გინახავთ ნამდვილი ბრძოლა?
დაპირისპირება, რომელიც მანამ არ დასრულდება სანამ დამარცხებული არ გამოვლინდება.
ბრძოლა, რომელშიც არ არსებობს შეთანხმება.
არასოდეს? მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ, სადაც ჯილდო, არა ფული, ან დიდება, არამედ ადამიანია.
სამი სხვადასხვა სახის შეჯიბრი.
აი რაზე შეთანხმდნენ.
და სამივეს შემთხვევითობით გამოავლენდნენ.
ლუჰანი კმაყოვილებას ვერ მალავდა და ეშმაკური გიმილით ახალ 'მსხვერპლს' უმზერდა.
სეჰუნი კი თავს ძლივს იკავებდა, რომ მისი სახლიდან ახალგაზრდა ბიჭის გვამი არ გაეტანათ.
რაც შეეხება ჯეისს, თამაშის მთავარ გმირს, ეს ყველაფერი აღიზიანებდა. მას ისე იყენებდნენ, როგორც სათამაშოს ისე, რომ მის აზრს არც კი ითვალისწინებდნენ.ჯეისი ხელში ატრიალებდა მობილურს და უკვე აკრეფილ ნომერს დაჰყურებდა.
'ნინი'
როგორ უნდოდა ახლა მისი ხმის გაგება..
მასათან მარტო ყოფნა და საკუთარი სახლიდან გაქრობა..
მაგრამ..
სეჰუნმა ჯეისის გამომეტყველება შეამჩნია, ეკრანს დახედა და მუშტები ძლიერად შეკრა.-დამშვიდდი. არ მივცემ მას შენი მოპოვების უფლებას.
-ჩემი მოპოვების უფლებას, ჰაჰ?
ჯეისმა სეჰუნს დამცინავი სახით ახედა.
-გგონია ეგ მაშინებს, ო სეჰუნ?
ჯეისმა ხმას აუწია,რამაც ლუჰანის ყურადღებაც მიიპყრო და ხელები მომუშტა.
-ჯეის, დაწყნარდი. ხმას დაუწიე.
ჯეისმა თვალები გადაატრიალა და ფეხზე ადგა.
-რატო, ო სეჰუნ? რამის გეშინია? გეშინია ლუჰანთან წაგების, რადგან არ იცი რას გააკეთებს?
ჯეისს ჩაეცინა, სკამს ხელი კრა და ლუჰანისკენ დაიძრა.
ლუჰანი გაკვირვებული შესცქეროდა ტყუპებს და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა.
-ჯეის, რას აკეთებ?
სეჰუნი ფეხზე ადგა და ჯეისს ხელი მოჰკიდა.
ჯეისი შეჩერდა, მისი ხელი მოიშორა, ლუჰანს ხელი კრა და მისკენ დაიხარა.
-იმას, რისიც ყველაზე მეტად გეშინია, სეჰუნი~
ჯეისმა დამცინავად ჩაუღიმა, დაბნეული ლუჰანისკენ დაიხარა და მის ტუჩებს დაეწაფა.
ლუჰანს თვალები გაუფართობდა და ცივმა ოფლმა დაასხა.
სეჰუნს სიბრაზისგან ვენები დაებერა, ჯეისს მკლავში ხელი ჩაავლო და კედელს მიანარცხა.
-რა ჯანდაბას აკეთებ, ო ჯეის!
ჯეისმა ხელი ტუჩებზე გადაისვა და აწითლებულ ლუჰანს გადახედა.
-ჰმმ, მგონი მოეწონა~
სეჰუნმა კბილები გააღრჭიალა, ჯეისს სახეში ძლიერად დაარტყა, გასაღებს ხელი დასტაცა და ვარეთ გაცეცხლებული გავარდა.
-რა ჯანდაბაა...
ლუჰანმა ტუჩები მოიწმინდა, ფეხზე ადგა, წამით გაჩერდა კარის ზღურბლთან და გზა განაგრძო.
ჯეისმა ჩაიცინა, ტუჩიდან სისხლი მოიწმინდა და კედელთან ჩაიკეცა.
-იდიოტო..იდიოტო...იდიოტოო...
შენ ის დაკარგე...
სამუდამოდ...
სულელო, უმწეო არსებავ...
ESTÁS LEYENDO
Twins
De Todoბურუსმა მომიცვა..უცნობმა გრძნობებმა იჩინა ჩემში თავი...პირველად ნამდვილად შემიყვრდა... მაგრამ ჩემი სიყვარულის ისტორია დაწყებამდე დამთავრდა...ის ჩემი ძმაა...ჩემი ტყუპისცალი... და ამისთვის ვწუხვარ...