გოგონას ცხოვრებაში იმაზე მშვიდად მიდიოდა ყველაფერი ვიდრე ოდესმე. ფიქრობდა სწავლაზე და სამსახურზე. მეხსიერების დაკარგვის შემდეგ თავიდან გაუჭირდა გარემოსთან შეგუება,თუმცა თავს მაინც მშვიდად გრძნობდა.მისი კორეაში წამოსვლის შემდეგ სულ უნდოდა დედამისს მასთან ჩასვლა და შვილის ნახვა,ჩახუტება, მოფერება. დედის გული ყოველთვის გრძნობს შვილის ცუდად ყოფნას. უკან გამოფრენა რამდენიმე დღით გადადო, თუმცა გოგონას ამ ამბის შემდეგ კიდევ უფრო მეტხანს დარჩა მასთან. მისი ოთახი და სახლი ჩვეულებრივ სტუდენტის ოთახს დაამსგავსა. ექიმის რჩევით გაარიდა გოგონას თვალს ის რაც არ ახსოვდა,უთხრა როცა თვითონ დაიწყებდა გახსენებას მხოლოდ მაშინ ეთქვა ის რაც უნდა სცოდნოდა.თუმცა ორი კვირის შემდე გოგონას გონება ისევ ისე ბუნდოვანი იყო რაღაცებში."უცნაურია გახსოდეს სად სწავლობ,რაზე სწავლობ,სად მუშაობ და ისიც ვინ ხარ და საიდან ხარ.მაშინ რა არ მახოვს?იქნებ შეყვარებული? ან რამე მძიმე დანაშაული ჩავიდინე?" -გოგონა ავტობუსში იჯდა სამსახურში მიდიოდა და თან ამაზე ფიქრობდა.თავი გააქნია უაზრო ფიქრის გასაქრობათ."დანაშაული, რომ ჩამედინა ასე მშვიდად ვერ ვივლიდი"-დაამშვიდა თავი. "მგონი ისევ შეყვარებულის ვერსიას უნდა მივაწვე"-ამ ფიქრზე ჩაეღიმა."ვიღაცეების სახეებიც არ მახსოვს უკვე მერამდენედ შემხვდა ნაცნობი, რომელიც ვერ ვიცანი"-გაახსენდა უნივერსიტეტში გოგონა,რომელიც მასთან მივიდა ათას რამეზე ელაპარაკა და აქედან ნახევარი ვერც გაიგო.გაჩერებაზე ავტობუსი შეჩერადა ისიც სწრაფად ჩავიდა.ჩანთა მხარზე შეისწორა და სასტუმროში შევარდა.
-მაპატიე დამაგვიანდა -მენეჯერს თავი დაუხარა ბოდიშის ნიშნად.
-არაუშავს ხომ გამაფრთხილე, რომ გამოცდა გქონდა დღეს-გაუღიმა მენეჯერმა.-შენ ჩემს დაქვემდებარებაში ხარ ასე,რომ მე გპატიობ.-გაუღიმა ბიჭმა-მთავარ მენეჯერს ნუ ვეტყვით-ხელი პირზე აიფარა და გადაუჩურჩულა. გოგონას მასზე სიცილი აუტყდა.
-მადლობა სონბე(მიმართვა პატივისცემის გამოხატულება შენზე ასაკით და თანამდებოდებოდით დიდ პიროვნებასთან,რომელსაც მეგობრად და ძმად თვლი)-თავი დაუკრა ისევ.
-სწრაფად გამოიცვალე. -მიაძახა მიმავალს.
გოგონა გასახდელში შევიდა მისთვის სპეციალური ფორმა ჩაიცვა და სასტუმროს ჰოლში გამოვიდა.
-ხატია დამეხმარე რა-მიიჭრა მასთან გოგონა.
-რა მოხდა იონგ?
-ხომ იცი ისეთი დაბნეული დავდივარ სულ რაღაც მავიწყდება.მოკლედ ერთ ოთახში აბაზანაში პირსაბან მილში წყალი არ გადიოდა და დილით მომმართა კლიენტმა.მე კიდევ დამავიწყდა.-თავზე ხელი მიირტყა ახალმა თანამშრომელმა.
-დაწყნარდი და მიდი ჩვენი ხელოსანი გამოიძახე.-გაუღიმა ხატიამ შეშინებულ გოგონას.
-დავრეკე და ვერ დავუკავშირდი. დამქირავებელი,რომ მოვა რა პასუხი გავცე.თან ისე მკაცრად გამაფრთხილა მისმა მენეჯერმა "დაბრუნებისას ყველაფერი მზად იყოს თორემ შენი მოხსნის საკითხს დავაყენებ"- გააჯავრა ბოლო სიტყვებში კაცს.
-კარგი.მომე ოთახის გასღები.-ხელი გაუწოდა გოგონას.-წასულები არიან ხომ?
-კი რავიცი ის კაცი წავიდა მოსულიც არ დამინახავ-საწყლად გახედა ხატიას. -რას აპირებ?-ხელში გასაღები ჩაუდო.
-ვნახავ რა სჭირს შეიძლება უბრალოდ რაღაც გაიჭედა.შენ ჩემს სართულს მიხედე კარგი- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ლიფტისკენ წავიდა.
ოთახს გასაღები მოარგო და შიგნით შევიდა.დივანზე რამდენიმე ნივთი იყო მიყრილი.საძინებლისკენ გაიხედა,რომლის კარებიც ღია იყო საიდანაც აულაგებელი საწოლი მოჩანდა.
-ეს გოგო საერთო არ აქცევს ყურადღებას ოთახებს.დილით უთხრეს და დამლაგებელიც არ გამოუგზავნია- კოპები შეკრა და სააბაზანოს მიაშურა.კარების შეღება უნდოდა სახელურს ხელი მოკიდა,უცებ თვითონ კარებმა შეიტაცა შიგნით და პირდაპირ ვიღაცას შეეჯახა.შეჯახების შედეგად ორივე ძირს დაეცა.გოგონა ხელებით მის შიშველ მკერდს ეყრდნობოდა. ორივეს მზერა ერთმანეთს შეხვდა.ხატია სწრაფად წამოხტა გაანალიზა,რომ მის წინ ნახევრად შიშველი ბიჭი იდგა თვალზე ხელები აიფარა შებრუნდა და მისაღებში გავიდა.
-შენ...-ბიჭი დაფიქრდა "ეს ხომ ის გოგონაა მეტროდან." -გვერდულად ჩაიღიმა ბიჭმა. უნდოდა ეთქვა,რომ ისინი შეხვდნენ გუშინ ერთმანეთს მაგრამ გადაიფირა."აქ ცნობილი მე ვარ"-კმაყოფილად ასწია თავი და გოგონასკენ წავიდა."გუშინ თუ ნიღაბს ამოფარებული და შენიღბულმა ვერ მიცნო ახლა ხომ მიცნობს"-ხატია მისაღებში იდგა ისევ თვალებზე ხელ აფარებული.მისაღებში გასვლამდე აბაზანის ხალათი ჩაიცვა და ისე გავიდა.
-მაპატიეთ -თავი დაუკრა ისე გოგონამ თვალებზე ხელი არ მოუშორებია. -მითხრეს,რომ არავინ იყო.და მილში წყალი არ გადიოდა.
-შეგიძლია ხელები ჩამოიღო-ბიჭის ხმაში ღიმილი იგრძნობოდა.გოგონამ ჯერ ორ თითს შორის გახედა დაინახა,უკვე ხალათი მოეცვა და ხელიც მოიშორა თვალებზე.-რაც შეეხება მილს წყალი უკვე გადის.-გაუღიმა მოპირდაპირე მხარეს მდგარ გოგონას,რომელიც მას სახეს აკვირდებოდა."იქნებ ახლა მიხვდე ვინ ვარ"-კმაყოფილი იღიმებოდა ბიჭი.
-თუ რამე პრეტენზია არ გაქვთ მე დაგტოვებთ-გასასლელად გვერდით გაუარა გოგონამ.ხელზე შეხება იგრძნო და ბიჭმა მისკენ მოაბრუნა.
-ისე რატომ იქცევი ვითომ არ იცი ვინ ვარ?-სერიოზული სახით უყურებდა.
-ვინ ხართ?-სერიოზულად იკითხა გოგონამაც და ინტერესით შეხედა.-სასტუმროს ვიაიპი კლიენტი?-ბიჭმა თვალები აატრიალა.
-ტელევიზორს არ უყურებ? ან ინტერნეტით არ სარგებლობ?-თვალებში შეყურებდა გოგონას. ხატიამ აქეთ იქეთ გაიხედა ცდილობდა რამე გაეხსნებინა.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დრო არ მაქვს მაგეებისთვის.-გოგონამ აათვალიერ-ჩაათვალიერა -პრეზიდენტის შვილი ხართ?-ჰკითხა უცებ.
-ააიშ! დაივიწყე რაც გითხარი. თავისუფალი ხარ-ბიჭმა ხელი შეუშვა.ხატიამ თავი დაუკრა გაკვირვებული სახით.
-რა უცნაური ადამიანია-ჩაიბუტბუტა გოგონამ და ოთახი დატოვა. ბიჭი სავარძელში ჩაეშვა და ღმად ამოისუნთქა. ყურადღება კარებში შემოვარდნილმა ბიჭმა მიიქცია.
-რა იყო მოგდევს ვინმე?- მის დანახვაზე სიცილი აუტყდა.
-არა უბრალოდ ლიფტს არ დაველოდე და კიბეებზე ამოვირბინე.-ძლივს სუნთქავდა და მის გერდით სავარძელში ჩაესვენა. -ჩანიოლა-ოდნავ დაწყნარებულმა გახედა ჩაფიქრებულს.-ჩანიოლა-ბოლო შეყვირებამ შედეგი გამოიღო.
-რა იყო?-შეხედა გაკვირვებულმა.
-იმდენჯერ დაგიძახე თავი მოჩვენება მეგონა-ჩაიცინა ბიჭმა.
-სეჰუნა-ჩანიოლი წინ წამოიწია და მისკენ გადაიხარა.-როგორ ფიქრობ ჩვენს ქალაქში მცხოვრები ვინმე არ გვიცნობს?
-ყველგან ჩვენ ვართ როგორ შეიძლება არ გაიცნობდეს ვინმე-ჩაიცინა და წყლის დასალევად ფეხზე წამოდგა.
-მეც ეგ მიკვირს-თქვა და ისევ სავარძელში გადაწვა.
-***
ხატია ისევ თავის პოსტს დაუბრუნა და გასაღები გოგონას მისცა.
- ყველაფერი უკვე მოგვარებულია.-გოგონამ სიხარულით მის წინ ხტუნვა დაიწყო.
-მადლობა ონნი -ლოყაზე აკოცა და გასაღები ჩაიბრუნა ჯიბეში.
-კარგი გეყოს -სიცილი აუტყდა მასაც.-დამლაგებლები ააგზავნე ოთახში იქაურობა არეულია.-შებრუნებას აპირებდა უცებ შემობრუნდა.-ხო მართლა სტუმარი ოთახშია.იონგ იცი ვინაა ის ბიჭი?
-კი ცნობილი exo-ს ჯგუფის წევრია.თუმცა მათი აქ ყოფნა გასაიდუმლოებული საქმესავითაა-ჩაიცინა გოგონამ.-ამაზე ხელიც კი მომაწერინეს არავისთან მეთქვა -უცებ პირზე ხელი აიკრა.-ონნი არავის უთხრა კარგი? -ისევ საწყალი სახე მიიღო.
-ღმერთო რა უტვინო ხარ.-ჩაიცინა ხატიამ და დასამშვიდებლად ხელით პირი გადაიკეტა.- არავის ვეტყვი.
-ხატია-მენეჯერმა ხელით ანიშა მისულიყო.
-დიახ მოვდივარ -გოგონას მოშორდა და მთლიანად მენეჯერის დავალებებზე გადაერთო.არც დაინტერესებულა მეტი ინფორმაციით ალბათ უფრო იმიტომ, რომ ბევრი საქმე ქონდა და გადაავიწყდა.
საღამოს გვიან დაღლილი თავის ტანსაცმელში გამოწყობილი და სახლში წასასვლელად გამზადებული სასტუმროს წინ გადახურულ ადგილას იდგა.
-ჯანდაბა.მაინცდამაინც ახლა მოუნდა წვიმა-გოგონა აქეთ იქეთ იხედებოდა. -არაუშავს დავსველდები გაჩერებამდე ცოტას,ხომ არ დავდნები-ამშვიდებდა თავის თავს გოგონა.ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, როცა მის თავზე ქოლგა გაიშალა. ქოლგის პატრონის დასანახად შებრუნდა -ღმერთო -დაიყვირა უცებ.წელზე ხელი შემოხვია ქოლგის პატრონმა,რომ შეხტომისას უცებ არ წაქცეულიყო.წონასწორობის დაცვაში დაეხმარა.
-ნუ გეშინია-სათვალე ოდნავ ჩამოიხსნა და გაბრწყინებული თვალები შეანათა.
-ბიჭი აბაზანიდან-გოგონა ცოტათი დამშვიდდა და გაუღიმა.
-სად მიდიხარ?-კითხა ნიღაბ ქვეშ მომღიმმარმა.
-გაჩერებაზე და მერე სახლში-გოგონა შეჰყურებდა და მექანიკურად სცემდა პასუხს.
-მიგაცილებ-ნაბიჭი გადადგა თუმცა გოგონა ისევ იქ იდგა.-არ მოდიხარ?-გასძახა უკან მგომს.ისიც მალევე გამოერკვა და ქოლგის ქვეშ შევიდა. -სხვათაშორის მე ბიჭი მეტროდან ვარ-გამოხედა გვერდიდად და ხელი აუწია თითზე ბეჭედი შეათამაშა.
-აი თურმე რატომ მეგონა,რომ გიცნობდი- ჩაიცინა გოგონამ და წინ გაიხედა. -ბიჭი მეტროდან-გაიმეორა ხატიამ და ჩაიღიმა.ბიჭი შედგა მასთან ერთად გოგონაც.ჩანიოლმა მიმოიხედა ირგვლივ ვერავის ხედავდა, თან წვიმდა თან გვიან იყო.ნიღაბი და სათვალეები ჩამოიხსნა.გოგონას თვალებში ჩახედა.
-ზედმეტი სახელების გარეშე.-უღიმოდა გოგონას და ხელი გაუწოდა.-ოფიციალურად გავეცნოთ ერთმანეთს მე ჩანიოლი მქვია.-ხატიამაც გაბედულად ჩამოართვა ხელი.
-მე ხატია-ორივეს თვალებში ბრწყინავდა ნაპერწკლები,როცა ერთმანეთის თვალებში იყურებოდნენ.
ŞİMDİ OKUDUĞUN
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Hayran Kurgu"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...