18

773 66 56
                                    

Chanyeol's POV.

მზის სხივები მაიძულებენ გაღვიძებას. თვალებდახუჭული ხელს საწოლზე ვაფათურებ, რომ ბექჰიონს ჩავეხუტო. მაგრამ აქ არ არის...
-ბექი...-ანერვიულებული ვამბობ და თვალებს ვახელ.
-ბექჰიონ!-ვყვირი. აქ არ არის! ჯანდაბა, ბექჰიონ სად ხარ...

ღამით ცუდად იყო, ახლა კი გაქრა! ასე როგორ იქცევა! როგორ შეუძლია ასე გადაიკარგოს, როცა იცის მასზე ნერვიულობენ!
ტანსაცმელი ჩქარა ვიცმევ და სახლიდან ჩქარა გავდივარ. თან სეჰუნთან ვრეკავ.
-რა ხდება?-ნამძინარევი ხმით მპასუხობს. ეს პასუხი არც მიკვირს, რადგან როცა ასეთ დროს ვურეკავ, ყოველთვის დახმარება მჭირდება.
-სეჰუნ, ლუჰანი სად არის?-ვცდილოვ ხმაში ნერვიულობა არ დამეტყოს.
-ჩემთანაა...-გაკვირვებული მეუბნება და ვხვდები უნდა მთხოვოს ავუხსნა რა ხდევა, მაგრამ მე ვასწრებ.
-კარგი,-ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ.

ანუ ლიჰანთან არაა. კლუბს ცოტა ხანს თავი დაანება.
-ბექჰიონ!-შუა ქუჩაში ვყვირი. მაშინვე მესმის ყრუ კვნესა და ვშეშვდები.
-ბექჰიონ!?-უკან ვბრუნდები და ჩიხისკენ წავედი, საიდანაც ხმა გავიგე. დღის სინათლე აღწევს და ოდნავ ანათებს ბნელ სივრცეს. შორიდანვე ვხედავ მას... ბექჰიონი ძირს ზის და კედელს ეყრდნობა, მის გარშემო კი ნემსი, წამალი და რაღაც ნაჭერი გდია.

-ბექჰიონ!-ჩუმად ვამბობ და მისკენ მივრბივარ. ის არ ინძრევა, თავი კედელზე აქვს მიდებული და მშვიდად სუნთქავს.

წამით მისი სილამაზე მიბყრობს. თეთრი კანი, თხელი ტუჩები, ულამაზესი თვალები და პატარა ცხვირი... გაღიმებული ვუყურებ, თუმცა მალევე მოვდივარ აზრზე. ბექჰიონს ხელს მხარზე ვადებ და ოდნავ ვარხევ, მაგრამ ის ხმას არ იღებს.
-ბექი...-ხმა ისევ მითრთოლდება. მას ხელში ვიჭერ და ჩქარა მინტავს სახლისკენ.
-პატარავ, თვალი გაახილე... გთხოვ....-ვეჩურჩულები, თუმცა მას რეაქცია არ აქვს...

სახლში შემყავს და მდივანზე ვაწვენ. მერე კი ოთახში ასვლას ვაპირებ, თუმცა ხელზე შეხებას ვგრძნობ.
-ჩანი...-მეძახის და მეც მისკენ ვბრუნდები.
-რატომ წახვედი?!-როგორ მინდა გაბრაზება! მაგრამ რა აზრი აქვს? ბექჰიონი არ არის პატარა ბავშვი, რომელსაც დატუქსავ და ისიც თავდახრილი მოისმენს შენს შენიშვნებს.
-გავისერინე... ძალიან მინდოდა...-აწყლიანებულ თვალებში ვუყურებ. რამე დაემართა?
-შეგეძლო გეთქვა და ერტად გავსულიყავით სადმე...
-მაპატიე ჩანი, მარტო ყოფნა მინდოდა...-თავისი სუსტი ხელები კისერზე შემომხვია. ჩამეღიმა და მეც ჩავიხუტე.

Hurt (Completed)Where stories live. Discover now