მატარებელი სავსე ხალხით ერთი სადგურიდან მეორისკენ მიემართებოდა.როგორც ყოველთვის ყველა თავისთვის იყო. ზოგი გაზეთს კითხულობდა,ზოგიც მუსიკას უსმენდა.კუთხეში დედის კალთაში პატარა ტლიკინებდა.მასთან ახლოს მჯდარ გოგონას ცალ ყურში ყურსასმენი გაერჭო და რადიოს უსმენდა.ხელში კონსპექტები ეკავა,თან კითხულობდა.შიგადაშიგ პატარასკენ თვალს აპარებდა და ეღიმებოდა. გვერდის კითხვა ჩაამთავრა კონსპექტი დახურა ჩანთაში თავის ადგილს დაუბრუნა. ჩანთის ჯიბეში კამფეტი იპოვა ამოიღო და პაწიას გაუწოდა.მხიარულად და გაბრწყინებული სახით გამოართვა პატარამ.
-მადლობა მოუხადე-გაუღიმა დედამ გოგონასაც. პატარაც მისკენ მობრუნდა დამჯდარმა თავი დაუხარა და მადლობაც მოუხადა ნუნას.
-გემრიელად მიირთვი-ლოყაზე ხელით მოეფერა.-მატარებელი სადგურზე გაჩერდა.ვაგონი ხალხით გაივსო გოგონამ ვაგონში შემოსული ბებო შეამჩნია.
-ბებია აქეთ მორძანდით-გაუღიმა ადგილი სწრაფად დაუთმო და თვითონ კუთხეში დადგა. ყურსასმენი მეორე ყურშიც გაიკეთა.რაღაც მისთვის ნაცნობი დაიწყო.ეცნობოდა სიმღერა არა უფრო ის ხმა,რომელიც მას მღეროდა და მთელი გულით გრძნობდა იმ ხმას.უცნაური შეგრძნებების კორიანტელი დაუტრიალდა სხეულში."ალბათ მომწონს მისი ხმა"გაიფიქრა,წარბები გახსნა სიმღერის მოსმენა სიამოვნებით განაგრძო და თვალი მომღიმარმა ხალხს მოავლო.მზერა მოატარა ადამიანებს თუმცა ისევ ერთს დაუბრუნდა რომელიც დაჟინებით უყურებდა."მე მიყურეს?რატომ მიყურებს მე?""სათვალები უკეთია და რა იცი რომ შენ გიყურეს?"-დაამშვიდა შინაგანმა ხმამ.ბიჭი მოპირდაპირე მხარეს კეპში,სათვალეებით და პირბადით კი მისკენ იყურებოდა.ძნელი იყო იმის გარჩევა მას უყურებდა თუ რომელიმე მის გვერდით მდგომს.მატარებელი კიდევ შეჩერდა შემდეგ სადგურზე ხალხის ნაკადიც გავიდა და თითქოს დაცარიელდა ვაგონი. ადგილები ანთავისუფლდა გოგონა ისევ დაჯდა თუმცა ბიჭის მზერა მას გამოყვა."აშკარად მე მიყურებს.იქნებ მიცნობს?"-აგრძელებდა კითხვების დასმას საკუთარ თავთან.
ბიჭი ნერვიულად ათამაშებდა თითზე ბეჭედს.რამდენიმე ნაბიჯით გოგოს მოუახლოვდა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ. მატარებელი ისევ სადგურზე შევიდა და შეტოკდა.ბიჭმა მოხუც ქალბატონს ხელი შეაშველა,რომელიც კინაღამ წაიქცა მატარებლის გაჩერებისას.სულ დავიწყდა ხელზე ნახევრად გაკეთებული ბეჭედი,რომელიც თითიდან გაძვრა და გოგონას ფეხებთან ისე გაჩერდა არც შეუმჩნევია. ბიჭი ქალბატონთან ერთად ამ გაჩერებაზე ჩადიოდა.გოგონა მის ფეხებთან გაჩერებულ რგოლს დაწვდა და ფეხზე წამოდგა ნივთის პატტონისთვის დასაბრუნებლად,მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.ნივთის პატრონი კარებს იქეთ იდგა.გოგონამ კარებზე რამდენჯერმე ბეჭედი დააკაკუნა და ბიჭის მზერა მიიპყრო ბეჭედი დაანახა და ანიშნა დალოდებოდა.თანხმობის ნიშნათ თავის დაქნევა მიიღო და თვალს მოეფარა.
მეორე გაჩერებაზე ჩამოვიდა და მოპირდაპირე მხარეს გაყვა ისევ.
-***
მთელი გზა აკვირდებოდა ბიჭო გოგონას,რომელსაც მას სადღაც ორი მეტრი აშორებდა. ხედავდა როგორ კითხულობდა, თან მუსიკას უსმენდა. ცოტახანში ყურადღება ბავშვზე გადაიტანა და გაეთამაშა.მისმა საქციელმა ბიჭი ჩააღიმა.ხალხის შემოსვლისას თვალი აარიდა და ისევ,რომ გაიხედა ის იქ აღარ იყო,მის ადგილას მოხუცი ქალბატონი იჯდა."ნუთუ ამ სადგურზე ჩავიდა" -გაიფირა და გული დაწყდა რატომღაც.ვაგონს თვალი ისევ მოავლო და გოგონა შენიშნა სახეზე ღიმილმა გადაკრა.დაჟინებით უყურებდა."რატომ მინდა ამ გოგოს გაცნობა? ნეტავ რას უსმენს? იქნებ...არა ნუ წახვალ ოცნებებში ასეთი რაღაცეები არ ხდება"-უკანასკნელი ფიქრები უკუაგდო და ბეჭედს წვალება დაუწყო. მანაც იგრძნო გოგონას მზერა ცოტა არ იყოს და უჩვეულოდ უყურებდა."იქნებ მივიდე?არა ასე ვერ მიხვალ"-ისევ უარყო ფიქრი და ჩასასვლელად მოემზადა.რამდენიმე ნაბიჯი გასასვლელისკენ გადადგა. "ახლა ჩავალ ვეღარც ვნახავ და ვერც სახელს ვკითხავ."-მოღუშული მიდიოდა თან ბეჭედს აწალებდა ისევ.მატარებელი შეირხა მოხუცს ხელები სწარაფად შემოხვია,რომ არ წაქცეულიყო.
-ფრთხილად ბებო გაგიყვან-უთხრა ჩუმად ბიჭმა და გარეთ გავიდნენ.იმედი ბოლომდე დაკარგა.ზურგს უკან კარზე კაკუნი გაიგონა და სწრაფად შებრუნდა. გოგონა მინის იქედან ხელს უქნედა და ბეჭედს აჩვენებდა.თითით ანიშნა დალოდებოდა მანაც თავი დაუქნია. რატომ იზიდავდა ეს გოგონა ასე ძაან?არ წყდებოდა მის თავში ფიქრები.
მოპირდაპირე მხარეს მატარებელი ჩამოდგა ხალხმა გამოსვლა დაიწყო,მაგრამ თვალი ვერ მოკრა. იმედი ისევ გაქრა. ღრმად ჩაისუნთქა და შებრუნდა.უცებ მხარზე შეხება იგრძნო და წამსვე შემობრუნდა.
-თქვენი ბეჭედი -გაუწოდა გოგონამ თან უღიმოდა.
-მადლობა ვერც კი შევამჩნიე როდის მომძვრა.-ბეჭედი ისევ თითზე გაიკეთა.
-არაუშავს. ისე უცნაურია -ჩაიცინა გოგონამ.
-რა?-წამშივე კითხა.
-გამოვეკიდე უცხო ადამიანს და ველაპარაკები ბიჭს,რომელსაც სახის არც ერთი ნაკუთი არ უჩანს-ჩაიცინა და ჩანთა მხარზე მოიკდა.
-საიდუმლოს გეტყვი,რომ მოვიხსნა დიდ შარში აღმოვჩნდები.-ჩაიცინა ნიღბის მიღმა ბიჭმა.
-პოლიციას ემალები?-სიცილით კითხა გოგონამ.
-მათზე უარესს-სიცილში აყვა.-შეიძლება გავიგო რას უსმენდი?
-სიმართლე გითხრა არ ვიცი ვინ მღეროდა.რადიო მქონდა ჩართული.-უხერხულად ჩაიღიმა. -ჯონ ლეგენდის ალ ოფ მის მღეროდა. გეტყვი საკმაოდ მომეწონა.
-მართლა?-ნიღბის შიგნით ჩაიღიმა ბიჭმა.
-იცი შენი ხმა მისას წააგავს...-კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.-დიახ გისმენთ? აა დიახ დიახ ცოტახანში მოვალ უკვე გზაში ვარ.-ტელეფონი გათიშა და სადგურზე შემომავალ მატარებელს გახედა.-მაპატიე უნდა წავიდე.სასიამოვნო იყო.-მატარებელში შეხტა გოგონა,თან მომღიმარი ხელს უქნევდა.
-***
კლინიკის მისაღებში იჯდა და თავის რიგს ელოდა როდის გაამოაცხადებდნენ.აი ისიც მისი რიგის ნომერი დაეწერა ტაბლოზე და ოთახში შევიდა.
-გამარჯობა.მოდი დაჯექი-გოგონაც თამამად დაჯდა სკამზე.უკვე შეეგუა მისი ცხოვრების რაღაც პერიოდის ამოღებას მისი გონებიდან.-ანალიზების მიხედვით ყველაფერი წესრიგში ჩადგა.რამე ხომ არ გაგხსენებია.
-რა გითხრათ არამგონია.მხოლოდ ის მახსოვს ისევ რაც ინციდენტის შემდეგ მახსოვდა.-თვალებში შეხედა ექიმს.
-მიუხედავად იმისა ჭრილობა თავზე მძიმე არ იყო დარტყმის შედეგად მოხდა მეხსიერების გარკვეული ნაწილების ამოშლა და რადგან გახსოვს ვინ ხარ საიდან ხარ და რა გქვია უნდა ვივარაუდოთ,რომ შენმა გონებამ შენთვის მძიმე ან სევდიანი მომენტები დაივიწყა.
-გამახსენდება?-ინტერესით შეხედა გოგონამ.
-ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. სამედიცინო ცნობით ყველაფერი რიგზე გაქვს. ასე რომ წესით უნდა გაიხსენო-ექიმმა საქაღალდე დახურა და გოგონას გაუღიმა.-თუ კითხვები არ გაქვს შეგიძლია წახვიდე.
-მადლობა ექიმო იუნ.ნახვამდის-გოგონამაც შეღიმა ქალბატონს ფეხზე წამოხტა და გასასვლელს მიაშურა.
-ხატია-გასძახა ქალმა.გოგონაც წამსვე მობრუნდა.-ფრთხილად იყავი და თავს მიხედე. თუ გახსენებას დაიწყებ მოდი-დედაშვილურად შეღიმა ქალმა და ხელით ანიშნა გასულიყო,როცა მისგან თანხმობის ნიშანი მიიღო.
-***
სახლში დაღლილი მივიდა საწოლზე წამოწვა და ჭერს დაუწყო ყურება.
-ნეტავ ასეთი რა დამავიწყდა?-ტუჩის კუთხე აზიდა გოგონამ.მისი გონება უცებ მეტროს ინციდენზე გადაერთო.მისი ფიქრები იმ უცნაურ ბიჭს დასტრიალებდა.რატომღაც მისი გაცნობა მოუნდა უფრო ახლოდან. გამოლაპარაკების შემდეგ ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს ძალიან ახლო ადამიანს ესაუბრებოდა.-სამწუხაროა რომ ვეღარ ვნახავ.-მოწყენით ჩაილაპარაკა, საწოლიდან წამოდგა და მაგიდას მიუჯდა.-ისწავლე თორემ გამოცდებს ის უცნაური ტიპი ვერ ჩაგიბარებს-თავისი ნათქვამზე ჩაეღიმა და თავი ერთდროულად რამდენიმე წიგნში ჩარგო.
ESTÁS LEYENDO
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Fanfic"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...