თავი 8

356 32 4
                                    

ორივე ოთახში დაბრუნდა.ჩანიოლმა ფინჯნებს სამზარეულოში თავისი ადგილი მიუჩინა.იქიდან გამოსული აივნიდან შემოსულ გოგონას წააწყდა.
-კარგი მე გავალ და დაისვენე-ჩანიოლს დარჩენა უნდოდა,მაგრამ თავის მობეზრებაც არ უნდოდა.კარებისკენ გაიწია.
-იუჯინში-გაისმა უცებ ხატიას ხმა.ჩანიოლიც უცებ შემოტრიალდა.-შეგიძლია დარჩე?-გოგონა სივრცეში იყურებოდა და ცდილობდა ტრაექტორია განესაზღვა.-ვერაფრით დავიძინებ ახლა და მარტო ყოფნაც არ მინდა.იონგი ხომ იცი დღეს ღამით მუშაობს.-გოგონამ თავი მოიქექა და პასუხს ელოდა მოუთმენლად.მის სიტყვებზე სახე გაუნათდა.
-კიდევ ერთი ჭიქა ჩაი ხომ არ დავლიოთ?-ჩაიღიმა და სამზარეულოში წყლის ასადუღებლად გავიდა.გოგონა სავარძელში მომღიმარი სახით ჩაეშვა და ელოდა,როდის შემოვიდოდა ჩანი.მის წინ მაგიდაზე ტელეფონი აწკრიალდა.ჩანიოლმა სამზარეულოს კუთხიდან ინტერესიანი მზერა გააყოლა გოგონას.ხმის მიხედვით მოიძია ტელეფონი ღილაკს დააჭირა და ხმის გაღებისას ეგრევე სახეზე მონატრების და სევდით აღსავსე ღიმილმა გადაკრა.
-დედა..-ჩასძახა ტელეფონში და ტირილი აუტყდა.ბიჭი გაოცებული იყურებოდა იქედან.საოცრად აინტერესებდა ახლა ასე ვის ელაპარაკებოდა,რადგან არ ესმოდა მისი მშობლიური ენა.
-ამდენი ენა შეგისწავლია და გესწავლა მისიც,ხომ არ იქნებოდი ახლა ასე მიშტერებული-თავის თავს მიაძახა ჩანმა წყენით.ფინჯნები ცხელი წყლით აავსო და გოგონასთან დაბრუნდა,რომელიც ტიროდაა.
-არა დე მართლა კარგად ვარ...-ამშვიდებდა გოგონა აღელვებულ დედას.თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა.-უბრალოდ ძალიან მომენატრე და შენი ხმა,რომ გავიგე ცრემლები ვერ შევიკავე...-ჩანი თვალებდაჭყეტილი ჩუმად იჯდა მის გვერდით და განაბული ისმენდა.ცოტა ახლოს მიიწია და ეცადა ტელეფონიდან გამომავალი ხმა მოესმინა.-არა არ გატყუებ დეე... ხომ იცი რა გადატვირთული გრაფიკი მაქვს.კარგად ვარ...აჰამ..კიი..-გოგონა დედის დარიგებებს ისმენდა და თან ეღიმებოდა.ჩანიოლიც დამშიდდა,როცა ქალის ხმა გაიგონა."ალბათ დედაა"გაიფიქრა და ნაზად გაუღიმა გოგონას.ცოტახანში ტელეფონი გათიშა და თავი ხელებში ჩარგო გოგონამ.მისკენ უფრო ახლოს მიწია ჩანი.ხელები მხარე მოხვია და მიიხუტა.
-შეგიძლია ჩემს მხარზე იტირო-ცალი ხელით იხუტებდა,ცალით თმაზე ეფრებოდა.-დედა იყო ხომ?
-აჰამ-მის სხეულზე თავი შეარხია ხატიამ.-ყოველი დარეკვისას მეკითხება,ხომ კარგად ვარ მე კიდევ ვატყუებ.როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს.-ისევ აქვითინდა გოგონა მის მკლავებში.ბიჭმა ორივე ხელი მხრებზე მოკიდა თავი მაღლა ააწევინა.შემდეგ ცერა თითებით ცრემლები შეუმშრალა.
-ოპერაციის შემდეგ მართლაც კარგად იქნები და მოტყუებაც აღარ მოგიწევს.მე კი შენთან ვიქნები-გოგონას თვალებში თავისივე ანარეკლს ხედავდა.
-ხომ გითხარი,რომ...
-ვიცი.სხვისი ადგილი არაა შენ გულში მის გამო.სანამ მოვა მე ვიქნები შენთან.
-არ მოვა.-გოგონამ თავი ჩაღუნა.
-აუცილებლად მოვა ის ვისაც ელოდებიან.თუ არ მოვა კიდე მე მეტი შანსი მაქვს -ჩაიცინა ჩანმა,მისი ჩაღიმებამ თითქოს ხატიაზეც იმოქმედა.
-იცი საოცრად გავხარ მას.ხმაც კი მისნაირი გაქვს-უღიმოდა გოგონა სივრცეს.
-რას ამბობ ჩემი ხმა უნიკალურია-ჩაიხითხითა ბიჭმა.უცებ გოგონამ მისი სახისკენ ხელი წაიღო.ჩანი შეცბა.-რას აკეთებ?
-ხომ თქვი,რომ გინდა დაგინახო.მე ასე ვხედავ. შეხებით-გოგონას ხელი მის სახეს შეეხო.მანაც თვალები დახუჭა და აცადა ხელებს შეეგრძნოთ მისი სახე.სიამოვნებდა თუ როგორ დასრიალებდა მისი ნაზი თითები სახეზე.ბიჭის სახის დათვალიერებას მორჩა და ორივე ხელი სწრაფად ჩამოუშვა.
-აბა როგორი ვარ-წარბი ასწია მომღიმარმა.
-ვფიქრობ სიმპატიური ხარ.ბევრი გოგოც დაგსდევს უკან.-ხატია ფეხზე წამოდგა,სერიოზული სახე ეჭირა-ახლა დავიძინებ-საძინებლისკენ გადადგა,რამდენიმე ნაბიჯი.
-შეიძლება ბევრს ვუყვარვარ,მაგრამ მე ის მინდა ვინც ჩემს წინაა-ზურგს უკან გაიჟღერა ჩანიოლის სიტყვებმა.ცოტახნით გოგონა შედგა თვალები მაგრად დახუჭა უმნიშვნელოდ ჩასუნთქვა ამოსუნთქვა გააკეთა და ოთახში შევიდა.ჩანიოლი სავარძელში ჩაეშვა და ნერვიულად ორივე ხელი თავზე გადაისვა.კარებს შიგნიდან გოგონა ზურგით იყო მიყუდებული.ნელნელა ჩაიწია და იატაკზე მოჯდა.
-ისაა-ჩაილაპარაკა ხატიამ.ერთდროულად სიხარულსაც გრძნობდა და ტკივილსაც.მისი გული ყოველთვის განსხვავებულად სცემდა მასთან.პირველივე შეხებისას იგრძნო რაღაც თუმცა თავს არ უტყდებოდა.არ უნდოდა ასე ყოფილიყო.იმედოვნებდა,რომ ჩანიოლი მისგან სადღაც შორს იყო და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.ბიჭი მისი ხმით.თუმცა ახლა როცა მისი სახე ასე საგულდაგულოდ დაათვალიერა დარწმუნებული იყო,რომ მის წინ ის ერთადერდი იდგა,რომელიც ასე სურდა და სჭირდებოდა ყოველთვის.არ იცოდა რა ექნა.გააგდოს? არ უნდა ამის გაკეთება.მისი გამოჩენის შემდეგ ისევ იგრძნო რომ არსებობდა,ცოცხლობდა.ვენებში სისხლი მოძრაობდა.არ იზავს ამას.თავს არწმუნებდა,რომ გვერდზე გადაედო ყველაფერი რაც მასთან ყოფნის საშუალებას არ აძლევდა.ერთხელ ისიც იქნებოდა ეგოისტი.ახლა ხომ ასე სჭირდებოდა ის.მასთან ყოფნა ძალას მისცემდა გამკლავებოდა ამ ყველაფერს.ცოტახანს მოიტყუებდა თავს,რომ ის ის არ იყო.მანამდე მაინც,სანამ ოპერაციის შედეგს არ გაიგებდა და თუ ისევ არაფერი შეიცველბოდა-მაშინ...მაშინ... დავბრუნდები სახლში-ხმის კანკალით წარმოთქვა გოგონამ იატაკიდან წამოდგა და საწოლზე გადაინაცვლა.
-****
ბიჭი მომლოდინედ უცდიდა გათენებას.ძილი არ ეკარებოდა ფანჯრიდან გადაყურებდა გარემოს.ხელზე საათს დახედა ღამის ორი საათი ხდებოდა.ფანჯარას მოსცილდა და ნელი ნაბიჯებით გოგონას ოთახისკენ წავიდა.ნელა შეაღო კარები.საწოლზე მიწოლილ გოგონას ორივე ხელი თავ ქვეშ ამოედო და ლოკოკინასავით მოხრილიყო.ასე დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა ჩანს.მიუახლოვდა და საბანი გადააფარა.ხელით მის თმებს წაეთამაშა.სახიდან ყურისკენ გადაუწია,თითები მის სახეს ჩამოაყოლა დაიხარა,ტუჩები ახლოს მიიტანა მის ტუჩებთან.ჯერ კიდევ ყოყმანობდა,მაგრამ მაინც გააკეთა.სურვილი უფრო ძლიერი იყო მის მოთმინებაზე.ნაზად დაწვდა მის ტუჩებს და მალევე მოაცილა,რომ არ გაღვიძებოდა.კიდევ ერთხელ დახედა ღიმილიანი სახით თითი ახლა ტუჩზე გადაუსვა.საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და მის გვერდით წამოწვა.ახლა კი ნადვილად შეძლებდა დაძინებას.
-****
ჩანიოლი მანქანასთან იდგა და გოგონებს ელოდა.სამსხურიდან იონგი ეგრევე სახლში გამოიქცა,რომ მათთან ერთად სავადმყოფოში წასულიყო.
-ჰიონგ-ზურგს უკან გაისმა გაბრაზებული ხმა.ჩანიოლიც ხმისკენ მიტრიალდა.-ასე როგორ შეიძლება.რათ გინდა ტელეფონი თუ არ პასუხობ-საყვედურობდა ბიჭი.
-მაპატიე სეჰუნა.ტელეფონი სახლში დამრჩა და ამიტომ არ გამიგია ხმა.-გაუღიმა მეგობარს და მხარზე ხელი დაკრა.
-სად დაწანწალობ ერთი გამაგებინა-წარბ აწევით შეხედა.-რამდენიმე დღეა შენ არ კადრულობ მოკითხვას.სასტუმროც დატოვე.არ იცი რომ ვინერვიულებდი-არ ცხრებოდა ბიჭი.
-ეჭვიანი ცოლივით იქცევი-გაიცინა ჩანიოლმა მის სიტყვებზე.მათ გოგოებიც მიუახლოვდნენ.ჩანი დაიძაბა,მისმა მეგობარმა ჯერ კიდევ არ იცოდა,ბოლო მოვლენების შესახებ.არ უნდოდა ახლა რამე ეთქვა. ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა.მათთან მიახლოვებულს მიესალმა ბიჭი.
-იუჯინ ჩვენ უკვე მზად ვართ-მასთან მიახლოვებულმა იონგმა წარმოთქვა და სეჰუნის დანახვისას პირზე სიტყვები შეაშრა.სეჰუნი დაბნეული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.ისეთი სახით შეხედა ჩანიოლს ეკითხებოდა იუჯინი ვინ ჯანდაბაო?
-გამარჯობათ-მმორცხვად მიესალმა გოგონა.
-გამარჯობა-სეჰუნამაც თავი დაუკრა გოგონებს თან გაოცებული მზერას არ აცილებდა ჩანიოლს.ხატიამაც ინტიქტურად დაიქნია თავი და გაიტრუნა.
-ეს ჩემი უმცროსი ძმაა-ჩანმა სცადა გაერკვია ხატია,თუმცა ტყუილით.წარბი აზიდა სეჰუნმა და გახედა ისეც ჩანიოლს.
-სასიამოვნოა მე სე...
-სეო ჯუნი ქვია-მხიარულად წამოიყვირა ისევ ჩანმა.
-დიახ სეო ჯუნი-გაიმეორა სახელი სეჰუნამაც და ერთი სული ქონდა გაეგო ყველაფერი დაწვრილებით.
-ჩემთვისაც -ხატიამ უმნიშვნელოდ გაიღიმა.
-მანქანში ჩასხედით და წავიდეთ-გოგონებიც მის ნათქვამს დაყვნენ.
-მეც მოვდივარ.-წარბი აათამაშა სეჰუნმა და მანქანის კარები გამოაღო.-აღარ მოდიხარ იუჯინ?-სახელი გამოკვეთილად წარმოთქვა და თან უღიმოდა.ჩანმა თვალები აატრიალა და რულს მიუჯდა.
-***
სეჰუნმა ნაწილობრივ გაიგო და გადახარშა მისმა ტვინმა თუ რატომ და რისთვის აკეთებდა ამას.გოგონაზე ისიც ნერვიულობდა და ნერვიულად დააბიჯებდა სავადმყოფოს ჰოლში.ის და ჩანიოლი ნერვიულად დააბიჯებდნენ ერთმანეთის საპირისპიროდ.იონგი კი ნერვიულად იჭამდა ხელებზე ფრჩხილებს და ფეხს ათამაშებდა.დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საოპერაციოს ოთახის კარები გაიღო და ექიმი გამოვიდა.სამივე მას მივარდა მავედრებელი თვალებით.
-დამშვიდდით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ახლა მის გაღვიძებას დაველოდოთ.ცოტახანში გადაიყვანენ პალატაში და იქ შეგეძლებათ მისი ნახვა თუმცა ყველა ერთად ნუ შეხვალთ.-ექიმმა სათქმელი დაასრულა ხანგრძლივი და დამღლელი ოპერაციის შემდეგ დასასვენებელ ოთახს მიაშურა.სამივემ შვებით ამოისუნთქა და იქვე სკამებზე დაენარცხნენ.

გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)Onde histórias criam vida. Descubra agora