2

625 56 3
                                    

-ჩანი, არ წახვიდე!-ამოისლუკუნა ჰენამ, რომელიც საწოლზე შიშველ სხეულს თხელი ზეწრით იფარავს. თვალები გადავატრიალე, მისი ხმა იმდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე... კისერზე შემოხვეული პირსახოცი ერთი ხელის მოსმით მოვიშორე და ჩემს პრესზე დარჩენილი წყლის წვეთების შეშრობა დავიწყე.
-ჩანი, ჩვენ ერთად ვიწექით! არ გაქვს უფლება ასე მიმაგდო! მე არ ვარ შენი სათამაშო!-გოგო არ ჩერდებოდა. ვერ ვხვდები რა ატირებს, ნუთუ არ იცის ჩემზე?! არ იცის რომ ქალები ჩემთვის მხოლოდ გასართობს წარმოადგენენ?!
მასთან ახლოს მივედი და ზემოდან დავხედე.
-ყველა, ვინც ჩემთან წვება, ჩემი სათამაშოა,-ღიმილით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი. საწოლზე დაგდებულ მაისურს ხელი ჩავავლე და ჩემი სხეულის შიშველი ნაწილი შავი მატერიით დავფარე.
-ჩანი! ჩანიოლ! არ წახვიდე!-მესმოდა მისი კივილი, რასაც არ ვაქცევდი ყურადღებას, კიბეებზე ჩავირბინე. ბართან უემოციოდ მივედი, ფული მის პრიალა ყავისფერ ზედაპირზე დავდე და წასვლას ვაპირევდი, როცა კვლავ იგივე სახე შევამჩნიე. იგივე ჯაჭვი, თხელ ტუჩზე ჰქონდა ჩამოკიდებული, იგივენაირად მიყურებდა, თუმცა განსხვავება იყო მისი ოდნავ დასიებილი, შეწითლებული თვალები, რაც მაფიქრებინებს, რომ ეს ღამე აქ გაატარა. ჩავიცინე, ფული დავუტოვე და გზა გავაგრძელე. ზურგზე მის ცხელ მზერას ვგრძნობდი. მას შემდეგაც, რაც კლუბში მდგარ რამდენიმე ადამიანს გვერდი ავუარე.შენობიდან გავედი და სკოლისკენ წავედი. მაგვიანდება, თუმცა ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიჩქარო, როცა არ ვაპირებ ლექციების მოსმენას. დილით სეირნონა სხვანაირია. ქუჩები ცარიელია, მხოლოდ აქა-იქ თუ გაივლის მანქანა.

უზარმაზარ შენობას მივუახლოვდი თუ არა მაშინვე დამიბრუნდა ჩვეული ხასიათი.
-ჩან, დღეს გცალია?
-ჩანი, იქნებ გამომიარო?
-ჩანი...
ღმერთო ეს უკვე მაღიზიანებს! რაღაც ახალი მინდა! მომბეზრდა ყოველ ღამე ბოზებთან თამაში, მეორე დღეს კი სხვა მათნაირების გამომწვევი საქციელი. მათ გვერდს ვუვლი და როგორც შემიძლია გამომწვევად ვიღიმი, რაც გოგონების კვნესას იწვევს. კლასის კარს ვაღებ და პირდაპირ ჩემი მერხისკენ მივდივარ სადაც სეჰუნი, კაი და კრისი იყვნენ. მსუბუქი ჩანთა მერხზე ჩამოვდე და ბიჭებს ხელის ხელზე დარტყმით მივესალმე, როგორც გვჩვევია.
-რაზე საუბრობდით?-ინტერესით ვიკითხე.
-სეჰუნზე!-წამოიძახა კაიმ.
-სეჰუნზე?-ჩაფიქრებულმა გავიმეორე და აწიებულ სეჰუნს გადავხედე.
-ჰო, სეჰუნმა ლუჰანს ყველაფერი უთხრა...-დაიწყო კრისმა. თვალები გადავატრიალე. სეჰუნი... ის გეია! ლუჰანი დიდი ხანია უყვარს, თავიდან ამას ვერ ხედავდა, მერე კი არ იცოდა როგორ გაეცნო ლუჰანი.
ლუჰანი ჩვენზე უფროსია, აქ სწავლობდა, თუმცა ახლა უკვე თავისუფალია. სეჰუნმა ის იმ კლუბში გაიცნო, სადაც გუშინ ვიყავით, ერთი წლის წინ. მას მერე იქ თითქმის ყოველ დღე დავდივართ.

-კარგია,-უემოციოდ ვთქვი, თუმცა ამ ხმაში სეჰუნი დიდ ზიზღს დაინახავდა.

ჩემდაუნებურად უკან გავიხედე. წესით იქ ბექჰიონი უნდა დამენახა, თუმცა მისი ჩანთის გარდა, ვერაფერი დავინახე.
-კარგი რა, რატომ არ გიხარია ბედნიერ ძმაკაცს რომ ხედავ!-დაიწუწუნა სეჰუნმა, როცა უკვე დაიწყო გაკვეთილი. ცხოვრებაში პირველად მომინდა მასწავლებლის მოსმენა.
-მომაქციე ყურადღება!-როგორც ჩანს სეჰუნსაც მობეზრდა ჩემი საქციელი. უემოციო მზერით დავასაჩუქრე.
-მიხარია! ძალიან მიხარია,-წამით გავიღიმე, მერე კი კვლავ შევკარი წარბი.
-არ გიხარია, რადგან გეი ვარ?! ალბათ იმასაც ნანობ მთელი ცხოვრება ჩემნაირთან რომ გაატარე!
-სეჰუნ გეყოფა!-გაბრაზებულმა წამოვიძახე.
-ალბათ ოცნებობ, რომ ჩემს მაგივრად სხვანაირი ადამიანი გაგეცნო. ისეთი, რლგორიც კრისი და კაი არიან!
სეჰუნი მართალია. ცუდად ვიქცევი... არა, ცუდად მოვიქცეოდი, სეჰუნის მაგივრად სხვა რომ მეჯდეს გვერდით, თუმცა სეჰუნმა კარგად იცის ჩემი ხასიათი. ის ყველაზე დიდი ხანია და ყველაზე კარგად მიცნობს. ასე არ არის, მიხარია მისი ბედნიერება... უბრალოდ... უბრალოდ... ჯანდაბა, რა მემართება!
-მაპატიე...-ჩუმად ვთქვი, მან მზერა ამარიდა, იატაკს დააშტერდა.
მე ფეხზე ავდექი, მასწავლებელს მოდიში მოვუხადე, მის პასუხს არც დავლოდებივარ ისე გავედი კლასიდან.

კარგია, ახლა სეჰუნი და ლუჰანი ერთად იქნებიან.
საღამოს სეჰუნს დაველაპარაკები და ვეცდები როგორმე ავუხსნა ჩემი საქციელი... თუმცა რა უნდა ავუხსნა, რაც მეც კი არ ვიცი...

საპირფარეშოსკენ მივდივარ. დიდ დერეფანში რამდენიმე კარს გვერდი ავუარე. ბოლოს კი "ჩიხში" მოვექეცი. საპირფარეშოს კარი შევაღე. შიგნით შესულს აქამდე უცნობი, უკვე ნაცნობი სახე დავინახე. ბექჰიონი სარკის წინ იდგა. არაფერს აკეთებდა, თითქოს რაღაცას აპირებდა, მაგრამ ხელი შევუშალე. სარკეში ჩავიხედე, რომ მისი სახე დამენახა. საინტერესოა, როგორ ახერხებს ასე გარდაქმნას?

ვერც შევამჩნიე როგორ შემობრუნდა, გვერდი ამიარა და საპირფარეშოდან გავიდა. ჩემს თავზე გამეცინა, რას ველოდი? გაჩერდებოდა, მომესალმებოდა და ისე გააგრძელებდა მოქცევას, როგორც სხვა, მშიშარა ბიჭები ჩემი დანახვისას? აქ როდის მოვიდა ან ასე უცებ რატომ გაუჩინარდა? ეს ჩემი საქმე არაა, სჯობს ჩემს საქციელზე და სეჰუნზე ვიფიქრო. ისედაც ბევრჯერ ვაწყენინე...

Hurt (Completed)Where stories live. Discover now