სავარძელში მოუსვენრად მოკალათებული სეჰუნი საზურგეს მიყრდნობილი ძილს მიეცა.ჩანიოლმა მანქანის კარი გამიაღო ორი სავსე ყავის ჭიქით,რომელიც კუთხეში იყიდა შენიღბულმა კაფეში და ფურგონში შევიდა.ნიღაბი,ქუდი,სათვალეები მოიძრო და იქვე სავარძელში მიაგდო შემდეგ გაბრაზებულმა გახედა სეჰუნს.მის ფეხს ფეხი მიკრა და მანაც წამში დააჭყიტა თვალები.
-რა იყო?
-მე შენ პოსტზე დაგტოვე-წარბები შეკრა.
-გეგონება რამე საომარ ოპერაციას ვატარებთ.ნუ გეშინია ისევ შენობაშია და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს ალბათ სძინავს.-პირი დააღო დაამთქნარა გაიზმორა და ისე შეხედა ჩანს.-ერთი შენ ხარ არანორმალური,რომელიც შუა ღამიდან უთვალთვალებს თავის ყოფილს და მისი ცქერით ტკბება-ხელიდან ყავა გამოართვა და მოსვა.ჩანიოლიც ჩაჯდა მისთვის განკუთვნილ ადგილას.
-გაჩუმდი რა.ყოფილი არაა-ყავა მანაც მოსვა და ჩამუქებული ფანჯრიდან გაიხედა სასტუმროს მინებიანი ჰოლისკენ.
-აბა ვინ არის?-ყავა მოწრუპა და წარბი შეათამაშა.
-გამოვიდა-სახე გაებადრა ჩანს და ფანჯრიდან გაღიმებული სახით ყურება დაიწყო.
-ღმერთო ასე ნუ დამადებილებ-ჩაილაპარაკა მისი მომღიმარი და ნეტარი სახის დანახვაზე და დარჩენილი ყავის დალევას შეუდგა.
-რა წერია ან რა არის?-ინტერესით შეჰყურებდა გოგონას ხელში თეთრ კონვერტს.ბოლოს მისი სიხარულის ხტუნვა და ლამის მენეჯერის გულში ჩაკვრას წარბებშეკრული შეხვდა.-ისე გაუხარდა ლამის იმ გაბღენძილს ჩაეხუტა-წარბები შეკრა და ფანჯარას ხელებით აეკრა.ცოტახანში ხატია გამზადებული გამოვიდა გაჩერებისკენ წავიდა.სასურველი ავტობუსიც მალე გამოჩნდა და სავადმყოფოს მიმართულებით გეზი აიღო.ჩანიოლი კი თავისი მანქანით და წუწუნა თანამგზვრით უკან მიუყვებოდა.
-****
ხატია სავადმყოფოს ფოიეში მიაბიჯებდა და სასურველ პალატას ეძებდა.ნომერს თვალი მოკრა და შიგნით შევიდა.
-იონგა-მისკენ წავიდა და გულში მიიხუტა მეგობარი.-როგორ არის? რა მოუვიდა?-ჩუმად ლაპარაკობდა დედა,რომ არ გაეღვიძებინა.
-მაღალი წნევა ქონდა.მიკრო ინფაქტი გადაიტანა ახლა უკეთაა მადლობა ღმერთს.ერთი ორი დღე დატოვებენ კიდე დაკვირვების ქვეშ ეყოლებათ.-ცრემლები შეიმშრალა გოგონამ.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება-ისევ მიიხუტა გოგონა და ზურგზე ხელს უსვამდა დასამშვიდებლად.ოთახში ექიმი შემოვიდა.ექიმი,რომელმაც ასევე ხატიას ოპერაციაზე იზრუნა და დიდ ყურადღებას იჩენდა.
-დილა მშვიდობისა-მიესალმა გოგონებს.მათაც თავი დაუკრეს.-ჩემი დამჯერი და ლამაზი ყოფილი პაციენტიც აქ ყოფილა.თავს როგორ გრძნობ? ხომ არ გაწუხებს?
-არა არ მაწუხებს-სიცილით უთხრა ხატიამ.
-მაგრამ გამოკვლეა მაინც გაიკეთე ბარემ აქ ხარ.მაშინ უნდა მოსულიყავი,მაგრამ აღარ მოხვედი-წყენით გახედა ექიმმა და თან გაეცინა.-ახლა ჩემს პაციენტს გავსინჯავ და მერე გამომყევი გამოკვლევისთვის მაინც დავრწმუნდეთ,რომ ყველაფერი რიგზეა-ხატიასგან თანხმობის ნიშნად თავის დაკვრა მიიღო.ღიმილით მწოლიარე ქალისკენ გაემართა.ძალიან ნელა შეაღვიძა ქალი თბილად ესაუბრა მდგომარეობა გამოკითხა თავისი საქმე გააკეთა.შიგადაშიგ ანერვიულებული იონგისკენ აპარებდა თვალს და უმნიშვნელოდ იღიმებოდა-დაწყარდი -თვალი ჩაუკრა გოგონას და პალატა ხატიასთან ერთად დატოვა.
-***
ბიჭების ფურგონი ახლა სავადმყოფოს შესასვლელთან იდგა.ჩანიოლმა ნერვიულად ტუჩი მოიკვიტა.
-აქ დგომას და მკითხაობას არ ჯობია დედას დაურეკო გეტყვის წამოსვლისას ხომ უთხრა, რაღაც სავადმყოფოს შესახებ.ბოლომდე ვერ გავიგონე-სეჰუნმა ჩაამთავრა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-ჭკვიანო დედასთან შეკითხვა,რომ მინდოდეს ვკითხავდი-შეუბღვირა ჩანმა.
-აბა იდექი და იკვნიტე ტუჩები-ჩაიღიმა გვერდულად.
-უნდა შევიდეთ-წამოიყვირა ჩანმა.
-როგორ?-გაოცება დაეტყო სახეზე.
-ვითომ ფეხი გტკივა და შევიდეთ.-იდეით გახარებული მზერა მიაპყრო სეჰუნს.
-ვითომ მე რატომ?გოგო შენია და შენ გტკიოდეს ფეხი.-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა სეჰუნმა.-თან მენეჯერი მოგვკლავს.
-პატარა ხარ და დამიჯერეე-ფეხი წვივზე მიკრა ეშმაკურად მომღიმაა.სეჰუნმაც ტკივილისგან წამოიკივლა.
-აიიიშ!მეტკინა.-შებღვირა მეგობარს.-პატარა ხარ! პატარა-გამოაჯავარაა ჩანს.
-გადადი.თან დამეყრდენი და იკოჭლე.არ გაგეცინოს იცოდე-გააფრთხილა და მანქანის კარი გააღო. თავიდან ფეხში მართლა გრძნობდა ტკივილს და ისე მიუყვებოდა სავადმყოფოს გზას.მათ თითქმის შემხვედრი ხალხის ნახევარი გაოცებული შეყურებდა.ერთი ორმა ტელეფონიც დააძრო და ფოტო გადაუღეს.თავიდან ყველანაირად იკავებდა თავს და ცდილობდა არ გასცინებოდა,თუმცა ბოლოს მაინც შეეპარა სახეზე სიცილი ორივეს.რამდენჯერმე მარცხენა ფეხის მაგივრად მარჯვენათი წაიკოჭლა სეჰუნმა.
-მარცხენა ფეხი გტკივა-სიცილით გადაულაპარაკა მეგობარს.სეჰუნმაც ისევ მარცხენა ფეხით დაიწყო კოჭლობა. სავადმყოფოს ჰოლში წინ მომავალ ხატიას და ექიმ იუნს შეეჩეხნენ,რომლებიც გაკვირვებული მზერით შესცქეროდნენ მათ,ასეთივე მზერით შეხედეს ბიჭებმაც.უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.ექიმს მათი სახეები ეცნო არა ეკრანიდან,არამედ მათი ხატიასთან სტუმრობიდან.
-თქვენ...-თითი ჯერ ხატიასკენ შემდეგ კი მათკენ გაიშვირა.
-არ ვიცნობთ ერთმანეთს-მოკლედ მოუჭრა ჩანმა.მისმა სიტყვებმა ტკივილის მაგივრად გაბრაზება წამოჭრა მთელ სხეულში და კოპებშეკრული შეხედა ჩანს.
-ალბათ მეშლება-თავი დამნაშავედ იგრძნო ახალგაზრდა ექიმმა.შემდეგ ისევ სეჰუნს ახედ დახედა-რომელი ფეხი გტკივათ?
-მარცხენა...
-მარჯვენა...-წამოიყვირეს ერთდროულად.ჩანმა მარცხენა ფეხზე ფეხი შეუმცნევლად მიკრა და ანიშნა კიდევ ერთხელ შეცდომაზე.მანაც თვალები მოჭუტა ვითომ ტკივილისგან სახე შეიცვალა და მთელი ძალით ჩანს ჩამოეკიდა მხარზე.
-ისე ტკივა ფეხი მარჯვენა მარცხენას ვეღარ არჩევს-სცადა მდგომარეობიდან გამოეყვანა სიტუაცია.სეჰუნმა კი სახეზე თავისუფალი ხელი აიფარა და სცადა არ გაცინებოდა.ხატია კი ორივეს ეჭვის თვალით შეჰყურებდა.წინა ჩანიოლის სიტყვებზე ფიქრობდა და გაბრაზულმა გადაწყვიტა,რომ არ ეთქვა ჩიპის შესახებ.
-ხატია ჩემთან დამელოდე კაბინეტში ახლავე შემოვალ-ექიმმა თბილი გამომეტყველებით შეხედა და მხარზე ხელი დაადო.
-კარგი-გაუღიმა გოგონამაც.ჩანიოლს მათი ასეთი თბილი დამოკიდებულებამ ყელში ამოასხა და სიბრაზე მოაწვა.ახლა სეჰუნი ცდილობდა მის დამშვიდებას და მათკენ უმნიშვნელოდ გაწეულს უკან ითრევდა.მიხვდა,რომ ახლა ამის დრო არ იყო და არც ადგილი.
-ავი ძაღლივით ხარ.არც შენ გინდა ჭამო და არც სხვას აჭმევ.-ჩუმად გადაულაპარაკა ხელებში მოქცეულ მეგობარს.ცეცხლზე ნავთი დაუსხა და თან გაუღიმა დასამშვიდებლად.გოგონამ მშვიდად გვერდი ჩაუარა ისე,რომ არც შეხედა ბოლოს და კაბინეტში მიიმალა.
-თქვენ მე გამომყევით-ბიჭებს მიმართა სერიოზული სახით და წინ გაუძღვა შესაბამის ექიმის კაბინეტამდე მიაცილა.-აქ შებრძანდით.-მიუთითა და უკან გამობრუნდა.სანამ ბიჭები შედიოდნენ ჩანს ლაპარაკი მოესმა თუ როგორ ეუბნებოდა ერთ-ერთი ექთანი რომ შეყვარებული იუნი უფრო სიმპატიურად გამოიყურებოდა.ამან კიდევ გაუმძაფრა ეჭვები ჩანიოლს და გაბრაზებული შევიდა ოთახში.
გამოსვლისას ხატიას სავადმყოფოსთან უკვე ფანების ჯგრო დახვდა.ზოგი სახეს იხოკავდა,ზოგიც შესვლას ითხოვდა.ფანებს თვალი მოავლო
-სინათლის სისწრაფით ვრცელდება ინფორმაცია-ჩაეღიმა.შემდეგ ისევ ჩანის სიტყვები გაახსენდა.-არ მიცნობ ხომ?! კარგი იყოს ასე.-გაბრაზებულმა წარბები შეკრა და იქაურობა დატოვა.
სეჰუნს ფეხი დაუთვალიერეს.მისი ტკივილი ნაღრძობად ჩათვალეს და მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით,მალამო წაუსვეს შეუხვიე და დასვენება ურჩიეს. ორივე ოთახში იჯდა და მენეჯერს ელოდებიდნენ,რომელმაც სულ რაღაც ათი წუთის წინ აღშფოთებულმა დაურეკა მათ და სეჰუნის ფეხის მდგომარეობას კითხულობდა.
-შენი ბრალია ახლა დაბინტულმა უნდა ვიარო.-ფეხი აქეთ-იქედან შეათვალიერა და უკმაყოფილოდ შეხედა.
-მაინც წუწუნებდი ხომ გინდოდა დასვენება.აქედ გადაღებებიო, იქეთ ჩვენი განრიგი ხოდა დაისვენებ-გვერულად ჩაუღიმა ბიჭმა.ოთახში წაშლილი სახით მენეჯერი შემოვიდა.
-რა მოხდა? როგორ მოხდა? ძალიან გტკივა?-ერთმანეთს აყრიდა კითხვებს.
-დაწყნარდი ჰიუნგ არ მტკივა უბრალოდ...-ისევ მიკრა ფეხი ჩანმა გასაჩუმებლად.-აუუჩ...-წარბაწევით გახედა ჩანს.-ფეხი გადამიბრუნდა და ვიღრძე-გამოცრა კბილებიდან თან ჩანს არ აშორებდა გაბრაზებულ მზერას.
-კაია თუ ძალიან არ გტკივა წავალ ხარჯებს გავაწორებ და წავიდეთ.მოკლედ თქვენი გაშვება მარტო არ შეიძლება-მენეჯერი ოთახიდან გავიდა.
-ჰიონგ(უფროსი ძმა ბიჭის) გეყოფა რაა...მართლა ვიღრძობ ფეხს ასე-უსაყვედურა სეჰუნმა.
-მეგობრისთვის ერთი ორი დარტყმა ვერ უნდა აიტანო?-წარბი ასწია ჩანმა.
-ერთი ორი შეიძლება,მაგრამ ეს მესამე იყო.-წარბ აწევით უთხრა მანაც.-კიდევ მომარტყავ და იცოდე ამ ყავარჯნებს დავყრი და გავიქცევი-ხელში შეჩეჩებულ ყავარჯნებზე მიუთითა და სახეზე ღიმილი შეეპარაა.
-კარგი აღარ დაგარტყავ-ჩაეღიმა მასაც,თუმცა თავიდან ხატიაზე და იმ ექიმზე ფიქრს ვერ იშორებდა.
-წავედით-თავი მენეჯერმა შემოყო ოთახში.-ჩვენ სასტუმროში გავჩერდებით.
-მადლობა ღმერთს.მანქანაში ღამის გატარება აღარ მომიწევს და შენი დევნა -გადაულაპარა და ამოისუნთა ნეტარებით სეჰუნმა.ჩანმა კი მხოლოდ ღიმილით უპასუხა.
-***
ხატიამ მოიწყო დასვენების დღე და სახლში მისულს მეორე დილამდე არ გაღვიძებია.შემდეგ მოემზადა და სამსახურის გზას დაადგა.მისულს იონგიც იქ დახვდა.
-იონგ რატომ გამოხვედი?დედა როგორაა?
-კარგად ონნი.დღეს გამოწერენ.დეიდა ჩამოვიდა და ისა ახლა სავადმყოფოში.ვეღარ გავაცდენდი თან შენც ცოდო ხარ მარტო და კიდევ ჩემს მაგივრად იმუშაო.-დამნაშავე სახით გახედა მეგობარს.
-რას ამბობ მთავარია დედა კარგადაა.-მხარი დაადო იონგს თანაგრძნობის ნიშნად.-კარგი საქმეს მივხედოთ.-ორივე თავიანთ საქმეს შეუდგა.
შუადღისას ხატია მისაღებში მორიგეობდა.შემოსასვლელში ახალგაზრდა ექიმმა შემოაღო ყვავილებით ხელში.გოგონას სახეზე ღიმილმა გადაკრა მის დანახვაზე.აქეთ-იქეთ მოათვალიერა იონგს თვალი ვერ მოკრა და დანანებით გააქნია თავი.
-ეტყობა თავის სართულზეა.გამარჯობა ექიმო იუნ-მოახლოებულს მიესალმა.
-გამარჯობა ხატია-მანაც მზერა მოავლო იქაურობას.
-აქ არაა-ჩაიღიმა ხატიამ.-თავის სართულზეა ახლა.დავურეკავ და ჩამოვიყვან-ტელეფონი აიღო, თუმცა უცებ შეაჩერეს.
-არა იყოს.სავადმყოფოში მეჩქარება.ყვავილები შენ გადაეცი აქ ბარათიც დევს.სიმართლე გითხრა გამიხარდა პირდაპირ,რომ ვერ ვნახე.ვიცი უხერხულია მაგრამ ცოტა ვნერვიულობ-ჩაიცინა იუნმა და ხატიაც აყვა.ყვავილები გამოართვა და ღიმილით უთხრა.
-ნერვიულობა და სიმორცხვე უხდება სიყვარულს.-ყვავილს დასუნა.-პირადად გადავცემ მას.
-კარგი მადლობა-ერთმანეთს ღიმილით დაშორდნენ.
ლიფტიდან გამოსული და კუთხეს მოფარებული ბიჭები ამ სცენის მომსწრნი გახდნენ.სეჰუნი სიცილით აკვირდებოდა ჩანიოლის ფერების ცვლას სახეზე.
-ეს ბალახი საიდან მოიტანა?-ბუზღუნით ჩაილაპარაკა ჩანმა-ესეც როგორ უღიმის-წარბები შეკრა.ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.
-სად რეკავ? -სიცილით კითხრა მეგობარს.თითით აჩვენა ერთი წუთი მოიცადეო.
-გამარჯობათ.დიდი ლამაზი გამორჩეული თაიგულის შეკვეთა მინდა.დიახ.ჩაიწერეთ მისამართი და პატარა ბარათიც დაურთეთ შემდეგი ტექსტით....-ჩანმა ტექსტი უკარნახა.კმაყოფილმა გათიშა ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნა და სეჰუნთან ერთად ამაყად გაუარა ხატიას მისაღებში.თითქოს არც ერთი უყურებდა ერთმანეთს,თუმცა ჩუმად ორივემ გააპარა თვალი ერთი მეორისკენ.
YOU ARE READING
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Fanfiction"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...