თავი 22

431 69 20
                                    

ცხოვრებაში ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც  ჩვენ გვინდა იყოს.
ამიტომაც არსებობს სამყაროში: დარდი, წუხილი,სინანული, შიში, სიძულვილი და სასოწარკვეთა.

ეს ყველაფერი ანტაგონისტურია ჩვენი, მიზნების, სურვილებისა და მოლოდინებისა.

ყველას სურს მათი გაქრობა..

მაგრამ, სულ ერთი წამით თვალები დახუჭე და დაფიქრდი, ძვირფასო მკითხველო, რა მოხდებოდა ამ ნეგატივის გაქრობით?

ხედავ რამე განსაკუთრებულს?

პასუხში მე დაგეხმარები.

ვერა...

ყველაფერი ერთი ფერია..

შავი...

რატომ?

რადგან სირთულეების გარეშე, მიღწეულ წარმატებას ფასი ეკარგება..

რადგან სიყვარული მუდამ ტკბილი.. მოსაბეზრებელი ხდება..

რადგან, ადამიანს უკეთესობისკენ სწრაფვის განცდა უქვეითდება...

რადგან...
ყოველი დღე უფერულდება...

ჯეისი კი ის ადამიანია, რომელმაც მთელი გულით შესთხოვა ღმერთს 'შავ', მაგრამ ამავე დროს 'უფერულ' სამყაროში მოხვედრას..

მაგრამ ვერ გავამტყუვნებთ...
მან იმაზე მეტი აიტანა, ვიდრე რომელიმე სულიერმა..

მისმა გამძლეობამ და შეუდრეკლობამ ზღურბლს მიაღწია..

ის გამოიფიტა.

მისი ოპტიმიზმი  მის აწ უკვე ცივ, სუსხიან სხეულში ჩაიფერფლა..

მამამისმა ის აქ ტანჯვისთვის გაიმეტა.

და უკანასკნელი სიტყვებით, 'ლაჩარი ხარ' , საზღვარი დატოვა.

სრულიად მარტო და უსუსურად გრძნობს თავს.

ერთი კვირა იწურება იმ ამბის შემდეგ..
ერთი კვირაა სახლი არ დაუტოვებია და არც ის გამოჩენილა..
ყოველწუთს, ყოველ წამს ტელეფონს ამოწმებს..

თითქოს ელოდება მის ზარს.
მაგრამ 7 დღით დააგვიანა.

ვერ წყვეტდა იმაზე ფიქრს, რომ 9 თვეში თავად ბიძა, სეჰუნი კი მამა გახდებოდა...

TwinsOnde histórias criam vida. Descubra agora