თავი 14

319 30 2
                                    


  რამდენიმე დღე გავიდა.ხატიას გული ტკივილით იყო სავსე.სახლში სივრცეში მოძრაობა მისი სხეული თუმცა ყველა ამჩნევდა,რომ მისი სული მათთან არ იყო. დედა ყველაზე მეტად ნერვიულობდა შვილს ასეთ დღეში,რომ ხედავდა. თუმცა ვერაფრით აბიჯებდა თავის ნათქვამს.მიუხედავად იმისა,რომ ბიჭი ძალიან მოწონდა უჭირდა მაინც გადაწვეტილების შეცვლა.გოგონა სავარძელში ჩამჯდარიყო და უემოციოდ უყურებდა ტელევიზორში რაღაც გადაცემას. თავში მიზეზებს აწყობდა თუ როგორ ეთქვა ადამიანისთვის,რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა,რომ მასთან ვეღარ იქნებოდა უცებ ბიჭის პირობა ამოუტივტივდა."არა ამას არ იზავს" დაარწმუნა თავისი თავი." ბოლობოლო ბიჭებს არ გაუკეთებს ამას." ფიქრებისგან თავი უსკდებოდა. "როგორ ვუთხრა? იქნებ საერთოდ არაფერი ვუთხრა? უბრალოდ აღარ მივწერ აღარ შევეხმიანები.იქნებ დამივიწყოს.ვინმე სხვა გოგოს იპოვის და მე დამივიწყებს"-ტელეფონი ხელში ნერვიულად შეათამაშა ბოლოა რამდენიმე სიტყვა დაწერა და ხელის კანკალით გააგზავნა.თავი სავარძელში საზურგეზე გადააგდო და თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა. სამზარეულოდან მომზირალი ფიქრიასაც მის დანახვაზე თვალები აუწყლიანდა.კუთხეში საქმით გართულ დედასთან მივიდა.
-დე ეს როდის აპირებს დაბრუებას?-გოგონამ ზუსტად იცოდა პასუხი მაგრამ ეს კითხვა მაინც დასვა.
-რაღა უნდა იქ.დიპლომი აიღო ისწავლა.რისთვისაც წასული იყო ის გააკეთა.-ქალი მაინც სიმკაცრეს ინარჩუნებდა.
-ხომ იცი,რომ იქ მეტი პერსპექტივაა.თან ასე უნდა იტანჯოს? დაფიქრდი რამდენად უყვართ ერთმანეთი. იმდენად დიდია ხატოს პატივისცემა ოჯახის მიმართ სიყვარულზე უარს ამბობს.ხომ შეიძლება თქვენც გაუგოთ მას.-მთელი სერიოზულობით ელაპარაკებოდა დედას ქალიც უსმენდა.
-ვიცი,მაგრამ...-ფიქრიამ გააჩუმა დედა.
-ამაზე პასუხი ახლა არ მინდა.უბრალოდ იფიქრე.იფიქრე როგორაა ხატია ახლა შინაგანად და იქეთ კიდევ ჩანი-გოგონა შებრუნდა თუმცა ისევ უკან მიუბრუნდა. -ხატოს მე წავიყვან ცოტახნით. -მისაღებში გავიდა დას ლამის ძალით ჩასჭიდა ხელი ოთახში შეიყვანა და საჭირო ნივთები ძალით ჩაულაგა ჩანთაში.
-***
დასთან რამდენიმე დღით გადასვლით მისი მდგომარეობა ოდნავ შეიცვალა.ყველანაირად ცდილობდნენ მის სახეზე საყვარელი ღიმილი ისევ დაენახათ.გოგონაც იღიმოდა თუმცა გულში სევდა კვლავ იყო ჩაბუდებული.ჩანიოლის წაასვლიდან ორი კვირა იყო გასული.მასთან ყველანაირი მიმოწერა კი სამი დღეა შეწყვიტა ტელეფონიც გამორთო და თუმცა ჯიბით დაატარებდა. ფიქრომ სუფრასთან მიიყვანა და.
-შენი ფერი არ მომწონს დაჯექი და ჭამე თორემ მოგხვდება-ლამის ძალით დასვა და მაგიდაზე.
-მართლა ძაან ფერმკრთალი ხარ-ირაკლი მისკენ მიიწია და შუბლზე ხელი მოადო.-არა სიცხე არ გაქვს.
-არ მშია.მადა არ მაქვს.თან,რომ ვიხედები საჭმელს ცუდად ვხდები-ეცადა ფეხზე წამომდგარიყო, მაგრამ დამ ისევ უკან დააბრუნა.
-შენი ცუდად ყოფნა არ ვიცი ჭამე-ბარკლის ნაჭერი აიღო და ლამის ძალით მოაკბეჩინა ლუკმა.ხატია უღიმღამოდ ცდილობდა ლუკმის დაღეჭვას თუმცა მისი ყოველი გემო გულის რევის შეგრძნებას იწვევდა.სასწრაფოდ ფეხზე წამოხტა და საპირფარეშოსკენ გაემართა. უკან კი ფიქრიას დაფიქრებული მზერა გაყვა.
-ხომ გითხრა, რომ არ უნდოდა. შენი ბრალია ცუდად რომაა ახლა-უსაყვედურა ცოლს,რომელიც საერთოდ არ აქცევდა მას ყურადღებას. ხატია ისევ დაუბრუნდა სუფრას მაგრამ ამჯერად აღარაფრის ჭამა არ დაუძალებია მისთვის ფიქრიას.უბრალოდ მის ქცევებს აკვირდებოდა.
ვახშმის შემდეგ ხატია ოთახში შევიდა.საწოლზე წამოისვენა.ხელით ტუმბოზე დადებული ლეპტოპი მოიჩოჩა. დიდხანს იფიქრა იმ მესიჯის გაგზავნის შემდეგ ქონდა კიდევ უფლება გაეგო მის შესახებ რამე?იყო ღირსი,რომ ისევ ენახა ეკრანიდან მაინც? ამ ფიქრების მიუხედავად მაინც გადაშალა ლეპტოპი და სიახლეების ძებნა დაიწყო.ღმერთო როგორ უნდა ახლა მასთან ყოფნა.მისი სახეს ჩაწერისას მაშინვე ამოაგდო,უახლოესი პოსტები იწერებოდა,რომ ჩანიოლმა ბოლო კონცერტი გამოტოვა რასაც მის ცუდად ყოფნას აბრალებდნენ.ამის წაკითხვისას ცრემლები ვეღარ შეიკავა.ცოტახნში დაც მასთან შევიდა,როცა ყველაფერს მორჩა.
-შეიძლება ვილაპარაკოთ? -გვერდით ჩამოუჯდა გოგონას,რომელმაც ცრემლები შეიმშრალა და საწოლზე წამოდგა.-რამე მოხდა?
-ბოლო კონცერტზე არ გამოვიდა -სიტყვების წარმოთქმისას ყელში ბურთივით გაეჩხირა.
-მერე რა შეიძლება თავს ცუდად გრძნობდა და არ გამოვიდა?-გოგონამ მხრები აიჩეჩა.აღარ იცოდა დასამშვიდებლად რა ეთქვა.
-არა პირობას ასრულებს. -თავი ჩაღუნა ხატიამ.
-რა პირობას??-ინტერესით შეჰყურებდა.
-მითხრა თუ დავტოვებდი ის იმას მიატოვებდა რაც ასე უყვარდა -ისევ ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა. ფიქრიამ მიიხუტა და მისი დამშვიდება სცადა.
-რამდენი ხანია რაც ცუდად ხარ?-მოულოდნელად კითხა გოგონას.
-რატო მეკითხები? -შეხედა დას ქვევიდან.
-იყავი მასთან? -ფიქრია პირდაპირ დაუსვა კითხვა. ხატია ამ კითხვამ საშინლად გააოცა.მის შიგნით სირცხვილის გრძნობამაც მთელი სხეული მოიცვა.მორცხვად თავი ჩაღუნა და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა. -რამდენი ხანია რაც გული გერევა და ცუდად ხარ?-ხატიამ სწაფად ასწია ისევ თავი და დას შეხედა თვალებში. ნუთუ ახლა იმას გულისხმობდა რაც მას ეგონა.
-რამდენიმე დღეა,მაგრამ ვერ ვიქნები არ იქნება ეს მართალი.
-თავის დაცვაზე არაფერი იცი?-ჩაეღიმა დის უწკუობაზე ფიქრიას.გოგონამ კი საწყალი უდანაშაულო სახით ახედა.
-საიდან მეცოდინება თავის დაცვა და ასეთი რაღაცები-უცებ გაბრაზებით გაბუსხა ტუჩები. ფიქრას გაეცინა დაგაბუსხულ ტუჩებზე ხელი მოუჭირა.
-კარგი ხვალ კონსულტაციაზე უნდა მოვიდე ექიმთან. შენც მე გამომვყვები და იქ გაიკეთე ანალიზი. ტესტი ხშირად არასწორად აჩვენებს.-მხარზე ხელი დაადო დას და თბილად გაუღიმა.
-არ მიბრაზდები? რატომ არ მიყვირი და მეუბნები, რომ სულელი ვარ. -სიბრაზე გაქრა.თვალზე შეკავებული ცრემლი ჩამოუგორდა.
-სულელი ხარ განა იმიტომ, რომ მასთან იყავი, იმიტომ, რომ მას თმობ.ხომ იცი ირაკლი საშინლად არ მოსწონდა დედას,მაგრამ ახლა მართლა ჩემზე მეტად უყვარს. -ისევ მზრუნველად გაუღიმა დას.ხატია მიეკრა გულში და ხელები შემოხვია მისი მოზრდილი მუცელის გამო სადამდეც მისწვდა.
-მადლობა, რომ გამიგე და გვერდით მიდგახარ.
-ჩემი ხელით დაგაგლიჯავ თმებს თუ მასთან არ წახვალ. -თმებზე ნელა მოქაჩა ხელი,მის ამ ქცევაზე კი გოგონას გაეცინა.
-***
ახლა კიდევ ერთი საფიქრალი დაემატა.სავადმყოფოს ფოიეში იჯდა და ანალიზის პასუხს ელოდა.
"რომ ვიყო?მერე რა ქნა? საერთოდ უნდა კი ისევ ჩემი დანახვა ამის შემდეგ? იმ სიტყვების შემდეგ როგორ შეიძლება ვუნდოდე კიდევ?და ბავშვი? მოიც რა ბავშვიი ჯერ არაფერი არ გარკვეულა"-საკუთარ თავს ეჩხუბებოდა ფიქრებში,თან ნაზად გაუაზრებლად მუცელზე ხელს ისვამდა.თითქოს ცდილობს მტკივანი ადგილი დაიზილოს და ტკივილი შეამსუბუქოს.კონვერტით ხელში ფიქრია მოუახლოვდა ჩაფიქრებულს.
-გასხენი? რა წერია?-მის დანახვაზე ფეხზე წამოდგა გოგონა.
-არ ვიცი რამდენად გასახარელია ეს ამბავი.იქნებ გინდოდა კიდეც,რომ....
-რა მინდოდა?-მოთმინება დალეულიი შეყურებდა დას.
-რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ პასუხი უარყოფითია.-სკამზე მოწყვეტით და შვებით ახსავსე დაეშვა.მაგრამ შვება წამში გაქრა და იმედგაცრუებამ დაისადგურა. მის რაღაც ნაწილს უნდოდა ასე ყოფილიყო. -ექიმს ავუხსენი მდგომარეობა და მითხრა შესაძლებელია ეს სტრესის შედეგი იყოსო.
-ჩემს რაღაც ნაწილს უნდოდა რომ ეს მართალი ყოფილიყო -ტირილით წარმოთქვა დას მუცელზე მიეხუტა და გულამომჯდარი აზლუქუნდა.
-კარგი დაწყნარდი. -მხარზე ხელს უსვამდა დასაწყნარებლად.
-***
სახლში მისულს მხოლოდ დედა დახვდა.ძალა მოიკრიბა უნდოდა კიდევ ერთხელ ეცადა დალაპარაკება.
-დე...-შეპარვით დაიწყო ლაპარაკი.
-ვიცი წასვლა გინდა მასთან. -ახედა თავ ჩაღუნულ შვილს.-კარგი წადი.-გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა დედის სიტყვებზე.
-მართლა აღარ ხარ წინააღმდეგი?
-შეიძლება დედის გულმა აიტანოს შვილის ტანჯვა? ძალიან გიყვარს ვიცი.ისიც ვიცი თუ იყვარებ მხოლოდ მისთვის გინდა იცოცხლო.ვფიქრობ მასაც ასევე უყვარხარ.ეს მის თითოეულ გამოხედვაში და შენდამი სითბოს გამოხატვაში ჩანდა.-გოგონა დედას გულზე მიეკრა მანაც ხელები შემოხვია და თავის პატარა გოგოს თმაზე მოეფერა. ორივეს ცრემლები წასკდათ თუმცა არც ერთის ცრემლი არ იყო მწუხარების.
-მადლობა დე.მიყვარხარ ძალიან-ქალს რამდენჯერმე აკოცა.გონებაში კი მათი შეხვედრის სცენას ხატავდა.-მაგრამ მამა?-უცებ უკან გაიწია გოგონა.
-დაწყნარდი მას ჩემზე ადრე მოეწონა ის ჭკუამხიარული ბიჭი -ქალს ჩაეღიმა ჩანიოლის გახსენებაზე,რომელიც პოზიტივით ავსებდა ხოლმე.ხატია სიხარულისგან ისევ მიეხუტა დედას და თვალ წინ ჩანის მომღიმარ სახეს ხატავდა ისევ.
-***
და აიი ისევ ოცნებების ქალაქში დაბრუნდა. სადაც ყველა მისი ოცნება რეალობად იქცა.სახლში აეროპორტიდან სიხარულით გაიქცა. ეცადა ჩანის ტელეფონს დაკავშირებოდა, თუმცა ახლა ის იყო მიუწვდომელი.გზაში უპასუხოო ზარმა გუნება გაუფუჭა.მძიმე ბარგი ძლივს ააბობღა კიბეებზე და კარებთან შვებით დადგა.გასაღები კარებს მოარგო და შიგნით შევიდა.სახლი თავდაყირა იდგა აქეთ-იქეთ სუჯუს და ლუდის ბოთლები იყო მიყრილი.პიცის ქაღალებიც მაგიდაზე ეყარა.შეძრწუნებული საძინებლისკენ წავიდა,სადაც საწოლზე მძინარე ჩანს წააწყდა გაბურძგნული თმით.ცალი ხელი კისრის ქვეშ ამოედო როგორც იცოდა ხოლმე და ძილს მისცემოდა.ასე მის დანახვაზე კიდევ ერთხელ მოადგა თვალებზე ცრემლები ჩანთა იქვე მიაგდო და მისკენ წავიდა,საწოლზე აბობღდა გვერდით მიწვა თავი კომფორტულად მკერდზე დაადო მეორე ხელი წელზე შემოხვია და მიინაბა.
-მაპატიე, რომ ასეთი ცუდი ვარ და დაგტოვე.გეფიცები ეს აღარ მოხდება. -სლუკუნებდა მის გულზე გოგონა.ჩანმა გაუაზრებლად მოხვია მის წელს მეორე ხელი და მესაკუთრედ მიიხუტა.  

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now