
-კარგი, კარგი...-თქვა როცა ჩემი სახე დაინახა-ბიონ ბექჰიონი, არც იფიქრო მისი ახლოს გაცნობა, არავის იკარებს. მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ შარში ეხვევა ამის გამო.
-აჰ, ცუდია, ძალიან ცუდია...-ვითომ დამწუხრებულმა ჩავილაპარაკე მას შემდეგ რაც კიდევ ერთხელ გავხედე უკვე მერხთან მოკალათებულ ბიჭს.როგორც ყოველთვის არ მიმიქცევია ყურადღება ლექციებისთვის. უბრალოდ ეს არ მაინტერესებს, გართობა მირჩევნია. მოსაბეზრებელი საათები მალე გავიდა.
ჩანთა ავიღე, სეჰუნს დავემშვიდობე და სკოლიდან გავედი. სახლში მისულმა ჩანთა ოთახში მოვისროლე და საწოლზე გადავეშვი.მოსაბეზრებელია ასე ყოფნა. ვინმე მჭირდება!
ავდექი, სახლიდან გავედი და თან იმ გოგოს დავურეკე დილით რომ მეფლირტავებოდა.
-ჩანიი! გადაიფიქრე?-მისი ხმა იმდენად შემაწუხებელი იყო! თუმცა მისი სხეული...
-მისამართს მოგწერ,-ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.Baekhyun's POV
-ბექი, მოიხსენი ეგ ჯაჭვი, კლიენტებს დააშინებ!
უკვე მერამდენედ მეუბნება ამას ლუჰანი, თავისი ჩვეული ღიმილით.
-ნუ გეშინია, აქ ჩემს სანახავად არ მოდიან,-მეც გავიღიმე და ბართან დაველოდე მორიგ შეკვეთას.-ნახე ვინ მოვიდა!-შეჰყვირა ლუჰანმა და თავით კარისკენ მანიშნა. ის აქ ყოველ დღე დადის. ყოველთვის სხვადასხვა გოგოსთან ერთად. არა, მათ გოგონებსაც ვერ ვუწოდებ, ძუკნები უფრო შეეფერებათ. პარკ ჩანიოლი კი ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ბიჭია. მასზე ვფიქრობ, თუმცა ის ჩემთვის მიუწვდენელი ვარსკვლავია. მე ბიჭი ვარ, ისევე როგორც ჩანიოლი, წესით არ მაქვს მისი შეყვარების უფლება, ის ჩემთან მეგობრობასაც კი არ მოისურვებს.
ბართან მოვიდა და ძლიერი სასმელი შეუკვეთა-როგორც ყოველთვის. არასდროს მიყურებს. მაგრამ მე მას ყოველთვის ვამჩნევ. დღესაც შევამჩნიე, სკოლაში, ჩემს ახალ კლასში...
სასმელი მივაწოდე. შევამჩნიე, რომ შემომხედა, თუმცა მალევე თავის ახალ სათამაშოზე გადაიტანა ყურადღება, რომელსაც ხვალ დილით გული გაუტყდება.
-ბექი, ჯობია ოდესმე დაელაპარაკო...-ლუჰანმა ხელი მხარზე ჩამომდო და ჩემთან ერთად გააყოლა ჩანიოლს, რომელიც მეორე სართულზე, ოთახებისკენ მიიწევდა თვალი.
-რა აზრი აქვს? ის არ მიმიკარებს! ის შენნაირი არაა...-დანანებით ვთქვი. არ მაქვს მასზე ფიქრის დრო. ლუჰანს მოვშორდი და შემდეგი მსურველისთვის კოქტეილის მზადება დავიწყე.Chanyeol's POV
კიბეებზე ჰენასთან ერთად ავდივარ, თუმცა თვალწინ მისი სახე მიდგას. ნუთუ ის იყო? მართლა ბიონ ბექჰიონი იყო? მაგრამ სკოლაში დაუცველი ბიჭის სახე ჰქონდა, ახლა კი ტუჩზე ჯაჭვი აქვს ჩამოკიდებული, კლუბში დგას და ჩემნაირ მექალთანეებს ემსახურება? სასაცილოა...
YOU ARE READING
Hurt (Completed)
Fanfictionცხოვრება უაზროა, როცა არ გაქვს მიზანი. შეიძლება ეს მიზანი უბრალოდ წარმატება იყოს, ან შეიძლება იყოს სიყვარული. არარსებული სიყვარული, რომელზეც ოცნებობ. ოცნება კი სამუდამოდ ოცნებად დარჩება, თუ არ იზრუნებ მის რეალურად ქცევაზე...