-ბექი!-მაღიზიანებს მისი ენით წაემოთქმული ჩემი სახელიც კი!
-საყვარელო, მოდი ცოტა ვითამაშოთ,-ამბობს ჩემს სახესთან ახლოს. ალკოჰოლის სუნად ყარს. ყოველთვის ასე იყო! არასდროს უფიქრია, რომ ძმისშვილი უნდა გაეზარდა, მე მხოლოდ ბოლოს მიღებდა!დიდი შეცდომა დავუშვი, როცა ნარკოტიკი მასთან ვიყიდე. უფრო სწორად, მის ხალხთან... ახლა კი ამის ატანა მიწევს...
***
დასისხლიანებული სახე და დალურჯებები სხეულზე. ეს მერამდენედ მეორდება.
ვღრიალებ და სკამზე, რომელზეც ვარ მიბმული, ტკივილის გამო ვიკლაკნები. ყველაფერი მტკივა, თუმცა შავებში გამოწყობილ კაცებს ეს არ აინტერესებთ... უმისამარყოდ მირტყამენ ხან მუშტებს, ხან კეტებს...
-ჯანდაბა!-ვღრიალებ, როცა კეტი თავში მხვდება და თვალთ მიბნელდება.
-საკმარისია!-ამბობს შინი და ბნელი კუთხიდან გამოდის.ჩემს წინ მდგარი კამერისკენ მიდის. მე ველარაფერს ვხედავ, თავდახრილი ვზივარ სკამზე. არ მაქვს ძალა მათ შევეწინააღმდეგო. არ ვიცი ვისთვის აპირებს ამის ჩვენებას, მაგრამ არ მინდა ვინმემ ჩემს შესახებ გაიგოს.
-ჩანიოლ!-მესმის სიცილნარევი ხმა. ჩანიოლ? არა... ჩანი გთხოვ ვიდეო არ ნახო...თვალიდან ცრემლი მიგორდება, რომელიც ჭრილობებზე სრიალებს და მწვავს მათ...
-ჩანიოლ, ბექჰიონის სიკვდილი გინდა?-არამგონია ეს ჩანს უნდოდეს, მაგრამ ბიძაჩემზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი... გონება მებინდება და თვალები მეხუჭება. თავის ტკივილი, რომელიც მუდამ თან მსდევს უფრო ძლიერდება. ალბათ იმის ბრალია, რომ აქ ყოფნისას უფრო მეტი ტკივილი მომაყენეს, მე კი წამალი არ დამილევია...
-მალე მოდი... ფილი არ დაგავიწყდეს...-შორიდან მესმის ხმები. მერე კი ყველაფერი ჩერდება. სინათლე, რომელიც ხელს მიშლიდა სიბნელის დანახვისას, გაქრა.***
ახლა ისევ წყვდიადში ამივყავი თავი. ვხვდები, კვლავ ჩემს სიზმარში ვარ. სიზმარში, რომელსაც ვერასდროს ვიშორებ. ეს კოშმარი უფროა-ყველაფერი შავია, ცაზე მხოლოდ უზარმაზარი მთვარე ჩანს, რომელსაც არ უნდა სიბნელე გაფანტოს, შორიდან კი საშინელი ხმები ისმის. ამ ხმებს შეუძლია სისხლი გამიყინოს, მაიძულოს გაშეშება...
YOU ARE READING
Hurt (Completed)
Fanfictionცხოვრება უაზროა, როცა არ გაქვს მიზანი. შეიძლება ეს მიზანი უბრალოდ წარმატება იყოს, ან შეიძლება იყოს სიყვარული. არარსებული სიყვარული, რომელზეც ოცნებობ. ოცნება კი სამუდამოდ ოცნებად დარჩება, თუ არ იზრუნებ მის რეალურად ქცევაზე...