ონკანთან მივდიოდი. მინდოდა ჩემს თავს სარკეში დავკვირვებოდი. ნელა მივაბიჯებდი და მალე ვიგრძენი, რომ ფეხი რაღაცას დავადგი. უკან დავიხიე და ძირს დაყრილ ფხვნილს დავხედე. თავიდან ვერ მივხვდი რა იყო, თუმცა მერე საჩვენებელი თითით ფხვნილი შევამოწმე.
-ამას აქ რა უნდა...-ხრინწიანი ხმით ჩავილაპარაკე. თუმცა მალევე თავი მივანებე, ფეხზე ავდექი, ონკანს მიუახლოვდი და წყალი მოვუშვი.Baekhyun's POV.
სკოლიდან დაღლილი გამოვდივარ. თან თვალწინ ჩანიოლის სახე მიტრიალებს. როგორც ყოველთვის სერიოზული გამომეტყველება, სქელი ტუჩები, დიდი ყურები... რაც უფრო მეტად ვაკვირდები, მით უფრო მიყვარდება... თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის ხომ ვერ იტანს ჩემნაირებს...
სკოლის ჭიშკარს უნდა მოვშორებოდი, როცა ნაცნობი ხმა გავიგე.
-ბექი!-ლუჰანი, როგორც ყოველთვის აქ იდგა. მომიახლოვდა და ღიმილით შემომხედა, თუმცა მის ღიმილში ახლა უფრო დიდი ბედნიერება იგრძნობოდა.
-ლუჰან, აქ რა გინდა?-გაკვირვებით ვკითხულობ, რადგან მალე კლუბში უნდა წავიდეს.-სეჰუნს ველოდები...-მორცხვად თქვა. გამეცინა.
როგორც ჩანს საღამოს, როცა სახლში წავიდა სეჰუნი ნახა...
-გილოცავ, ძმაო,-მხიარულად ვუთხარი და ხარზე ხელი დავადე.
-ჰო, მეც მიხარია... აი მოდის...-ჩემს უკან მანიშნა. მეც იქით გავიხედე და სეჰუნი დავინახე, მუხლებზე გამოხეული ცისფერი ჯინსი, შავი მაისური და შავი ჟაკეტი ეცვა, თავზე კი კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული. ისევ ლუჰანს გავხედე.
-ბექი, სახლში წადი, დაიძინე, საღამოს გნახავ,-ღიმილით მითხრა ლუჰანმა. ის მართალია, თავს ცუდად ვგრძნობ. ალბათ ეს ჩემს დასიებულ თვალებზე მეტყობა, რომლებიც უძილობის გამო ხშირადაა ასეთ მდგომარეობაში... ლუჰანს თავი დავუკარი და სახლის გზა განვაგრძე.***
ბნელა. თითქოს წყვდიადმა შთანთქა დედამიწა. აქ ყოველთვის ბნელა. მე კი გავრბივარ. სიბნელეს და საზარელ ხმებს გავურბივარ. მეშინია.
მარტო ვარ. მეშინია ამ სიმარტოვის.
დამტოვეს. ყველამ დამტოვა. აქ დამაგდეს და მგლების საგლეჯად გამიმეტეს.
ეს რატომ გააკეთეთ?! რატომ... რატომ დამტოვეთ? ამას არ ვიმსახურედბდი...
მეშინია, სიკვდილის, რომელიც თან მსდევს ამ წყვდიადში. მეშინია, რომ ისე დაალპობს ჩემს თითოეულ ნაგლეჯს, რომ ვერავინ გაიგებს ჩემს შესახებ.
რაღაცას ფეხს ვკრავ და ცივ მიწას ვეხები. არ შემწევს ძალა, ფეხზე ავდგე. ხმები უფრო მკაფიოდ მესმის. ვკანკალებ და მიწას ვეკვრი, იმ იმედით, რომ ის დამეხმარება, ფეხზე დამაყენებს, მაგრამ ვიცი, ეს არ მოხდება. ბნელა. მხოლოდ მთვარე ჩანს შავ ცაზე. უზარმაზარი მთვარე, თუმცა არც ის მინათებს გზას. ვერ ახერხებს ძალა მომცეს...
სიბნელეში თვალს ვაცეცებ, მაგრამ ამაოდ. ისინი მოდიან.
მეშინია. მგონია რომ ახლა ყველაფერი დამთავრდება. ახლა... აი ახლა!
-არა! არა!-ვყვირი, ცრემლები მიწას ეცემა და ასველებს დიდი ხნის ხრიოკს.
-ბექჰიონ!-მიახლოვდებიან.
-არა... არა...-ვჩურჩულებ სიშისგან. მინდა ავდგე, გავიქცე... მათ გავექცე და გადავირჩინო თავი... თუმცა უკვე გვიანია... ვგრძნობ ძლიერი რაღაც როგორ მეხება მხარზე... არა...
-ბექჰიონ!-მესმის ყვირილი და მეც მაშინვე ვშორდები ბალიშს. თბილ და ფუმფულა ბალიშს, რომელიც იტანს ჩემს ტკივილს ყოველ ღამე.ვკანკალებ და ოფლში ვცურავ. აქ სინათლეა. მაგრამ მაინც ვგრძნობ იგივეს, რასაც ცოტა ხნის წინ...
-მეშინია... მეშინია ჩენ...-დავიჩურჩულე და ტირილით მოვეხვიე ჩემს გვერდით მჯდარ ჩენს.
-ნუ გეშინია, ეს უბრალოდ სიზმარია...-ისიც ჩურჩულებს და ძლიერად მეხუტება,-სიზმარი, რომელიც მალე გაქრება... უბრალოდ კოშმარი...
-არა, ჩენ... ეს არ მორჩება... არასდროს... მანამ, სანამ არ დამიჭერენ... არ გამიშვა, გთხოვ არ გამიშვა...ვიცი პატარაა და ბევრი შეცდომებია მაგრამ ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო❤
YOU ARE READING
Hurt (Completed)
Fanfictionცხოვრება უაზროა, როცა არ გაქვს მიზანი. შეიძლება ეს მიზანი უბრალოდ წარმატება იყოს, ან შეიძლება იყოს სიყვარული. არარსებული სიყვარული, რომელზეც ოცნებობ. ოცნება კი სამუდამოდ ოცნებად დარჩება, თუ არ იზრუნებ მის რეალურად ქცევაზე...