Baekhyun's POV
ჩანი დილით ჩემს გაღვიძებამდე წავიდა და ის ჩენმა შეცვალა. სახლში დავბრუნდით, ჩენი რაღაცაზე მელაპარაკება, თუმცა ამას არ ვიმჩნევ. ჩანიოლზე ვფიქრობ. მე მიყვარს, იქნებ მასაც ვუყვარვარ?
-ბექჰიონ მომისმინე! ჩანიოლს ვუთხარი...-ამ სიტყვებმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
-რა უთხარი?-წარბშეკრულმა ვკითხე და სიგარეტი პირში ჩავიდე.
-შენზე... გადააგდე ეგ რაღაც და ისე მელაპარაკე...-ჩუმად, თუმცა ზიზღით თქვა.
-აჰ, გააფრთხილე რომ ვკვდები...-ჩავილაპარაკე, ჩავიცინე და სიგარეტს მოვუკიდე.
-არავინ არ გამიფრთხილებია ბექჰიონ! ოდესმე ყველა კვდება! შენც მოკვდები, მეც, ჩანიოლიც! რატომ არ შეგიძლია ეს გაიგო?!-მისი სიტყვები გულს მტკენს. ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ ძალიან მტკენს გულს და ჩენმა ეს იცის...
-გაიგე, რომ ნარკოტიკი უფრო მალე გიღებს ბოლოს, ვიდრე სიმსივნე!-ნელ-ნელა ხმას უწევს. მე გაკვირვებული ვუყურებ მას. ასეთი არასდროს მინახავს. თითქოს ჩემზე ზრუნვამ და ნერვიულობამ გააღიზიანა.-ჩენ, ეს ჩემი წამალია, რომელიც სიცოცხლეს მიხანგრძლივებს...-წარბშეკრული ვამბობ. ჩემს თავში დარწმუნებული ვარ და ყოველთვის ამას ვიმეორებ.
-ბექჰიონ, ეგ წამალი ბოლოს გიღებს!-დაიყვირა და მაგიდაზე დაარტყა მუშტი,-გკლავს! ნუთუ ვერ ხვდები, როგორ გილპება ორგანიზმი?-სიგარეტს პირიდან მაცლის და ხელში იჭერს,-ხედავ? ხედავ ნაცრისფერ კვამლს?!-ყვირის და აცრემლებული თვალებით მიყურებს,-აი ეს გკლავს, და არა დაავადება შენს ორგანიზმში! ყველა ვკვდებით! ყველამ იცის ეს! და ყველას აქვს რწმენა, რომ მეორე დილით თვალს გაახელს, მაგრამ შენ ასე არ ხარ! ელოდები სიკვდილს! ყოველ დილით კანკალით იღვიძებ და მეუბნები, რომ მალე დაგიჭერენ! ასეა, მალე ყველას დაიჭერენ! მაგრამ... შენ ეს არ გესმის!-ყვირის, სიგარეტს იატაკზე აგდებს და ოთახში მარტო მტოვებს.
ვუყურებ როგორ იწვება ცეცხლმოკიდებული სიგარეტი. ნელ-ნელა წითელი, წვრილი ზოლი ამოკლებს თეთრი სხეულის მანძილს და მას ნაცრად აქცევს. შეიძლება ჩენი მართალია. შეიძლება მე ჩემით ვინადგურებ ცხოვრებას... ისევე როგორც ეს სიგარეტი... თავს ვინადგურებ, და ამას ვერ ვაანალიზებ...
YOU ARE READING
Hurt (Completed)
Fanfictionცხოვრება უაზროა, როცა არ გაქვს მიზანი. შეიძლება ეს მიზანი უბრალოდ წარმატება იყოს, ან შეიძლება იყოს სიყვარული. არარსებული სიყვარული, რომელზეც ოცნებობ. ოცნება კი სამუდამოდ ოცნებად დარჩება, თუ არ იზრუნებ მის რეალურად ქცევაზე...