გაღვიძებისას მის მკლავებში მოქცეული სხეული ვეღარ იგრძნო.ხელი გვერდით მოატარა სიცარიელე იგრძნო სახეზე ღიმილი უცებ შეაშრა თვალები ჭყიტა და ფეხზე წამოხტა.სრულიად შიშველმა ქვევიდან საცვალი ამოიცვა და მისაღებში გავიდა.იქედან მთელ სახლს თვალი მოავლო სასურველის მოსაძებნად.
-სად წავიდა?დღეს სამსახურში არ მიდიოდა -წარბები შეკრა და თმები მოიჩეჩა.უცებ აბაზანის კარი გაიღო და ხატია გამოვიდა,რომელსაც პირსახოცი უფარავადა ნახევარ სხეულს.სველ თმებს კი მეორე პირსახოცით იწმენდდა.ჩანიოლის დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა ისევე,როგორც ჩანიოლს.კმაყოფილი და გოგონათი მოწყურებული მისკენ გაემართა. წელზე ხელები შემოხვია და ხაბად ჩააყოლა დანამულ კისერს თვალები, რომელზედაც წყლის წვეთი ნელი მოძრაობით მიემართებოდა გულმკერდისკენ.-რატომ არ გამაღვიძე?შენთან ერთად მივიღებდი შხაპს.-დანამულ კისერს დაწვდა ცხელი სუნთქვა შეეხო კისერს.ხატიამ თვალები დახუჭა და ცხელი კოცნის კვალი დაუტოვა.
-ტკბილად გეძინა და აღარ გაგაღვიძე-სუნთქვა აჩქარებულმა წაჩურჩულა ყურთან.
-მაშინ ახლა შევიდეთ-ნელა მისი კისრიდან ტუჩებისკენ გადაინაცვლა და უკან აბაზანისკენ უბიძგა.ცოტაც და შევიდოდნენ.ამ ვნება მორეულ საქმეს კარზე კაკუნმა შეუშალა ხელი.
-გააღე-ჩაიღიმა ხატიამ ჩანის უკმაყოფილო სახეს,როცა წააწყდა და გვერდის ავლა სცადა.
-აკაკუნოს რამდენიც უნდა.-ხელით შეაჩერა და ისევ მიიკრა.
-იქნებ ვინაა?-სუნთქვა შეატოვა ჩანის ტუჩებს.
-ვინც უნდა ის იყოს-ათრთოლებული ტუჩები შეახო ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს. კარზე კაკუნი უკვე ბრახუნში გადავიდა.
-ჰიონგ გამიღე კარები. მე ვარ სეჰუნი-გაისმა ხმა კარებს იქედან.ხატიას გაეცინა და თან ტუჩებს მოწყდა.
-გაუღე-სწრაფი კოცნა დატოვა ბიჭის გაბუსხულ ტუჩებზე.
-არ გავაღებ.შენ გააღე-წარბები შეუკრა.
-მე არ მაცვია-ცალი წარბი აწია თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-არც მე მაცვია-ეშმაკურად დაიხედა ტანზე.
-ჰიონგ გააღე თორემ შემოვამტვრევ-კაკუნი აღარ იყო, თუმცა კარებს იქეთ მაინც იყო ბიჭის მოუთმენლობით გაჟღენთილი ხმა.ხატიამ ამ სიტყვებზე ჩაიხითხითა.
-გაუღე-ჩანს ტრაკზე ხელი წამოარტყა და სიცილით ოთახისკენ გაიქცა.მისი საქციელით გახალისებული კარებისკენ წავიდა და გააღო.კარებს იქეთ ხელებ დაჭდომილი ბიჭი იდგა,რომელიც მოუთმენლად ფეხს აბაკუნებდა.
-ძლივს გააღე.შემომტვრევა მაინც მეზარებოდა-უცებ აათვალიერა საცვლის ამარა ჩანი და მის ზურგს უკან წაატანა თვალი.
-არ გეტყობა,რო აპირებდი-სიცილით თქვა და მისი დგომის მანერაზე თვალებით ანიშნა.სეჰუნი მისკენ წავიდა.
-ვინმე გყავს?რამე მნიშვნელოვანს მოგწყვირე?-წარბი აათამაშა და მის ზურგს უკან უკეთ სცადა გახედვა.-ხატია არაა და გაინავარდე?-მომღიმარი სახე უცებ შეცვალა შეკრული მობღვერილი სახით და ასე შეჰყურებდა ჩანიოლს. -არა მე მაინც როგორ გამიკეთე ეს და უჩემოდ ერთობი-კარებზე გადებული ხელი ჩამოაწევინა და სახლში შევიდა.თვალების ცეცებით.ჩანიოლმა ჩაიცინა კარები მიხურა და უკან გაყვა.
-რამე ხდება? -შეჰყურებდა სეჰუნს ღიმილით, რომელიც მოკალათდა სავარძელში ფეხი ფეხზე გადაიდო და წარბ აწეული შეყურებდა.
-რამდენჯერ ვიყავით მოსულები არ გაგვიღე კარები...მიუწვდომელი ხარ...ნუ კი იქნები მიუწვდომელი ტელეფონი კედელს შეახუტე... შენი არაფერი ისმის და კიდე რამე მოხდა? -საყვედურებით ავსებდა ჩანს.
-ყველაფერი ჩემი ბრალია-ოთახიდან უკვე ჩაცმული ხატია გამოვიდა სახეზე დამნაშავის ღიმილი ეკრა სეჰუნის წინ მდგომ ჩანიოლს მიუახლოვდა, ცალი ხელი წელზე მოხვია. მანაც ორივე ხელში მოიმწყვდია და შუბლზე აკოცა.
-ჰეროინივით მოქმედებ მასზე თუ ყავხარ კარგადაა,თუ არადა ლომკაშია-სეჰუნს ტუჩის კუთხეში გაბრაზებულ სახეზე ღიმილი შეეპარა ხატიას დანახვისას.
-შედი იბანავე მე სეჰუნს მივხედავ-თვალი ჩაუკრა ჩანს და აბაზანისკენ უბიძგა.
-მალე გამოვალ-ტუჩებს დაწვდა.
-თვალებზე ხელი მივიფარო?-ჩაიცინა სეჰუნმა,გოგოსაც გაეცინა მის ნათქვამზე. ჩანი მოწყდა ტკბილ ნექტარს და სეჰუნს უადგილო კომენტარისთვის გახედა.
-მეც გადაგიხდი სამაგიეროს-გადაულაპარაკა მოჭუტული თვალებით ძმაკაცს და აბაზანისკენ წავიდა.სეჰუნმა მისი ფრაზა გაიმეორა და სცადა ჩანის მიმიკას მიემსგავსებინა.
-რამეს დალევ?-სიცილით კითხა ხატიამ.
-კი. ამაზე ნერვიულობით პირი მიშრება. წვენს დავლევს თუ გაქვთ?-ხელი ყელზე მოისვა.
-ახლავე-ღიმილით გაემართა სამზარეულოსკენ მაცივრიდან ანანასის წვენი გამოიღო ჭიქებში ჩაასხა სამივესთვის და ისევ მისკენ გამოემართა.
-არა მე ვარ პატარა თუ ეს?-ბუზღუნს განაგრძობდა.ხატია მიუახლოვდა ჭიქები მაგიდაზე განათავსა და გვერდით მიუჯდა.
-როგორც წეღან ვთქვი ყველაფერი ჩემი ბრალია.გპირდებით აღარასდროს დავტოვებ თუ მას არ ენდომება.-დამნაშავედ თავი ჩაღუნა.
-არასდროს ენდომება ეს.აღარ მინდა ასეთის ნახვა.მხიარული და მოუსვენარი ჩანი მენატრება-მთელი სეროზულობით წარმოთქვა ეს სიტყვები. -ადრე ამისთვის მიზეზი არ სჭირდებოდა ახლა კი მისი ბედნიერი სიცილის მიზეზი შენ ხარ.-ხატიას თვალებში ცრემლი ჩაუდგა სეჰუნა შეამჩნია და სცადა ხასიათზე მოეყვანა.წვენს დაწვდა და მხიარულად მოსვა.შემდეგ ნეტარებით ამოისუნთქა.-რა კარგია...-სავარძელში მიინაბა, მის ქცევაზე გოგონას სახეზე ისევ ღიმილი დაბრუნდა.ჩანიოლიც გამოვიდა აბაზანიდან ხალათით და ხატიას გვერდით მიუჯდა.ცალი ხელი გადახვია და მიიხუტა.
-აბა რა ხდება მოყევი -ჩანიოლმა მზერა სეჰუნზე გადაიტანა.
-ბიჭები გელოდებით.შემდეგი კონცერტი გვაქვს ჩასატარებელი ქვეყნის გარეთ და ერთ კვირაში დავბრუნდებით.მერე ის გავალთ,მერე ისევ დავბრუნდებით და ასე ვივლით -ჩანიოლმა ჯერ ხატიას გადახედა შემდეგ ისევ მზერა სეჰუნს დაუბრუნა და პირი უარის სათქმელად გააღო.ხატიამ ხელი ააფარა უცებ პირზე.
-აუცილებლად წამოვა-გაუღიმა ბიჭს შემდეგ ისევ ჩანს დაუბრუნა მომღიმარი სახე ხელი აიღო მისი ტუჩებიდან და აკოცა.
-მშვენიერია. ახლა წავალ.-ფეხზე წამოდგა ბიჭი.
-მოხვედი ხელი შემიშალე და ასე მალე მიდიხარ?- სიცილით ეუბნებოდა ჩანი.
-რას იზავ საქმიანი ვარ-შუბლზე თმა გადაიწია და მომღიმარმა შეხედა სავარძელში მოკალათებულებს,რომელიც სიცილს ვეღარ იკავებდნენ.-აჰ ტელეფონი. -ჯიბიდან ჩანის შეკეთებული და ახალს დამსგავსებული ტელეფონი ჩაუგდო ხელებში.-შევაკეთე კავშირზე იყავი.გაცილება არაა საჭირო კარი ვიცი საითაცაა-გაეკრიჭა წყვილს და სწრაფად დატოვა იქაურობა.
-ხომ დამპირდი,რომ დაბრუნდებოდი-საყვედურით ახედა ჩანს.-ხომ გააკეთებ ამას?-ჩანი ხმას არ იღებდა.მხოლოდ მის სახეს შეჰყურებდა მბწყინავი თვალებით.გოგონამ ტუჩები გაბუსხა მისი ხელი კისრიდან მოიშორა და გაბუტული ფეხზე წამოდგა.-კარგი მაშინ მანამდე ხმას არ გაგცემ-თავი მაღლა ასწია და სცადა გარიდებოდა.ჩანმა სწრაფი რეაგირებით გოგონა მუხლებზე დაისვა და ორივე ხელი მაგრად მოხვია.
-უკვე უთხარი,რომ ვბრუნდები და სხვა რა გზა მაქვს,მანამდე კი სანამ ჯერ კიდევ დრო მაქვს დედასთან უნდა წაგიყვანო და გაგაცნო.-მისი ნათქვამით თვალებ გაფართოებული გოგონა ახლოს მიიხუტა.
-მართლა? რომ არ მოვეწონო?-ნერვიულობა დაეტყო უცებ ხატიას.წამოდგომა სცადა, მაგრამ ჩანმა ისევ ჯიუტად დააბრუნა მკლავებში.
-აუცილებლად მოეწონები.
-როგორ ჩავიცვა?-ჩანმა ერთი ხელით მისი ნერვიული მზერა თავისკენ მიმართა და ტუჩებს დაწვდა.კოცნა გააღრმავა და მეორე ხელი სავარძელში უკეთ მოაკალათა.
-სულ ერთია. ახლა გახდა უფრო საჭიროა-ეშმაკურად დახედა გოგოს სხეულს, რომელსაც მჭიდროდ ეკვროდა მთლიანი შავი კაბა.ხატიას ნერვიულობა სადღაც გაქრა.მის ნათქვამზე ღიმილმა გადაკრა. ერთი ხელი კისერზე თმებში შეუცურა, მეორე ხელი კისრიდან მის სხეულზე ჩაატარა და ტუჩი მოიკვნიტა.ბიჭმა ნერწყვი გადაყლაპა,გვერდულად ჩაიღიმა და სისხლს მოწყურებული ვამპირივით დაწვდა გოგონას ტუჩებს.
-*****
ჩანიოლი დედასთან ყოველთვის გვიან მიდიოდა,როცა მისი ნახვა მოფერება და ჩახუტება უნდოდა ყველანაირი აპარატების ჩხარუნის და ფანების წიკვინის გარეშე.ახლაც დედა გააფრთხილა,რომ მასთან ცოტა გვიან მივიდოდა და გააცნობდა მისთვის ძვირფას ადამიანს.ისიც სიხარულით დათანხმდა.ნუთუ მისი შვილს უკვე შეუყვარდა ვიღაც ისე,რომ მას აცნობს.
-დე...-ჩანიოლმა კაფის უკანა კარებიდან ფრთხილად შეიჭყიტა.ცალი ხელი გოგონაზე ჰქონდა ჩაკიდებული და უკან მიჰყავდა.
-ჩემო ბიჭო-სიხარულით შეეგება დედა შვილს.-როგორ გამახარე შენი მოსვლით.
-ძალიან მომენატრე დე..-გულზე მიიხუტა.ხატიას ხელი შეუშვა და ორივე ხელი მაგრად მოხვია.ამ სცენით მთელს სხეულში სითბო ჩაეღვარა ხატიას და გაღიმებული უყურებდა მონატრებულ დედა-შვილს.-დე ეს ხატიაა.ვისზეც გითხარი.-ჩანიოლი დედას მოშორდა.გოგონაც უცებ მოიხარაა თავი დაუკრა ქალს და გაუღიმა.
-იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე ჩემი ბიჭის აღწერით წარმოგიდგინე-ქალი მიუახლოვდა და გულზე მიიკრა ოდნავ ანერვიულებული გოგონა.-ნუ ნერვიულობ არ ვარ ტიპიური სადედამთილო -გაიცინა ქალმა.-მე უფრო საყვარელ დედამთილებში გავდივარ.-ბავშვებს ღიმილმა გადაკრა ქალის სიტყვებზე.გოგონას წელზე ხელი მოხვია და შიგნით შეუძღვა.-თქვენთვის გემრიელი სუფრა გავშალე.-ხატიას ხელს არ უშვებდა ქალი ჩანს გვერდით ჩაუარეს ისე, რომ არც მიაქციეს ყურადღება.
-უკვე ვეჭვიანობ-ბუზღუნით გაყვა მათ უკან.
ვახშამმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. ერთადერთი ვინც აქ თავს ზედმეტად გრძნობდა ჩანი იყო.თუმცა უხაროდა,რომ მისი ორი საყვარელი ქალი ასე უგებდა ერთმანეთს.ყველაზე ძალიან ის გაუხარდა,რომ დედასაც მოეწონა ხატია.ქალი დესერტის მოსატანად წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.თვითონ კაფის შუაგულში ისხდნენ.ხატიას სკამი ახლოს მიაჩოჩა და გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში
-იქნებ მომაქციოთ ყურადღება ქალბატონო ხატია.-ეშმაკური ღიმილით და მოწყურებული მზერით აათვალიერ-ჩაათვალიერა მისი სახის თითოეული ნაკვთი.
-მაპატიე,მაგრამ დღეს დედა პირველ ადგილზეა-ცხვირი გაუხახუნა მის ლოყას და ისევ უკან გაიწია.ბიჭმა ცდუნებას ვეღარ გაუძლო გოგონას სამზარეულოს მიმართულებით მიტრიალებული სახე ორი ხელებით შემოატრიალა და მის ტუჩებს დააცხრა.
-ეს სასჯელია იმისთვის,რომ ყურადღებას არ მაქცევ-მის ტუჩებს მოსწყდა და წარბები აათამაშა.ამასობაში დედამისიც გამოვიდა ლანგარზე დესერტით ხელში.ხატიამ სცადა აწითლებული ლოყების დამალვა.მცდელობისას კი ჩანს მის ქცევებზე ეცინებოდა და სურვილი უჩნდებოდა ხელებში მოემწყვდია და სირცხვილისგან აწითლებული ლოყები დაეკოცნა.
-****
ჩანიოლის კომპანიაში მისვლას ყველა დიდი ზარზეიმით შეხვდა.ბიჭები სიხარულით გადაეხვივნენ დაკარგულ ძმას.მოფერების მოსიყვარულების და დაბრუნების მილოცვების შემდეგ ეგრევე საქმეს შეუდგნენ.თავით ფეხებამდე საქმეში იყვნენ ჩაფლულები.კონცერტის ორგანიზატორები უხსნიდნენ საიდან,როგორ და რანაირად უნდა შემოსულიყვნენ,რა კოსტუმები უნდა სცმოდათ და ასე შემდეგ. კარებში გოგონა შემოვიდა საქმიანი სახით.
-რა მოხდა მინა? -ორგანიზატორმა კითხვის ნიშნიანი მზერა მიაპყრო გოგონას.
-უკაცრავად.ფანკლუბის პრეზიდენტია მოსული.და ბიჭებთან შეხვედრას ითხოვს დაჟინებით.-ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული.
-ნეტა რა ხდება? -სუჰომ ბიჭებს გადახედა.
-ეს პირველია,როცა ფან კლუბის წევრს ვხდებით პირადად-ჩაიცინა ეშმაკურად კაიმ.ყველა წამოდგა ფეხზე.
-მხოლოდ ჯგუფის ლიდერთან და ჩანიოლთან ითხოვს შეხვედრას-ერთი მეორეს შეყურებდნენ ბიჭები.
-კარგი დაწყნარდით.სუჰო...ჩანიოლ...-გადახედა ბიჭებს მენეჯერმა- გადით მეც თქვენ გამოგყვებით.ბიჭებიც გავიდნენ უკან კი ერთმანეთს მიშტერებული ბიჭები მოიტოვეს,მენეჯერიც ბიჭებს მიყვა უკან.
-***
დაძაბული ისხდნენ მაგიდასთან.გოგონამ ჩანთიდან კონვერტი ამოიღო და მათ წინ მაგიდაზე დაუდო.ჯერ მენეჯერმა აიღო და გახსნა.შიგთავსის ნახვისას სახეზე ფერი ეცვალა.
-რა ხდება ჰიონგ?-სუჰომ ახედა მენეჯრს.კონვერტი ახლა მათ გაუწოდა და გოგონას მიუბრუნდა თვითონ.
-ამით რისი თქმა გინდა?-გამომცდელად უყურებდა.
-როგორც ფანკლუბის პრეზიდენტი ვზრუნავ ჩვენზე ფანებზე და ამავე დროს თქვენზეც.ეს ჯგუფისთვის საზიანოა-ჩანიოლმა სურათების ნახვისას ხელებში მოკუჭა.ისე მაგრად უჭერდა ხელებს თითის ბალიშები გათეთრებოდა.
-ეს არასწორია.-წამოიძახა სუჰომ.-თუ ჩვენზე ზრუნავთ,მაშინ ისიც უნდა გესმოდეთ,როგორი ცუდად იქნება თუ დაშორებას აიძულებთ იმ ადამიანთან,რომელიც მას ასე უყვარს.-აღშფოთებას ვერ მალავდა ლიდა.
-არ დავშორდები!-მაგიდას ხელი დაარტყა და ფეხზე წამოდგა.თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა.-თუ ჯგუფისთვის საზიანოა მე წავალ ჯგუფიდან-სკამი უხეშად უკან გასწია და წასასვლელად გაემზადა.
-ჩვენ შენი წასვლა არ გვინდა,უბრალოდ დაშორდი მას.-წყნარად განაგრძობდა გოგონა.-თუ ამას არ იზავ მარტივად დავდებ ამ სურათებს ფანკლუბის გვერდზე.მგონი ყველამ იცით რაც მოხდება თუ ამას ვიზავ-მისი სიტყვებით კარებთან გაყინული ჩანიოლი კიდევ უფრო გაცეცხლდა და მისკენ გაიწია.ორივე ხელით მის სკამს ჩააფრინდა და ცხოველურად გაბრაზებული მზერით შეჰყურებდა.
-თმის ღერიც,რომ ჩამოუვარდეს-კბილებიდან გამოსცრა ჩანმა.ლიდამ და მენეჯერმა სწრაფად მოახერხეს მისი გვერდით გაწევა მიუხედავად იმისა,რომ ხელით შეხება არ უცდია,თუმცა თავში ამ აზრმა წამში ასჯელ გაჰკრა.მათი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა და ოთახიდან გავარდა.
-ყველაზე უკეთესს ვარიანტს მე გთავაზობთ.-აკანკალებული ხმა დაიმშვიდა და ფეხზე წამოდგა.-ეგ სურათები შეგიძლიათ დაიტოვოთ.ორიგინალი მაქვს-ნაგლად გაუღიმა ორივეს და გარეთ გავიდა.კმაყოფილი იყო თავისი საქციელით.სურათების დადება მხოლოდ გოგონას არ დააზარალებდა ეს ჩანიოლზეც იმოქმედებდა ეს კი მას არ უნდოდა.მისთვის ჩანიოლი უბრალო ჯგუფის წევრი არ იყო,რომლის ფანიც შეიძლება ყოფილიყო.მომავალი მასთან ერთად ესახებოდა ამ გოგონას გამოჩენის შემდეგ კი ოცნების კოშკები ერთი მეორეს მიყოლებით თავზე ჩამოეფშვნა.ახლა კი კმაყოფილი იყო,რომ მიეცა საშუალება ასე მოქცეულიყო ამის უფლებას კი მისი ადგილი ფანკლუბში აძლევდა.
-ხომ ვამბობდი,რომ უნდა დაშორებოდა-ნერვიულად დაიწყო სიარული ოთახში მენეჯერმა.
-ჰიონგ გეყოფა რა.ისე ამბობ თითქოს მარტივი იყოს.-სიბრაზემ გადაკრა სუჰოს.
-მე თქვენთვის ვამბობ,ხომ ხედავ რამხელა პრობლემა შეგვექმნა.-უკმაყოფილო სახით გავიდა ოთახიდან,სუჰოც მიყვა უკან.
-***
სამსახურის მთელი დღე აფორიაქებული იყო.საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა თითქოს წინასწარ გრძნობდა მოახლოებულ სასიშროებას. საღამოს სახლში მისვლისას ეგონა,რომ სახლში დახვდებოდა ჩანიოლი.იმდენად მიჩვეული იყო მის იქ ყოფნას.კარების შეღებისას კი მხოლოდ ცარიელი სივრცე დახვდა.შხაპი მიიღო ცოტა სხეულის დაძაბულობა მოეხსნა,თუმცა სული მაინც აფორიაქებული ქონდა.სავარძელში ჩაჯდა და იქვე დადებულ წიგნს დაწვდა, რამდენიმე ფურცელი გადაიკითხა გაუაზრებლად,შემდეგ დახურა ტელევიზორის პულტს დაწვდა და ახლა არხების წვალება დაიწყო.ბოლოს ერთ არხზე გააჩერა და უღიმღამოდ დაიწყო მისი ყურება ცოტახანში ჩაეძინა კიდევაც.
ერთი საათის შემდეგ გოგონა ტელევიზორიდან გამომავალმა ხმამაღალმა ყვირილმა გამოაღვიძა და შეშინებულმა თვალები დაჭყიტა.თვალები ოთახს მოავლო ისევ მხოლოდ თვითონ იყო სახლში.ამასობაში მისი ყურადღება კარებთან გასაღების ჩხარუნმა მიიქცია.სასწრაფოდ ფეხზე წამოხა და კარები გააღო.მის წინ კი მოხრილი ჩანიოლი იყო,რომელიც ძირს დავარდნილი გასაღების აღებას ცდილობდა.გოგონას ქვევიდან ამოხედა, ჩაუცინა,გასაღები აიღო და ხატიას მიმართულებით წავიდა.ორივე ხელი მოხვია მისი მდგომარეობით ოდნავ გაბრაზებულ გოგონას.
-პატარავ!პატარავ!პატარავ!-იმეორებდა და თან სახეს უკოცნიდა.
-ბიჭებთან ერთად დაბრუნება აღნიშნე?-სიბრაზეში ღიმილი შეეპარაა ხატიას.კარები მიხურა.ჩანმა ფეხზე გაიძრო,ხატიამ კი ნელი ნაბიჯებით საძინებლისკენ წაიყვანა ჩამოკიდებული ბიჭი,რომელსაც თავი კისერში შეერგო და ღრმად სუნთქავდა.ოთახში შეიყვანა და ორივე საწოლზე დაეცა.ორივეს სიცილი აუტყდათ,მიუხედავად იმისა,რომ ჩანიოლს სულაც არ ეცინებოდა.უცებ მისკენ გადაბრუნდა თავი მკერდზე დაადო, ხელებით მაგრად ჩაეჭიდა გოგონას თბილ სხეულს და გაიტრუნა.-ბიჭებიც ასე მთვრალები არიან?-სიცილით კითხა ხატიამ თან ხელით ჩახუტებული თმებს ეფერებიდა.
- არა მარტო დავლიე-უფრო მოეჯაჭვა სხეულს.
-რამე მოხდა?-მთელი სხეულით დაიძაბა ხატია.
-ჩვენი მომავალი დაშორება ავღნიშნე.
-დაშორება...-გაიმეორა ხატიამ.რატომაც არ გაკვირვებია,თუმცა საკმაოდ ძლიერი ტკივილი იგრძნო. ღმად ჩაისუნთქა და თვალები მაგრად დახუჭა.
-ხო დაშორება.ჩემი საქმე ამას მოითხოვს-ჩანს დახუჭული თვალებიდან ცრემლებმა გამოჟონეს.
-კარგი-ამოთქვა გოგონამაც.აღარაფერი უკითხავს.მხოლოდ დათანხმდა,როგორც ამას ამბობდა გაუშვებდა მაშინ თუ ამას თვითონ ეტყოდა.ჰოდა აი მოხდა ესეც.მანაც შემოხვია ხელები.ლოყაზე ჩამოუგორდა ცრემლები.დაიხარა და მთელი გრძნობით აკოცა შუბლზე.
-****
დილა გათენდა ჩანის გარეშე.მის ადგილას კი პატარა კონვერტი დახვდა.წყლიანი თვალებით მისკენ მოსწია კონვერტი ხატიამ,თუმცა ასოები ერთმანეთში აირია.ორივე ხელით უხეშად გადაისვა თვალებზე ხელი და შემდეგ შეეცადა წაკითხვას.
"სახლიდან გადასვლა არც იფიქრო.ის შენია.მადლობა ყოველი ლამაზი წუთისთვის.მაპატიე აუსრულებელი დაპირებები.მიყვარხარ."-ამ სიტყვების წაკითხვისას ისევ აუტანელი ტკივილი იგრძნო გულში.თვალებში ისევ წყალი ჩადგა და ასოები აირივნენ.კონვერტი გულში მიიხუტა და ატირდა.
-ლამაზი სიზმარივით წრაფად მოხდა ყველაფერი.-ჩაილუღლუღა ხატიამ და საწოლში ოთხად მოიკეცა.
VOUS LISEZ
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Fanfiction"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...