14

443 45 3
                                    


საავადმტოფოს დერეფანში აქეთ იქით დავდივარ. ხელები თმაში მაქვს შეცურებული, და ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ ბექს გული არ უცემდა! ჩემს წინ იყო, უგონოდ...
მის დაკარგვას ვერ გადავიტან... უცებ ვჩერდები და ჩენს ვუყურებ, რომელიც იატაკზე ზის, ზურგით კედელს ეყრდნობა, მოკეცილ მუხლებზე კი ხელები აქვს შემოხვეული და ცრემლებს ძლივს იკავებს. თუმცა ტირილი არაა საჭირო, მის სახეზე იმხელა ტკივილია გამოსახული, მეცოდება. მეცოდება, რადგან მასაც ჩემსავით ეშინია. მასთან მივდივარ და გვერდით ვუჯდები.
-კარგად იქნება...-ვამბობ, და ამით თითქოს ჩემს თავს უფრო ვიმშვიდებ, მაგრამ ჩენი ხმას არ იღებს, რაც მაღიზიანებს. ვიშმუშნები და მას ვუყურებ.
-ხომ კარგად იქნება?!-ხმაში სევდა და ტკივილი შემეპარა. როგორ მინდა ჩენმა მითხრას, რომ ბექი კარგად იქნება, მალე გაიღვიძებს, სახლში დავბრუნდებით და ამ ამბავს დავივიწყებთ, მაგრამ ის თავსაც არ ანძრევს.

-ჩენ! რა სჭირს ბექჰიონს?-ჩემდაუნებურად ვსვას კითხვას, რომელის პასუხის გაგებაც მეშინია. ჩენი ხმას არ იღებს. თითქოს ამითი მანიშნებს "ის კვდება!" არა! ის კარგად იქნება, და ცუდზე ვერ ვიფიქრებ! ვერ მივცემ ტკივილს უფლებას დამამარცხოს! ბექჰიონიც იმავეს გააკეთებს!
-ჩანიოლ, მას კიბო აქვს!-ამბობს და თვალიდან ცრემლი უგორდება. მისი სიტყვები გულში დანასავით მესობა. თითქოს ჩემს ფიქრებს უპასუხა. მითხრა "ის კვდება!" უბრალოდ შეცვლილი სიტყვებით.
-არა...-ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი. ისევ დერეფანში დავიწყე დიარული. ალბათ ამის გამო სვავს ტკივილგამაყუჩებელს...

მაგრამ ბექის მიმართ სიბრალულის მაგუვრად რაღაც სხვას ვგრძნობ. თითქოს ვალდებული ვარ ის გავაბედნიერო. ამის უფლებას სხვას არ მივცემ. ვერავის მივცემ უფლებას ბექის ნაზ კანს შეეხოს!

რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმმა გვითხრა რომ ბექჰიონი კარგადაა, მაგრამ დაავადებამ მისი სხეული უკვე ძალიან დააშავა. ამან გული მომიკლა. თავი დავადანაშაულე იმაში, რომ ბექი უფრო ადრე არ გავიცანი... მაგრამ არამგონია ეს ჩემი ბრალი იყოს, ის არსად შემიმჩნევია...

Hurt (Completed)Where stories live. Discover now