12

458 41 4
                                    


მიწაზე ვზივარ და ბექჰიონის ტუჩების სითბოს ვგრძნობ. არაფერი მაინტერესებს. მხოლოდ მისი გამოფხიზლება მინდა.

-ჩანიოლ...-მაფხიზლებს სეჰუნის ხმა. შეშინებულმა ავხედე. აქ საიდან გაჩნდა?

-ჩანიოლ, ადექი, უნდა წავიდეთ,-თვალი ამარიდა და მანქანისკენ წავიდა. მას გავხედე. დაგვინახა. რა თქმა უნდა. დამინახა როგორ ვაკოცე გათიშულ ბექჰიონს... უკეთესი რეაქცია ვერ ექნებოდა...

***

მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. სეჰუნმა მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა. ბექჰიონი ოთახში ავიყვანე, საწოლზე დავაწვინე და სეჰუნთან დავბრუნდი.

-ახლა რა ვქნა?-ამოვიხვნეშედა მდივანზე დავეცი.
-რატომ აკოცე?-სეჰუნის ხმაშო გაკვირვება იგრძნობოდა. მაგრამ მართალია-რატომ ვაკოცე? ეს არც მე ვიცი. არ ვიცი, მაგრამ იმ მომენტში მხოლოდ ეს მინდოდა...

-რა დრლს ესაა?!-წამოვიყვირე და მას შევხედე. სეჰუნი გვერდით დამიჯდა. თითქოს ჩაფიქრდა, მერე კი შემომხედა,
-ჯერ ჭრილობები დაუმუშავე, მერე კი დააცადე დაისვენოს...

Baekhyun's POV.

თვალს ძლივს ვახელ. მხოლოდ აუტანელ ტკივილს ვგრძნობ. მახსოვს ჩანიოლმა როგორ მისცა შინს ფული, მერე კი... მერე კი ყველაფერი დაბნელდა... ახლა ვერაფერს ვხვდები. ჩანიოლის ოთახში ვარ, მაგრამ ვერ ვხვდები აქ რა მინდა... თვალებს ვახამხამებ და ყველაფერს უფრო მკვეთრად ვხედავ. უცებ წვას ვგრძნობ, სახეს ვმანჭავ, ამ დროს კი ნაცნობი ხმა მესმის.
-მაპატიე, მაპატიე!-რატომ იხდის ბოდიშს? გაკვირვებულმა ავხედე ჩანის სახეს.
-რას აკეთებ?-დავიჩურჩულე. მისი მოშორება ვცადე, თუმცა არ გამომივიდა.

რატომ ხდება ყოველთვის ასე? ყველას ფეხებზე კიდიხარ, სანამ რამე არ მოხდება... სანამ არ დადგებიან შენი დაკარგვის საშიშროების წინაშე. ჩანიოლმა ჩემს შესახებ არც კი იცოდა. მანამ არ მომაქცია ყურადლება, სანამ გაქცეულმა მას არ შევუბარდი სახლში, ახლა კი სიკვდილს გადანარჩინა.
ალბათ ფიქრობს რომ ყველაფერი ჩემი ბრალია... მართალიც იქნება. შემეძლო შევწინააღმდეგებოდი კიბოსა და სიყვარულს, რომელსაც მომავალი არ აქვს, ისევე როგორც ჩემს ცხოვრებას... შემეძლო დარჩენილი ცხოვრება ნორმალურად გამეტარებინა, მხოლოდ კარგზე მეფიქრა და ზედმეტი ცოდვებით არ დამემძიმებინა ჩემი ცხოვრება. მაგრამ მე ბიძაჩემს დავემსგავსე. მივბაძე ადამიანს, რომელიც მძულს. ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც სიმსივნესგან გამოწვეულ ტკივილს მიმსუბუქებს ნარკოტიკად გამოვიყენე. არანაირ ნარკოტიკზე არ ვამბობ უარს, არც მოწევაზე, არც დალევაზე... ეს მხოლოდ მსიამოვნებს... ეს ყველაფერი ცხოვრების ტკივილს მიმსუბუქებს...

-ჭრილობებს გიმუშავებ!-ამბობს ჩანი და თავის საქმეს აგრძელებს.
-ჯანდაბა, თავი დამანებე!-ხელი ავიქნიე, როცა კვლავ ჭრილობაზე გადაატარა სპირტიანი ბამბა.

-უბრალოდ მინდა დაგეხმარო!-ჩანი გაღიზიანდა, ყველაფერი ძირს დაყარა და ფეხზე ადგა.

ტკივილის, გულისრევისა და თავბრუსხვების მიუხედავად საწოლიდან სწრაფად წამოვხტი და წინ გადავუდექი.
-სად მიდიხარ?
მესმის, უხეში ვარ, მაგრამ არ აქვს უფლება ასე მოიქცეს...

-დაისვენე, მერე სახლში წადი!-უემოციოდ თქვა ჩანმა და კარის გასაღებად გასწია ხელი.

ვერ მივცემ უფლებას წავიდეს. ვიცი, სულელივით ვიქცევი. მაგრამ არ აქვს სიზმრებში გამომეცხადოს და ბნელიბუფსკრულიდან გამომიყვანოს, რეალობაში კი დამტოვოს. მინდა ჩემთან იყოს და დარჩენილი ცხოვრება გამილამაზოს. ვიცი ეს რთული, და თითქმის შეუძლებელია, მით იმეტეს, როცა ჩემსა და ჩანზეა საუბარი, მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა. შეიძლება ითქვას "უკანასკნელი სურვილი" და ვერ დავუშვებ ყველაფერი ასე დავკარგო...

-ჩანი!-ვამბობ და ხელს მკერდზე ვადებ. ის გაკვირვებული მიყურებს.
-არ წახვიდე...-ვჩურჩულებ და მას ვეკრობი.
ველოდები როდის მომიშორებს ჩანი, როდის გამაგდებს სახლიდან და ამიკრძალავს მასთან მიკარებას. თუმცა ამის მაგივრად ის უფრო ძლიერად მხვევს მკლავებს.

Hurt (Completed)Where stories live. Discover now