თავი 13

339 31 1
                                    

  ჩანიოლი მოუსვენრად სავარძელში მოკალათებული ფეხს ნერვულად ათამაშებდა.ოთახში შემოსულმა ლაშამ მიიპყრო მისი ნერვიული მზერა ფეხზე წამოიჭრა და მისკენ წავიდა.
-დიდიხანი არაა რაც წავიდა?-შეჰყურებდა ამ კითხვით გახალისებულ ბიჭს.
-სულაც არა-ხითხითებდა ბიჭი-აქ ყველა ყველას იცნობს ხატიას მითუმეტეს. დარწმუნებული ვარ ყოველი მეორე აჩერებს და გამოკითხვებს უტარებენ.
-აიშ!-უკმაყოფილოდ გაბრუნდა ბიჭი სავარძლისკენ სადაც წუთის წინ იჯდა და ისევ ჩაებერტყა.
-მხოლოდ ნახევარი საათის წინ წავიდა.როგორ ჩერდები მის გარეშე ტურის დროს.-ისევ სიცილით ეუბნებოდა ლაშა.
-და ვინ თქვა რომ ვჩერდები-ჩანის სახეზე ღიმილი ეგვრებოდა.
-კარგი კარგი წამო ვიცი საიდანაც მოვა და გავუდგეთ-მის სიტყვებზე მხიარულად წამოხტა და ორივე სახლიდან გავიდნენ.
-***
ლაშამ ჩანი იმ მიმართულებით წაიყვანა საიდანაც ხატია უნდა მოსულიყო.კუთხიდან გოგონა შეამჩნიეს ჩანს სახეზე ღიმილი გამოესახა. გასულებმა მასთან ბიჭი შენიშნეს, რომელიც მის ხელს უხეშად ჩააფრენოდა. ამის დანახვაზე თითქოს ბიჭის გონებას ბნელმა გადაკრა.წამის მეასედში დაფარა ის გზა რაც მათ შორის იყო.ლაშაც უკან მიყვა.თითოეული სიტყვა გაიგონა,რომელსაც ეს უხეში არსება მის დას ხმამაღლა უყვიროდა.მისი გონებაც ბურუსმა მოიცვა.
ჩანიოლი ბიჭის მაჯას ჩაფრენოდა და ისე უჭერდა ხელს თითქოს მაჯის წაგლეჯვას უპირებდა.
-გაუშვი,თორემ მოგამტვრე -გამოსცრა კბილებიდან.
-ეს ვინაა და ვაფშე რა უნდა-არც ლევანი ცხრებოდა სახეზე გამოხატული ტკივილის მიუხედავად.
-ისაა ვისაც მიუწვდომელს ეძახი და გეუნება თუ ჩემს დას ხელს არ გაუშვებ ხელებს მოგამტვრევს.-წარბი წარბში გაუყარა ლაშამ.-არც მე დაგაკლებ-ორივე დაბნეულ ლევანს შეჰყურებდა მკვლელი მზერით. ხატიას მზერა კი ხან ერთზე იყო მიმართული, ხან მეორეზე და ხან მესამეზე.
-ეს შეუძლებელია -მისდა უნებურად შეუშვა გოგოს ხელი.ხატია მტკივნეულ მაჯას ისრესდა. ჩანმაც შეუშვა თავხედ ბიჭს ხელი და ხატიას ხელს მიუბრუნდა.
-კარგად ხარ?-ორივე ხელი სახეზე მოკიდა და თვალებში მზრუნველად შეხედა.გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.
-ეს შესაძლებელია. ერთადერთი შეუძლებელი აქ შენ ხარ-ლაშა ბიჭის საყელოს ჩააფრინდა.ის კი ისევ ხატიას შეჰყურებდა გაოგნებული,რომელიც სიყვარულით აღსავსე მზერით შეყურებდა ჩანს.გულში ახლა იმაზე მეტი ტკივილი მიიღო ვიდრე სამი წლის მანძილზე ჯერ ხატიას დევნით და მისგან უარყოფით,მერე კიდევ მისი ასე შორს წასვლით და იმ იმედით ლოდინით,რომ დაბრუნდებოდა ბიჭისგან უარყოფილი და შვებას მასთან იპოვიდა.თუმცა მწარედ შეცდა.სულაც არ იყო ხატია ასეთი ვინმესგან უარყოფილს სხვის მკლავებში ეძებნა თავშესაფარი და მითუმეტეს არც ჩანისგან იყო უარყოფილი.ჩანიოლი უცებ მათკენ მობრუნდა ლაშა გვერდით გასწია ბიჭს კი თვალებში დაუბნელდა და მიწაზე დაენარცხა.
-აღარ გაბედო მასთან ახლოს მისვლა მითუმეტეს ხელის დაკარება-თითით მის სახესთან ათამაშა,შემდეგ ისევ გოგონას მიუბრუნდა მკლავებზე ხელი მოხვია და სახლისკენ გაემართნენ.ლაშამ ისევ ჩაავლო საყელოში ხელი და ჩანის სიტყვები უფრო მკაფიოდ წარმოთქვა,რამდენიმე თვითონაც დაამატაა და იქვე მიაგდო.
-****
რამდენიმე დღის შემდეგ ეს ამბავი უბრალოდ მიივიწყეს,თუმცა არა არ დავიწყებიათ უბრალოდ გოგონამ დაარწმუნა,რომ არ ღირდა ეს ადამიანი სანერვიულოდ.მას მხოლოდ ერთი უყვარდა და მხოლოდ მასთან უნდოდა ყოფნა.გოგონას მობრწყინვალე თვალებში ამ სიტყვების დამამტკიცებელ საბუთს ხედავდა,მიუხედავად იმისა, რომ ამას დამტკიცება არ სჭირდებოდა.
მშობლების არ ყოფნით გათამამებულები სავარძელში მოკალათებულიყვნენ.ბიჭი მთელი ძალით იხუტებდა, თავი მის კისერში ჩაერგო და ღმად სუნთქავდა მის სურნელს.მყუდროება გოგონას ტელეფონის ხმამ დაარღვია.მაგიდაზე დაგდებულ ტელეფონს დაწვდა.
-გისმენთ-სიცილით წარმოთქვა,როცა ჩანის უკმაყოფილო მზერას წააწყდა მყუდროების დარღვევისთვის.-კარგად ჩემი გოგო შენ რას შვები?-მხიარულად განაგრძობდა ლაპარაკს.უნდოდა სავარძლიდან წამომდგარიყო,მაგრამ ბიჭის ხელებმა ისევ უკან დააბრუნეს და მესაკუთრედ მიიხუტა. - ვაა მართლა? გილოცავ. კარგი აუცილებლად, მაგრამ-მზერა ჩანზე გადაიტანა -მარტო არ ვარ.-სახეზე ღიმილმა გადაკრა გოგონას-კარგი მოვალთ-ტელეფონი გათიშა და მთელი სხეულით ბიჭისკენ შეატრიალა.
-რატომ მიყურებ ასე?-ჩაიღიმა ჩანმა.
-მეგობარს ველაპარაკე რომელიც თხოვდება და ჩვენ სტუმართა სიაში ვართ. -შეპარვით უთხრა ხატიამ.-თუ არ გინდა ნუ წავალთ.
-აუცილებლად წავალთ იმიტომ, რომ შენ გინდა და შენ თუ გინდა მეც მინდა-ტუჩებიდან სწრაფად მოიპარა კოცნა და გაღიმებული შეყურებდა -თან თქვენებურ ქორწილს ვნახავ.რა მაგარია. -სიხარულისგან სახე გაუნათდა ბიჭს.ხატიასა გადაედო მისი ხასიათი ახლა გოგონა დაეწაფა მის ტუჩებს.
-****
ბიჭები თავის ოთახში შეკეტილიყვნენ.ხატია ოთახისკენ წავიდა.მთელი დღე ჩანისგან ნაკლებ ყურადღებას განიცდიდა აინტერესებდა რა სჭირდა.კარები შეაღო და ორივე კომპიუტერში რაღაცას დიდი ინტერესით შეჰყურებდნენ,ხატიას დანახვაზე ორივემ სწრაფად დახურა ლეპტოპი და უცოდველი მომღიმარი სახით შეხედეს გაკვირვებულ გოგონას.
-ამ...-მათი ქცევით დაბნეულს დაავიწყდა თუ რა უნდა ეთქვა.
-რამე გინდოდა საყვარელო დაიკო?-მისკენ წავიდა ლაშა.
-აა.კი მინდოდა-თავი მოიქექა დაფიქრდა რაზე შევიდა.ჩანიოლი მის დაბნეულობაზე სიცილს ძლივს იკავებდა.-აააშ! ჯანდაბა დამავიწყდა -წამოიყვირა და კარებისკენ შებრუნდა და გავიდა. უკან მდგომებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს.
კარებს გარედან მიყრდნობილი ხატიას ათასი სისულელე მოსდიოდა თავში...
-გეყოფა სისულელები.არც ერთი არაა მაგნაირი-თავში ხელი წამოირტყა და სამზარეულოში წავიდა დედასთან.
-****
ქორწილში მისულებს ყველა მათ შეჰყურებდა. ზოგს შურდა გოგონასი,რომელსაც ასეთი კაცი უმშვენებდა გვერდს,ზოგიც ისე უყურებდა თითქოს მიუტევებელ ცოდვას ჩადიოდა,ძირითადად ასე ხანში შესული ხალხი შეჰყურებდა.ჩანიოლს და ლაშას გოგონა შუაში მოექციათ ის კი თავს იწონებდა მათთან ყოფნით ზოგის გამბურღველი მზერის მიუხედავად.სტუმრები თავიანთ ადგილზე დასხდნენ.მეფე-დედოფალიც შემოვიდა დარბაზში. ბიჭი მათ შეჰყურებდა შიგადაშიგ ხატიას მომღიმარ სახეს გადახედავდა ხოლმე .ცდილობდა თავიანთი თავები წარმოედგინა მათ ადგილას.
ტრადიციულად სადღეგრძელოებს მუსიკა მოჰყვებოდა.მეჯვარემ პატარძალი გამოიცეკვა შემდეგ სიძემ ჩაუჭრა.დიდი სიამოვნებით შეჰყურებდა ამ სცენას ჩანიოლი. გოგონა მუსიკის ყოველი ჩართვისას ადგილზე ცქმუტავდა მის გვერდით მჯდომი ღიმილით შეჰყურებდა.ჩანმა ლაშას თვალის ჩაკვრით ანიშნა რაღაც ისიც წამოდგა და საქმის შესასრულებლად გაემართა.
მალევე მობრუნდა დასთან და მომღიმარი სახით შეხედა.
-წამო ვაჩვენოთ კლასი-თვალი ჩაუკრა დას.ხატიამ ჩანს გახედა. რომელმაც მაშინვე დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.
-მიდი მე არსად გავრბივარ.ხომ ხედავ როგორ გინდა ცეკვა-სიცილით მოცქმუტავე სხეულზე ანიშნა.მუსიკის ხმაც გაისმა.ლაშამ სწრაფად წამოაყენა და საცეკვაო სცენისკენ წაიყვანა.ბიჭმა თავისი პარტია დაიწყო გოგოს წინ გასმებიც გააკეთა ერთად რამდენიმე ილეთი შეასრულეს.უცებ ლაშას ადგილი ვიღაცამ დაიკავა. გოგონა წამით შეჩერდა და სახეზე სიცილი გაოცებამ შეცვალა.
-ისევ შენ ძმას დავუთმო თუ მე მეცეკვები?-თავი მისწია გაშეშებულ გოგონასკენ საცეკვაო პოზაში ჩანმა.ხატიამ საღი გონება დაიბრუნა და პარტნიორს ცეკვაში აყვა.ამხელა სიამოვნება არც ერთხელ მიუღია ცეკვის დროს.ცეკვის ბოლოს ოვაციები არ დაიშურეს იქ მყოფებმა.გოგონას სულ არ აინტერესებდა ირგვლივ მყოფების ოვაციები. გაბრწყინებული სიყვარულით სავსე მზერით იკარგებოდა ბიჭის გაბრწყინებულ მომღიმარ თვალებში.
-ყოჩაღ ძმაო-სცენას ოდნავ გამოშორებულებთან ლაშა მივიდა და ჩანს მხარზე ხელი დაკრა.
-როდის ისწავლე?-წამოცდა გოგოს ბაგეებს.
-ბევრი ვიდეო ვუყურე ამ ცეკვის სასწავლად-ღმად სუნთქვა ბიჭი.-რამდენიმე ილეთის დამუღამებაში შენი ძმის ხელი ურევია-ახლა ჩანმა დაარტყა მხარზე ხელი ლაშას.-მადლობა.
-ანუ ის... მაშინ...ლეპტოპი... -დაბნეულად ლაპარაკობდა გოგონა. თავისივე დაბნეულობაზე ბიჭებთან ერთად მასაც გაეცინა.
-***
ქორწილიდან დაბრუნებულმა ღამე ემოციებისგან აღელვებულმა ვერაფრით დაიძინა.ლოგინში ტრიალებდა და პატარა ბავშვივით ცქმუტავდა. ტუმბოზე ტელეფონი აბჟუალდა ხელით ახლოს მოაჩოჩა და მესიჯი გახსნა.
-"მეც ძალიან ბედნიერი ვარ"-წაიკითხა და ჩაიღიმა.
-"მეგონა უკვე გეძინა"
-"როცა ასე ხმაურობ რა დამაძინებს :D. ერთი ცეკვა შევინახე ჩვენთვის როცა უკან დავბრუნდებით."
-"უკვე მიდიხარ? ასე უცებ გავიდა ეს დღეები?" -ღიმილი მოღუშულმა სახემ შეცვალა.ცრემლი გადმოუგორდა თვალიდან.
-"მივდივარ? შენ არ მოდიხარ?"-საწოლზე წამოჯდა და კედელს გახედა,რომლის იქეთაც გოგონა იწვა.
-"ცოტა მოგვიანებით. მინდა ცოტახნით კიდევ დავრჩე."-ცდილობდა ასე ჩანიც და საკუთარი თავიც მოეტყუებინა.
-"ეს უკეთესად ჟღერს ვიდრე ის,რომ არ მოდიხარ."-ისევ საწოლზე დაბრუნდა ჩანი.-"და ძალიან მომენატრები"
-"მეც"-უკანასკნელად გააგზავნა და თავს უფლება მისცა ბალიშში მოგუდულად ეტირა.ისე არავის, რომ არ გაეგო.
-****
აეროპორტში მიყვანა ლაშამ იტვირთა. მანამდე ჩანი ყველას თბილად დაემშვიდობა. ნამდვილად თბილი მოგონებები მიქონდა ამ ქვეყნიდან თუმცა ყველაზე ძვირფასს ტოვებდა.
-მიხარია, რომ გაგიცანი-ლაშა გადაეხვია მეგობარს.
-მეც მიხარია -ზურგზე ხელი დაარტყა რამდენჯერმე.
-კარგი. ხატ მანქანაში დაგელოდები.-დას მიუბრუბდა და გასასვლელისკენ გაემართა. ხატია უცებ მის მკერდს მიეკრა.
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს მემშვიდობები.-ხელები მაგრად მოუჭირა ჩანმა.
-ასეც არის-ახედა ქვევიდან.
-არა მე სამუდამოდ დამშვიდობებაზე ვამბობ-მისმა სიტყვებმა გული კიდევ უფრო მეტად გაუხლიჩა.მართლაც ასე ფიქრობდა,რომ ახლა მას ბოლოჯერ ხედავდა და ვეღარ ნახავდა.რატომღაც ეგონა,რომ უკან დაბრუნების ნებას აღარ მისცემდნენ.შეუმჩნევლად თვალიდან გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
-სულ ცოტახანი და მეც ჩამოვალ.-მთელი ძალა მოიკრიბა და გაუღიმა.
-დამპირდი,რომ დამიბრუდები.-ორივე ხელი სახეზე მოკიდა და მის ტუჩებს დაწვდა.
-გპირდები. გონებით ისედაც სულ შენთან ვიქნები-ისევ არ იშორებდა ღიმილიან სახეს.-მიყვარხარ -გადმოსცა მისმა ბაგეებმა ბიჭი კი ისევ მათ დაწვდა.
-მეც მიყვარხარ. და თუ გაბედავ არ ჩამოხვალ და ისევ მიმა... -პირზე ხელი ააფარა გოგონამ,მაგრამ ჩანმა მეორე ხელი ხელზე მოუჭირა ნაზად აკოცა პირიდან ჩამოიხსნა და ისევ მკერდზე მიიკრა.-იცოდე პირობას შევასრულებ. -სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში.მისი რეისის ნომერიც გამოაცხადეს.მომთხოვნად და მკაცრად დაწვდა მის ტუჩებს.გოგონას სურნელი ღმად შეისუნთქა და გასასვლელისკენ წავიდა.უკან კი ხატია ცდილობდა სახიდან ღიმილი არ მოეშორებინა. ხელს უქნევდა და გულში ემშვიდობებოდა მის პირველ ნამდვილ და დაუვიწყარ სიყვარულს.კარებში ჩანი შეიკარგა. გოგონა უკან გამობრუნდა სახიდან ღიმილი მოიხნა და ამდენი ხნის შეკავებული ცრემლებს უფლება მისცა გადმოსულიყვნენ.  

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Où les histoires vivent. Découvrez maintenant