Baekhyun's POV.
ღამით ხშირად ვერ ვიძინებ. მინდა სახლიდან გავიდე და ყოველ ღამე ვისეირნო, თუმცა ეს სახიფათოა...
ყოველთვის აივნიდან ვუყურებ მზის ამოსვლას, ვფიქრობ. ბევრ რამეზე ვფიქრობ ერთდროულად, მანამ სანამ ძილი არ მომერევა.ახლაც ვზივარ და მთვარეს ვუყურებ. დიდია და ნათელი. ყველაფერს ანათებს. მაგრამ ეს ჩემს სიზმარში არ ხდება...
რატომ ვარ მარტო? რატომ არ შეიძლება მყავდეს ვინმე. ვინმე ჩემთვის ძვირფასი, რომელსაც ვეყვარები...
მართალია, ჩემი ძმა, ჩენი, ყოველთვის ცდილობს არ მაგრძნობინოს მარტოობა, მაგრამ... ჯანდაბა, ის ჩემი ნამდვილი ძმაც კი არაა! ოჯახი არასდროს მყოლია და არასდროს მქონია ის სითბო და სიყვარული, რომელიც ძალიან მჭირდებოდა.
მოგვიანებით ჩემს ცხოვრებაში ჩენი გამოჩნდა. მდიდარი ოჯახის შვილი, რომელსაც ძიძა ზრდიდა. როცა ჩემზე გაიგო თავისთან წამიყვანა... მისმა ოჯახმა მიმიღო როგორც საკუთარი შვილი და მათი მადლობელიც ვარ...
ტელეფონის ზარი ფიქრს მაწყვეტინებს. გული ამიჩქარდა და ხელის კანკალით ავიღე...
-ახლავე მოდი! გელოდებით!მეშინოდა ამ სიტყვების. ყოველთვის ერთი და იგივე ჩიხში მიწევს მისვლა, და ვიცი რომ ერთ დღეს უკან ვეღარ დავბრუნდები...
დრო არ მაქვს. თუ არ მივალ, ისინი მოვლენ...
***
-დამანებეთ თავი!-ვღრიალებ და ვცდილობ შემდეგი დარტყმისგან თავი დავიზღვიო. მალე მორიგი, ძლიერი ხელი მხვდება მუცელში და ცივ კედელს ვასკდები.
მეგონა მეც ამ კედელივით ცივი ვიყავი, მაგრამ ვცდებოდი... ახლა ვხვდები თუ როგორი სუსტი ვარ...
მგონია რომ დღეს მომკლავენ. დღეს დასრულდება ყველაფერი.
იქნებ სიკვდილი ერთადერთი გამოსავალია? ბევრი ისედაც არ დამრჩენია. რა მოხდება, თუ თუნდაც რამდენიმე თვით ადრე მომკლავენ...
YOU ARE READING
Hurt (Completed)
Fanfictionცხოვრება უაზროა, როცა არ გაქვს მიზანი. შეიძლება ეს მიზანი უბრალოდ წარმატება იყოს, ან შეიძლება იყოს სიყვარული. არარსებული სიყვარული, რომელზეც ოცნებობ. ოცნება კი სამუდამოდ ოცნებად დარჩება, თუ არ იზრუნებ მის რეალურად ქცევაზე...