თავი 8

383 63 4
                                    

-ბექ... კარგად ხარ?...

მკვლელი სიჩუმე ქაის დაბნეულმა ხმამ დაარღვია.

-....

დუმილი

ისევ დუმილი.

ქაის სახეზე აშკარად ეტყობა ნერვიულობა...

დაბნეულმა გახედა პატარა სხეულს, რომელიც ამ ამბის შემდეგ უფრო დაჩიავებულიყო..

-ბექ...

ბექიონს ფეკმრთალი სახე შეეშმუშნა და მისი თვალებიდან მდუღარე ცრემლებმა იწყეს სრბოლა.

ქაიმ დაუფიქრებლად გაიწვდინა ხელი მის ჩასახუტებლად...
მაგრამ შეჩერდა...
ვერ გაბედა...
საკუთარმა თავმა არ მისცა ამის უფლება..
მან იცოდა..
მან იცოდა რასაც აკეთებდნენ მისი მეგობრები...
იცოდა და მათ ხელს აფარებდა...
ახლა კი...
სინდისი აწუხებს...
ბექიონის ყოველი დანახვისას გულში მტკივნეულ ჩხვლეტას გრძნობს...
რადგან ის განადგურებულია...
მაგრამ იმედს იტოვებს , რომ ამას სხვა მიზეზი აქვს...

-ბექ...რა მოხდა.. გთხოვ ..

ბექიონი წამიერად შეჩერდა.
ათრთოლდა და დერეფნის ბოლოში მიუწვდომელ  წერტილს მიაშტერდა.

-ის ის აღარაა...არაადამიანია...

-რას გულისხმობ...

-გუშინ..
ჩემთან იყო...
ერთი ჩვეულებრივი დღე...
სანამ არ დაურეკა...

ჯონგინს გული შეეკუმშა.

-მასთან ლაპარაკისას გამუდმებით გამომწვევად იქცეოდა და სასაცილოა...წასვლა დააპირა...
ათასგვარი უსუსური მიზეზიბი მოიფიქრა..
მაგრამ...
უნდა გამეშვა...

ბექიონი თავის სხეულს მოეხვია...

-რას გული...

ქაის სიტყვა პირზე შეაშრა, როცა მის მაჯაზე ჩალურჯების კვალი დაინახა.

ბექიონს ხელი მოკიდა და მისი პერანგის გახსნა დაიწყო.
ბექიონი მიხვდა მის განზრახვას და შეეცადა დამალვას... მაგრამ....
ქაი შეჰყურებდა გაფართოებული თვალებით მის სხეულს და თვალებს ვერ უჯერებდა...

მისი თეთრი ნაზი კანი მთლიანად დალურჯებებითა და სისხლჩაქცევებით იყო სავსე...

-ბექიონ... ეს მან გააკეთაა?!!

ბექიონმა ქაის ხელი ჰკრა და სწრაფად შეიკრა აკანკალებული თითებით პერანგი.

-ქაი,არც გაბედო... ვინმეს უთხრა...
-პასუხი უნდა აგოს იმ ნაბიჭვარმა!!

ქაიმ მუშტი შეკრა და გასასვლელისკენ დაიძრა, როცა პატარა უმწეო ხელმა შეაჩერა...

იმ წუთას ბექიონის სახე მის მეხსიერებაში სამუდამოდ დაილექა...

აცრემლებული,უმწეო, ტირილისპირას მყოფი თვალები,
ათრთოლებული ტუჩები და მუდარით მომზირალი გამომეტყველება...

გულის ცემა არაამქვეყნიურად აუჩქარდა.

სახე აუხურდა.

თავს ვეღარ აკონტროლებს...

სწრაფად მოხვია უზარმაზარი ხელები ბექიონის უმწეო სხეულ და გულზე მიიკრო...

ჩაეხუტა...
და არაამქვეყნიური სითბო იგრძნო..

იგრძნო, როგორ დაიარა მის ვენებში  სისხლმა..

იგრძნო როგორ აუდუღდა ის..

იგრძნო კანკალი და თრთოლა...

და თვალები დახუჭა...

თვალები დახუჭა და ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი...

და შეწყვიტა ყველაზე და ყველაფერზე ფიქრი..

რადგან ეს გრძნობა მას მოსწონდა...

და აგიჟებდა...

მაგრამ მალე ეს სურნელი გაქრა...

და ამქვეყნიურ სამყაროს დაუბრუნდა...

TwinsWhere stories live. Discover now