7

454 45 2
                                    

ყველაზე რთულია დაეხმარო ადამიანს, რომელსაც არ იცი რა სჭირს. მაგრამ როცა ვინმეს დახმარება სჭორდება და თან ეს ვიღაც შენთვის საინტერესოა, ყველაფერი გავიწყდება და ცდილობ მას დაეხმარო.

მე კი არც ის ვიცი როგორ დავეხმარო ბექჰიონს, რომელიც კანკალებს, იკლაკნება და ოფლად იღვრება.
-ბექჰიონ...-ჩუმად ვთქვი და მისკენ წავიწიე.
-არა!-მესმის კვლავ მისი ყვირილი, მეც ავუწიე ხმას და მისი ნჯღრევა დავიწყე.
-ბექჰიონ!-დავიყვირე კიდევ ერთხემ და მთელი ძალით შევარყიე მისი სხეული, რომელიც ისედაც პატარაა და ჩემს ხელებში უფრო უსუსური ჩანს.
თვალები გაახილა და შეშინებულმა შემომხედა.ეტყობოდა უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ სათქმელი არც ერთს არ გვაქ...
-მაპატიე...-დაიჩურჩულა ბოლოს თავდახრილმა. რატომ იხდის ბოდიშს?
საათს გახედა. მეც მას მივბაძე. უკვე ექვსი საათია.
-ჯობია წავიდე...-თქვა და ფეხზე წამოდგა.
-ჯერ ძალიან ადრეა.
-ხო, მაგრამ სახლში უნდა გავიარო...-მხრები აიჩეჩა, საწოლიდან წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მეც მას გავყევი.

-ჯობია დაივიწყო რაც მოხდა.-მითხრა, უკვე სახლის კარში. პირში სიგარეტი ედო, ხელზე უცნაური ბეჭედი ეკეთა და მკაცრი მზერა ჰქონდა.

თავი დავუქნიე, ის კი მაშინვე მოწყდა ადგილს და ვერც შევამჩნიე როგორ წავიდა.

არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი ასე და ვუყურებდი ჩიხს საიდანაც ბექჰიონი გაქრა.

***

ვიფიქრე ჯობდა არავისთვის მეთქვა ბექჰიონზე, მაგრამ სეჰუნს ეს აუცილებლად უნდა სცოდნოდა.
სეჰუნი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ის ყველაზე კარგად მიცნიბს და რა თქმა უნდა ყველაფერი იცის ჩემზე. შესაბამისად გუშინდელზეც მოვუყევი.
იმაზე დიდხანს იჯდა ჩუმად, ვიდრე წარმოდგენილი მქონდა.

-ძალიან მაფიქრებს...-წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა და როგორც ახასიათებს ხოლმე, ტუჩები ერთმანეთს დააშორა.
-ბექჰიონი, სისხლი თუ მისი სიზმრები?-წარბაწეულმა ვიკითხე რასაც სეჰუნის ხვნეშა და შემდეგ ჩემი ჩაცინება მოჰყვა.

-აი მოვიდა საიდუმლოებებით მოცული პრინცესა...-ჩაილაპარაკა სეჰუნმა და თავით მანიშნა კარისკენ საიდანაც ბექჰიონი შემოდიოდა ნელი ნაბიჯით. ისე გამოიყურება თითქოს წინა ღამეს არც კი გაუღვიძია. ტანსაცმელი გამოეცვალა, თეთრი მაისური და ლურჯი შარვალი ეცვა. უხდება...

-ჩანიოლ, არ ფიქრლბ მის ახლის გაცნობაზე?-უცნაურად მიყურებდა სეჰუნი.
-კი,-ვფიქრობ, მაგრამ არა ისე, რლგორც სეჰუნი ფიქრობს, მე ბექჰიონი არ შემიყვარდება, მას მხოლოდ დავუმეგობრდები.

-სეჰუნ, მე მიყურებს...-ჩავილაპარაკე ისტერიულად და სდჰუნს გადავხედე.
-კარგი რა ძმაო, დიდი აუდიტლრიაა, ყველა ერთმანეთს უყურებს...-ჩაიცინა და ტელეფონის ეკრანს დახედა. გაეღიმა, ალბათ ლუჰანს ელაპარაკება...

Baekhyun's POV.

დიდხამს ვფიქრობდი როგორ დავსწრებოდი ლექციებს. იქ ჩანიოლია. ჩანიოლი, რომლის კარიც გუშინ შევაღე, როცა სიკვდილს გაბურბოდი. მაგრამ ეს არაფერია, კლუბშიც არის ჩანიოლი, თითქმის ყოველ დღე.

ჯანდაბა! კლუბშიც არის და ლექციებზეც, მაგრამ აქამდე ჩემზე ჩემი სახელის გარდა არაგერი იცოდა!

რა მოხდება ყველაფერი რომ გაიგოს? რა მოხდება თუ ზედმეტ ინტერესს გამოამჟღავნებს და მეც ყველაფერს ვეტყვი? მერე ხომ მალე დასრულდება ყველაფერი... ის გაიგებს, დამცინებს და დამივიწყებს, მე კი ვერასდროს დავივიწყებ. მოვკვდები, მაგრამ მისი სახე ყოველთვის ჩემს თვალწინ იქნება...

არ მინდა მან ყველაფერი გაიგოს. არ მინდა დამტოვოს... მირჩევნია შორიდან ვუყურო და ამან დამტანჯოს, ვიდრე დამროვოს და ამან გამანადგუროს.

Chanyeol's POV.

ლექციები დამთავრდა. როგორც იქნა მომეცა შანსი მეორე ლიდანმე დავემშვიდობო მომაბეზრებელ საათებს.

საპირფარეშოსკენ მივდივარ. მიყვარს ეს ადგილი. ხშირად აქ მელოდებიან ხოლმე სათამაშოები საღამოსთვის...

კარს ფრთხილად ვაღებ და ამაყად ვდგავ ნაბიჯს შიგნით. ძირს ვიყურები. თან ვფიარობ როგორი საღამო მექნება. კარს ვხურავ და თვალს ვავლებ ნესტიან ოთახს და ერთ კუთხეს ვაშტერდები.
-ბექჰიონ...-მისკენ გავრბივარ, როცა კუთხეში მწოლიარე ბექჰიონს ვხედავ

Hurt (Completed)Where stories live. Discover now