4

526 48 0
                                    

დღეს შაბათია. სკოლა არ მაქვს. კლუბში უნდა წავიდე. გუშინ ლუჰანი იყო მთელი ღამე, დაიღლებოდა... შავი ჯემპრი და შავი ჯინსის შარვალი ჩავიცვი. საყვარელი ჯაჭვიც გავიკეთე. მეც არ ვიცი ეს ჯაჭვი რატომ მიკეთია-თითქოს ყოველთვის მაწყნარებს.

სახლიდან გასვლამდე ჩემს ძმას ვემშვიდობები, ჩენიც წარმატებებს მისურვებს. არ ვჩქარობ სიარულს. ნელა მივიწევ სამსახურისკენ. გზაში ვცდილობ გავარკვიო, რამე მჭირს? არამგონია...მგონი ლუჰანი მართალია, ეს ჯაჭვი ხალხს აშინებს... ყველა მერიდება, თუმცა არ მადარდებს. არ შეიძლება ლითონის ჩხრიალა სხეულის გამო ადამიანს თავი აარიდო.
თუმცა იქნებ ეს არ არის ყველაფერი? იქნებ ეს ჩემი ბრალია?

ამ ფიქრებში ვერც ვამჩნევ როგორ შევდივარ კლუბში. დილით აქ ცოტა ხალხია. რამფენიმე ნასვამ მოცეკვავეს გვერდს ვუვლი და ბარისკენ მივიწევ, თუმცა მაშინვე ვჩერდები.

ლუჰანს მის წინ მჯდომი სეჰუნისთვის აქვს ხელი ჩაკიდებული, უღიმის და ელაპარაკება. სეჰუნის გვერდით ჩანიოლი ზის, რომელიც მოკლეკაბიან გოგოს ეფლირტავება.

ჯანდაბა! ახლა რა ვქნა?
იქ ჩანიოლი ზის...
მართალია აქ დიდი ხანია დადიან ის და სეჰუნი, მაგრამ მე არც ერთს შევუმჩნევივარ აქამდე... ერთი მხრივ ეს მაწყობდა კიდეს, ჩანიოლს ისე ვაკვირდებოდი, ის ვერაფერს ხვდებოდა. მხოლოდ ერთი კვირაა, რაც სკოლიდან მიცნობენ. მაგრამ მიცნობენ როგორც დედიკოს ბიჭს, რომელიც მხოლოდ სწავლობს და წესიერ ოჯახში იზრდება. თუმცა ჩემი რეალური მხარე ეს არაა...

მათ უემოციო სახით მივუახლოვდი.
ლუჰანს ამაზე რეაქცია არ ჰქონია, თუმცა შევამჩნიე სეჰუნისა და ჩანიოლის გაკვირვებული მზერა.

-ბექჰიონ! რა კარგ დროს მოხვედი!-შეჰყვირა გახარებულმა ლუჰანმა ჩემს დანახვაზე.

-მალე დავბრუნდები!-მას ყურადლება არ მივაქციე, ცივად ვთქვი და მათ მოვშორდი. ვგრძნობდი მწველ მზერას ზურგზე, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი.

Hurt (Completed)Where stories live. Discover now