10

517 41 2
                                    

ახლა რა იქნება? ჩანიოლმა დახმარება შემომთავაზა, მე კი ყველაფერი გავაფუჭე. ხომ შემეძლო მასთან მემეგობრა? შემეძლო მაგრამ ეს შანსიც გაბუშვი ხელიდან. ცხოვრების დარჩენილი რამდენიმე თვე ახლა უარეს ტანჯვაში უნდა გავატარო. ალბათ ჩანი უკვე მიხვდა ჩემი გრძნობების შესახებ, მაგრამ მას გართობა უყვარს-ქალებთან. არ მინდა მისი დავიწყება, მინდა სულ მასთან ვიყო...

-ბექჰიონ, რა გჭირს?-მაფხიზლებს ჩენის ხმა. ალბათ უკვე დიდი ხანია თეფშს დავყურებ.
-არაფერი...-მას გავხედე და სკამის საზურგეს მივეყრდენი.
-უკვე ოცი წუთია არ განძრეულხარ, არც მისმენ... ბექჰიონ რამე პრობლემა გაქვს?-ანერვიულებულია. პრობლემა? ბევრი პრობლემა მაქვს... მაგრამ ამას ჩენს ვერ ვეტყვი. ვიცი, რომ გაიგოს ჩემს პრობლემებზე, ეცდება მოაგვაროს ყველაფერი. მერე კი რამე ცუდი მოხდება.

-არაფერია ძმაო, უბრალოდ გუშინ არ მეძინა და დავიღალე...
-სად იყავი გუშინ?-ეჭვით სავსე თვალებით შემომხედა.
-მე... კლუბში...-ვთქვი და ზედმეტი კითხვებისგან თავის დასაღწევად ფეხზე ავდექი.
-ბექჰიონ, ვიცი, რაღაც ხდება. ხომ იცი არ შეიძლება შენთვის ზედმეტი დატვირთვა... გთხოვ თავს გაუფრთხილდი...
-არ ინერვიულო, კარვად ვარ!-გავუღიმე. სახლიდან ჩქარა გავედი. ლექციები თორმეტზე იწყება, ახლა კი ხუთი საათია. საკმაო დრო განიტარებია ძილში... ახლა კი შემიძლია დიდხანს დავრჩე ჩემს თავთან მარტო და დრლ ფიქრში გავატარო.

იქნებ ჩანიოლს ჩემი საქციელი ცუდად არ მიუღია? იქნებ გამიგოს და მაპატიოს? მაგრამ აქ გასაგები არაფერია...

თვალს ვხუჭავ და ჩემს მომავალს წარმოვიდგენ. მე მინდორში ვზივარ და ჩვენი პატარა ხელში მიჭირავს. ჩემი და ჩანიოლის პატარა... ჩანი კი ჩვენს უფროს შვილს ეთამაშება.
მაგრამ ეს ყველაფერი ოცნებაა, ჩემო ოცნება, რომელიც არ ახდება. ამ ოცნების ასახდენად არც დრო მაქვს და არც სიყვარული ჩანისგან..

პარკში მივაბიჯებ და ხეებს შორის მორბენალ ბავშვებს ვუყურებ. ერთ-ერთ სკამზე ფრთხილად ვჯდები, სიგარეტს ვიღებ და გარემოს ვავლებ თვალს.

Hurt (Completed)Where stories live. Discover now