ხატია მთელი საღამო ემზადებოდა რომანტიკული ვახშმისთვის. მაგიდა ორზე გააწყო.შუა ცენტრში პატარა ლარნაკში ყვავილები ჩადო.აქეთ-იქეთ ორი სანთელი,რომელიც ანთებას ელოდებოდა.მაგიდას თავისივე მომზადებული კერძებიც შემატა.საათს დახედა სადაც იყო ჩანიც შემოანათებდა კარებში გაბრწყინებული სახით,როგორც იცის ხოლმე.ბოლო შტრიხი სანთლებს ცეცხლი წაუკიდა კმაყოფილმა მაგიდას თვალი შეავლო და ჩაიღიმა.მაგიდას მოშორდა და ოთახში ნერვიულად სიარული დაიწყო.
-ნუ გეშინიაა საშიში არაფერია.უყვარხარ....გიყვარს....-ხელები ერთმანეთს შემოარტყა და ფანჯარას მიუახლოვდა.გარეთ ყურება დაიწყო.-ეტყობა აგვიანდება-ტუჩის გვერდი უკმაყოფილოდ აზიდა.მზერა მაგიდისკენ გადაიტანა შემდეგ ტელეფონს დახედა-მივწერო? არ მივწერო? აააიიშშ!-თმები მოიჩეჩა და დივანზე დაენარცხა. -მოინდომე რომანტიკული ვახშამი -გაბრაზებით ჩაილაპარაკა და რამდენჯერმე დივანზე შეირხა. ცოტახნით თვალები დახუჭა და ფიქრებში ჩაეშვა."რა მოხდებოდა შემდეგ?როგორ ეტყოდა მშობლებს? ან როგორ მიიღებდნენ?ან საერთოდ უნდოდა მათი გაცნობა ჩანს?აქამდე ხომ არასდროს არაფერი უკითხავს. ეს იმიტომ, რომ ამ თემის ირგვლივ არც გვილაპარაკია"-თავის თავს შეკითხვებს უსვამდა და თან ცდილობდა თვითონვე გაეცა პასუხი.
-****
ჩანიოლი კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ ძლივს დაუსხლტა ბიჭებს.მანამდე ერთი ორი საყვედურის მოსმენა მოუწია,რომ მათთან დიდი დროს აღარ ატარებდა,მიუხედავად იმისა, რომ დროის 60-70%-ს მათთან ატარებდა ბიჭები ხატიაზე ეჭვიანობდნენ ცოტათი.კიბეებზე ადიოდა და ბიჭების ნათქვამი ახსენდებოდა სახეზე ღიმილი დათამაშებდა. კარებში გასაღები მოარგო და შევიდა. ოთახში მკრთალად უკვე თითქმის ჩასაქრობად გამზადებული სანთლები კიაფებდნენ და იქაურობას მბჟუტავად ანათებდნენ.მაგიდას თვალი მოავლო გაიაზრა თუ რას უმზადებდა მისი პატარა გოგო სახეზე ისევ კმაყოფილმა ღიმილმა გადაკრა. მზერა ახლა დივანზე მიძინებულ გოგოზე გადაიტანა,რომელიც ლოკოკინასავით მოხრილიყო.ხელები თავ ქვეშ ამოედო,ფეხები კი თავთან მიეტანა.ასე მის დანახვაზე კიდევ უფრო გაებადრა სახე, მიუახლოვდა. ჩაიმუხლა. ცალი ხელით სახეზე მოეფერა.
-ხატ...-ნელა ცდილობდა შეეღვიძებინა გოგონა.
-მმმ...-ოდნავ შეირხა ხატია ერთი ხელი თავქვეშიდან გამოაძვრინა და მის ხელს ჩაჭიდა.-მაინც მოხვედი -ოდნავ გაახილა თვალები. ცდილობდა ძილისთვის თავი წაერთმია.
-საწოლში დაიძინე-შეღიმა,მისკენ დაიხარა შუბლზე აკოცა. ერთი ხელი ფეხებქვეშ ამოუდო მეორე წელზე მოხვია და ხელში აიყანა.ხატიამაც ორივე ხელი კისერზე შემოჭიდა და შუბლი კისერზე მიადო. ჩანიოლი ნელი სვლით მიიკვლევდა გზას ჯერ კიდევ მბჟუტავ შუქზე ოთახისკენ. ოდნავ ღია კარებს ფეხით აღებს და უკვე შეფხიზლებული გოგონას მოხუტებულ სხეულთან ერთად შედის,რომელიც გატრუნული ეკვრის ბიჭის სხეულს და მისი გულის ცემის რიტმულ ცემას ყურს უგდებდა.უცებ თავი მიატრიალა კისერში აკოცა და კიდევ უფრო კარგად მოხვია ხელი.ბიჭს მის კოცნაზე სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. უჭირდა თავის შეკავება ისე უნდოდა ახლა ეს პატარა სხეული მისი გამხდარიყო,მაგრამ ისიც უნდოდა,რომ ეს მაშინ მომხდარიყო,როცა ხატია იქნებოდა ამისთვის მზად.საწოლზე ფრთხილად დააწვინა ჩანმა გოგონას თვალებში ჩახედა.
-დაიძინე-მზრუნველად შეხედა და ადგომა სცადა მაგრამ გოგონა ხელს არ უშვებდა.
-დარჩი-თვალებში შეყურებდა და უნდოდა ახლა ამოეკითა უთქმელადაც ყველაფერი ბიჭს.
-თუ ამას დილანდელი ჩემი საქციელის გამო აკეთებ... -გოგონამ ტუჩებზე ხელი მიადო და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
-არაა.მიყვარხარ,გენდობი და მინდა შენ იყო ის ვისაც ყველაფერ იმას მივცემ რაც ძვირფასია და მნიშვნელოვანია ჩემთვის.-საწოლზე დაყუდებულ ბიჭს სახეზე ხელებით ეფერებოდა თან თვალებში შესცქეროდა.
-დარწმუნებული ხარ,რომ გინდა და ამას ჩემთვის არ აკეთებ?-დასარწმუნებლად შეყურებდა გოგონას. მანაც სწრაფად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. -ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. -ხელით ხატიას სახეს მოეფერა, გოგონამ თვალები დახუჭა და ოდნავ ჩაიღიმა. ჩანიოლი ნელა დაწვდა მის ტუჩებს ხატიაც აყვა.გოგონას ხელები მის კისერზე დასტრიალებდა. ნელი კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა.ცდილობდა თან აუჩქარებლად ემოქმედა. ეს ხომ მისი საყვარელი ქალისთვის პირველი იყო და მას ყველაზე ძვირფასს აბარებდა.ტუჩებიდან კოცნით კისერზე გადაინაცვლა. ტანი აზიდა მაისური სწრაფად გაიძრო, შემდეგ ხატიას მაისური აქაჩა და ისიც მის მაისურთან ერთად ოთახის, რომელიღაც კუთხეში აღმოჩნდა.კიდევ ერთხელ შეხედა დასარწმუნებლად თვალებში გოგონას,მისგან ღიმილიანი ალერსიანი და ვნებით ანთებული მზერა მიიღო.ხელები თმებში შეუცურა მომთხოვნად დაწვდა მის ტუჩებს დანარჩენი ტანსაცმელმაც მაისურების ბედი გაიზიარეს.ორი სიყვარულით და ვნებით აღვსილი სხეული ერთმანეთს შეერწყა.აქამდე მოკიაფე სანთლები ჩაიფერფლენ და ოთახში სიბნელე ჩამოწვა.თუმცა სულაც არ ჭირდებოდათ შუქი ერთმანეთის სრულყოფილად შესაცნობად.
-***
მზის ამოსვლამ ოთახი ღამის წყვდიადიდან გამოიყვანა.ჩანიოლს უკვე გაღვიძებოდა თავი ხელზე ჩამოედო და მძინარეს ღიმილით დაყურებდა. გოგონამ უნებურად გვერდი იცვალა და მორე მხარეს შებრუნდა. ღიმილი გაბუსხულმა ტუჩებმა შეცვალეს.ხატია ისევ თავისკენ შემოაბრუნა და კმაყოფილი ღიმილიც დაუბრუნდა.გოგონამ ნელა გაახილა თვალები და მის გაბრწყინებულ თვალებს წააწყდა მორცხვად შეღიმა მანაც და საბანი თავზე გადაიფარა.ამის დანახვაზე ჩანმა ჩაიხითხითა საბნის ქვეშ შეძვრა და გოგონა მკლავებში მოიქცია.მკერდზე მიიკრო და მესაკუთრედ იხუტებდა.
-მხოლოდ ჩემი ხარ-წაიჩურჩულა ხელები კიდევ მაგრად შემოაჭდო ერთმანეთს.
-ასე გამჭყლიტავ-ჩაიხითხითა ხატიამ და ისიც მიეკრო კიდევ უფრო მის მკერდს.
-ორი კვირით დასვენების და ოჯახის წევრებთან ყოფნის საშუალება მოგვცეს.მოდი სადმე წავიდეთ
-სად?-ქვევიდან ამოხედა ხატიამ.
-სადმე სადაც ნაკლებად პოპულარული ვარ და შევძლებთ თავისუფლად ვიაროთ ქუჩაში-წარბი შეათამაშა ჩანმა.
-ასეთი ადგილი არსებობს? -დანანებით ჩაილაპარაკა ხატიამ და თავი ჩახარა.
-ვიცი ასეთი ერთი ადგილი, სადაც იმაზე ნაკლებად ცნობადი ვარ ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. თან იმათ ვნახავ ვისი გაცნობაც ასე მინდა-ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა.
-და სადაა ეგ ადგილი? -ინტერესით აღსავსე სახით იკითხა ხატიამ.
-შენთან -კმაყოფილმა ჩაუღიმა ისევ.
-ჩემთან? სად ჩემთან? -დააბნია მისმა სიტყვებმა.
-შენს ქვეყანაში -ამის გაგონებაზე გოგონას თვალები გაუფართოვდა.-მინდა ჩემი საყვარელი ქალის დედა და ოჯახის წევრები გავიცნო.-პასუხით დაჭყეტილ თვალებს მომღიმარი შეყურებდა და სწარაფად მისი ტუჩებიდან კოცნა მოიპარა. -იმედი მაქვს მოვეწონები მათ-თვალი ჩაუკრა და ისევ აკოცა.ხატიას თავში ისევ აიშალა ფიქრები. რათქმაუნდა ეს ძალიან უნდოდა,მაგრამ იმ რეაქციის ეშინოდა რაც შესაძლებელი იყო მისი ოჯახისგან მოყოლოდა.
-***
სამშობლოში კვლავ დაფრენის შემდეგ გულმა ორმაგად ძგერა დაუწყო. ჩანიოლი მის ხელს ჩაფრენოდა და დასამშვიდებლად უღიმოდა. აეროპორტში ხატიას ძმა და მამა დახვდა. მამამისის დანახვაზე მისდა უნებურად ხელი უშვა ჩანს.
-ჩან მამაჩემი და ჩემი ძმა -ოდნავ დამფრთხალმა ჩაილაპარაკა, როცა მომავლები შენიშნა.
-გამარჯობათ -თქვა ქართულად და თავი დაუხარა. მთელი გზა ამ სიტყვას იმეორებდა გულში,რომ წესიერად წარმოეთქვა და მშობლებთან არ შერცხვენილიყო.გოგონას ძმამ ჩაიღიმა ბიჭის მოქმედებაზე.კაცსაც ესიამოვნა თავაზიანი ყმაწვილი თუმცა არ იმჩნევდა და მკაცრ მზერას არ იშორებდა.
-მე ლაშა ვარ ხატიას ძმა.-უთხრა ბიჭმა და ხელი ჩამოართვა მხიარულად. ჩანიც გამხიარულდა.
-მე კი მამამისი-გაისმა კაცის ბოხი ხმა და ბიჭის სახეზე მხიარულება ისევ სერიოზული სახით შეიცალა,მიუხედავად იმისა, რომ მის ენაზე კაცი არ ლაპარაკობდა და არც ლაშასავით ინგლისურად მისალმებია მაინც ჩაწვდა ნათქვამს.
-მამა-თავი დაუკრა ისევ სერიოზული სახით. ხატია უხერხულად უყურებდა ხან ერთს ხან მეორეს. შემდეგ მონატრებულებს ჩაეხუტა და მოეფერა. ჩანს მის თბილ ქცევებზე ეღიმებოდა.
-წავიდეთ -თქვა კაცმა გოგონას ბარგს ხელი წამოავლო და მანქანისკენ წავიდა.ხატია ეჭვის თვალით შეყურებდა კაცის მშვიდ მდგომარეობას.
-ძამი-მიუბრუნდა ძმას -მამა ასე მშვიდად რატომაა? არა სცენების გამართვას არ ველოდი,მაგრამ არც იმას, რომ ასე მშვიდად მოიქცეოდა.-დაბნეული უყურებდა ძმას.
-დაწყნარდი დაი ხომ გითხარი მოვაგვარებ მე ყველაფერს მშობლებთანთქო-თვალი ჩაუკრა ხატიას,ჩანიოლის ბარგს ლაშამ ხელი დაავლო და ისიც მანქანისკენ წავიდა.
-იმედია დედაც ასევე შეხვდება -ჩაილაპარაკა გოგონამ ღმად ამოისუნთქა და ჩანიოლითან ერთად გაყვა მათ მანქანისკენ.
YOU ARE READING
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Fanfiction"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...