6

467 50 0
                                    

ჩემს წინ დგას და უცნაურად მიყურებს. ასე როგორ იქცევა? ცოტა ხნის წინ მკვლელი მეგონა, ახლა კი...

-კი, გათხოვებ...-ხმაჩავარდნილი ვამბობ და ფეხზე ვდგები.
ჩემს ოთახში შევდივარ და ვცდილობ მისთვის შესაფერისი რამე მოვნახო, მაგრამ ბექჰიონი ძალიან პატარაა... ბოლოს ნაცრისფერი მაისური, ჯინსის შარვალი და შავი პიჯაკი ავიღე.

ბექჰიონი ისევ იქ იდგა, თითქოს არც კი განძრეულა.

-ცოტა დიდია, მაგრამ...-ტანსაცმელი გავუწოდე. მან გამომართვა და გაიღიმა.

ლამაზია.

-მადლობა,-თქვა და აბაზანისკენ წავიდა. მე მდივანდე დავჯექი და იატაკზე ერთ წერტილს მივაშტერდი. ბექჰიონზე ვფიქრობ. იქნებ რამე უჭირს? მართალია, არ ვიცნობ, მაგრამ არ მინდა ასეთ დროს მივატოვო ადამიანი, რომელსაც არც კი ველაპარაკები...

ცოტა ხანში ჩემს წინ იდგა ადამიანი, რომელთანაც არ ვიტყოდი უარს მთელი ცხოვრების გატარებაზე. ჯანდაბა, ჩანიოლ, რაზე ფიქრობ!
ბექჰიონს ჩემი მაისური თითქმის მუხლამდე სწვდებოდა, პიჯაკი კი როგორც ჩანს ვერ ჩაიცვა... ჩამეღიმა, როცა ასეთ ფორმაში დავინახე.

-იმედია არ გექნება პრობლემა ხვალ თუ დაგიბრუნებ...-დამნაშავესავით თქვა.
-უნდა წახვიდე?-თავი უემოხიოდ დამიქნია. სად აპირებს წასვლას ღამის ოთხ საათზე?!
-არა, არა! მოდი აქ!-უკვე წასვლას აპირებდა, როცა წამოვხტი და ხელი მხარზე დავადე შესაჩერებლად.

Baekhyun's POV.

ჩემი საყვარელი ადამიანის სახლში ვარ, მისი ტანსაცმელი მაცვია და მხარზე მისი ხელი მადევს.

ალბათ ჩანიოლმა რომ იცოდეს ჩემი გრძნობების შესახებ ჩემთვის არაფერს გააკეთებდა. ყველანაირად ვცდილობ უხეში ვიყო. ისეთი უხეში, როგორიც თვითონაა სხვების მიმართ, მაგრამ ვხვდები ნელ-ნელა როგორ მილბება სახე. ჩანიოლი ერთადერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. მას შეუძლია მომცეს ცხოვრების ხალისი, და მასვე სძალუძს შემაძულოს ყველაფერი...

Hurt (Completed)Where stories live. Discover now