Chanyeol's POVმეხუტება და ტირის. ცივი გამომეტყველების, ჯაჭვისა და შავი კონტურის მიუხედავად, რომელიც როგორც წესი მას მკაცრ ადამიანად აჩენს, ახლა ის დაუცველია... ხელებს ვხვევ და მთელი ძალით ვიკრავ გულში. ეს თითქოს მას ანიშნებს გამოამჟღავნოს ემოციები და ასეც იქცევა. უფრო მეტად ღვრის ცრემლებს. გულს მიკლავს, არ ვიცი რა სჭირს და როგორ დავეხმარო...
-ჩანი...-იწყებს უცებ სლუკუნს. თავს მის თვაში ვმალავ და ველოდები როდის იტყვის რამეს.
-მიყვარხარ...-ამბობს და ჩემს მაისურს ხელებს უჭერს.ვუყვარვარ? მე რას ვგრძნობ მის მიმართ? არ ვიცი... იქნებ მეც მიყვარს? ბექი მჭირდება, ბექისთან მინდა... "ბექჰიონი" რომელიც მაშინებდა "ბექიდ" გადაიქცა, რომელიც თავს მაყვარებს...
-მეც...-ვჩურჩულებ. მოუხედავად იმისა, რომ არ ვარ დარწმუნებული ამაში. თუმცა როგორ არა. მინდა ბექჰიონი მე მეკუთვნოდეს, მინდა მას მხოლოდ მე ვეხებოდე და ჩემი ერქვას. ალბათ ამას ქვია სიყვარული. ალბათ ესაა გრძნობა, რომელიც ოდესღაც ყველას სიცოცხლეში იჩენს თავს. საშიში გრძნობა, რომელიც უამრავ ტკივილსა და სიხარულს გვმატებს.
ბექჰიონს ხელებს მხრებზე ვადებ და ჩემს სხეულს ვაშორებ. ის გაკვირვებული მიყურებს, მე კი მეცინება და მის თხელ და ნაზ ტუჩებს ჩემსას ვახებ. ჯერ კიდევ სდის ცრემლები. არ ვიცი რატომ, შეიძლება ბედნიერია, ან შეიძლება ბევრი რამ გადაიტანა...
-რატომ ტირი?-ჩუმად ვამბობ და მის სახეს ჩემს ხელებში ვაქცევ.
-არაფერია...-თავი გაითავისუფლა, შავი ფანქარი, რომელსაც ცრემლებმა ფორმა შეუცვალეს თითებით შეისწორა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და გვერდი ამიარა. მე მას გავეკიდე და გვერდში ამოვუდექი.
-ბექი...-დავიწყე და მას გავხედე. მასზე მაღალი ვარ, შეიძლება კთქვას მასზე ბევრად ძლიერი, თუმცა მის გვერდით თავი ბავშვი მგონია.
-გისმენ,-უემოციოდ ამბობს, ისე რომ არ მიყურებს.
-ხომ მითხარი, რომ გიყვარვარ...
-ხო,-ცოტა ხნის დუმილის შდმდეგ ამბობს.
-მე დაგეთამხმე...
-ხო...
-ეს ნიშნავს რომ შეყვარებულები ვართ?-ვჩერდები და მას ვუყურებ. ისე, პატარა ბავშვი დედას რომ დაუსვავს კითხვას და პასუხს ელოდება.
-ხო, ალბათ...-ამბობს ბექი და მხრებს იჩეჩავს.
YOU ARE READING
Hurt (Completed)
Fanfictionცხოვრება უაზროა, როცა არ გაქვს მიზანი. შეიძლება ეს მიზანი უბრალოდ წარმატება იყოს, ან შეიძლება იყოს სიყვარული. არარსებული სიყვარული, რომელზეც ოცნებობ. ოცნება კი სამუდამოდ ოცნებად დარჩება, თუ არ იზრუნებ მის რეალურად ქცევაზე...