ბიჭები მალევე მიბრუნდნენ სასტუმროში.უფრო იმიტომ,რომ ჩანიოლს ხატიას რეაქცია აინტერესებდა,როცა ყვავილებს მიუტანდნენ.
ყვავილების მაღაზიის მანქანა მისრიალდა სასტუმროსთან,ამ დროს ბიჭებიც სასტუმროს კარებში შედიოდნენ.კურიერმა ლამაზი ვარდებით შეკრული თაიგული გადმოიღო და ისიც მათკენ გაემართა.ჩანიოლმა კმაყოფილად ჩაიღიმა და შემდეგ ექიმის მიერ მიტანილ ყვავილებს გახედა,რომელიც უკვე მისაღებში მოეკალათებინა ლარნაკში იონგს და მომღიმარი შეჰყურებდა.ცოტა ეუცნაურა ეს სიტუაცია,მაგრამ მეგობრის სიხარულის გაზიარებას დააბრალა და თავ აწეული შევიდა ჰოლში სეჰუნთან ერთად,რომელიც ყავარჯნებით მოყვებოდა ბუზღუნით,უკან კი კურიერი მოდევდათ,რომელიც მისაღებში მიჭრა.
-კიდევ ერთი თაიგული?-ღიმილით შეჰყურებდა გოგონა.-ისევ იუნისგან?-სიხარული თვალები აუცმციმდა.ამ სიტყვებზე ჩანი შუა ჰონში შედგა და გაბრაზებით გაიხედა უკან.მაგრამ გოგონას სახე მალე შეიცვალა,როცა კურიერმა უთხრა,რომ ეს ხატიასთვის იყო.ტუჩები გაბუშტა და ყვავილები ჩაიბარა.ბიჭებმა გზა ლიფტისკენ გააგრძელეს,სადაც ხატიას შეეჩეხნენ.ორივეს სახე ეცვალა ერთმანეთის დანახვაზე.სეჰუნი კი უბრალოდ იდგა და ფხუკუნედა.ხატიას გონებაში "არ ვიცნობ" სიტყვები უტრილებდა მზერა მოარიდა გვერდი აუარა მათ და იონგისკენ წავიდა.ბიჭები ლიფტისკენ დაიძრნენ.ყვავილების დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა.
-რა საყვარელია იუნი-მხიარულად მივიდა გოგოსთან.ეს სიტყვები ჩანს მოხვდა გულზე და ლიფტში შესული სწრაფად შემობრუნდა მათკენ.
-საყვარელიო?-წარბებ შეკრულმა ჩაილაპარაკა.
-არა მისგან არაა-ისევ გაბუსხული ტუჩებით თქვა იონგმა.
-აბა ვისგანა?-ჩანიოლს კიდევ უფრო მოეკიდა ცეცხლი სახეზე და ლიფტიდან გამოსვლა დააპირა,მაგრამ ცხვირ წინ კარები დაიკეტა.გაბრაზებულმა ხელი მიკრა კარებს.
-აბა ვისგანო?-სეჰუნს მოუბრუნდა და ხატიას ნათქვამი გაიმეორა.-ისევ მისგან ელოდა ყვავილებს.ნერვებს მიშლის ეს ექიმი.
-აბა რა გეგონა სამუდამოდ დაგელოდებოდა?-ჩაიხითხითა სეჰუნმა.მშვენივრად გამოსდიოდა ცეცხლზე ნავთის დასხმა და ჩანიოლის ჭკუიდან გადაყვანა.
-***
იონგმა ბარათი გაუწოდა ხატიას.
-შენთვისაა ონნი უცნობი თაყვანისმცემლისგან-გაბუსხულ ტუჩებზე ღიმილი შეეპარა.ბარათი გამოართვა და გაკვირვებულმა გახსნა. "ჩემთან უშენოდ ისე ცივა,როგორც არასდროს." -ამოიკითხა ბარათზე.ახლა კიდევ უფრო დააბნია ამ ბარათმა.არავის იცნობდა ისეთს ვინც მას ამას მოსწერდა და ყვავილებს გამოუგზავნიდა.ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც უფლება მისცა მოახლოების და ახლა ის ისე იქცეოდა,ვითომც უცხოები იყვნენ. ჩანიოლი გამორიცხა და ბარათი იქვე უჯრაში ჩააგდო.
-არავის ვიცნობ ისეთს ვისაც შეიძლება გამოეგზავნა.შეგიძლია ეგენიც შენ ყვავილებთან ერთად ჩადო-გაუღიმა და თავის საქმეს შეუდგა.
ნახევარი საათის გასვლის შემდეგ სასტუმროში ისევ შემოაქვს კურიერს თაიგული ხელში.ამას კი თვითონ ხატია იბარებს ისევ განცვიფრბული ხსნის ბარათს ახალი ტექსტით. "შენზე ფიქრები არც ერთი წამით არ მასვენებენ." -ეს ბარათიც წინანდელთან ერთად უჯრაში მოაკალათა და ამ ლამაზ თაიგულსაც მიუჩინა თავისი ადგილი.
ერთი საათის შემდეგ ისევ მოდის თაიგული და კურიერიც უკვე შინაურულად მიემართება გოგონებისკენ.
-ისევ ჩემთვის?-სიცილით ეუბნება კურიერს.
-აჰამ.როგორც ჩანს ძალიან უყვარხარ-სიცილში აყვა ბიჭიც.ისე ჩაიბარა თაიგული და ღიმილით დაემშვიდობა ბიჭს.
-ყვავილბის მაღაზია ხომ არ გავხსნათ?-ჩაიხითხითა იონგმა.-რომ არ ვიცოდე შენ და ჩანიოლი დაშორდით მისგან მეგონებოდა.
-თუმცა არ არის.-მოღუშული სახით გახსნა შემდეგი ბარათიც."ეგოისტი ვარ და მხოლოდ ჩემთვის მინდიხარ!" -ჰაჰ!-ცინიკურად ჩაიცინა.-მე აღარ მეკითხები მინდა თუ არა შენთან?-ბარათს ჩაყვირა.-თავხედი-გაბრაზებულმა მიაჩეჩა იონგს ხელში ყვავილები.
-და არ გინდა?-სიცილით მიუახლოდა გოგონებს სეჰუნა ფეხის კოჭლობით და წარბი შეათამაშა.
-რა?-უცებ დაიბნა გოგონა.აქეთ იქეთ მიმოიხედა.-საშიში არაა აქ, რომ ხარ და გველაპარაკები? იქნებ რომელიმე ფანი გამოხტეს აპარატით ხელში.
-ნუ გეშინიათ.მე მხოლოდ სასტუმროს პერსონალს ვესაუბრები მათთვის.კითხვას რაც შეხება ნამდვილად არ გინდა მაგ ინკოგნიტო თაყვანისმცემელთან ერთად ყოფნა?-ისევ აათამაშა წარბი.
-არა!-გადაჭრით თქვა ხატიამ.
-იქნებ და ვინ არის?-მაინც არ ეშვებოდა ბიჭი.
-ვინც არ უნდა იყოს.ვინც მინდა იყოს მისთვის უკვე უცხო ვარ.სხვა არ მაინტერესებს.
-ექიმს კარგად უცინოდი-არც სეჰუნი დანებდა.იონგი ხან ერთ უყურებდა ხან მეორეს.
-ის უბრალოდ მზრუნველი ექიმია,რომელსაც ჩემი მეგობარი უყვარს-ხელით იონგზე ანიშნა.
-აა ახლა გასაგებია-მხიარულად აათამაშა წარბები.-როგორი სულელები ხართ ორივე. შენ და ისიც ახლა ოთახში ნერვიულად,რომ გადი-გამოდის და შემდეგი ბარათის ტექსტს უგზავნის ყვავილების სალონს-სიცილი ვეღარ შეიკავა.თუმცა უცებ პირზე ხელი მიიდო,თითქოს გასაიდუმლოებული ინფორმაცია გათქვა.ხატია გაოცებული იყო მოსმენილით.წამში დაავიწდა სიტყვები,რომელიც მისგან სავადმყოფოში გაიგონა.გულში სითბო ჩაეღვარა,თვალები ძვებურად აუმღერდა.-ნამდვილად მომკლავს,რომ გაიგოს გითხარი.ვინ მექაჩებოდა ენაზე?რა მინდოდა? -თავის თავს უწყრებოდა ბიჭი.
-სეჰუნა-ყურადღება მისკენ მიაქცევინა ხატიამ.მანაც ახედა გოგონას.-ახლა ჩაგეხუტებოდი,მაგრამ მეშინია პრობლემები არ შეგიქმნა.
-ჩახუტება მერე იყოს რძალო-გაუღიმა გოგონას.
-წავალ მე ამ თაიგულსაც მივუჩენ ადგილს-იონგი საჩუქართან ერთად გაუჩინარდა.
-ისე ფეხი როგორ გაქვს? ძაან გტკივა?- შეწუხებული სახით კითხა გოგონამ.
- საერთოდ არ მტკივა.მოჩვენებითია.-ჩაიცინა სეჰუნმა და ხატიას დაფიქრებულ მზერას,რომ წააწყდა ახსნა გადაწყვიტა.- ესეც შენი ჭკვიანის მოფიქრებულია სავადმყოფოში რო შემოვსულიყავით.-ხატიას სიცილი აუტყდა.-მას ძალიან უყვარხარ.-წარმოთქვა უცებ ბიჭმა.-მთელი გულით უნდა შენთან ყოფნა,მაგრამ ამას არ იზავს შენივე კეთილდღეობისთვის.და ამიტომ იქცევა ასე იდიოტივით.თან უნდა შენთან,თან ვერ მოდის.
-ვიცი.ახლა უკვე ყველაფერს მივხვდი.-თავი ჩაღუნა გოგონამ.-მეც ძალიან მინდა მასთან ყოფნა და ასეც იქნება.-ქვევიდან კმაყოფილი სახით ახედა.ახლა სეჰუნმა მიაპყრო სახე,რომელზეც გამოხატული ქონდა კითხვა როგორ? უნდა აეხსნა თუმცა ისევ სასტუმროში შემოსულ კურიერზე გადაიტანეს ყურადღება.ორივეს სიცილი აუტყდათ. გოგონამ დიდი სიყვარულით ჩაიბარა თაიგული და მოუთმენლად გახსნა ბარათი "და აი ახლაც ამ წუთასაც მენატრება შენი ხმა,შენი თმის სურნელი და შენი ტუჩები,რომლებიც ყოველთვის იღიმოდნენ ჩემი დანახვისას."- გოგონას ტუჩებს ღიმილი შეეპარა წაკითხვისას.სეჰუნმა ლამის კისერი დაიგრძელა და მანაც ცნობისმოყვარე ცხვირი ჩაყო.
-როგორი რომანტიკოსია.-თავი გააქნია სიცილით.
-სეჰუნა-ახედა ისევ ბიჭს და ისიც სმენად იქცა.-უნდა დამეხმარო.
-შენს განკარგულებაში მიგულე.-გაეკრიჭა ხატიას.-თან დამღალა უკვე შენს დევნაში -წაიბუზღუნა-შენ მითხარი მხოლოდ რა გჭირდება.
- ადგილი რეპეტიციისთვის.ადამიანი ვინც ცეკვის რამდენიმე ილეთს დამამუღამებინებს და ვოკალისტი.-იდუმალი მზერით შეხედა ბიჭს.
- სამივე იოლი საშოვნელია.ჩვენი სტუდია ღამით და ჩვენი ბიჭები.ცეკვაში ლეი ჰიონგი დაგეხმარებიდა,მაგრამ გადაღებებზეა -მოწყენით თქვა ბიჭმა.-ჩვენი ბალეტისტი კაი დაგეხმარება.ნუ მეც შეიძლებოდა,მაგრამ ეს დაბინტული ფეხი არ მიშვებს.-გაბუსხული ტუჩებით დახედა ფეხს.მის ამ ქცევაზე გაეცინა ხატიას.
-საუკეთესო მაზლი ხარ-შეაქო გოგონამ და მანაც შეიფერა.
-კარგი მე ამ შეყვარებული ჩიტის ზურგს უკან ბიჭებს გავაფრთხილებ. -მისაღებიდან ყავარჯნებით გაუყვა ისევ ლიფტისკენ გზას.უკან კი მოღიმარი ხატია მოიტოვა,რომელიც იქვე ჩანის მიერ გამოგზავნილ ყვავილებს ხელით ეფერებოდა და ღიმილი დათამაშებდაა.
-****
უკვე ხატიას წასვლის დროც მოახლოვდა.ჩანიოლიც აწრიალდა თავის ოთახში.სავარძელში მიყრილ შესანიღბებს ხელი დაავლო და კარისკენ გაიწია.
-მოიცა მეც წამოვალ.-სეჰუნს ყავარჯნებისთვის არ დაუხედავს ფეხზე წამოხტა ისიც დაწვდა თავის ნივთებს და მეგობარს გაყვა.-ძლივს დაღამდა და ნორმალურად ფეხს გავშლი.-სიცილით მიყვებოდა.
ხატია უკვე ხუთი წუთის წასული დახვდათ.მათაც დატოვეს იქაურობა.იმ გზას მიუყვებოდნენ რასაც ყოველთვის გადიოდა გოგონა.ავტობუსის გაჩერებაზე შენიშნეს.ერთ-ერთი ჩანის თაიგულით ხელში.სახე უბრწყინავდა,ხელით ეფერებოდა და შიგადაშიგ სურნელს ისუნთქავდა.ორივე კუთხეს ამოეფარნენ და იქედან დაუწყეს ცქერა.თავიდან ჩანიოლი კმაყოფილი და მომღიმარი უყურებდა,შემდეგ უცებ წარბები შეკრა.
-რატომ ექცევა ასე უცხოს მიერ გაგზავნილ ყვავილებს.ხომ არ იცის,რომ მე ვარ.-კმაყოფილება გაქრა და სეჰუნს მიუბრუნდა წარბ აწეული.
-საწყალი გოგო შენს ხელში-თავი გააქნია ბიჭმა.სიცილს ძლივს იკავებდა.ჩანიოლის ეჭვიანობით ხალისობდა და არც არაფერს ეუბნებოდა მათ გეგმებზე.ჩანიოლმა ისევ განაგრძო გოგონას ყურება.-ხვდები,რო საკუთარ თავზე ეჭვიანობ? -სიცილი ვეღარ შეიკავა და ნიღბის ქვეშ ახარხარდა.
-გაჩუმდი,თორე ფეხს მე მოგტეხავ-გაბრაზებული მზერა მიაპყრო.სეჰუნმა სიცილით პირზე ხელი მიიდო და ანიშნა ჩუმად ვარო.
-***
რამდენიმე დღე ხატიამ გადაწყვიტა კატა-თაგვობანა ეთამაშა ჩანიოლთან.ძალიან უჭირდა ხანდახან ამის გაკეთება,მაგრამ უნდოდა ის გაეკეთებინა რაც ქონდა ჩაფიქრებული.მუშაობის შემდეგ ღამე სეჰუნი ჩუმად აპარარებდა კომპანიის სტუდიაში,სადაც ბიჭები ელოდებიდნენ.ყველა ცდილობდა მისთვის საუკეთესო მასწავლებლები ყოფილიყვნენ ბევრსაც იცინოდნენ.
თავისუფალი დროს დღის განმავლობაში დედასთან ატარედა და კაფეში ეხმარებოდა.ღამე კი ან მუშობდა, ან ილეთებს იმეორებდა.ხატია უკვე ყველაფრისთვის მზად იყო.მხოლოდ ხვალ საღამოთი ჩანიოლის მიყვანა იქნებოდა საჭირო დანიშნულების ადგილას რაც ისევ და ისევ სეჰუნმა ითავა და ეშმაკურმა აზრმა გაკრა თავში.
სამსახურის შემდეგ ხატია ჯერ სახლში წავიდა როგორც ყოველთვის,ავტობუსს კი ჩანიოლი მიყვებოდა მანქანით.ხატიას ეცინებოდა მის მდევარზე.ბინაში შევიდა დაელოდა,როდის წავიდა ჩანიოლი უკან.ახლა კი მენეჯერებისთვის განკუთვნილ ოთახში იჯდა და საათის ყოველ წამს დაჰყურებდა.ნიშანს ელოდა სეჰუნისგან,რომ ჩუმად შეპარულიყო მასთან ცოტახნით.
-რატომ არ იძინებ?გადაღებებიდან დაღლილი მოხვედი.მეც ვითომ ჩუმად გამაცილე სახლში.დაღლილი არ უნდა იყოო?-ტელეფონს დახედა და უცებ ისიც აწკრიალდა.-როგორც იქნაა-თვალები გაუბრწყინდა,ფეხზე წამოხტა და გაიქცა.
ბიჭმა კარები გამოუღო და ისიც ჩუმად შეიპარა ოთახში.
-როგორც იქნა ჩაეძინა.მის ლოდინში ლამის მეც ჩამეძინა.-ჩურჩულით უთხრა შემოსულს.-თავი საიდუმლო აგენტი მგონია.-ორივეს გაეცინა.ხელი პირზე აიფარეს,და ჩუმად განაგრძეს ისევ გზა.
ხატიამ მარტო განაგრძო გზა მისი ოთახისკენ სეჰუნი კი სავარძელში ჩაენარცხა ფეხები მაღლა ასწია ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები მოხუჭა.
-ცოტახანი დავისვენებ სანამ შეყვარებული ბეღურა არწივს მოეფერება.-ტუჩის კუთხეზე ღიმილი შეეპარა.
ხატია ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლზე მოკეცილ ბიჭს,ორივე ხელი თავქვეშ ამოედო და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.მიუახლოვდა ჩაიმუხლა შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია.ხელით ლოყაზე მოეფერა ჩანიოლსაც სახეზე კიდევ უფრო გადაეფინა ღიმილი.მისი სახელი წამოიძახა ხელი ხელზე მოკიდა გაუაზრებლად ხელის გულზე აკოცა და თვალები ოდნავ შეაღო.
-სიზმრად მაინც შემიძლია შენი მოფერება.-გოგონა ახლოს მიიზიდა და მკლავებში მოიქცია.ხატიამაც შემოხვია ორივე ხელი მაგრად.ჩანიოლს თავის სიზმარში ეგონა ხატიაც არაფერს ეუბებოდა,მხოლოდ მასზე მიხუტებული იყო და მომენტით ტკბებოდა.
ცოტახნის შემდეგ გაუჭირდა, მაგრამ გამოეცალა ხელიდან მძინარე ჩანს.დაიხარა და ნელა ნაზი ამბორით შეეხო მის ტუჩებს.
-ხვალამდეც მოითინე ჩემი ჯიუტობა-ჩაიცინა.ისევ დაწვდა მის ტუჩებს და ფეხაკრებით გამოვიდა ოთახიდან.აღარც ჩაძინებული სეჰუნი აღარ გააღვიძა და ჩუმად გაიპარა ოთახიდან.
-****
დილით ჩანიოლს ყველაზე ბედნიერი დღე გაუთენდა.სხეულზე ისევ გრძნობდა მის სურნელს.ფეხზე წამოდა და ღიღინით მისაღებში გავიდა,სადაც ჯერ კიდევ ეძინა არაკომფორტულად მოწყობილ სეჰუნს.ღიღინი ჩასწვდა მის ყურებს და თვალების სრესვით გამოიღვიძა.
-ჯანდაბა კისერი მტკივა-ხელი კისერზე მოისვა.-შენ რა გამღერებს?-წარბი აათამაშა.
-მშვენიერი სიზმარი მესიზმრა.-ნეტარებით გადაწვა სავარძელში.
-კი სიზმარი იყო-ჩაიბუტბუტა სეჰუნმა.ჩანიოლს თვალები დაეხუჭა და ცდილობდა ყველა დეტალი აღედგინა.
-***
საღამოსთვის ყველა მზად იყო.ბიჭები და ხატია მოუთმენელად ელოდებოდნენ,როდის მოიყვანდა დათქმულ ადგილზე ჩანიოლს.
სეჰუნს გეგმა უკვე მოფიქრებული ქონდა,როგორ გაფრინდებოდა იმ ადგილისკენ ჩანიოლი სადაც ელოდნენ.
-მოდი სანამ გაიხარებს ცოტა გავერთობი.-ერთმანეთს ხელები შემოარტყა და მოხერხებულად მოეწყო.-ჩანიოლა-გასძახა აბაზანიდან გამოსულს.
-რა იყო?-თავის მშრალებით მიუახლოვდა სავარძელს.
-შენთვის ცუდი ამბავი მაქვს.-ჩანიოლი სმენად იქცა.-დღეს პაემანი აქვს ხატიას.
-რაა?-წამოიყვირა ჩანმა.-სად?ვისთან?როდის? -პირსახოცი სავარძელში მაგდო.-შენ რა იცი?
-იონგი ხომ იცი მისი მეგობარი,ხოდა-ყველანაირად ცდილობდა სიტყვებით გაეწელა საუბარი.-ხოდა მისი და ხატიას საუბარი გავიგონე.ხატია დიდი მონდომებით ემზადებოდა ამ პაემნისთვის-სიბრაზისგან თვალები ჩაუწითლდა ჩანს.გასასვლელი კარებისკენ გაემართა.
-მითხარი სად არიან?ის ექიმი იქნება და ვასწავლი როგორ უნდა სხვის გოგოსთან ყოფნა.
-მოიცადე-სიცილი აუტყდა სეჰუნს.
-რა იყო? მითხარი სად არიან?-მოუბრუნდა გაბრაზებული.
-გეტყვი და წამოგყვები კიდეც,მაგრამ ეგრე მოდიხარ? -ხელით აბაზანის ხალათზე ანიშნა.მანაც დაიხედა ხალათზე და ოთახში შევარდა გამოსაცვლელად.სიცილით სეჰუნა ტელეფონი დააძრო და სმსი გააგზავნა."ციყვი მგელი ვარ.მიღება!"-თან სიცილით იგუდებოდა.პასუხმაც არ დააყოვდა. "ციყვი გისმენს მგელო" იყო პასუხიც სიცილის სმაილებით."მისია შეყვარებული არწივი და ბეღურა დაიწყო! არწივი ბუდიდან გამოყვანილია"-შეტყობინება გააგზავნა ჩანიოლიც გამოვიდა უკვე ჩაცმული ოთახიდან და ერთად წავიდნენ ხატიას პაემნის ჩასაშლელად.
YOU ARE READING
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Fanfiction"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...