17

442 36 2
                                    


Baekhyun's POV

-ეს რა არის?-ვეკითხები ჩანიოლს და თან თვალს ვავლებ დიდ ოთახს, სადაც მხოლოდ ინსტრუმენტები და კიდევ რამდენიმე მოწყობილობა დგას.

-აქ სიმღერებს ვიწერ...-თქვა და მანაც მოავლო თვალი ნაცრისფერ კედლებს. ერთ ერთ მიკროფონს მივუახლოვდი, ხელში ავიღე და ჩავიცინე.

-რა მოხდა?-მომიახლოვდა.
-არაფერი, უბრალოდ პატარაობისას მიყვარდა სიმღერა...-გავიღიმე.

თავი დამიქნია. ხელები გადაიჯვარედინა და ოთახში იწყებს სიარული, მე კი მას ვადევნებ თვალს. უცებ ჩერდება და მიყურებს.

-ჩემთვის იმღერებ?-თვალებგაფართოებული მიყურებს და იღიმის. რა? ასეთი ჩანიოლი იშვიათია-თვალებში თუ ჩახედავ მიხვდები რას გთხოვს, მისი ღიმილი კი...
-ჩანი... დიდი ხანია არ მიმღერია...
-ხოდა მე ვიქნები პირველი, ვისაც ამდენი ხნის მერე უმღერებ!-ხალისიანად შეჰყვირა. მაგიდაზე ფურცლები გაფანტა, ერთ-ერთს ხელი მოკიდა და მანიშნა აქ მოდიო.

მივუახლოვდი, ფურცელი გამოვართვი და ტექსტი გადავიკითხე.

-ჩანიოლ... არ ვიცი...-ამოვიკნავლე ბოლოს.
-ბექი... გთხოვ, პატარავ, ჩემთვის იმღერე...-მისმა სიტყვებმა გული საშინლად ამიჩქარა. "პატარავ" ასე პირველად მომმართა.

-კარგი...-ჩუმად ვამბობ, ღრმად ვსუნთქავ და სიმღერას ვიწყებ.

თითოეულ სიტყვას გრძნობით ვაჟღერებ. ის კი თვალს მადევნებს და იღიმის. ბედნიერია, როგორც მე.

მალე ისიც მყვება, მიახლოვდება და ჩემთან ერთად მღერის.


როცა ბოლო სიტყვებს ვამბობ და ანერვიულებული ჩანის ვუყურებ ის კვლავ მიღიმის. ბოლოს კი ხელებს მხვევს.
-მიყვარხარ!-ამბობს ჩემს ყურთან.

მას ვშორდები და ჩქარ კოცნას ვუტოვებ ტუჩებზე, მერე კი უბრალოდ ღიმილით ვუყურებ.

Hurt (Completed)Where stories live. Discover now