გადატენილი ავტობუსით ხატია ჯერ ძველ სამსახურში აპირებდა გავლას იქნებ ისევ აეყვანათ,თუ არადა მერე სხვას ნახავდა რამეს.ხელით მოაჯირს ჩაფრენოდა შუბლის ნაწილი ცივ რკინაზე მიედო და ღიმილი დასთამაშებდა.რეალურად მისი თვალები გარეთ იმზირებოდა, თუმცა სინამდვილეში თვალ წინ დილანდელი თბილი ჩახუტება ახსენდებოდა.უცებ ღიმილი გაბრაზებული სახით შეიცვალა,როცა ჩანიოლის სიტყვები გაახსენდა.
-"ჯერ ისევ გაბრაზებული ვარ"-გამოაჯავრა ჩანს და გვერდით მდგომის უცნაური მზერაც დაიმსახურა. -ვიცი დამნაშავე ვარ, მაგრამ ასე მწარედაც არ უნდა ვისჯებოდე-ტუჩები გაბუსხა და თავი ისევ რკინას მიადო. სულაც არ აქცევდა გვერდით მგომის მზერას ყურადღებას,რომელსაც საკუთარ თავთან მოლაპარაკე გიჟი ეგონა.
საჭირო გაჩერებაზე ჩამოვიდა.რამდენიმე ნაბიჯში სასტუმროს წინ იდგა და ქვევიდან ღიმილით ასცქეროდა. მოგონებებმა წამოყვეს თავი. გაახსენდა პირველი შეხვედრა სასტუმროში, ასევე ის თუ როგორ აწამებდა ჩანი და თვითონ სატანას ძახილით უსრულებდა ბრძანებებს.ტკბილ მოგონებებს მწარეც მოჰყვა,მაგრამ მაინც ღიმილიანი იდგა.ეს უკვე წარსული იყო.ახლა როცა ამ მოგონებებით კიდევ ერთხელ გაანალიზა თუ რამდენჯერ დააყენა ჩანმა წინ და რამდენი რამე გააკეთა მისთვის თავი კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნო წეღანდელთან შედარებით. ღმად ამოისუნთქა და სასტუმროში შევიდა.
-ონნი(უფროსი და) -მისი ნახვით გახარებული გოგონა მისკენ ხელებ გაშლილი გაიქცა.
-იონგა-თბილად მოეხვია ამ პატარა მონატრებულ გოგონას.
-როდის ჩამოხვედი ონნი?
-გუშინ. -იონგი მისკენ მიიწია აქეთ იქეთ მიმოიხედა და ჩუმად კითხვა.
-ჩანიოლ ოპპა(უფროსი ძმა) ნახე?-მხიარული ჭინკები აუთამაშდნენ გოგონას.
-კი ვნახე.ჩემს სახლშია უფრო სწორედ მე ვარ მის სახლში-თვალები აატრიალა გოგონამ.
-შენი ბინა იყიდებოდა მეპატრონემ მე დამირეკა და მთხოვა დაგკავშირებოდი რამენაირად,მაგრამ არ ვიცოდი შენი იქაური ნომერი -თავჩაღუნულმა ჩაილაპარაკა -მერე გასაღების მიტანა მთხოვა,რომ დამიტოვე.როცა მას გასღებს ვაძლევდი და შენი რამდენიმე ნივთი გამომქონდა ამდროს პრინცი გამოჩნდა და გვიხსნა ბოროტი ქალისგან,რომელიც გასახლებას გიპირებდა.-ბოლო სიტყვები თეატრალურად წარმოთქვა გოგონამ ხელებს აქეთ იქეთ დემონსტრაციულად იქნევდა.
-ახლა გასაგებია-ღიმილი მოეგვარა სახეზე. -მაგრამ ორი კვირა კიდე დარჩენილი კონტრაქტის დასრულებამდე.-წარბები შეკრა ხატიამ.
-კი მაგრამ ფული სჭირდებოდა ძალიან სადღაც მიემგზავრებოდა.შენმა პრინცმა ყველაფერი მოაგვარა და პირველ მყიდველს ხელიდან გამოსტაცა შენი ბინა-თვალები აუციმციმდა იონგს.ხატია მის ქცევებზე სიცილით იგუდებოდა. ჩანის მიმართ კი კიდევ უფრო მეტი სითბო ეღვრევოდა სხეულში და გაბრაზება დილანდელის სიტყვების შემდეგ უვლიდა.არადა ყველაზე ნაკლებად გაბრაზებული თვითონ უნდა ყოფილიყო. გოგონასთან ლაპარაკის შემდეგ მენეჯერს მიაკითხა, რომელმაც უპრობლემოდ დიდი სიხარულით დააბრუნა საუკეთესო კადრი სამსახურში.
-***
სახლში მისულმა სიცარიელე იგრძნო. ჩანიოლი სახლში არ დახვდა.ტუჩები გაბუსხა და სავარძელში მოწყვეტით დაეცა. რამდენიმე წამი არ იყო გასული კარებში გასაღები გაჩხარუნდა და სახლში შემოვიდა რამდენიმე პარკით ხელში.
-სად იყავი? -სავარძილან თვალები ამოაწყიტა ხატიამ.
-რაღაცები მჭირდებოდა და ვიყიდე-პარკები საძინებელში შეიტანა.ხატია მოღუშული სახით წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა. წამში უკან ყვირილით გამობრუნდა.
-ჩან! ჩანიოოოლ!-ოთახისკენ გაიქცა.ჩანიც დაფეთებული მის ყვირილზე გამოვარდა ოთახიდან.ხატია შეახტა ბიჭს ფეხები წელზე შემოხვია,ხელებით კისერზე ეჭიდებოდა და თავი კისერში ქონდა ჩამალული. ჩანიოლმაც შემოხვია ხელები წელზე.
-რა მოხდა? -გაოცებული უყურებდა გოგონას რომელიც მის სხეულს ეკვროდა მთელი ძალით.
-იქ -ხელი ისე გაიშვირა თავი არც მიუბრუნებია-ტარაკანია და მომდევდა-ამის თქმაზე ჩანს სიცილი წასკდა.
-ამხელა გოგოს ტარაკნის როგორ გეშინია-მის ხელებში შეაჟრჟოლა ამ სახელის ისევ ხსენებისას ხატიას.
-მოკალი რააა-ისევ მის წელზე მოკალათებული ეუბნებოდა ისე უკან არც იხედებოდა.
-აქ აღარ ჩანს.ეტყობა შეაშინე და სადმე შეძვრა -სიცილით უთხა ჩანმა.ეცადა გოგონას ძირს დასმაა, მაგრამ არაფრით არ ჩამოვიდა.
- ძირს არ ჩამოვალ,სანამ არ მოკლავ. დივანზე დამსვი.-ჩანმაც შეასრულა მისი თხოვა მითითებულ სავარძელში ჩასვა.
-დღეს უკვე გვიანაა და ხვალ გამოვიძახებ დეზინფექციის სამსახურს.-ჯერ კიდევ ვერ იკავებდა შეშინებული ხატიას დანახვაზე სიცილს,რომელიც თვალებს აქეთ იქეთ აცეცებდა.
-კარგი -სავარძელს თვალებით ათვალიერებდა -ფეხს ძირს მაინც არ დავდგავ.-შეშინებული სავარძელში მოიკუნტა.
-***
ჩანიოლმა თვითონ ითავა საჭმლის მომზადება.სამზარეულოდან მომღიმარი შეყურებდა გოგონას, რომელიც ისევ მოკუნტული იჯდა სავარძელში და ტელევიზორის არხებს ათამაშებდა,თან პანიკურად ძირს აცეცებდა თვალებს.
ვახშმობის შემდეგ მოპირდაპირე სავარძლებში ისხდნენ და ორივე ტელევიზორში საშინელებათა ფილმს შესცქეროდა.ხატიას ტარაკანი გადაავიწყდა და მთელი ყურადღება ფილმზე გადაიტანა.ჩანიოლი კი ხატიას ცქერით იყო გართული. უნდოდა მისულიყო მოხვეოდა, მოფერებოდა და მისი ტუჩები დაეკოცნა, მაგრამ ჯიუტად ეს გაბრაზება ამოუტივტივდა თავში.მისგან ინიციატივა არ გამოვიდოდა.
-ხატია-წარმოთქვა უცებ.თან ეშმაკურად ჩაიღიმა.
-რა?-ისე კითხა ფილმისთვის თვალი არ მოუშორებია.
-დავინახე, როგორ გაირბინა ტარაკანმა შენი სავარძლისკენ-გოგონამ სასწრაფონ მიანება ფილმის ყურებას თავი ჩანის სავარძელში ისკუპა და მის მხარს მაგრად ჩაეჭიდა.
-სადაა აბა? ვერ ვხედავ -თვალებს აცეცებდა გოგონა.
-ვეღარც მე ვხედავ. -ჩაიღიმა და თვალები მასზე მიკრულ გოგონასკენ გააპარა.მივიწყებულმა ტარაკანმა თავი ისევ შეახსენა თუმცა ჩანზე მიკრულმა მშვიდად განაგრძო ფილმის ყურება.
ფილმი დამთავრდა ეკრანზე ტიტრებმა იწყეს ამოსვლა ჩანმა თავი ხატიასკენ მოაბრუნა, რომელსაც მშვიდად ჩასძინებოდა მის მკლავზე მოხუტებულს.ღიმილმა გადაკრა სახეზე.შეღვიძება არც უცდია ფრთხილად მოიქცია მკლავებში და საძინებლისკენ წაიყვანა. საწოლზე ფრთხილად დააწვინა სახეზე თმები გადაუწია, ლოყაზე თითები ნაზად ჩამოატარა და ტუჩებს დაწვდა. უნდოდა შეუმჩნევლად მოეპარა კოცნა,მაგრამ ხატიამ თვალები გაახილა და სახეზე ღიმილმა გადაკრა. ჩანმა არ შეიმჩნია გამოჭერა და გასაწევად მოემზადა.ხატიამ ორივე ხელი საყელოში ჩაავლო და ახლოს დასწია.ერთმანეთის სუნთქვა სახეზე ელამუნებოდათ და ტანში ჟრუანტელი უვლიდათ.
-ჯანდაბა-წარმოთქვა ჩანმა და გოგონას ეშმაკურად მომღიმარ ტუჩებს დაწვდა. გოგონაც აყვა კოცნაში.ხელმა თავისით დაუწყეს ბიჭის პერანგის ღილებს შეხსნა.შეხსნილი პერანგი თვითონვე მოისროლა ოთახის, რომელიღაც კუთხეში თან ისე გოგონას ტუჩებისთვის თავი არ დაუნებებია.წამში ხატიასაც გახადა ზედა ტანი და ხარბად დახედა მის გამოკვეთილ სხეულს.დაიხარა და ჭიპთან აკოცა მასაც კვნესა აღმოხდა. კოცნით ნელ-ნელა ზევით მიიწევდა. კისრიდან ცხელი მხურვალე ტუჩები ისევ ბაგეებისკენ მიმართა.გოგოს ხელები ისევ თავისას აკეთებდნენ. ჯერ ბიჭის სხეულზე დადიოდნენ შემდეგ შარვლის ღილს მისწვდა და შეუხსნა.ჩანიოლი წუთით მოშორდა ტუჩებს შარვალი საცვალთან ერთან მოისროლა.მის გზას გაუყენა ხატიას ქვედა ტანიც. ორივე სრულიად შიშვლები იყვნენ. ჩანმა ისევ მკლავებში მოიმწყვდია.ერთი ადგილიდან მხურვალე კოცნით გადადიოდა მეორეზე.ცალი ხელი ხატიას ხელზე ქონდა ჩაკიდებული,მეორე ნელი სვლით მის თეძოს ჩააყოლა და წელზე შემოიდო.მეორე ფეხი თვითონ მოაკალათა მის წელზე გოგონამ.მის ბაგეებს ისევ აღმოხდა კვენსა.ნელი მოძრაობა ცოტახანში გაახშირა ჩანმა თან ცდილობდა არ მომწყდარიყო გოგოს ბაგეებს.
-***
ორი გაოფლილი სხეული საწოლში ერთამენთს მიხუტებულიყვნენ.ხატიას თავი ჩანიოლის მკერდზე ედო და მისი გულის აჩქარებულ გულის ცემას უსმენდა.ხელებს კი მის სხეულზე დაატარებდა, თითქოს სხეულის ნაკვთებს ხაზავდა.ჩანი თმებს ეთამაშებოდა და შიგადაშიგ თავზე კოცნიდა.
-ხომ აღარასდროს წახვალ? -ხელები მაგრად მოუჭირა გოგონას და ღმად შეისრუტა მისი სურნელი.
-არასდროს-ჩაილაპარაკა და ისიც ისევ ჩაეჭიდა მას.-შენ ხომ ისევ დაბრუნდები ჯგუფში?-ქვევიდან ახედა გოგონამ და მავედრებელი თვალებით აღაპყრო.
-კი თუ აღარ წახვალ -თავი დაუქნია მომზირალს,რომელიც მისკენ წამოიწია და მხურვალედ ჩააფრინდა ტუჩებს.-შეგიძლია სახლის ძებნა დაივიწყო.მაინც არ გაგიშვებ და არც ვაპირებდი შენც გაშვებას-ცოტახნით მოცილდა ტუჩებს და მბრძანებლურად წარმოთქვა, სწრაფი მოძრაობით ისევ ქვემოთ მოიქცია გოგონა და მესაკუთრედ დაეწაფა ალუბლისფრად მოელვარე ტუჩებს.
![](https://img.wattpad.com/cover/83519217-288-k141080.jpg)
YOU ARE READING
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Fanfiction"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...