თავი 6

386 29 0
                                    

  თავის ტკივილმა გააღვიძა გოგონა.საწოლის იმ მხარეს სადაც წესით ჩანს უნდა სძინებოდა ხელი მოუსვა და მის პოვნას ცდილობდა.
-ჩან?-ჩუმად გასძახა ოთახიდან.საწოლიდან წამოდგა და მისაღებში გავიდა. თვალი მოავლო იქაურობას. -წავიდა?-წამოცდა მის შეცბუნებულ ბაგეებს.
-უკვე დავბრუნდი-გაღიმებული სახით შემოაღო კარები.
-ააჰ!გეყოფა უთქმელად გაქრობა-მის დანახვაზე მშვიდად ამოისუნთქა და საყვედურზე გადავიდა.
-მეგონა მოვასწრებდი დაბრუნებას-უღიმოდა გოგონას თან ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.წელზე თავისუფალი ხელი მოხვია და ახლოს მიზიდა.-ჩემს გარეშე ერთი წუთი ვერ ძლებ-თვალებში შეყურებდა.გოგონას ჩაეღიმა მის სიტყვებზე.
-სად იყავი?-ჩანს დიდ მბრწყინავ თვალებში შეყურებდა.
-ნუ ჩემთვის რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ვიყიდე.-პარკი გააშრიალა ბიჭმა.
-ჩვენ ერთად ხომ არ ვცხოვრობთ?
-ვიცი მაგრამ შეიძლება ისევ დამასველოს წვიმამ და აქ დარჩენა მომიწიოს-წარბები აათამაშა ბიჭმა.-არა შენებიც ძალიან მიხდება,მაგრამ საკუთარი მირჩევნია-მის სიტყვებზე სიცილი აუტყდა ხატიას.-მიყვარს,როცა ასე იცინი მთელი გულით -პარკი ძირს დააგდო,ორივე ხელი მის სახეზე გადაიტანა.ცერა თითი მის ტუჩებს გადაუსვა და გაუმაძღრად დაწვდა ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს.
-უკვე დროა წავიდე-მის ტუჩებს მოწყდა ცოტახნით.
-აჰამ.-თავი დაუქნია გოგონამაც.არც მას უნდოდა ჩანის მარწუხებიდან განთავისუფლება,მაგრამ დრო იყო საქმეს დაბრუნება.
-საღამოს გნახავ. მე და ჩემი ოთახი შენ გაბარია,ხომ გახსოვს-თვალი ჩაუკრა,შემდეგ დაგდებულ პარკს დაწვდა და ხატიას გაუწოდა.-ამათ შენ მიუჩინე ადგილი. -ხელი თმაზე გადაუსვა შუბლზე მთელი გრძნობით აკოცა და სახლი დატოვა.
-****
მთელი დღე აჟიტირებული ბედნიერის მწვერვალზე იყო.არ სჯეროდა,ოცნება,რომელმაც აქამდე ჩამოიყვინა ხდებოდა. ახსედებოდა დავიწყებული ნელ-ნელა.თავის ტკივილის სიგიჟემდე მიყავდა,თუმცა ახალი შემოტევა ახალი მოგონების გაღვიძება იყო. ყველაფერი ახსენდება მასზე,მის ოცნებაზე,სიყვარულზე,რომელიც ასე სულდგმულობდა მის გულში.
დღეს განსაკუთრებით გამოეწყო.არასდროს უთმობდა ჩაცმას დიდ ყურადღებას თუმცა დღეს ლამის ყველაფერი გაისინჯა რაც კი კარადაში იყო. ბოლოს გაბრაზებულმა ის ჩაიცვა რაშიც თავი უფრო კომფორტულად იგრძნო.
-ყველანაირი გაპრანჭვის გარეშე მოვწონვარ ასე,რომ არაა საჭირო-სარკეში თავი დაარწმუნა ამაში და სამსახურისკენ გაეშურა.
-***
ჩანიოლი გაბრაზებული ოთახში დადიოდა.თვალებიდან ცოტაც და ნაპერწკლებს გადმოყრიდა.
-ამით რისი თქმა გინდა?-შეუბღვირა მის წინ მენეჯერს.
-იმის რაც გითხარი -ისევ მშვიდ ტონს ინარჩუნებდა მენეჯერი.
-ამას არ გავაკეთებ -წამოიძახა ხმამაღლა.
-გააკეთებ.შენთვის,შენი ჯგუფისთვის და იმ გოგოსთვის.თან ტური გაქვთ.ასე თუ ისე დაშორება მაინც მოგიწევთ.-წყნარ ტონს არ იშორებდა.
-არაა აუცილებელი მას დავშორდე.არ მინდა ამის გაკეთება. -ცდილობდა ისევ შეწინააღმდეგებოდა.
-ახლა ყველაზე ნაკლებად სკანდალი გვჭირდება.იცი მაინც რა მოხდება თუ ფანებმა გაიგეს შენი იმ გოგოსთან ყოფნის ამბავი? გიღირს ყველაფრის ფასად?-შეყვირა მოთმინება დალეულმა მენეჯერმა.
-კი მიღირს-ჩანმაც შეყვირა დაუფიქრებლად. კარებთან მათ საუბარს ყურს შემთხვევით შემოსწრებული ხატია უსმენდა.ცრემლები თავისით დაეშვა მის ლოყებზე.უხმოდ გამობრუნდა ოთახიდან.გასვლისას ჩანმა მისი ზურგი შენიშნა და გაკიდება სცადა.
-უბრალოდ შეეშვი-ხელი დაუჭირა მენეჯერმა.
-თვითონ შემეშვი-გამოსცრა კბილებიდან ხელი გამოსტაცა და გოგონას გაეკიდა.ჰოლში დაეწია მიმავალს.
-ხატია-უკნიდა ეძახდა თუმცა გოგონა არ ჩერდებოდა.-ხატია-მოაყვირა კიდევ ერთხელ.-გოგონა შედგა.ხელებით ცრემლები მოიწმინდა,სახის დაწყნარებას შეეცადა და მისკენ შებრუნდა.
-არაფერია. ყველაფერი მესმის მართლა -სცადა გაეღიმა,მაგრამ ნაკლებად გამოუვიდა.
-არ ვაპირებ ამის გაკეთებას-ორივე ხელში მოიქცია მისი სახე და თვალებში ჩახედა.
-გააკეთებ-მკაცრად თქვა გოგონამ.მისი ხელები სახიდან ჩამოიხსნა და ნაბიჯი უკან გადადგა.-ჩვენს შორის აქ წყდება გზა.
-არ...
-სამუშაო მაქვს.შენს ოთახს სხვას გადავაბარებ.თუ უარს იტყვი ან გამომყვები საერთოდ დავტოვებ სამსახურს-სიტყვები ძალიან სწრაფად თქვა ისე არც აცალა ჩანიოლს სიტყვის თქმა ზურგი აქცია და დატოვა იქაურობა.ჩანი გაქვავებული იდგა ერთ ადგილას.თან უნდოდა ფეხის გადადგმა თან არ უშვებდა სხეული.მაინც შეეცადა და ცოტახანი გაშეშებული ყოფნის შედეგ მის მოსაძებნად წავიდა.
-ასე ადვილად არ ვნებდები.-ჩაილაპარაკა და კიბეებს დაუყვა.პირველ რიგში მენეჯერების ოთახში შეიხედა.გოგონა იქ არ დახვდა.მის ნომერზე რეკვა დაიწყო თუმცა არც იქ პასუხობდა.
-***
სახლში მივიდა მასთან, თან ტელეფონზე რეკვას განარძობდა.
-სად ხარ ხატია?-ნერვიულად თმებზე ხელი გადაისვა.-ჯანდაბა მიპასუხე -ისევ სცადა დარეკვა მაგრამ უშედეგოდ.უიმედოდ ისევ უკან გაბრუნდა.მთელი ღამე ქუჩაში დადიოდა და შესაძლო ვარიანებს განიხილავდა სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ნახვა,მაგრამ ვერანაირი კვალი ვერ იპოვა და ისე სასტუმროში დაბრუნდა იმ იმედით,რომ შესაძლოა ისევ იქ ყოფილიყო სადმე.
-***
მთელი ღამის განმავლობაში ძილი არ მიკარებია ჩანს.ტელეფონზე უშედეგო რეკვები შეწყვიტა.
-თუ ასე გსურს იყოს ასე-ამ სიტყვებს ამბობდა,თუმცა გული რაღაც საშინელს უგრძნობდა.სავარძელში თავი გადაეგდო.ფანჯრიდან უყურებდა როგორ იცვლებოდა სიბნელის კვალი სინათლით.
-წავედით -ოთახში მბრძანებლური სახით შემოაღო კარი მენეჯერმა. ჩანიც უღიმღამოდ წამოდგა ჯიბეში ტელეფონი ჩაიცურა ქურთუკს ხელი დაავლო და უკან გაყვა.
სასტუმროს შესასვლელში ჩანმა ნერვიულად მოსიარულე გოგო შენიშნა მისი ოთახის ყოფილი მენეჯერი.ნერვიულად ცდილობდა ვიღაცას დაკავშირებოდა.
-ონნი აიღე რა ტელეფონი -ჩანმა რატომღაც მასზე გაამახვილა ყურადღება. -ხატია-წამოიყვირა უცებ შვებით გოგონამ. სახელის გაგებისას ჩანს მთელი სხეული სიხარულმა მოიცვა."ე.ი კარგადა."გაიფიქრა თუმცა მალევე გაქრა ეს ფიქრი.
-უკაცრავად ტელეფონის პატრონი სადაა?-სიხარული გოგონას ხმაში შიშმა შეცვალა.ჩანიც გაიყინა ადგილზე.ელოდა როდის იტყოდა რამეს თვალებში ცრემლებ მომდგარი გოგონა.-ონნი -თქვა ცრემლიანმა ტელეფონი გათიშა და გასასვლელისკენ გაიქცა სადაც ჩანი გაყინული იდგა. ჩავლისას ხელით დაიჭირა გოგონა.
-სადაა?-მოთმინება დაკარგულმა კითხა. დაბნეული უყურებდა იონგი.-ხატია საადამეთქი?-იყვირა უცებ.მისი ხმა დერეფანში ექოსავით გაისმა.მენეჯერი მივარდა მას და ხელზე ხელი მოუჭირა.
-ჩანიოლ დაწყნარდი და გოგოს ხელი გაუშვი-მაჯაზე უჭერდა ხელს ჩანს,რომელიც გოგოს მხრებს ჩაჭიდებოდა.მისთვის ყურადღება არც მიუქცევია პასუხის მოლოდინში სული ელეოდა.თვალებში უყურებდა ამ პატარა გოგოს და იმედს ეძებდა.
-საავადმყოფოშია-ჩაილაპარაკა უცბად გოგონამ.
-მე წაგიყვან -ხელები მოაშორა გოგონას და გასასვლელისკენ გაემართა. მენეჯერი დაეწია და მხარზე ხელი ჩაავლო.
-ახლა ვერ წახვალ-ჩუმად უთხარი ბიჭს.
-ჰიონგ -გაცეცეხლებული თვალები მიაპყრო მენეჯერს. ისიც მიხვდა,რომ ახლა ვერავინ შეაკავებდა მას და ხელი შეუშვა.
-***
საავადმყოფოს რეგისტრაციაში მივარდა გოგონა და პალატის ნომერი იკითხა. მათაც მაშინვე უთხრეს. ორივე პალატისკენ გაიქცა.ხატია პალატაში იწვა თავი შეხვეული ქონდა და მშვიდად ეძინა.ექიმიც ოთახში იყო და მის მონაცემებს ამოწმებდა.ჩანიოლს მის ამ მდგომარეობაში დანახვისას მთელ სხეულში დენმა დაუარა.მძიმედ გადადგა მისკენ ნაბიჯები.საწოლზე მწოლიარე სხეულს მიუახლოვდა.ხელზე ხელის მოკიდება უნდოდა.კანკალით დაადო ხელი მის ხელს.
-ეს როგორ მოხდა?-ძლივს წარმოთქვა სიტყვები. ყელში ბურთივით გასჩხერვოდა.ჩაწითლებული თვალებიდან ცრემლებმა დენა დაიწყო.
-გუშინ სასწრაფო მანქანით შემოიყვანეს პაციენტი სხეულზე დაზიანებებით და თავის ტრავმით. ავტო საგზაო შემთხვევა იყო.
-ხომ კარგად იქნება?-კითხა ტირილით გოგონამ.
-სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა ახლა მის გაღვიძებას უნდა დაველოდოთ-ექიმმა ოთახი დატოვა.გოგონა მეორე მხრიდან დაუდგა საწოლს და თავისუფალი ხელი აიღო.ჩანიოლი ფეხზე წამოდგა და ექიმს გაეკიდა მეტი უნდოდა სცოდნოდა.მწოლიარე გოგონა საწოლზე შეირხა.
-ონნი იონგი ვარ-თვალებზე ცრემლები შეიმშრალა.-ონნი როგორ ხარ?კარგად ხარ? ჩანიოლ ოპპაც აქაა.ექიმთან გავიდა -მიაყარა მისი გაღვიძებით გახარებულმა გოგონამ.ხატიამ თვალები გაახილა.
-იონგა ოთახში ბნელა-წარმოთქვა უცებ ხატიამ.
-არა ონნი სინათლეა.მთელი ოთახი განათებულია.-ამ კითხვამ გააოცა გოგონა.ხატიამ თვალები მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა.არაფერი შეცვლილა.თვალებში ცრემლები მოადგა და ისევ დახუჭა.ამ დროს ჩანიოლიც შემოვიდა ოთახში.
-ონნიმ გაიღვიძა.-გახარებულმა მიახარა მასაც და ფეხზე წამოხტა.ექიმს დავუძახებ.გოგონა კარისკენ წავიდა ჩანი კი ხატიასკენ. ხელზე ხელი შეახო მან კი უხეშად გასწია.
-აქ არ უნდა იყო-თვალ გაუხელლად წარმოთქვა.
-იქ ვარ სადაც უნდა ვიყო და სად ყოფნაც მინდა-მიიღო პასუხი გოგონამ თვალები კიდევ უფრო მაგრად დახუჭა.-თვალები გაახილე და შემომხედე გთხოვ-ჯიუტად იჭერდა მის ხელს,რომლის ამოცლასაც გოგონა ცდილობდა.
-მე არ მინდა აქ იყო.არც დანახვა მინდა.უბრალოდ წადი.მინდა ჩემზე აღარ იფიქრო.
-ხატია არ წავალ-ჯიუტობდა ბიჭი.
-არ მიყვარხარ. ახლაც არ წახვალ? უბრალოდ მსიამოვნებდა აიდოლის ყურადღება.ვიცოდი,რომ ასე მოხდებოდა და დიდიხანს არ ვიქნებოდი შენთან შენც ერთობოდი ჩემთან ისევე როგორც მე.შენს საქმეს დაუბრინდი.წადი მეთქი-წამოიყვირა გოგონამ და ხელიდან ხელი ისევ გამოსტაცა.-წახვალ თუ მე წავიდე საერთოდ ქვეყნიდან? -კითხვა დაუსვა ბიჭს,რომელიც მას დაყურებდა და ვერ ხვდებოდა ასე როგორ შეიცვალა.ჩანიოლი მის ნებას დაყვა ოთახიდან და საავადმყოფოდან გაუჩინარდა.
-***
სახლში გოგონა ხელი ცეცებით დაბორიალობდა.სამზარეულოდან იონგი გამოვარდა.
-ონნი რას აკეთებ მითხარი და თუ რამე გინდა მე მოგიტან.-მზრუნველად მოკიდა ხელები.
-იონგა ავადმყოფივით ნუ მექცევი.მივეჩვიე უკვე სიბნელეს.ნუ გეშინია არ დავეცემი-სახეზე ღიმილი გამოესახა ხატიას და მაგიდაზე დადგმული ჭიქა მოძებნა წყალი მასში ჩაასხა და დალია.-ხედავ? მე ეს შემიძლია -გაიცინა მისი მიმართულებით.
-დღეს ერთი თვე გავიდა იმ დღიდან.ექიმთან გვიწევს მისვლა.-იონგი თავისთვის ლაპარაკობდა მის ცქმუტვაზე კი ხატიას სახეზე ღიმილი ეგვრებოდა.
-მიხარია, რომ ჩემთან გადმოხვედი. -გოგონას ხელი მოიძია მასთან ახლოს და მოეფერა.
-მეც ონნი.მიხარია შენთან, რომ ვარ და გეხმარები.ახლა კი გაემზადე და წავიდეთ.-ხატია ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა.
-იონგა კარზე ზარია არ გესმის?-გამოსძახა ოთახიდან ცოტახანში
-უკვე ვაღებ-გასაღებად გაემართა და გაშეშდა.
-იონგა ვინაა?-ოთახიდან ხელების ცეცებით კედელს გამოყვა ნელი ნაბიჯებით და კარებისკენ გაიხედა.-ვინ არის?-კარებში მდგომი სხეული უყურებდა მას.-იონგა!-დაიძახა კიდევ ერთხელ.
-ეს...ის... -დაიბნა გოგონა.
-თქვენი მეზობელი ვარ-გაისმა უცებ მისი ხმა.-ახლახანს გადმოვედი და მინდოდა გამეცნო თუ ვინ ცხოვრებდა ჩემს წინ.
-ეს ხმა...ის ვერ იქნება.მე მას თავი შევაძულე-წაიჩურჩულა ხატიამ.-რა გქვიათ?-უცებ იკითხა გოგონამ.
-პარკ იუჯინი -დაუფიქრებლად წარმოთქვა ბიჭმა.
-მე ხატია.სასიამოვნოა როგორც უკვე მიხვდით ვერ ვხედავ-გაუღიმა და თან ხელი გაუწოდა კარებთან მისულმა.-ეს კი იონგია.ერთად ვცხოვრობთ -მხიარულად მიადო გვერდით მდგომს ხელი.ბიჭმაც ჩამოართვა ხელი და მის მომღიმარ სახეს გულმოდგინედ ათვალიერებდა  

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now