8

436 42 2
                                    

ჯანდაბა, ახლა რა ვქნა? ჩემს წინ ბექჰიონი თითქმის უგონო მდგომარეობაშია. მისი სახე ახლოდან შეცვლილია. გახეთქილი ტუჩი და ლდნავ ჩალურჯებული თვალი აქამდე არ შემიმჩნევია. ალბათ ეს ჩემი საუკვირვებლობის ბრალია თუმცა ახლა ამის დრო არაა!

ბექჰიონი თვალებში მიყურებს, თუმცა აშკარაა ვერაფერს აანალიზებს. ხელში პატარა კოლოფი უჭირავს. ეს რა არის?! წამალი რაში სჭირდება?
გაკვირვებული ვუყურებ ბექჰიონს, ხელით ოულსის გასინჯვას ვცდილობ, მაგრამ ძალიან სუსტია...
-ბექჰიონ!-ვცდილობ გამოვაფხიზლო მაგრამ არ გამომდის-ჯანდაბა!-შევიკურთხე ბოლოს ზა ტელეფონი ავიღე.
-სეჰუნ შეგიძლია მანქანა მოიყვანო?-ჩქარა ვიკითხე. სეჰუნმაც, როგორც საუკეთესო მეგობარმა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა, ათ წუთში დამირეკა და მითხრა რომ ჭიშკართან მელოდებოდა.

ტელეფონი ჯინეში ჩავიდე და ბექჰიონი ხელში ავიტაცე. მსუბუქია. ძალიან მსუბუქია...
-ჩანიოლ...-ჩაილაპარაკა როცა ფეხზე ავდექი. როგორც ჩანს გონს მოდის. კარგია თუ ამას მალე იზავს რადგან უკვე ძალიან დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია...

მანქანამდე მივიყვანე. იქ სეჰუნი დამხვდა და დამეხმარა შიგმით ჩამესვა. მერე კი ჩვენც დავიკავეთ ადგილები და საავადმყოფოსკენ წავედით.

-რა დაემართა?-იკითხა სეჰუნმა და თან უკან დაწოლილ ბექჰიონს გადახედა. მე მხრები ავიჩეჩე და აკანკალებული ხელით კოლოფი გავუწოდე.
-არ ვიცი... ხელში ეს ეჭირა...

როგორც ჩანს სეჰუნიც გაურკვევლობაშია...

***

-კარგად არის, ცოტა დასვენება სჭირდება. ეს კი...-ექიმმა ჩემს გაწვდილ წამალზე გვანიშნა-ეს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია. არ შეიძლება ზედმეტი დოზის მიღება, თუმცა როგორც ჩანს ამას ყურადღება არ მიაქცია...-რამდენიმე რჩევის შემდეგ ექიმმა დაგვტოვა. შვებით ამოვისუნთქე და სკამზე დავეშვი. სეჰუნმაც მე მომბაძა.

Hurt (Completed)Where stories live. Discover now