9

480 41 6
                                    

მკოცნის. ბექჰიონი მკოცნის. ჯანდაბა, რა მოსდის!
-ბექჰიონ... ბექჰიონ!-ჩაბილაპარანე და შეშინებული წამოვიწიე.
-ჩანი... ჩანიოლ...-დაბნეული იყო.
საწოლის თავს მივეყრდენი და ყველა მის მოძრაობას თვალებგაფართოებული ვუყურებ.
ხელი თმაში შეიცურა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.
არ მეგონა თუ ბექჰიონი... ასეთი იყო. რომ მცოდნოდა ალბათ სახლში არ შემოვუშვებდი... მაგრამ მე ის მაინტერესებს... მისი ხასიათი, გარეგნობა... მისი ტუჩები...

და აი, მისი ტუჩები კვლავ ჩემსას ეხება და უხეშად იწყებს მოძრაობას. რთულია არ აყვე, როცა აღგაგზნებს... ჯანდაბა, ბექჰიონ გაჩერდი!

-არ გაინძრე...-ჩურჩულებს კოცნისას. ვერ ვინძრევი. არ ვიცი რატომ, მისი ტუჩები გემრიელია, ის ბიჭია რაც ჩემთვის ახალია, და თითქოს ეს მსიამოვნებს...

***

თვალს ვახელ და მაშინვე ბექის ძებნას ვიწყებ. ოთახში არაა... ეს სიზმარი ვერ იქნებოდა... ჩავიცვი და სახლში დავიწყე სიარული, რომ ის მომეძებნა. მაგრამ აქ არაა... წავიდა...

-ვიფიქრე ერთად გავისეირნებდით...
ამოვილაპარაკე. ალბათ ეს მის უკეთ გასაცნობად მინდა და არა გუშინდელის გამო...

სკოლაში ისე მიბედი არანაირი ფიქრი არ მეკარებოდა, თავში მხოლოდ ბექჰიონის სახელი მიტრიალებს.

-ჩანიოლ რა გჭირს!-როგორც ჩანს ამდენ ხანს სეჰუნსაც კი არ ვუსმენდი. მთელი დღეა ბექჰიონის მერხს ვუყურებ. მალე დაიწყება ლექციები, ის კი აქ არაა...

Baekhyun's POV

როცა გავიღვიძე და გავიხსენე რა გავაკეთე გულაჩქარებული წამოვიწიე. ჩანის სახის დანახვისას ჩამეღიმა. არ მინდოდა როცა თვალს გაახელდა პირველი მე დავენახე.

არ მინდოდა, რადგან ჩვენ არ ვართ ერთად და ვერც ვიქნებით ოდესმე...

მაშინვე ჩავიცვი ტანსაცმელი და გარეთ ჩუმად გავედი. მილოვიხედე და როცა დავრწმუნდი რომ არავინ მიყურებდა სიარული გავაგრძელე. გზაში სიგარეტი ავიღე და მოწევა დავიწყე. ნელა ვუშვებდი უსარგებლო კვამლს ჩემს ფილტვებში, მერე კი სუფთა ჰაერს ვურევდი. არავის ვაქცევდი ყურადღებას. არც ის ნაინტერესებდა მერიდებოდნენ თუ არა.

სახლში შევედი თუ არა მაშინვე ოთახისკენ წავედი.
"ამის ბრალია! წამალი რომ მქონოდა თავს გავაკონტროლებდი" ვიმელრებდი გონებაში, თუმცა წამალი ჩანიოლმა აიღო, როცა ცუდად გავხდი. სხვა კი არაფერი მქონდა თან...

ოთახში შევედი, კარი ხმაურით დავხურე და მაშინვე უჯრებში დავიწყე ქექიალი.

ახლა კი ვზივარ და ნემსს ვუყურებ. ვიცი, რლცა ამას გავიკეთებ ყველაფერი შეიცვლება და რეალობას ჩამოვშორდები. სწორედ ეს მინდა ახლა.

იატაკზე ვზივარ და საწოლს ვეყრდნობი. ნემსს კანში ვირჭობ და ვგრძნობ როგორ ივლის გამჭირვალე სითხე მთელ ორგანიზმს. თითქოს გონება მებინდება. ყველა საშინელი აზრი იფანტება და ნელ-ნელა მხოლოდ ოცნებებზე ვფიარობ. უაზროდ ვიღიმი.

-ბექჰიონ! სად ხარ აქამდე?!-მესმის ჩანიოლის ხმა. ჩანის? ის ჩანი არაა... კარს ჩენი აღებს, მაგრამ მე მხოლოდ ჩანიოლს ვხედავ. ჩენი ჩემთან მოდის და გვერდით მიჯდება.
-ძმაო როდემდე აპირებ ამის კეთებას...-ხელს უკვე უსარგებლო შპრიცს ჰკიდებს,-სად იყავი...-მელაპარაკება, თუმცა მე მხოლოდ ვფიქრობ და ვიღიმი.
-მოდი დაწექი...-ხელს მკლავში მავლებს. მას ვემორჩილები, რადგან არანაირი ძალა არ მაქვს შესაწინააღმდეგებლად, თუმცა არც ის მაინტერესებს რას გავაკეთებ ახლა. ახლა მშვიდად ვარ. ვიცი, შეიძლება ბევრი ცუდი მოხდა და ხდება, მაგრამ მე მშვიდად ვარ რადგან ასეთ მდგომარეობაში ვერაფერს დამაკლებენ! მცემონ, მომთხოვონ ის რაც სურთ, მე ვერაფერს გავიგებ...
ჩენი საწოლზე ფრთხილად მაწვენს. მე თვალს ვხუჭავ და სიზმრების სამყაროში ვეშვები. გუშინ არ მინახავს კოშმარკ და იმედი მაწვს დღესაც ასე გაგრძელდება. სიბნელეშკ მხოლოდ ჩანიოლის მომღიმარი სახე ჩანს, ხანაც გაკვირვებულის ან შეშინებულის...
-მიყვარხარ ჩანიოლ...-ვჩურჩულებ და საბოლოოდ ვუერთდები სიზმრებს.

Hurt (Completed)Where stories live. Discover now