მარტთან შედარებით საოცრად სასიამოვნო დილა გათენდა.ოთახი მზის შუქმა გაანათა და გოგონას სახეს ელამუნებოდა.თვალები ნელ-ნელა გაახილა.ამდენი ხნის შემდეგ თავს პირველად გრძნობდა დასვენებულად.ოთახს თვალი მოავლო.საბნის ქვეშ სწრაფად შეიხედა შეამოწმა ყველაფერი ზედ ეცვა თუ არა.ამის შემდეგ კმაყოფილმა ჩაიღიმა საბანი გვერდით გადასწია ფეხზე წამოდგა ტანსაცმელი შეისწორა და მისაღებში გავიდა.მაგიდა გაწყობილი დახვდა ჩანიოლი კი სამზარეულოდან ორი ფინჯანით ხელში უახლოვდებოდა.-დილა მშვიდობისა -ააპარა ფინჯნიდან თვალები გოგოსკენ და სიცილი ვერ შეიკავა.
-რა მოხდა?-გაოცებული უყურებდა ხატია.
-ყოველ დილით ასეთი თმით იღვიძებ?-სიცილით ეუბნებოდა ბიჭი.
-დიახაც-ამაყად ასწია თავი.ჯიბიდან თმისამაგრი ამოაძვრინა და ხელის მარტივი მოძრაობით შეიკრა თმა ზემოთ.-დავარცხნილი თმით და გალამაზებულები მხოლოდ დრამებში იღვიძებენ.-ბიჭი ისევ იცინოდა.-გუშინდელისთვის მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის ეს აღარ განმეორდება-თავი დაუკრა გოგონამ და ისევ თვალებში ახედა უკვე უკმაყოფილოდ მომზირალს-ხომ არაფერი გინდა? სანამ წავალ დამლაგებელს გამოვგზავნი,პირსახოცებსაც შევაცვლევინებ საუზმე უკვე მოგიტანეს-ერთმანეთს მიაყარა სათქმელი და მის მორიგ კაპრიზულ ბრძანებას ელოდა.
-კი არის ერთი რაღაც რაც მინდა -გოგონას შეხედა.-დაჯექი და ჩემთან ერთად ისაუზმე.ხომ გითხარი არ მიყვარს მარტო ჭამა.-ჩანიოლი მაგიდას მიუჯდა და ჩხირები ხელში მოიმარჯა. გოგონა ისევ არ ინძრეოდა. ბიჭმა ქვევიდან ახედა და თვალებით ისევ ანიშნა დამჯდარიყო.ისიც მიუჯდა მაგიდას.იმის მაგივრად მაგიდაზე დადებული საჭმლისთვის ეყურებინა ბიჭის ცქერით ვერ ძღებოდა."რა უნდა?რატომ იქცევა ასე? მე ხომ უბრალო გოგო ვარ არაფრით გამორჩეული? ის კი როგორც ამბობენ წარმატების მწვერვალზეა.რაღა მაინცდამაინც მე როცა ალბათ მილიონობით ფანი ყავს?" ფიქრებმა წამის მეასედებში გაურბინეს.ჩანმა მისი ჩაფიქრებული მზერა შენიშნა.
-ვიცი ახლოდან უკეთესი ვარ ვიდრე ეკრანზე-ჩაუღიმა ბიჭმა-მაგრამ მე ნუ კი მიყურებ ჭამე.-გოგონამაც უმნიშვნელოდ ჩაიღიმა და მის წინ დადებულ ხილს დაწვდა.ფინჯნიდანაც რაამდენიმე ყლუპი სითხე მოსვა.ისევ გაიტაცეს ფიქრებმა."ალბათ მისთვის უცხოა ვერ ცნობდე ქვეყანაში ცნობად ადამიანს და ჩემდამი ინტერესი ამან გამოიწვია.ალბათ დრო,რომ გავა ისიც წავა და როგორც ყველა სხვას ისე შემომხედავს.სჯობს არ შეეჩვიო!"-უბრძანა თავს.
-მაპატიე მაგრამ დანარჩენის ჭამა მარტო მოგიწევს.-ხელზე საათს დახედა- ჩემი სამსახურეობრივი დრო ამოიწურა. -ფეხზე წამოდგა თავის წიგნს დაწვდა მასთან ერთად ჩანიც წამოდგა, ხელი დაუჭირა და ახლოს მიიზიდა.
-მართლა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ხარ აქ?-თვალებში უყურებდა და მისგან მხოლოდ იმ პასუხს ელოდა,რომელიც უარყოფითად ჟღერდა.
-კი.მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის გამო-მკვახედ მიუგო გოგონამ.არც ის აცილებდა თვალს მის თვალებს,რომელიც ასე იზიდავდა.
-წარმატებები გამოცდაში-ხელი შეუშვა უკან გაიწია. ხატიაც სწრაფად გავიდა ოთახიდან და გარედან კარებს მიეყრდნო.
-უბრალოდ ხელი მოგკიდა რა გჭირს გულო?-მარჯვენა ხელს მკერდზე ირტყავდა თითქოს ამით ცდილობდა დაემშვიდებინა ყელში მობჯენილი გულის ცემა.ღმად ჩაისუნთქა და მის ოთახს გაეცალა.უნივერსიტეტში წასვლამდე ყველას დაავალა თავისი საქმეები და დამშვიდებული გაემართა უნივერსიტეტში.
-***
გამოცდიდან კმაყოფილი სახით გამოვიდა და ისევ სასტუმროში დაბრუნდა.საღამომდე ისევ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის,თუმცა მისულს უსაქმურობა კლავდა. ნომერში ყველაფერი მოწესრიგებული ქონდა,თუნცა მთავარი პერსონა არ ჩანდა და არც მისი კაპრიზების შესრულება უწევდა.
მენეჯერების ოთახიდან ჰოლში გამოვიდა.გარეთ უკვე სიბნელე ჩამოწოლილიყო.ბიჭი ისევ არ ჩანდა.თვალები,რამდენჯერმე შემოსასვლელსკენ გაექცა კარების შრიალის გაგებისას. უშედეგოდ ჩავლილმა გახედვების შემდეგ უკმაყოფილოდ ჩაისუნთქა და ზურგით შებრუნდა დახლისკენ.იქვე დადებულ ფურცლებს დაუწყო ყურება, მაგრამ გული ვერ დაუდო.
-როგორ ჩააბარე გამოცდები?-მის ზურგს უკან ყურთან ჩურჩული მოესმა სწრაფად შეტრიალდა ხმისკენ.
-ღმერთო -შეხტა გოგონა ისევ მისი ნიღბით დანახვისას.ჩანმა კი წელზე ხელი მოხვია და იატაკზე ჩახუტებისგან იხსნა ისევ.ხატია უხერხულად შეიშმუშნა მის მკლავებში ბიჭმაც მაშინვე წამოაყენა და ხელები გაუშვა.
-სულ რატომ ეცემი, როცა ჩემთან ხარ?-ნიღბის ქვეშ სიცილით თქვა ბიჭმა.
-იქნებ იმიტომ, რომ ნიღბით მეპარები უკნიდან და მაშინებ?-თვალი თვალში გაუყარა ხატიამ. "ან იქნებ იმიტომ, რომ ვიცი დამიჭერ"თავისით გაუელვა ამ აზრმა გოგონას.
-სახლში როდის მიდიხარ?-კითხა უცებ ბიჭმა.
-ათ წუთში-საათზე დახედვის შემდეგ უპასუხა და ისევ თვალებში შეხედა.-რა იყო? რამე გინდა?
-არაფერი. სახლამდე გაგაცილებ-უცებ წარმოთქვა ჩანმა.
-არ მინდა გაცილება-შეუმჩელად გადაყლაპა ნერვიულად ნერწყვი.
-მე კი მინდა გაგაცილო.უარი არ მიიღება.ათ წუთში გასასვლელთან დაგელოდები მანამდე ოთახში ავალ-მოუჭრა გოგონას ისეთი სახით შეხედა ეუბნებოდა უარს მაინც არ მივიღებო და ლიფტისკენ წავიდა.
-შენ ხო ახლა მოხვედი -ჩაილაპარაკა გოგონამ თავისთვის.
ათ წუთში მართლაც ელოდებოდა ჩანიოლი გასასვლელ კარებთან.
-დასვენება არ გინდოდა? დღეს ხომ მთელი დღე გასული ხარ?-მღელვარე თვალებით ახედა გოგონამ.
-ჩემზე ღელავ?-ღიმილიანი სახით რომელსაც ისევ ნიღბის ქვეშ მალავდა და ანთებული თვალებით შეხედა გოგონას.
-მე ყველაზე ვღელავ -მოუჭრა გოგონამ და გაჩერებისკენ წავიდა.ბიჭს კი ღიმილი სახეზე შეეყინა და უკან გაყვა.
კიდევ კარგი ავტობუსი არ იყო ხალხით სავსე.ისინი კი ვინც იყვნენ ხანშიშესულები იყვნენ და სულ არ ადარდებდათ ვინ იყო ჩანიოლი. ხატიას გვერდით გატრუნული იჯდა და მის ყოველ მოქმედებას ყურადღებით თვალყურს ადევნებდა. თან იღიმებოდა. გოგონამ თვალი ბანერს გააყოლა,რომელზედაც ჩანი შენიშნა.
-ოო..-წამოიძახა და თითი გაიშვირა ბანერისკენ.-აქამდე რატომ არ შემიმჩნევია?-თავისთვის წაიბუტბუტა თუმცა ჩანმა გაიგო და პასუხმაც არ დააყოვნა.
-დღეს გადავიღეთ ეგენი და ამიტომ შენიშნე დღეს-სიცილით უთხრა გოგონას.
-მართალია-წარმოთქვა ხატიამ ბანერს ისევ არ აშორებდა თვალს.
-რა არის მართალი? -მისკენ ახლოს მიიწია ჩანი.
-ცხოვრებაში უკეთესად გამოიყურები ვიდრე ბანერზე-ახლაღა მოაშორა თვალები სურათს და ჩანს შეხედა.მისი სიტყვები ესიამოვნა ბიჭს და ორივემ გაუღიმეს ერთმანეთს.
-მომიყევი შენზე რამე-მთელი ინტერესით შეხედა გოგოს.
-ვსწავლობ, ვცხოვრობ, ვმუშაობ.არაფერი განსაკუთრებული. ყოველშემთხვევაში ესაა რაც მახსოვს -ბოლო სიტყვები თავისთვის წაიბუტბუტა ისევ, მაგრამ სმენად გცეულ ჩანს არ გამოპარვია.
-რას ნიშნავს ისა რაც გახსოვს?
-ააამ.. ეგ...-უხერხულად მოიქექა თავი.-რაღაცეები არ მახსოვს.დამავიწყდა ზოგი ადამანი, მისი სახე და ჩემ ცხოვრებაში მისი არსებობის მიზანი. ვფიქრობ კიდევ არის რაღაც რაც არ მახსოვს და ეს მაწვალებს.მინდა გავიხსენო მაგრამ არ შემიძლია.რაღაც გაურკვეველად მესიზმრება და როცა ვიღვიძებ ვტირი თუმცა ნანახი არ მახსოვს. -მთელი გულით გაეხსნა.
-როგორ მოხდა ეს?-შეწუხებული სახით შეხედა ხატიას.
-ნუ მიყურებ ეგრე-გაეცინა გოგონას.-შენ უკვე აღნიშნე,რომ სულ ვეცემი და დაცემის შედეგად თავი დავარტყი,რის გამოც ასე დამემართა. მოყინულ გზაზე ფეხი ამისრიალდა და ჰოპ ასვალტს ჩავეხუტე-სიცილი ატეხა და შეეცადა ხელებით დაცემის იმიტაცია გაეკეთებინა. ჩანიც აყვა სიცილში.უცებ გოგონა შეჩერდა და ჩაფიქრდა.-ეს აქამდე არ მახსოვდა-წარმოთქვა უცებ და სახეზე კიდევ უფრო მეტი სიხარული გამოესახა.-აქამდე არ მახსოვდა,როგორ დავარტყი თავიი-მხიარულად ამბობდა გოგონა რის გამოც წინ ორი მოხუცებულის ყურადღებაც მიიპყრო.-მგონი გახსენებას ვიწყებ -მის მხიარულებას ჩანიც იზიარებდა და ღიმილით უსმენდა აჟიტირებულ და გახარებულ გოგონას.
-ძალიან კარგი თუ გახსენებას იწყებ-მასთან ახლოს მიიწია ბიჭი და ორივე ხელები ხელებზე ჩაავლო.გოგონას სიცილიანი სახე გაოცებული სახით შეეცვალა. -ეს აღარ მოხდება არასდროს აღარ დაეცემი,რადგან ყოველთვის მე ვიქნები შენს გვერდით ხელს მაგრად ჩაგჭიდებ და არ წაიქცევი-ცალი ხელით ნიღაბი ჩამოიხსნა.შემდეგ მისმა ხელებმა კიდევ უფრო გაოცებული და გაფართოებული თვალებით მომზირალი გოგონას სახე ხელებში მოაქციეს და ტუჩებით ნაზად შეახო მის ტუჩებს.
ESTÁS LEYENDO
გიყვარდე! ესაა ყველაფერი რაც მჭირდება.(სრულად)
Fanfic"I'II let you go, if you stay..." "I think,I'm afraid to be happy because when i do get too happy, something bad always happens." შეიძლება ყველაფერი დაგავიწყდეს,მაგრამ გრძნობები შენში რჩება.ყველაფერი ძლიერი ისევ შენშია და არ გაძლევს მიტოვების საშუალ...