თავი 10

410 32 0
                                    


  დამღლელი კონცერტის შემდეგ ბიჭების და ჩანიოლის გზა გაიყარა.ერთი სული ჰქონდა როდის მიაღწევდა სახლამდე და ყველაზე სასურველ ჩახუტებას მიიღებდა. მძღოლს ხატიას სახლისკენ მიჰყავდა თან თავში მენეჯერის სიტყვები უტრიალებდა:,,კარგი ჩვენ თანახმა ვართ დავმალოთ ეგ ურთიერთობა,მაგრამ მას სურს მთელი ცხოვრება შენთან ერთად მალვაში გაატაროს? იქნებ ერთ დღესაც დაიღალოს. გიფიქრია ამაზე?"-ფიქრებიდან მანქანის გაჩერებამ გამოარკვია, უკვეე ბინასთან იდგნენ. გადმოსვლამდე გოგონას ფანჯრებს ახედა, საიდანაც შუქი ჯერ კიდევ გამოდიოდა. ხელზე საათს დახედა, უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა.
-რატომ არ სძინავს?-ჩაილაპარაკა სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან,თავის ნივთებს ხელი დაავლო და კიბეებზე აირბინა. კარებზე კაკუნის უშედეგო მცდელობის შემდეგ ნერვიულად ჯიბეში გასაღებს ძებნა დაუწყო.კარებს მოარგო და შიგნით შევარდა. შესასვლელში დაყარა ყველაფერი რაც ხელში ეჭირა და გზა მისაღებისკენ განაგრძო.გოგონა სავარძელსა და მაგიდას შორის იატაკზე იჯდა. ყურებში ყურსასმენები გაერჭო,წინ კი ბოლო საგამოცდო მასალა ედო, რის სწავლასაც ცდილობდა ჩანიოლის ხმასთან ერთად. ხატიას ასე დანახვისას ნერვიულპბამ გადაუარა,ჩაიღიმა და მისკენ წავიდა. ხატიამ მისი შემოსვლა ვერც კი გაიგო ისე მიუახლოვდა.მასსა და სავარძელს შორის ფრთხილად ჩაჯდა. უკნიდან ხელები წელზე შემოხვია,ნიკაპი მხარზე დაადო მისი კანის სურნელი ღრმად შეისუნთქა და გაინაბა. თავიდან გოგონა შეცბა თუმცა მერე ყურსასმენები მოიხსნა და ზურგით მიეხუტა გატრუნულ ბოჭს.
-ხომ ყველაფერი რიგზეა?-კითხა გატრუნულს რომელიც მასთან ჩახუტებით ტკბებოდა.
-ახლა კი-წასჩურჩულა ყურთან.ხელები კი კიდევ უფრო მაგრად შემოჭიდა წელზე. -კიდევ კითხულობდი?-ახლა გაბრაზება დაეტყო ჩანიოლს ხმაზე.
-კი ბოლო გამოცდისთვის ვემზადები, რომელიც ჩემი სიბრმავის გამო გამიცდა. ეს გამოცდაც და შემდეგ დიპლომი ჩემია-მხიარულად შემოკრა ხელები ერთმანეთს და მისკენ შებრუნდა.
-ხომ გითხრა ექიმმა ცოტა დაგესვენა და თვალები არ დაგეღალა.-ისევ კოპებშეკრული შეჰყურებდა გოგონას. -უკვე უნდა გეძინოს, გვიანია.
-შენ გელოდები და დრო რომ გამეყვანა ამიტომ ვცდილობდი კიდევ მეკითხა-ისევ ღიმილოანი სახით შეჰყურებდა ჩანიოლს და სიამოვნებდა ასე რომ ზრუნავდა მასზე.
-რა იცოდი, რომ მოვიდოდი?-კოპები გახსნა ბიჭმა მომღიმარი სახის დანახვაზე.
-არ ვიცოდი-მხრები აიჩეჩა გოგონამ-მაგრამ გელოდი-გაბრწყინებული თვალებით უყურებდა წინ მყოფს, რომელიც თვალებს მის სახეზე დააცეცებდა.
უცებ ორივე ხელის შეხება იგრძნო სახეზე. ჩანმა ხელებით ახლოს მოზიდა, ორივე თვალზე გრძნობით აკოცა და მომღიმარმა გულში ჩაიკრა. ხატიამ კომფორტულად შრმოხვია ორივე ხელი წელზე.-ყველაფერი გამახსენდა იცი?მე აქ შენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა.-წაჩურჩულა გოგონამ ყურთან.
-როდის გაგახსენდა? ანუ მიცნობდი-ჩაიღია და გოგონა უკან გასწია.
-აჰაამ-თავი დაუქნია ხატიამ.-ცოტა ხნის წინ გამახსენდა. წასვლამდე გამახსენდა.
-როგორც ამბობ ჩემმა სიყვარულმა ჩამოგიყავანა თუმცა ჩემთან შეხვედრა არ გიცდია. რატო?-მოუთმენლად ელოდა მის პასუხს.
-ყოველთვის ვამბობდი, რომ არ დაგიწყებდი სხვასავით დევნას რომელიც მუდმივად კუჭში დაგყებიან, თავს გაბეზრებენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევენ. მიუხედავად იმისა რომ აქ შენდამი ჩემმა უსაზღვრო სიყვარულმა ჩამომიყვანა არ მიცდია შენი ნახვა, განა იმიტომ რომ არ მინდოდა უბრალოდ ვთვლიდი რომ თუ ბედი გამიღიმებდა ერთხელაც სადმე შემთხვევით შეგხვდებოდი. მე კი უბრალოდ ისიც მაბედნიერებდ ვცხოვრობდე იმ ქალაქში სადაც შენ, იმ ჰაერს ვსუნთქავდე რასაც შენ და დავდიოდე ქუჩებში,სადაც შესაძლოა ერთხელ მაინც გაგივლია.ეს ყველაფერი კი დიდ ბედნიერებას მანიჭებდა.-ჩანი გაკვირვებული უსმენდა გოგონას და ფიქრობდა თუ რა ძლიერ შეეძლო ამ პატარა გოგონას ყვარებოდა ის. -ღმერთის მწამდა და მჯეროდა რომ შევხვდებოდით ერთმანეთს. და აი ჩვენც შევხვდით თან იმ დროს რომ არ მახსოვდი და მეც გახსენება დავიწყე. მჯერა რომ ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი არ ხდება ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
მომღიმარი გოგონა ხელებით ბიჭის გაკვირვებულ სახეს მოეფერა.
-რატომ ხარ ასეთი კარგი? -გადმოსცდა ბიჭის ბაგეებს.
-სულაც არ ვარ კარგი -ჩაიცინა გოგონამ და გაბრწყინებული თვალები მიაპყრო, რომელიც მხოლოდ მასთან ბრწყინავდა ასე.
-ცუდ ადამიანს არ შეუძლია ასე შორ მანძილზე უანგაროდ უყვარდეს,ჩამოვიდეს იქ სადაც ის ცხოვრობს და მხოლოდ ის აბედნიერებდეს, რომ ერთი და იგივე ჰაერს სუნთქავენ.ცუდ ადამიანს არც ის შეუძლია მიატოვოს შეყვარებული სხვისი კეთილდღეობისთვის.მიხარია და მაბედნიერებს რომ ასეთი კარგი გიპოვე.-უცებ ჩანიოლი მის ტუჩებს დაწვდა-დაიფიცე,რომ ასე აღარ მოიქცევი, დაიფიცე, რომ აღარ დამტოვებ რაც არ უნდა მოხდეს. დაიფიცე,რომ მუდამ ასე გეყვარები.-მთელი სახე ნაზი კოცნებით დაუფარა გოგონას.
-მე არ მინდა ყველა მიცნობდეს როგორც შენს შეყვარებულს ან გოგონას რომელსაც ერთ დროს ხვდებოდი და ამით ცნობადი გავხდე შენ და ბიჭებს კი პრობლემები შეგექმნათ.მზად ვარ შენთან ერთად მთელი ცხოვრება ხალხისგან ამ ურთიერთობის მალვაში გავატარო.უბრალოოდ ვიცოდე რომ გიყვარვარ და ჩემი გქვია. მზად ვარ ყოველ საღამოს დაგელოდო თუნდაც არ ვიცოდე რომ მოხვალ.-ხატიას თვალებიდან ცრემლი ჩამოვარდა ჩანმა კი უმალვე მოწმინდა ცერა თითით.-გპირდები აღარსად წავალ და არ დაგტოვებ თუ შენ არ მეტყვი ამას.-გოგონას სიტყვებმა იმოქმედა ჩანზეც თვალებში ცრემლი ჩაუდგა თუმცა ბოლომდე იკავებდა თავს.
-არასდროს!არასდროს გეტყვი ამას!! ხელები მოხვია და მაგრად ჩაიკრა მკერდში.-მე კი გეფიცები თუ ამ ნაბიჯს გადადგავ და მიმატოვებ საერთოდ თავს დავანებებ ყველაფერს რისი კეთებაც აქამდე მყვარებია.
-ნუ ამბობ ასე-ტუჩებზე ხელი ააფარა გოგონამ და თვალებში შეხედა. ჩანმა ხელის გულზე აკოცა და ისევ თვალებში შეხედა.
-მყავდე და გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება. სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია-ნეკა თითი გაუწოდა ბიჭმა -გპირდები რომ მეყვარები და არ მიგატოვებ.
-მეც გპირდები,რომ მეყვარები და არ დაგტოვებ.-ნეკა თითი ჩასჭიდა გოგონამაც რომლის სახეზეც ცრემლი და სიხარულის ღიმილი ერთად დასთამაშებდა.
-***
გოგონა ავტობუსში იჯდა. ორივე ხელით დიპლომს ჩაბღაუჯებოდა და გაღიმებული სახით შეჰყურებდა მიმავალი ავტობუსის ფანჯრიდან გარემოს. კვირაზე მეტი იყო გასული რაც ერთმანეთს არ შეხვედრილან, მის სახეს არ მოფერებია,არ უკოცნია,არ ჩახუტებია. თუმცა მის გულში ყოფნა ბრდნიერებას ანიჭებდა. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ჩანიოლი ყოველთვის ცდილობდა მოსაკითხად ერთი შანსიც კი არ გაეშვა.
სახლში მისვლისას დიპლომი გამოააჩენ ადგილზე დადო, ჩანთა სავარძელში ჩააგდო. ტანსაცმლის გახდა დაიწყო და სააბაზანოს მიაშურა წყლის გადასავლებლად.
-***
კარებში გასაღები გაჩხარუნდა და ოთახში ჩანის მომღიმარმა სახემ შემოანათა. თვალებით ხატიას ძებნა დაიწყო. თვალი დიპლომს მოკრა და კმაყოფილმა ჩაიღიმა. შემდეგ თვალი სავარძელში დაყრილი ნივთებისკენ გააპარა და სახეზე ეშმაკურად ჟინნარევმა ღიმილმა გადაჰკრა. ისიც სწრაფი ნაბიჯით სააბაზანოსკენ წავიდა. სახელურს დაწვდა და თავისკენ მოზიდა.კარებთან ერთად გოგონაც გამოიყოლა გარეთ რომელიც ამავე დროს გამოსვლას აპირებდა.მის ბაგეებს ყვირილი აღმოხდა, შეეჯახა და ორივე ძირს დაეცა. ჩანმა ხელი პირზე ააფარა ხატიას.
-მე ვარ-სიცილით ეუბნებოდა. მანაც მაშინვე შეწყვიტა ყვირილი.
ცალი ხელით პირსახოცს იმაგრებდა მეორე ხელი კი მის მკერდზე ედო.
-რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი? -მბზინავი,მომღიმარი, გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებდა ბიჭს.
-სიურპრიზი მინდოდა-წარბი შეათამაშა მის ქვეშ მოქცეულმა ბიჭმა.-მაგრამ...-ბიჭის მზერა გოგონას სახიდან ჩამომავალ წყლის წვეთისკენ გაეპარა, რომელიც ნელი სვლით ჯერ კისერს დაუყვა შემდეგ მხარზე ჩამოვარდა მკერდისკენ თავხედურად გზა განაგრძო და პირსახოცის ქვეშ გაუჩინარდა. ხარბად ნერწყვი გადაყლაპა ჩანიოლმა. ხატიას მისი ეს მზერა არ გამოპარვია. და ხელი რომელიც მის მკერდზე ედო თვალებზე ააფარა.
-თვალები უნდა დახუჭო ამ დროს- სიცილით ეუბნებოდა, შემდეგ ხელი მოაშორა და წამოდგომა სცადა. ჩანმა ხელი დაუჭირა და ისევ იმ მდგომარეობაში დააბრუნა. თავისუფალი ხელი სველ თმებში შეუცურა და მისი ტუჩების დაგემოვნება დაიწყო. უჭირდა მის მცხუნვარე ტუჩებს მოსცილებოდა და იმ ცეცხლს რაც ახლა მათ შორის ენთო მაგრამ ხატიამ მაინც დაიძვრინა თავი. ფეხზე წამოხტა და ოთახში შევარდა შიგნიდან კარებს მოეყუდა და ღრმად სუნთქვდა. ჩანი ისევ იატაკზე იწვა "არ გაყვე ჩანიოლა, არ გაყვე" აწყნარებდა თავის თავს. ცალი ხელი თავ ქვეშ ამოიდო და იმ მხარეს მომღიმარი იყურებოდა სადაც წუთის წინ გოგონა გაუჩინარდა. მალევე წამოდგა იატაკიდან და სამზარეულოში წყლის დასალევად და შინაგანი ცეცხლის ჩასაქრობად შევიდა. იქიდან კი მდივანზე გადაინაცვლა და მგზავრობისგან დაღლილმა წამოისვენა. ოთახიდან უკვე ჩაცმული და სუნთქვა დამშვიდებული ხატია გამოვიდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თვალებ დახუჭულ ბიჭს რომელსაც ცალი ხელი თავ ქვეშ ამოედო. მასთან მისული ხატია ჩაიმუხლა,ხელით შუბლზე ჩამოყრილი თმები გადაუწია. ჩანიოლს მის შეხებაზე ღიმილი გამოესახა.
-ცოტა ხნით ჩემთან ერთად წამოწექი. მალე უნდა წავიდე, კომპანიაში უნდა შევხვდეთ ბატონ ლის. -თვალებდახუჭულმა ჩაილაპარაკა და ახლოს მიზიდა გოგონა.
-მანდ ორი ადამიანი არ ეტევა-ჩაიხითხითა ხატიამ.
-ამიტომ უნდა ჩამეხუტო-ხელით უბიძგა. ისიც წამში აღმოჩნდა მის გვერდით წამოწოლილი და ორივე ხელით მაგრად იკრავდა გულში.
-მომნატრებიხარ-წასჩურჩულა კისერზე მიხუტებულმა გოგონამ.-საღამოს ხომ ისევ მოხვალ?-თვალები ააპარა მისკენ.
-რათქმაუნდა -ჩაიცინა-სხვა თუ არაფერი ბინა მეზობლად მაქვს.
-რად გინდა ეგ ბინა მაინც სულ აქ ხარ და ტყუილად ქირაობ-ჩაიდუდღუნა ხატიამ.
-შეყვარებულის ქონებას უფრთხილდები?-ღიმილით დაწვდა მის შუბლს და აკოცა.
-ვიღაც ხომ უნდა გაუფრთხილდეს. -სიცილში აყვა, წელზე უფრო კარგად მოხვია ხელი. მკერდზე თავი კომფორტულად მიადო,თვალები დახუჭა, გაიტრუნა და მის გულის ცემას დაუგდო ყური რომელიც მელოდიასავით ჩაესმოდა. 

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Where stories live. Discover now